განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002487168
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/124-18 19 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019100418001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ბადრი პატარია
ბრალდებული: დ--–--- ო--------
მამის სახელი: იბრაგიმ
დაბადებული: 30.03.1985 წელი
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისის რაიონი, სოფელი მამხუთი
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 დ--–--- ო-------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტში, სოფლის ცენტრში მდებარე წყაროსთან, ვალთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, დ--–--- ო-------მა მ--------- ხ--–--–---ს ჯერ თავი ჩაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ დანა დაარტყა მარცხენა დუნდულაში, რითაც მ--------- ხ--–--–---მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N003114718 დასკვნის თანახმად შპს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N100, რეგისტრაციის N464-ის მონაცემებით მ--------- ხ--–--–---ს 09.04.18წ. აღენიშნებოდა ჭრილობა დუნდულოს არეში, ექსკორიაცია ტუჩის არეში. ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსკორიაცია მიყენებულია მკვრივი ბლგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბქ ხარისხს ჯანნმრთელობის მოუშელად. სამედიცინო ბარათში არსებული მონაცემებით ჭრილობის მიმყენებელი საგანი და ექსკორიაციის ხანდაზმულობა ვერ განისზღვრა.
ბიოლოგიური ექსპერტიზის N160/სბ დასკვნის თანახმად მ--------- ხ--–--–---ის სისხლი მიეკუთვნება 0аВ/I/ჯგუფს. მ--------- ხ--–--–---ის შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0аВ/I/ჯგუფს.
მოწმე ფაშა ბაირამოვის და დაზარალებულ მ--------- ხ--–--–---ის ჩვენებებით, 2018 წლის 10-12 აპრილის ამოღების ოქმებით, 2018 წლის 10 აპრილის დათვალიერების ოქმით, მ--------- ხ--–--–---ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, დასტურდება, რომ აღნიშნული დაზიანებები მ--------- ხ--–--–---ს განზრახ მიაყენა დ--–--- ო-------მა
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა დ--–--- ო--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ დ--–--- ო--------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმე ფაშა ბაირამოვის და დაზარალებულ მ--------- ხ--–--–---ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 10-12 აპრილის ამოღების ოქმებს, 2018 წლის 10 აპრილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის N003114718 დასკვნს და ბიოლოგიური ექსპერტიზის N160/სბ დასკვნას.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა დ--–--- ო--------ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, დ--–--- ო--------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ--–--- ო-------მა მ--------- ხ--–--–---ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულებთან, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, სრულყოფილად ვერ იყენებს მარცხენა ხელს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ბრალდებულის პიროვნება და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ დ--–--- ო-------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა - 1 500(ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული მ--------- ხ--–--–---ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მ--------- ხ--–--–---ს, ხოლო დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ--–--- ო-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთსი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს დ--–--- ო--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
დანა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ--------- ხ--–--–---ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მ--------- ხ--–--–---ს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე