განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100117001832687
№ 1/65-17
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
20 ივნისი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ------------–---–ი
ბრალდებული: კ------- მ------–---–ი (იმყოფება მიმალვაში)
მამის სახელი: ვ--------
დაბადებული: 3----------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი ხ-–-ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2015 წელს ნ-----–---- ე---------ემ გადაწყვიტა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხ-–-ში განეხორციელებინა ბიზნეს საქმიანობა. აღნიშნულის გამო, იგი დაუკავშირდა თავის ნაცნობს კ------- მ------–---–ს, რომელსაც შეუთანხმდა, რომ იგი დააფინანსებდა მას, ხოლო კ------- მ------–---–ს უნდა განეხორციელებინა ზედამხედველობა ნ-----–---- ე---------ის კუთვნილი ქონებისათვის, რის შედეგადაც კ------- მ------–---–ი ნ-----–---- ე---------ისაგან მიიღებდა გარკვეული სახის შემოსავალს. აღნიშნულის გამო, ნ-----–---- ე---------ემ 1100 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა, რაც დროებით სარგებლობისათვის გადასცა კ------- მ------–---–ს, ასევე, ნ-----–---- ე---------ემ კ------- მ------–---–ს მიწის ნაკვეთს დასამუშავებლად გადასცა 1340 ლარი, რომელზეც შემდგომ მოიყვანეს 4 ტონა სიმინდის მოსავალი, რაც დაასაწყობეს კ------- მ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. ამავდროულად, ნ-----–---- ე---------ემ ბიზნეს გაფართოებისათვის გადაწყვიტა, შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეეძინა ბალახის ტუკები, რომლის დასამზადებელი თანხა 6000 ლარი გადასცა კ------- მ------–---–ს და სთხოვა აღნიშნულ საქმიანობაში დახმარება, ამავდროულად ნ-----–---- ე---------ემ 100 ლარად შეიძინა ორი ცალი გოჭი, რომელიც მოსავლელად მიუყვანა კ------- მ------–---–ს. 2016 წლის ბოლოს კ------- მ------–---–მა გადაწყვიტა თავის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში მყოფი ნ-----–---- ე---------ის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ------- მ------–---–მა ნ-----–---- ე---------ისაგან წინასწარი შეთანხმების გარეშე მოახდინა ამ უკანასკნელის კუთვნილი ქონების რეალიცაზია, მიღებული შემოსავლები კი გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ-----–---- ე---------ეს მიადგა 13000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
2. კ------- მ------–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. ბრალდებულ კ------- მ------–---–ის დაკითხვა მიმალვაში ყოფნის გამო ვერ მოხერხდა.
4. დაზარალებულ ნ-----–---- ე---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ კ------- მ------–---–ი გაიცნო საგარეჯოს რაიონის სოფელ ხ-–-ში. კ------- მ------–---–ი სოფელში ეხმარებოდა სხვადასხვა საქმიანობაში, რაშიც ფულს უხდიდა.
5. 2015 წლის ბოლოს კ------- მ------–---–მა მას შესთავაზა, რომ ფული მიეცა მისთვის, იყიდდა ძროხებს, დაკლავდა, გაყიდდა და მასაც ასარგებლებდა. ასე დაიწო ბიზნეს საქმიანობა. შემდეგ 1100 დოლარად იყიდა „ვილისის“ მარკის ავტომანქანა. კ------- მ------–---–ი ამ მანქანით ტყეში დადიოდა და პერიოდულად უგზავნიდა მას 500 ლარს. შემდეგ მიწების დამუშავება და სიმინდის მოყვანა გადაწყვიტეს. კ------- მ------–---–ს თავდაპირველად 300 ლარი გაუგზავნა მიწის მოსახნელად, შემდეგ კიდევ 300, საბოლოოდ გაუგზავნა 1300 ლარი და ბოლოს 600 ლარი. იგი ზაფხულში ქობულეთში დადიოდა და კ-------მა თივის ფასის გაგება სთხოვა. მან თივის კლიენტი იშოვნა და თივის ბალახის მოსაყვანად, ბანკში სესხი 3000 ლარი, რაც მისცა კ------- მ------–---–ს მიწის მფლობელისათვის გადასაცემად, ასევე მოთიბვისთვის და დაპრესისთვის სხვა თანხა გადაიხადა. თავიდან 3700 მდე ტუკი დაიპრესა. მან ნახა, რომ ბალახი დაპრესილი იყო და ყველაფერი კარგად იყო. დაპრესვისათვის 6000 ლარი გადაიხადა. ამ თანხას სხვადასხვა საშუალებით აძლევდა კ-------ს, ერთხელ ბორჯომიდან გადაურიცხა 500 ან 600 ლარი, რამდენჯერმე კ------- მ------–---–ის შვილს გაატანა, ხოლო რამდენჯერმე თვითონ ჩავიდა სოფელში და მიუტანა. ერთხელ მეზობელმა, რომელიც უმზადებდა ტუკებს, დაურეკა და უთხრა, რომ კ-------ი საფასურს არ უხდიდა, რაც მან გაუსტუმრა. ქობულეთელი ბიჭი ჩავიდა ტუკების საყიდლად 3,50 ლარად ყიდულობდა ერთი ტუკს, ამ ბიჭმა დაურეკა და უთხრა, რომ ტუკები არეული იყო, დამპალი იყო ბალახი და ვერ წაიღებდა. გაუკვირდა, ვინაიდან, წინა დღეებში რომ შეამოწმა, ყველაფერი წესრიგში იყო. კ------- მ------–---–მა აუხსნა, რომ ტუკები ქარმა გააფუჩა, მაგრამ რეალურად ეტყობოდა, რომ ხელოვნურად იყო არეული. კ-------მა და მისმა შვილმა დაამშვიდეს, რომ ახლიდან დაპრესავდა, მაგრამ არ დაუპრესია. ამის შემდეგ, იგი ჩავიდა სოფელში, რომ კ------- მ------–---–თან ურთიერთობა გაეწყვიტა. თანხები დათვალეს და ჯამში გამოვიდა 13000 ლარი, რომელიც კ-------ს მისთვის უნდა მიეცა. ამ საფასურში ასევე შედიოდა ორი ღორის ფასი, რომელიც თვითონ იყიდა და კ-------ი უვლიდა, მაგრამ წამლები და საჭმელი თვითონ მიჰქონდა. შეთანხმების შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში ჩავიდა სოფელში და აღარც ბალახი იყო და აღარც სიმინდი. მან კ---ს კითხა რა ხდებოდა. კ---მ უთხრა, რომ ყველაფერი გაყიდა და მიაწვდიდა თანხას. მოგვიანებით კ---მ ერთ პიროვნებას შეახვედრა. უცნობმა უთხრა, რომ ყველაფერი თვითონ იყიდა და 20 დეკემბერს თანხას მისცემდა. 20 დეკემბერს ნავთლუღში ქვისლი გაგზავნა, მაგრამ თანხის მისატანად არავინ მისულა. მოგვიანებით მეზობლებისგან გაიგო, რომ კ-------ი საბერძნეთში იყო წასული. მან კ-------ის შვილს ვ----ს ჰკითხა ფულზე რა ხდებოდა, ხოლო მან უპასუხა, რომ თვითონ ვერაფერს გადაიხდიდა.
6. კ------- მ------–---–მა მას მიაყენა 13000 ლარის ზიანი, რის ანაზღაურებასაც ითხოვს.
7. მოწმის გ------- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს პოლიციის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. იგი კ------- მ------–---–ს იცნობს ბავშობიდან. ბოლო წლებში არ ჰქონია ახლო ურთიერთობა, მანამ სანამ კ------- მ------–---–მა მის ძმასთან ნ-----–---- ე---------ესთან არ დაიწყო ბიზნესი. მის ძმას ბიზნესის დაწყება უნდოდა და დახმარება კ------- მ------–---–ს სთხოვა. ბიზნესს მისი ძმა ნ-----–---- ე---------ე აფინანსებდა, ხოლო მის დავალებებს კ------- მ------–---–ი ასრულებდა. ტექნიკის მოზიდვას და სხვა სამუშაოებს კ------- მ------–---–ი ასრულებდა. მისთვის კ------- მ------–---–ს და არც მისი ოჯახის წევრებს, ძმაზე გადასაცემად ფულადი თანხა არასდროს მიუცია.
8. მოწმის პ------ ჯ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჰყავს „ტე 25-ის“ მარკის ტრაქტორები და სათიბ ოპერაციებს აწარმოებს. კ------- მ------–---–ი მისი მეზობელია. მან 2016 წელს, სთხოვა, რომ რამდენიმე ჰექტარი მიწა ჰქონდა და მოურიგდა, რომ გაეთიბა და დაეპრესა. მორიგებისამებრ, კ------- მ------–---–ი გათიბვაში ჰექტარზე 80 ლარი უნდა გადაეხადა, დაპრესვაში კი 50 თუ 60 ლარს უხდიდა. მოგვიანებით გაარკვია, რომ ფულს მას ნ---- ე---------ე უხდიდა, ხოლო მისი დამკვეთი კ------- მ------–---–ი იყო. კ------- მ------–---–მა თავდაპირველად წინასწარ 500 ლარი მისცა, დაამატა თვითონაც და იყიდა ახალი ბალახის შემგროვებელი ე.წ. „გრაბლი“. ეს თანხა მისთვის ბოლოს უნდა გამოექვითათ. მან შეასრულა სამუშაოები. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დანახარჯების გათვალისწინებით უნდა გადაეხადათ მისთვის, მაგრამ პირდებოდნენ და არ უხდიდნენ. ბოლოს გადაწყვიტა შეეწყვიტა მათთან მუშაობა და მივიდა კ------- მ------–---–თან, რომელმაც უთხრა, ნ---- ე---------ე ჩავიდოდა და ფულს ჩაიტანდა. ნ---- რომ ჩავიდა სოფელში, კ------- მ------–---–მა მას 400 ლარი მიუტანა. მანამდეც ერთხელ გადაუხადეს 400 ლარი. კიდევ რომ შეასრულა სამუშაოები, უგვიანებდნენ საფასურს, კიდევ დაურეკა და კიდევ მიუტანეს 400 ლარი. კვლავ, რომ იმუშავა და არ გადაუხადეს მუშებთან ერთად შეხვდა ნ-----–---- ე---------ეს, რომელიც დაპირდა ფულის გადახდას, მაგრამ მისთვის ფული არ მიუტანიათ. შაბათ-კვირას როდესაც სოფელში ჩავიდა ნ-----–---- ე---------ე მან ნახა იგი და ნ.ე---------ე შეპირდა, რომ ბალახის პრესს გაყიდდა და გადაუხდიდა, მაგრამ არ გადაუხდია. ნ---- ე---------ემ ასევე უთხრა, რომ კ------- მ------–---–ს ატანდა ფულს და ეტყობა არ მიქონდა და მხოლოდ 400 ლარი აქვს მისაცემი, დანარჩენი თანხა გადახდილი აქვს.
9. მანვე განმარტა, რომ მისთვის ასანაზრაურებელია 1380 ლარი. მან მოგვიანებით გაიგო, რომ კ------- მ------–---–ი კვიპროსში წავიდა.
10. მოწმის გ------- ფ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–---- ე---------ეს არ იცნობს. იგი ყიდდა ავტომანქანას „ვილისს“ სახელმწიფო ნომრით - N------. 2016 წელს, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, დაურეკა პიროვნებამ, გაეცნო ნ-----–---- ე---------ედ და უთხრა, რომ მანქანის ნახვა უნდოდა. მესამე დღეს მანქანა 1100 აშშ დოლარად მიყიდა იგივე პიროვნებას, ნ-----–---- ე---------ეს. ნ---სთან ერთად ორი პიროვნებაც იმყოფებოდა. მოგვიანებით ნ--- დაუკავშირდა, რომ მანქანის გადაფორმებისთვის ჭირდებოდა იმ პირის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ვისზეც იყო მანქანა გაფორმებული. მან აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.
11. მოწმის ო------ კ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხ-–-ში. ნ-----–---- ე---------ე და კ------- მ------–---–ი მისი მეზობლები არიან და იცნობს. მათ სიმინდისა და ბალახის პრესის ბიზნესი ქონდათ. ვინ რა ფუნქციას არსრულებდა ბიზნესში მისთვის უცნობია. კ------- მ------–---–ს ჰყავდა „უაზის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ნ-----–----მა იყიდა, ყიდვისას ნ.ე---------ესთან თვითონ და კ--- მ------–---–იც იყვნენ. კ-------ი ამ მანქანით სოფელში მოძრაობდა და ტყეშიც დადიოდა.
12. მისთვის ცნობილია, რომ კ------- მ------–---–ს სახლში ჰყავდა სამი ღორი, ვინ უყიდა ეს ცხოველები კ-------ს არ იცის. კ------- მ------–---–ი საზღვარგარეთაა, როგორც იცის 2016 წლის ბოლოს დატოვა საქართველოს ტერიტორია.
13. მოწმის ი----- კ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხ-–-ში. იგი იცნობს კ------- მ------–---–ს, ხოლო ნ-----–---- ე---------ეს არ იცნობს. გადმოცემით იცის, რომ მათ ერთობლივი ბიზნესი ჰქონდათ, მაგრამ რა სახის არ იცის. მხოლოდ ის იცის, რომ რაღაც ვალი დაედო კ---ს. მან მონაწილეობა მიიღო „უაზის“ მარკის მანქანის დათვალიერებაში და დათვალიერების ოქმზე მოაწერა ხელი. მან აღნიშნული ავტომანქანა დაახლოებით ერთი წელია კ---სგან შეიძინა. ეს ავტომანქანა კ---სი იყო, ვინაიდან კ--- დადიოდა სოფელში და ტყეში აღნიშნული ავტომანქანით, მაგრამ საიდან შეიძინა არ იცის. მოგვიანებით გაიგო, რომ ეს მანქანა კ---ს და ნ-----–----ს ერთობლივად შეუძენიათ ბიზნესითვის. მან 1500 დოლარად იყიდა მანქანა, კერძოდ, 1000 დოლარად ღირებული თავის მანქანა მისცა და ხუთასი დაუმატა. მას ნ-----–---- ე---------ემ დაურეკა და უთხრა, რომ მანქანა, რომელიც კ---სგან შეიძინა მისი იყო. ნ-----–---- ე---------ეს მანქანის დაბრუნება არ უთხოვია. მან როგორც იცის კ------- მ------–---–ი ამჟამად კვიპროსზე იმყოფება.
14. მოწმის ა-–---------- ღ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–---- ე---------ე მისი ქვისლია და სოფელ ხ-–-ში ხშირად ჩადიოდნენ საქეიფოდ და საქმეზე. მათ გაიცნეს კ-------ი. ერთ-ერთ ქეიფზე გადაწყვიტეს ბიზნესი დაეწყოთ. ნ-----–----მა უთხრა, რომ მანქანა შეეძინეათ, სიმინდის მოსავალი უნდა მოეყვანათ, ბალახი უნდა დაემზადებინათ და გაეყიდათ. ნ-----–----ს და კ-------ს შორის დაიძაბა ბიზნეს ურთიერთობა, მათ თანხა დათვალეს და აღმოჩნდა, რომ ნ-----–---- ე---------ემ ჩადო დაახლოებით 10 000-ზე მეტი თანხა. ნ-----–----მა კ-------ს უთხრა, რომ თვითონ ბიზნესიდან გადიოდა და ეს თანხა დაებრუნებინა მისთვის. 2016 წლის ნომერის თვეში, იგი შეხვდა კ-------ს და უთხრა, რომ ეხლა გაყიდა ყველაფერი და ეტაპობრივად უნდა მიეღო თანხები და მერე მთლიანად მისცემდა ნ-----–----ს. შემდეგ მოხდა ისე, რომ ნ-----–----ი როდესაც ურეკავდა კ-------ს მას გათიშული ქონდა ტელეფონი, ასევე გათიშული ქონდა კ-------ის შვილსაც. 2016 წლის დეკემბერში ის და და ნ-----–---- ე---------ე სოფელში ჩავიდნენ, სადაც შეხვდნენ კ-------ის შვილს, რომელმაც უთხრა, რომ მამამისი თბილისში იყო და ორი დღე არაფერი იცოდნენ, ვინაიდან, ტელეფონი გაუფუჭდა. ამის შემდეგ დაინტერესდნენ და გაიგეს, რომ კ-------ი საზღვარგარეთ წავიდა. მერე გაიგეს, რომ მანქანაც გაყიდული იყო.
15. მოწმის ა----- მ-----–-------ს ჩვენებითა და ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნთ დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე აუდიო, ფოტო და ვიდეო მასალაზე მეორე ექსპერტთან ერთად ჩაატარა ექსპერტიზა, რომ დაედგინა იყო თუ არა მონტაჟის ნიშნები და გაეშიფრა ტექსტის შინაარსი. თვითონ იმსჯელა მონტაჟის თაობაზე და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: კომპლექსური გამოკვლებვის შედეგად დადგინდა, რომ აუდიო ჩანაწერი „20170103_001“ წარმოდგენილია ასლის სახით, ორიგინალი ჩანაწერი გადაწერილია სხვა ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით და მასზე აღინიშნება წყვეტები შემდეგ მონაკვეთებზე t=00:00:03.450წმ. და t=00:03:01.10წმ, ხოლო გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერები დამზადებულია უწყვეტად და მათზე არავითარი სახის მონტაჟის კვალი არ დაფიქსირდა. ფოტომასალის გამოკვლევა ვერ მოხერხდა, ვინაიდან, ბიუროში არ გააჩნიათ აღნიშნული კვლევისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. იგი ადასტურებს დასკვნის უტყუარობას.
16. მოწმის მ---------------–--ის ჩვენებითა და ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნთ დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე აუდიო მასალაზე გაშიფრა ტექსტის შინაარსი და სრული სახით დაურთო ექსპერტიზის დასკვნას წერილობითი სახით. იგი ადასტურებს დასკვნის უტყუარობას.
17. მოწმის დ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სა---------–-----------------------------------------------------------ის საგამოძიებო სამსახურის კ--------------------–--ს უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 3 იანვარს მას დაეწერა ნ-----–---- ე---------ის განცხადება, სადაც იგი მიუთითებდა კ------- მ------–---–ის მიერ მისი კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტთან დაკავშირებით და მან დაიწყო გამოძიება. დაიკითხნენ მოწმეები, ამოიღეს ავტომანქანა „ვილისი“ და ვიდეო-აუდიო მასალა. მან დაათვალიერა ავტომანქანა „ვილისი“, რომელსაც ესწრებოდა ავტომანქანის მფლობელი ი----- კ---–-–---–ი, შეადგინა ოქმი და მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. მან ასევე დაათვალიერა ნ-----–---- ე---------ის მიერ წარმოდგენილი ფიტო აუდიო და ვიდეო მასალა DVD-R დისკის სახით და შეადგინა შესაბამისი ოქმი.
სამართლებრივი შეფასება:
18. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, გამოკვლეული საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ კ------- მ------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი. სახელდობრ, ბრალდების დადგენილებაში ზიანი გაანგარიშებულია შეცდომით. დადგენილების მიხედვით, ნ-----–---- ე---------ემ 1100 აშშ დოლარად შეიძინა და კ.მ------–---–ს გადასცა ავტომანქანა, ასევე გადასცა 1340 ლარი, 6000 ლარი და შეიძინა, თითო 100 ლარად ღირებული, ორი გოჭი, რომელიც მოსავლელად მიუყვანა კ.მ------–---–ს.
19. ბრალდების დადგენილებაში მითითებული, ნ.ე---------ის მიერ გადახდილი ლარის სრული ოდენობა შეადგენს 7540, რაც 5460 ლარით ნაკლებია ბრალად შერაცხულ დიდ ოდენობა, 13000 ლარზე.
20. ბრალდების დადგენილებაში მითითებული 1100 აშშ დოლარი კიდეც რომ მივიღოთ მხედველობაში, არასდროს არ ყოფილა 5460 ლარის ეკვივალენტი. ყურადღებამისაქცევია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, იმ პერიოდში რამდენი იყო ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ბრალდების დადგენილებაში უცხოურ ვალუტაში მიყენებული ზიანის მითითების დროს, აუცილებლად უნდა მიეთითოს ეკვივალენტური ოდენობა ეროვნულ ვალუტაში.
21. ვინაიდან, ბრალდების დადგენილებაში არ არის მითითებული, თუ ბრალდების მხარემ საიდან დაიანგარიშა დამატებით 5460 ლარის ზიანი, რაც ქმედების აღწერისას სავალდებულოა და დაგენილებაში ზუსტად უნდა მიეთითოს, თუ კონკრეტულმა რომელმა ქმედებამ რა ზიანი გამოიწვია, სასამართლო მიიჩნევს, რომ გაანგარიშება მოხდა შეცდომით და კ.მ------–---–ს გაამართლებს დიდი ოდენობით მიყენებული ზიანის ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეასრულოს ბრალდების ფუნქცია, დაადგინოს ახალი გარემოებები და ბრალად შერაცხოს პირს. დამატებით 5460 ლარის ზიანში, თუ ბრალდების მხარე მოიაზრებს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა მაგალითად დაზარალებილის მიერ მითითებული, ავტომანქანის ტყეში სასიარულოდ გაგზავნილი თანხა, მაშინ უნდა დადგენილიყო, ასეთი ხარჯი რატომ არის მითვისება, უნდა დადასტურებულიყო, რომ კ.მ------–---–მა ფული დანიშნულებისამებრ არ გამოიყენა და მიისაკუთრა.
22. სასამართლომ, დაზარალებული ნ-----–---- ე---------ის ჩვენებით დაადგინდა, რომ მას ბიზნეს საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა კ------- მ------–---–ი, ამ მიზნით მან კ------- მ------–---–ს გადასცა 1100 აშშ დოლარად შეძენილი „უაზის“ მარკის ავტომანქანა, ასევე გადასცა 1340 ლარი, შემდეგ 6000 ლარი და თითო 100 ლარად ღირებული ორი გოჭი.
23. მოწმის ი----- კ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ კ------- მ------–---–ისგან 1500 დოლარად შეიძინა „უაზის“ მარკის ავტომანქანა, კ.მ------–---–ს მისცა 1000 დოლარად ღირებული თავის მანქანა და ხუთასი დოლარი. მოგვიანებით გაიგო, რომ მანქანა ნ-----–---- ე---------ეს ეკუთვნოდა.
24. მოწმე გ------- ფ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისგან ნ-----–---- ე---------ემ 1100 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა „ვილისი“ სახელმწიფო ნომრით - N------.
25. ნ-----–---- ე---------ის მიერ ავტომანქანის შეძენის ფაქტს ასევე ადასტურებს მოწმე ო------ კ-----–---–ი, რომელიც კ--- მ------–---–თან ერთად ავტომანქანის შეძენისას თან ახლდა ნ.ე---------ეს. იგი ასევე ადასტურებს, რომ ამ მანქანით სარგებლობდა ბრალდებული კ.მ------–---–ი.
26. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ კ------- მ------–---–მა გაასხვისა მის მფლობელობაში მყოფი ნ.ე---------ის მიერ შეძენილი ავტომანქანა „უაზი“ სახელმწიფო ნომრით - N------, მიჰყიდა იგი ი----- კ---–-–---–ს, აღებული თანხა კი მიისაკუთრა.
27. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- ღ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის ესწრებოდა ნ-----–---- ე---------ესა და კ--- მ------–---–ს შორის გამართულ მოლაპარაკებას ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოლაპარაკებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ.ე---------ეს ბიზნეს საქმიანობაში ეხმარებოდა კ--- მ------–---–ი. ნ.ე---------ე აძლევდა მას ფულს. ვინაიდან, ნ.ე---------ემ მოგება ვერ ნახა, კ.მ------–---–ს მოსთხოვა თანხის დაბრუნება, რაზეც კ.მ------–---–მა თანხმობა განაცხადა.
28. ის გარემოება, რომ ნ-----–---- ე---------ე აძლევდა თანხას კ------- მ------–---–ს, გარდა ა-–---------- ღ-------ის ჩვენებისა, დასტურდება მოწმე პ------ ჯ----–---–ის ჩვენებით. სახელდობრ, პ------ ჯ----–---–ი მიუთითებს, რომ კუთვნილი „ტე 25-ის“ მარკის ტრაქტორებით სათიბ ოპერაციებს აწარმოებს. მ------–---–ი მისი მეზობელია. მან 2016 წელს, მეზობელმა კ------- მ------–---–მა სთხოვა, რომ რამდენიმე ჰექტარი მიწა ჰქონდა და მოურიგდა, რომ გაეთიბა და დაეპრესა. მორიგებისამებრ, კ------- მ------–---–ს გათიბვაში ჰექტარზე 80 ლარი უნდა გადაეხადა, დაპრესვაში კი 50 ან 60 ლარი. მოგვიანებით გაარკვია, რომ დამფინანსებელი ნ-----–---- ე---------ე იყო.
29. აღნიშნული ჩვენებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ე---------ე ბიზნესის განხორციელების მიზნით თანხას აძლევდა კ------- მ------–---–ს. კ.მ------–---–ს უნდა მოეყვანა სიმინდი და ბალახი. პ------ ჯ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან მოუთიბა და შემდგომ დაუპრესა ბალახი შემკვეთს, კ------- მ------–---–ს. ო------ კ-----–---–ი ასევე ადასტურებს, რომ ბალახის პრესის ბიზნესი ჰქონდათ. მისთვის ასევე ცნობილია, რომ კ------- მ------–---–ი ეწეოდა რა სოფლის მეურნეობას, ზრდიდა ღორებს.
30. სასამართლო ასევე მოწმე ა-–---------- ღ-------ისა და დაზარალებულ ნ-----–---- ე---------ის ჩვენებების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ე---------ემ, კ------- მ------–---–ს, ბიზნეს საქმიანობის მიზნით ეტაპობრივად გადასცა 7540 ლარი, და გასაზრდელად მიაბარა თითო 100 ლარად ღირებული ორი გოჭი, რაც კ------- მ------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ აკისრებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
33. ბრალდებულ კ------- მ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ იმყოფება მიმალვაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
34. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
35. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ კ------- მ------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც, ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
36. თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლისა, ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა „უაზ 469113, სახ. ნომრით N------ და ტექპასტორტი, რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ი----- კ---–-–---–ს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
37. ერთი ცალი DVD დისკი, ნ. ე---------ის წარმოდგენილი ფოტო აუდიო და ვიდეო მასალით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 270-277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
38. ბრალდებული კ------- მ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
39. ბრალდებული კ------- მ------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლით.
40. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით - 01(ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
41. კ------- მ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
42. განაჩენი, კ------- მ------–---–ის დაძებნისა და განაჩენის აღსრულების მიზნით გაეგზავნოს შსს რაიონულ სამმართველოს მსჯავრდებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
43. კ------- მ------–---–ი დაკავების შემთხვევაში მოთავსდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში და ეცნობოს სასამართლოს.
44. ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა „უაზ469113, სახ. ნომრით N------ და ტექპასტორტი, რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ი----- კ---–-–---–ს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
45. ერთი ცალი DVD დისკი, ნ. ე---------ის წარმოდგენილი ფოტო აუდიო და ვიდეო მასალით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
46. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
47. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
48. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური