განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
120100118002391501
დავის ტიპი
126 1
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/140-18წ. 29 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ--–-----------

დაცვის მხარე - ბრალდებული - ლ----------------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბ---------- დ-------- ქ.N--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა

2018 წლის 22 თებერვალს დაახლოებით 18 საათზე ქ.ბ---------–- 9-------–-- ქუჩაზე ლ------------------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-------------–------ კერძოდ მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა სახეში, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, შემდეგ პლასტმასის დაბალი სკამი ესროლა გ-------------–------ რაც მოხდა მარცხენა ფეხში, რის შედეგადაც გ-------------–----- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ ლ------------------- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ლ------------------- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გ-------------–----- მოწმის და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, ბრალდებულ ლ------------------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა ა-–-------------, ნ-–------------------- ა-------–-------ს, ტ-------------------ს და მ---------------- ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდავო მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ლ------------------ მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ლ------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა რაც შეეცვლება პირობით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 1 ცალი პისტოლეტი მჭიდით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ-------------–-----.

 

- 1ცალი მასრა, 2 ცალი ვაზნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ-------------–-----.

-მოწითალო ფერის ლაქები და გ-------------–----- ხელებიდან აღებული ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ლ----------------- (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ ზომად, კი განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015წლის 07 აპრილის N-------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 999,6 ლარი ოდენობით და საბოლოოდ, ლ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 წელი და 6თვე, ასევე ლ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 999,6 ლარის ოდენობით.

2. ცნობად იქნეს მიღებული რომ ლ------------------ მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

3. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება - 1 ცალი პისტოლეტი მჭიდით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ-------------–-----.

 

- 1ცალი მასრა, 2 ცალი ვაზნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ-------------–-----.

-მოწითალო ფერის ლაქები და გ-------------–----- ხელებიდან აღებული ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე