განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2018
საქმის ნომერი
120100118002448100
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
24.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002448100-1/210-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

07 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ლ-–-----–-----------------–-–------, დაბადებული 1----–-–------------- პირადი #------------ საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული ქ.თ---–-----------------–---–-- ქუჩა N 1--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.----––----------------–-------------- ;

 

ადვოკატი -

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 ქ.ახ--––---–--------------–------------2-ში მცხოვრები ლ-–---–-–------ მეუღლეს ხ------------------- წლების მანძილზე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ სტერეოტიპული დამოკიდებულებით ,,ცოლი არის მისი საკუთრება, მისი ნებართვის გარეშე არსად არ უნდა წავიდეს, ნათესავებთან და მეგობრებთან არ უნდა ქონდეს არანაირი ურთიერთობა, მისი ძალადობრივი ქმედების შესახებ თუ შეატყობინებდა სათანადო ორგანოებს, ემუქრებოდა მოკვლით, 2018 წლის 31 მარტს კი იმავე მოტივით მეუღლეს ხ------------------- მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით, რაც ხ------------------- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2.-–-–---–-–------- 2018 წლის 01 აპრილს ქ.ახ--––---–-------------–--------------ში საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს ხ------------------- წლების მანძილზე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ სტერეოტიპული დამოკიდებულებით ,,ცოლი არის მისი საკუთრება, მისი ნებართვის გარეშე არსად არ უნდა წავიდეს, ნათესავებთან და მეგობრებთან არ უნდა ქონდეს არანაირი ურთიერთობა, იგნორირებას უკეთებდა აზრის გამოხატვის თავისუფლებაში, რაც იწვევდა მის ტანჯვას, არასრულწლოვანი შვილებისა და ნათესავების თანდასწრებით ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით სახისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, რის შედეგადაც ხ------------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ლ-–---–-–-----მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის კერძოდ, მეუღლის ხ----------------ძის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ხ----------------ძის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 31 მარტს იმყოფებოდა მის ყოფილ მეუღლესთან ლ-–---–-–-----თან და ორ მცირე წლოვან შვილთან ერთად საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლემ მას დაუწყო კამათი, ჩხუბი ხ----------------ძე ყოფილ მეუღლეს ეუბნებოდა წასულიყო სახლიდან ამის შემდგომ ლ-–---–-–-----მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური, თან გააფრთხილა პოლიციაში არ დაერეკა თორემ მოკლავდა, შესაბამისად მან მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანია შიში.

 

იხ. ს.ფ. 6-7;

 

ლ-–----–-–-----მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ლ-–---–-–------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ხა-----------------ის მოწმის და დაზარალებულის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმებით, მე----------–--ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, და-----------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, არასრულწლოვან ლუ-–----–-–------ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით. ლ-–---–-–------ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ლ-–---–-–------ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით,სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–---–-–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ-–---–-–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ლ-–---–-–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ლ-–---–-–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლით და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ლ-–---–-–-----ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ-–---–-–------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1 ლ-–---–-–------ (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

2 ლ-–---–-–------ (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით;

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელების დანიშვნისას მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს მსუბუქი სასჯელი და ლ-–---–-–-----ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 წელი.

 

4. ლ-–---–-–-----ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 02 აპრილიდან 2018 წლის 29 მაისის ჩათვლით.

 

5. ლ-–---–-–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს.

 

6.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ლ-–---–-–-----ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

 

7. სისხლის სამართლის N------------ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები-ჭურჭლის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

-ერთი ცალი დაზიანებული სკამი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე