გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1606-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივლისი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი მაგდა შენგელია
მოსარჩელე - მა-------------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - კო------------–--ე
მოპასუხე - ნო-------------ე
მოპასუხის წარმომადგენელი- და-----------–-------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ნო-------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას მა-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.რუსთავი, მე-7 მკ/რ, #6, ბინა 73, საკადასტრო კოდი: 02.03.04.069.01.0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. სამართლებრივი საფუძვლები: 2017 წლის 3 მაისს მა-------------–---–მა აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე:ქ.რუსთავი, მე-7 მკ/რ, #6, ბინა 73, საკადასტრო კოდი: 02.03.04.069.01.0--, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ქონებას უკანონოდ ფლობს ნო-------------ე და არ ათავისუფლებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მა-------------–---–ი ითხოვს, რომ ნო-------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას მა-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.რუსთავი, მე-7 მკ/რ, #6, ბინა 73, საკადასტრო კოდი: 02.03.04.069.01.0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. 2.მოპასუხის პოზიცია მოპასუხე ნო-------------ის წარმომადგენელმა და-----------–-------ემ 2018 წლის 18 ივლისს გამართულ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
33.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 31.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ.რუსთავი, მე-7 მკ/რ, #6, ბინა 73, საკადასტრო კოდი: 02.03.04.069.01.0-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მა-------------–---–ის სახელზე. მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15). 3.1.2. უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.რუსთავი, მე-7 მკ/რ, #6, ბინა 73, საკადასტრო კოდი: 02.03.04.069.01.0-- დღეის მდგომარეობით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნო-------------ე მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გადაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.რუსთავი, მე-7 მკ/რ, #6, ბინა 73, საკადასტრო კოდი: 02.03.04.069.01.0-- საკუთრების უფლებით ეკუთვნის მა-------------–---–ს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ნო-------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას მა-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.რუსთავი, მე-7 მკ/რ, #6, ბინა 73, საკადასტრო კოდი: 02.03.04.069.01.0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ იქნა გადახდილი, მოპასუხე ნო-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე, 268-ე, 269-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მა-------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ნო-------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნო-------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას მა-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.რუსთავი, მე-7 მკ/რ, #6, ბინა 73, საკადასტრო კოდი: 02.03.04.069.01.0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
3. მოპასუხე ნო-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი