განაჩენი

სისხლის სამართლის 08.06.2018
საქმის ნომერი
120100118002400286
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/153-18წ. 8 ივნისი, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–-

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - ვ-–------------------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 5----------. მცხოვრები: ა---––---- რაიონი, სოფელი: გ-------–------

ადვოკატი - ვ------------–-------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ბ“ „გ“ პუნქტებით და 111-151 მუხლის 1 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის იანვრის თვეში ა---––---- რაიონის სოფელ გ-------–------ში საცხოვრებელი სახლში, ვ-–-------------------მ შელაპარაკების საფუძველზე, მეუღლეს და მეუღლის მამას წინასწარ შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, არასრულწლოვანი დ----------------- თანდასწრებით მის დედას ლ--–------------- და პაპას მ------------------ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თითოეულს ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც თითოეულმა დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 10 მარტს, ა---––---- რაიონის სოფელ გ-------–------ში საცხოვრებელ სახლში, ვ-–-------------------მ დანის გამოყენებით დაემუქრა ლ--–------------- სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–------------- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 111-151 მუხლის 1 ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, − წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაყჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ვ-–-------------------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებას: ბარათი N1, დადგენილება ლ--–------------- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დადგენილება ლ--–-------------თან ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, დადგენილება საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, დადგენილება მ-----------------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ, მოწმეთა: ს--–---------------ს, დ-----------------, გ----------–---–---–-ს, ნ----------------, დ----------–---–-ს, ლ------------------ და ნ----------------–ბ-–---–---–-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, დადგენილება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მიმართვა ექსპერტს და დროებით მოთავსების იზოლატორს, დ----------------- დაბადების მოწმობა, ს--–---------------ს დაბადების მოწმობა, საპენსიო მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV–100 ცნობა, ვ-–-------------------- ნასამართლობის ცნობა, ვ-–-------------------- ადმინისტრაციული სახდელ დადებულობის ცნობა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ვ-–-------------------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ,,ბ’’ „გ“და ,,გ" ქ/პ და 111-151 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ვ-–-------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ. განაგრძობენ ოჯახურ თანაცხოვრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ვ-–-------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი დანა, რომელიც ინახება შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-ე 151–ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ვ-–------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ „ბ“„გ“ პუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, ვ-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთის 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64–ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელი ვადით განესაზღვროს 2 წელი.

 

2. ვ-–-------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით.

 

3. ვ-–-------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა 15 000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მ-------------------–---- (პ/ნ 4----------).

 

4. ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი დანა, რომელიც ინახება შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე