განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2018
საქმის ნომერი
190100118002346151
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/170-18

(№078241215004)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი გიორგი გოგალაძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ქ----–------–---------ი, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, დაოჯახებული, ქმედების ჩადენისას ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ--------–--------------------–-----–-----------–--;

 

ადვოკატი: როლანდ ასაკაშვილი,თარჯიმანი: ნურანა გაჯიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით ქ----–------–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“,ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.

 

ქ----–------–---------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 2 (ორი) წლის ვავდით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

1.2 2015 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, მ--------–---------–------------------–-----------------–----------ე მოძრაობდა ,,მ-–----–ის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - L------, რომელსაც მართავდა ქ----–------–---------ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები და რკინიგზის გადასასვლელზე კანონდარღვევით გადავლისას მას შეეჯახა მატარებელი, რომელსაც მართავდა მემანქანე ა---------------–-–---–ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ქ.გიულმამედოვის მგზავრი - ა--------–---ი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დასკვნა, ქ----–------–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ა--------–---ის, ა---------------–-–---–ის, ზ-------–--–------ის, მ--------–---ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეების ჩვენებებისა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა--------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა მისი შვილი. ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

მოწმე ა---------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს რკინიგზის მემანქანედ 1986 წლიდან. 2015 წლის 24 დეკემბერს მართავდა მატარებელს მარნეულის სადგურიდან შულავერის სადგურამდე. მარნეულიდან გასასვლელში, სადაც ლიანდაგს კვეთს საავტომობილო გზა, დაახლოებით 15-20 მეტრის დაშორებით დაინახა, რომ მაღალი სისწრაფით შევარდა მანქანა, მან მისცა სიგნალი რაც შეიძლებოდა, იხმარა სწრაფი მუხრუჭი, მაგრამ მატარებლის გაჩერება შეუძლებელი იყო და მოხდა შეჯახება. მატარებელი მოძრაობდა დაახლოებით 20-25 კმ/სთ სიჩქარით. როდესაც მძღოლი კვეთს ლიანდაგს, იგი ვალდებულია შეამოწმოს მოდის თუ არა მატარებელი, ხოლო თავის მხრივ მატარებლის მძღოლი ყოველთვის აძლევს სიგნალს, როდესაც გადის გზის ისეთ მონაკვეთს, სადაც სხვა სატრანსპორტო საშუალება შეიძლება შეხვდეს.

 

მოწმე ზ-------–--–------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს იმყოფებოდა მატარებელზე და ასრულებდა თავის ს/მოვალეობას. მემანქანე მატარებელს მართავდა დასაშვებ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარით, თუმცა მსუბუქმა მანქანამ, რომელიც სწრაფი სიჩქარით შემოვარდა ლიანდაგზე, ვერ გადაასწრო და შეეჯახნენ ერთმანეთს. მემანქანემ ხმოვანი სიგნალი არაერთხელ მისცა და მიიღო კიდეც ზომები მატარებლის გასაჩერებლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ სამი ადამიანის სიკვდილი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება. აღსანიშნავია, რომ ნორმა ბლანკეტურია და ზოგადად მიუთითებს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი რეგულირებულია ”საგზაო მოძრაობის” შესახებ საქართველოს კანონით, რომლის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილემ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას და მასზე გავლისას, კერძოდ: თუ რკინიგზის გადასასვლელი აღჭურვილი არ არის შლაგბაუმებით, ნახევარშლაგბაუმებით ან მაშუქი სიგნალებით, არცერთმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ არ უნდა გაიაროს მასზე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ხილვადობის ფარგლებში რკინიგზის გადასასვლელს არანაირი რელსიანი სატრანსპორტო საშუალება არ უახლოვდება;

 

აღნიშნული ნორმის გაანალიზებით ნათელი ხდება, რომ სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ქმედების სუბიექტური მხარეც, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ გაუფრთხილებობით (თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, 2) დამდგარი შედეგი, კერძოდ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ადამიან(ებ)ის სიცოცხლის მოსპობა, და 3) მიზეზობრივი კავშირის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

2016 წლის 15 აპრილის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით: მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ ,,mitsubishi airtrec“ llo-322-ის მძღოლის ქამილ გულმამედოვის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის 1. დ) პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, მატარებლის მემანქანე ა---------------–-–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრავ ავტომობილზე შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

 

2016 წლის 29 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ა--------–---ის გვამზე აღინიშნება: გულმკერდის ბლაგვი ტრავმა, მწვავე სისხლნაკლებობა. მარჯვნივ ნეკნების შეცილებული მოტეხილობები ამავე ფილტვის მრავლობითი დაზიანებით, სისხლი პლევრის ღრუში მარჯვნივ 2200 მლ-მდე. მარცხნივ ნეკნების შეუცილებელი და ლავიწის ძვლის შეცილებული მოტეხილობა. ორივე ფილტვის კარში და მოტეხილი ნეკნების შესაბამისად, ნეკნთაშუა რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევები. მარცხენა სხივის, იდაყვის და მხრის ძვლების მოტეხილობები. დაჟეჟილი ჭრილობები, ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის მძიმე ხარისხს. დამდგარ შედეგთან (სიკვდილთან) უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან. ა--------–---ის სიკვდილის მიზეზია გულმკერდის ბლაგვი ტრავმა და მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული: მარჯვნივ ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით, ამავე ფილტვის ტრავმული დაზიანებით და მისგან გამოწვეული სისხლდენით. გვამის გამოკვლევის მონაცემები (24.12.2015 წ 18:15 სთ) არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ სიკვდილის დადგომის დროს.

 

2016 წლის 04 იანვრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამორთულ მდგომარეობაშია.

 

ბრალდების მხარემ, 2015 წლის 24 დეკემბერს ,,მ-–----–ის’’ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნომრით - L------ მძღოლის მიერ "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის 39-ე მუხლის დარღვევის დასადგენად და ქ----–------–---------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი მასზე დართული ნახაზით. როგორც მოწმეების ჩვენებებით, ისე ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, მ--------–---------–------------------–-----------------–----------ე მოძრაობდა ,,მ-–----–ის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - L------, რომელსაც მართავდა ქ----–------–---------ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები და რკინიგზის გადასასვლელზე კანონდარღვევით გადავლისას მას შეეჯახა მატარებელი, რომელსაც მართავდა მემანქანე ა---------------–-–---–ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ქ.გიულმამედოვის მგზავრი - ა--------–---ი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქ----–------–---------მა ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ----–------–---------ს, უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია აღნიშნული სასჯელის დანიშვნის პირობებში, ასევე მოცემულ საქმეზე ბრალდებულს 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ა/მანქანის მართვის უფლება, ხოლო ვინაიდან ქ----–------–---------ს ქმედება ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განაჩენის გამოტანამდე, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ქ----–------–---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - არ გამოყენებულა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ----–------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის (ავტომანქანის) მართვის უფლება.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქოს მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ქ----–------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.

 

ქ----–------–---------ს, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის (ავტომანქანის) მართვის უფლება.

 

2. ქ----–------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ივნისიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს წინა განაჩენით - 2017 წლის 12 სექტემბრიდან 2018 წლის 19 ივნისამდე.

 

3. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5. საქართველოს სსსკ-ს 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ,,მ-–----–ის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - L------, რომელიც დგას საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე