განაჩენი

სისხლის სამართლის 15.06.2018
საქმის ნომერი
820100117002002065
დავის ტიპი
18 - 260 3 ა
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100117002002065

№1-176/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15.06.2017 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - დ----- ხ------–---–ი

 

ბრალდებული - გ-- მ--–------–ი

ადვოკატი - პ----- ბ-----ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173150617002 საქმე

 

ბრალდებულ გ-- მ--–------–ის მიმართ

მამის სახელი: ს---–------

დაბადებული: 01.12.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

რეგისტრირებული: ბათუმი, ტ---–-----------ის ქ. №9, ბინა №3

ფაქტობრივად მცხოვრები: ბათუმი, ტ---–-----------ის ქ. №9, ბინა №3

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. გ-- მ--–------–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრტენორფინი’’ - წონით 0,0532 გრამი და უკანონოდ შეინახა ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბეში, რაც 2017 წლის 15 ივნისს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, საბაჟო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

2. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. 2017 წლის 15 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად გ-- მ--–------–მა პირადი ჩხრეკის დროს წარმოადგინა ერთი ცალი კონვალუტა მასში მოთავსებული თეთრი ფერის 6 ცალი მთლიანი ტაბლეტი და ერთი ცალი ტაბლეტის ნატეხი წარწერით suboxone.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 15 ივნისის ექსპერტიზის №ქ/257 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთ ცალ კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერზე წარწერით: ,,Suboxone…8mg/2mg buprenorphine/naloxone”, განლაგებული ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 6 ცალი მთლიანი ტაბლეტი და თეთრი ფერის სამკუთხა ფორმის ერთი ცალი ტაბლეტის ნატეხი წონით - 0,2624 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,0532 გრამის ოდენობით.

 

6. გ-- მ--–------–მა დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მისი კუთვნილია.

 

7. გ-- მ--–------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მოწმეების: რუსლან ბ-----ის, ნურად ბოლქვაძის, დ----- ხოზრევანიძის, გიორგი მამათელაშვილის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით.

 

8.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

9. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების მე-2 სიაში №10 რეგისტრაციით

 

10.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა” - №29 რეგისტრაცია, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი", წონით 0,0532 გრამი, წარმოადგენს დიდ ოდენობას.

 

11.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

12.გ-- მ--–------–ეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-- მ--–------–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი”.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-- მ--–------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

15 . გ-- მ--–------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება დანაშაულის ჩადენა ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მმიერ..

 

16. გ-- მ--–------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება დანაშაულის აღიარება და გამოძიებათან თანამშრომლობა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ-- მ--–------–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ-- მ--–------–ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ გ-- მ--–------–ს, რომელსაც სასჯელად დაენიშნება თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება უნდა გადაევადოს, ვინაიდან 2018 წლის 29 მაისს გაცემული №003599818 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ-- მ--–------–ს დაესვა დიაგნოზი: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება j-44.0 ბრონქული ასთმა ნაწილობრივ კონტროლირებადი j45.9 გადატანილი TBC B90.9 სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხი j 96. ამჟამად გ-- მ--–------–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, საჭიროებს სისტემატურ მკურნალობას და მეთვალყურეობას.

 

19. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული გ-- მ--–------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რომლის აღსრულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაუვადდეს მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

 

2. გ-- მ--–------–ს დაევალოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ხარჯებით წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნა წარმოუდგინოს სასამართლოს ყოველი წლის დეკემბრის თვის 15 რიცხვამდე.

 

3.მასვე განემარტოს, რომ თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

 

4. გ-- მ--–------–ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 15 ივნისიდან 2017 წლის 22 ივნისის ჩათვლით.

 

5. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ-- მ--–------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო და მოეხსნას ყადაღა გ-- მ--–------–ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ქობულეთი, სოფელი ალამბარი (კონდიდი) - საკადასტრო კოდი №20.36.04.101.

 

6. `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით,რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,0532 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი