გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002330879
N2/192-2018
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1-.06.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი ფატმან ჭანტურიძე
მოსარჩელე: სს ”სა---------–--------ი”,წარმომადგენელი: გ--------–-----ა,მოპასუხე: ლ---------–-----ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ლ---------–-----ეს სს ”სა---------–--------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საბანკო კრედიტის N28693-0 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 22 579.71 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 14548.92 ლარი, პროცენტი - 2 4-4.11 ლარი, საკომისიო - 96.00, პირგასამტეხლო 5510.68 ლარი.
1.2. მოპასუხე ლ---------–-----ეს (პ/ნ 6----------) სს ,,სა---------–--------ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიურად პროცენტის- 6.18 (ექვსი ლარი და თვარმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ლ---------–-----ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით, ყოველდღიურად 72.74 ლარის გადახდა.
1.4. საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ იქნეს მიქცეული ლ---------–-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ზესტაფაონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში ს/კ 3-.1-.4-.0--. იმ შემთხვევაში თუ ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარის დავალიანების დასაფარად, თანხის ამოღება განხორციელდეს ლ---------–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
1.5 პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.6. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
მოსარჩელის პიზიცია:
სარჩელის თანახმად, სს ”სა---------–--------სა” და ლ---------–-----ეს შორის 2015 წლის 23 ივნისს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N28693-0, რომლის თანახმად ლ---------–-----ეზე გაიცა სესხი 19 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 15.5% დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს. 2010 წლის 23 ივნისს აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ლ---------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში. 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ლ---------–-----ის დავალიანება სს,,სა---------–--------ის'' წინაშე შეადგენს 22 579.71 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 14 548.92 ლარი, სარგებელი 2 4-4.11 ლარი, საკომისიო 96 ლარი, პირგასამტეხლო 5510.68 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ---------–-----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2015 წლის 23 ივნისს სს ,,სა---------–--------სა'' და ლ---------–-----ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N28693-0, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი N2890319 19 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 15.5% დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 23 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება N28693-0;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ”სა---------–--------ს” და ლ---------–-----ეს შორის 2015 წლის 23 ივნისს გაფორმდა იპოთეკის #28693-0-01 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ლ---------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში ს/კ 3-.1-.4-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 23 ივნისის იპოთეკის N28693-0-01 ხელშეკრულება,3.1.3 მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2017 წლის 20 თებერვლის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ლ---------–-----ეს საბანკო კრედიტის #28693-0 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 22 579.71 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 14548.92 ლარი, პროცენტი - 2 4-4.11 ლარი, საკომისიო - 96.00, პირგასამტეხლო 5510.68 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ”სა---------–--------ის ” მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ
- გადახდების ისტორია
3.1.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის წარმოადგენს გარკვეულ ღირებულებას. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება
3.1.5 2015 წლის 23 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე , ვალდებულების სრულად შესრულებამდე, აღსრულებამდე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2 4-4.11 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- მხარეთა განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ”სა---------–--------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე 301-ე, 361-ე, 403-ე, 411-ე, 4-0-ე, 463-ე 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 74-ე, 230-ე, 23-1-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სს ,,სა---------–--------ის'' სარჩელი მოპასუხე ლ---------–-----ის ოჯახის წევრს, მამას -გუ---------–------ს ჩაბარდა მოსარჩელის მიერ სარჩელიში მითითებულ მისამართზე ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში 2018 წლის 24 აპრილს. მოპასუხე ლ---------–-----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-1 მუხლის თანახმად ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი არასაპატიო მიზეზით, მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სასამართლომ, იმსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობის თაობაზე ლ---------–-----ის მიმართ შესაგებელის წარმოუდგენლობის გამო, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია დამტკიცებულად. ამასთან, იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არაა იურიდიულად გამართლებული და საქმე განსახილველად დაინიშნა სასამართლო სხდომაზე.
6.2. სასამართლო სხდომის დღე ეცნობა მოპასუხე ლ---------–-----ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მაგრამ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სასამართლო სხდომაზე გამოძახების შესახებ სასამართლო უწყება ჩაიბარა ლ---------–-----ის ოჯახის სრუწლოვანმა წევრმა- მამამ გუ---------–------მ. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლ---------–-----ის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მატერიალური კანონი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა უკავშირებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მიზნად აქვს დასახული მოსარჩელეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხე ლ---------–-----ის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამომრიცხავი გარემოებანი. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, მართალია იურიდიულად გამართლებულია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია მოსარჩელის შუამდგომლობა ლ---------–-----ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას.
უდავოა, რომ მოსარჩელე სს ,,სა---------–--------სა’’ და მოპასუხე ლ---------–-----ეს შორის 2015 წლის 23 ივნისს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 19 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით,კრედიტის ვადა - 60 თვე, 2020 წლის 01 ივლისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვაგადაგადაცილებულ დღეზე. ლ---------–-----ემ ჯეროვნად ვერ შეასრულა სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი პროცენტის ანაზღაურება.
საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა სარგებელი 15,5%-ი, კრედიტის ვადა -604 თვე, 2020 წლის ივლისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად კი ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ლ---------–-----ემ ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 20 თებერვლიდან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხე ლ---------–-----ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის თანხის 2 4-4.11 ლარის გადახდა. რასაც სს ,,სა---------–--------ი" მიიღებდა მოგების სახით მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამდენად ამ ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
6.5. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა ჯარიმამ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 5 510.68 ლარი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იგი მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 4-0-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ვერ მიენიჭება მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, მისი დაკისრება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას და არა დარღვეული უფლების აღდგენას, რაც საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს. მოპასუხე ლ---------–-----ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით მოსარჩელის სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 0.5%-ს ნაცვლად 0,05% ანუ 5510.68 ლარის ნაცვლად 551.07 ლარი.
ასევე მოპასუხე ლ---------–-----ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით მოსარჩელის სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიური პროცენტის 6.18 ლარის ანაზღაურრება სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 28 თებერვლიდან ძირ თანხაზე - 14548.92 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6.8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სესხის N28693-0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ლ---------–-----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის'' სასარგებლოდ 17620.10 ( ჩვიდმეტი ათას ექვსას ოცი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14 548.92 ლარი, სარგებელი 2 4-4.11 ლარი, საკომისიო 96 ლარი, პირგასამტეხლო 551.07 ლარი. ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე 4959.60 ლარის ნაწილში. ასევე უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიური პროცენტის 6.18 ლარის ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 28 თებერვლიდან ძირ თანხაზე - 14548.92 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 28 თებერვლიდან ძირ თანხაზე - 14548.92 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ძირი თანხის 0.05% , რაც ყოველდღიურად ნაცვლად 72.74 ლარისა შეადგენს 7. 27 ლარს.
6.9. მოსარჩელე სს ,,სა---------–--------მა“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე დაკმაყოფილებას ექვემდებარება მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ლ---------–-----ეს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2 288.94 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი ვინაიდან არ დაკმაყოფილდა 4959.60 ლარის ნაწილში, მის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 980.97 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 250-ე, 257, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ს.ს. ,,სა---------–--------ის'' (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ლ---------–-----ეს (პ/ნ 6----------) ს.ს. ,,სა---------–--------ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 17620.10 ( ჩვიდმეტი ათას ექვსას ოცი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14 548.92 ლარი, სარგებელი 2 4-4.11 ლარი, საკომისიო 96 ლარი, პირგასამტეხლო 551.07 ლარი.
3. მოპასუხე ლ---------–-----ეს (პ/ნ 6----------) სს ,,სა---------–--------ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიურად პროცენტის- 6.18 (ექვსი ლარი და თვარმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
4. მოპასუხე ლ---------–-----ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით, ყოველდღიურად 7.27 (შვიდი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.
5. საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ იქნეს მიქცეული ლ---------–-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ზესტაფაონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში ს/კ 3-.1-.4-.0--. იმ შემთხვევაში თუ ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარის დავალიანების დასაფარად, თანხის ამოღება განხორციელდეს ლ---------–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
6. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. მოპასუხე ლ---------–-----ეს (პ/ნ 6----------) ს.ს. ,,სა---------–--------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2 288.94 (ორი ათას ორას ოთხმოცდარვა ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
8. მოსარჩელე ს.ს. ,,სა---------–--------ის'' (ს/კ 2--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 980.97 (ცხრაას ოთხმოცი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
9. გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. მოპასუხე ლ---------–-----ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით, შეუძლია, შემოიტანოს საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7) 10 (ათი) დღის ვადაში, იმ დღიდან, როდესაც მათ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე ელენე ოსაძე