გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2018
საქმის ნომერი
140310118002308782
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310118002308782

საქმე №3/27-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წელი ქ.გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

მოსარჩელე – სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - გ-------– ჩ----ე

მოპასუხეები - ზ----- ბ--------–---–ი, ვ------- დ--------ი, ჯ----– ბ--------–---–ი, ვ------- ბ--------–---–ი

წარმომადგენელი - ე-–---- პ---–--–---–ი

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ზ----- ბ--------–---–ი, ვ------- დ--------ი, ჯ----– ბ--------–---–ი, ვ------- ბ--------–---–ი ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

მოსარჩელის პოზიცია:

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ი/მ ზ----- ბ--------–---–ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით 141942.70 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი/მ ზ----- ბ--------–---–ის ქონებაზე 2013 წლის 17 ივლისს 0253-02 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2013 წლის 21 ივლისს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 2014 წლის 2 აპრილს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანება, რომელიც მას ჩაბარდა 2014 წლის 3 აპრილს. ი/მ ზ----- ბ--------–---–ის მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის 28 ივნისის N294-6 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად. ი/მ ზ----- ბ--------–---–ი სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებულია 2004 წლის 1 ივნისიდან. მისი იურიდიული მისმართია ქ.გორი, გ------------ ქ.N1--. ი/მ ზ----- ბ--------–---–ის საქმიანობა იყო ავტომობილის საბურავებითა და აკუმულატორებით ვაჭრობა, რომელსაც ახორციელებდა გორი, ც------–- გზ. N--ში. 2013 წლის 16 ივლისს ი/მ ზ----- ბ--------–---–მა 8 238 ლარის საქონელი გადააწერა მ------ გ-------ს, რომელიც სამეწარმეო რეესტრში 2013 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა. მან წარადგინა ინფორმაცია თანხის გადახდის შესახებ. 2 წლის შემდეგ მ------ გ-------მა 17 894 ლარის საქონელი გადააწერა ი/მ ზ----- ბ--------–---–ის სიმამრს - ვ------- დ--------ს, რომელიც დღემდე აგრძელებს იგივე ეკონომიკურ საქმიანობას. ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ ი/მ ზ----- ბ--------–---–მა თავისი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.გორი, გ------------ ქუჩა №1--, გადაუფორმა სიმამრს - ვ------- დ--------ს, ხოლო ამ უკნასკნელმა 2016 წლის 24 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულებით ი/მ ზ----- ბ--------–---–ის შვილებს - ჯ----– ბ--------–---–ს და ვ------- ბ--------–---–ს აჩუქა აღნიშნული უძრავი ქონება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯ----– ბ--------–---–ს შემოსავლების მიღება არ უფიქსირდება, მან 2016 წლის 29 თებერვალს შეიძინა ავტომანქანა, რომლითაც სარგებლობს ზ----- ბ--------–---–ი, რაც დასტურდება საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრებით, დაჯარიმებულია ზ----- ბ--------–---–ი, რითიც დგინდება, რომ რეალური მფლობელი ავტომანქანის არის იგი, აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ზ----- ბ--------–---–ის საქმიანობა, შემდეგ საქმიანობის შეჩერება და ქონების ჯერ მ------ გ-------ზე და შემდეგ ვ------- დ--------ზე გადაფორმება, მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისათვის თავის არიდებას, რადგან გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას, საქართველოს საგადასახადო კოდესის 246-ე მუხლის თანახმად. მოსარჩელის შეფასებით, ამ მუხლის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს მოცემული შემთხვევა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს რომ, ზ----- ბ--------–---–ს საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა 2013 წლის 28 ივნისს, სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანების საფუძველზე, რაც შეეხება დაჯარიმებას, მას ამის თაობაზე დოკუმენტი არ ჩაბარებია. მისთვის გადასახადზე ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც ჩაბარდა ბრძანება N025-11 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მას ქონება არ გადაუმალავს და არ გაუსხვისებია, რადგან 2010 წელს შეუძლებელი იყო სცოდნოდა, რომ 2013-2014 წლებში ჯარიმა დაეკისრებოდა. 2008 წელს ქ------- ბ--------–---–მა მიყიდა საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ.გორი გ------------ ქ.N1--, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბერს აჩუქა მეუღლეს - ე---------- დ--------ს. 2009 წელს პროკრედიტ ბანკთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესრულება გაუჭირდა, მეუღლის მამა დაეხმარა და იყიდა ე---------- დ--------ისაგან აღნიშნული სახლი.

მოპასუხე ვ------- დ--------მა მიუთითა, რომ 2016 წელს ბინა მდებარე გორი გ------------ ქ.N1-- აჩუქა თავის შვილიშვილებს, ასევე ავტომანქანა უყიდა შვილიშვილს დანაზოგით, რაც არანაირ კავშირში არ რის შემოსავლების სამსახურის ბრძანებებთან.

მოპასუხეებმა ჯ----– და ვ------- ბ--------–---–ებმა მიუთითეს, რომ მათ პაპამ, ვ------- დ--------მა აჩუქა უძრავი ქონება, რაც არ უკავშირდება ზ----- ბ--------–---–ის დავალიანებას შემოსავლების სამსახურთან. ხოლო ავტომანქანა ასევე პაპამ აჩუქა ჯ----– ბ--------–---–ს, რომელიც მისია და ზ----- ბ--------–---–ი ანუ მამა იშვიათად სარგებლობს ავტომანქანით.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2004 წლის 1 ივნისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმე ზ----- ბ--------–---–ი. იურიდიულ მისამართად მითითებულია გორი გ------------ ქ.N1--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.1.2. 2012 წლის 21 მაისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმე ვ------- დ--------ი. იურიდიულ მისამართად მითითებულია გორი ნ.კ-–------–ის ქ.N--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.1.3. 2013 წლის 11 ივლისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმე მ------ გ-------ი. იურიდიულ მისამართად მითითებულია გორი ს.ბ-------ი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.1.4. 2013წლის 31 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N54647 ბრძანებით ი.მ ზ----- ბ--------–---–ს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 13 761ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 13 761 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, მასვე დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 313 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 148 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013წლის 31 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N54647 ბრძანება.

 

3.1.5. 2014 წლის 2 აპრილის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის N025-11 ბრძანებით ყადაღა დაედო ი.მ ზ----- ბ--------–---–ის ქონებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 2 აპრილის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის N025-11 ბრძანება.

 

3.1.6. ზ----- ბ--------–---–ის საკუთრებად რეგისტრირებულია უძრავი ქონება-საკადასტრო კოდი 6-.4-.3-.0-- მისამართი: გორი, გ------------ ქ.N1--, რეგისტრაციის თარიღი: 2008 წლის 24 ოქოტმბერი, უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი ; ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.7. ჯ----– და ვ------- ბ--------–---–ების თანასაკუთრებად რეგისტრირებულია უძრავი ქონება-საკადასტრო კოდი: 6-.4-.3-.0-- მისამართი: გორი, გ------------ ქ.N1--, რეგისტრაციის თარიღი: 2016 წლის 24 თებერვალი. უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი: ჩუქების ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.8. ვ------- დ--------ის საკუთრებად რეგისტრირებულია უძრავი ქონება-საკადასტრო კოდი: 6-.4-.3-.0-- მისამართი: გორი გ------------ ქ.N1--, რეგისტრაციის თარიღი: 2013 წლის 4 ივლისი. უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.9. ზ----- ბ--------–---–მა მიაწოდა 8 238 ლარის საქონელი მ------ გ-------ს 2013 წლის 16 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებების ცხრილი.

 

3.1.10. მ------ გ-------მა მიაწოდა 5 716.5 ლარის საქონელი ვ------- დ--------ს 2015 წლის წლის 4 ივნისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებების ცხრილი.

 

3.1.11. მ------ გ-------მა მიაწოდა 2028 ლარის საქონელი ვ------- დ--------ს 2015 წლის 31 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებების ცხრილი.

 

3.1.12. მ------ გ-------მა მიაწოდა 3080 ლარის საქონელი ვ------- დ--------ს 2015 წლის 18 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებების ცხრილი.

 

3.1.13. მ------ გ-------მა მიაწოდა 1837.5 ლარის საქონელი ვ------- დ--------ს 2015 წლის 16 ივნისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებების ცხრილი.

 

3.1.14. მ------ გ-------მა მიაწოდა 2896 ლარის საქონელი ვ------- დ--------ს 2015 წლის 8 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებების ცხრილი.

 

3.1.15. მ------ გ-------მა მიაწოდა 2336 ლარის საქონელი ვ------- დ--------ს 2015 წლის 22 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებების ცხრილი.

 

3.1.16. 2013 წლის 28 ივნისის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N29456 ბრძანებით ჩატარდა ი.მ ზ----- ბ--------–---–ის სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 28 ივნისის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N29456 ბრძანება.

 

3.1.17. 2013 წლის 31 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ი.მ ზ----- ბ--------–---–ის დაარიცხა 14718.19 ლარი ჯარიმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო მოთხოვნა N25-125.

 

3.1.18. 2016 წლის 12 ნოემბერს და 2016 წლის 19 აპრილს ზ----- ბ--------–---–ის მიერ გადახდილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა. მითითებულია ჯ----– ბ--------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია შსს საინფორმაციო ცენტრიდან.

 

3.1.19. 2013 წლის 4 ივლისს ე---------- დ--------მა ვ------- დ--------ს მიყიდა უძრავი ქონება-საკადასტრო კოდი: 6-.4-.3-.0-- მისამართი: გორი გ------------ ქ.N1--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.1.20. ჯ----– ბ--------–---–ის მიერ გადახდილია 1470 აშშ დოლარი ავტომანქანის ღირებულება 2015 წლის 26 ოქტომებრს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სავალუტო საგადახდო დავალება.

 

3.1.21. 2008 წლის 8 თებერვალს ქ------- ბ--------–---–მა ზ----- ბ--------–---–ს მიყიდა უძრავი ქონება- მისამართი გორი გ------------ ქ.N1--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.1.22. 2010 წლის 1 სექტემბერს ზ----- ბ--------–---–მა აჩუქა უძრავი ქონება - მისამართი: გორი, გ------------ ქ.N1-- მეუღლეს ე---------- დ--------ს, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკის ვალდებულებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჩუქების ხელშეკრულება.

 

3.1.23. 2011 წლის 11 ოქტომბერს გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა მორიგება ე---------- დ--------სა და პროკრედიტ ბანკს შორის დავალიანების დაკისრების და გადახდის გრაფიკის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება.

 

3.1.24. ე---------- დ--------ის საკუთრებად რეგისტრირებულია უძრავი ქონება-საკადასტრო კოდი: 6-.4-.3-.0-- მისამართი: გორი, გ------------ ქ.N1--, რეგისტრაციის თარიღი: 2010 წლის 1 სექტემბერი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.25. ზ----- ბ--------–---–ს და პროკრედიტ ბანკს შორის 2009 წლის 18 დეკემბერს დამტკიცდა იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება-საკადასტრო კოდი: 6-.4-.3-.0-- მისამართი: გორი გ------------ ქ.N1--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.1.26. 2012 წლის 19 ნოემბერს ვ------- დ--------მა გაყიდა შპს“ა------------–ი“, მდებარე გორი, ც------–- გზ.N--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-5, მე-19, 43-ე, 49-ე, 246-ე, 292-ე, 293-ე მუხლები, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, სასამართლოს შეფასების შედეგად უნდა განისაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები, ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.

 

ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ი/მ ზ----- ბ--------–---–ი სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებულია 2004 წლის 1 ივნისიდან. მისი იურიდიული მისამართია გორი, გ------------ ქ.N1--. ი/მ ზ----- ბ--------–---–ის საქმიანობა იყო ავტომობილის საბურავებითა და აკუმულატორებით ვაჭრობა, რომელსაც ახორციელებდა გორი, ც------–- გზ. N--ში. 2013 წლის 16 ივლისს ი/მ ზ----- ბ--------–---–მა 8238 ლარის საქონელი გადააწერა მ------ გ-------ს, რომელიც სამეწარმეო რეესტრში 2013 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა. მან წარადგინა ინფორმაცია თანხის გადახდის შესახებ. 2 წლის შემდეგ მ------ გ-------მა 17894 ლარის საქონელი გადააწერა ი/მ ზ----- ბ--------–---–ის სიმამრს ვ------- დ--------ს, რომელიც დღემდე აგრძელებს იგივე ეკონომიკურ საქმიანობას. ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ ი/მ ზ----- ბ--------–---–მა თავის საცხოვრებელი სახლი მდებარე გორი გ------------ ქ.1-- გადაუფორმა სიმამრს ვ------- დ--------ს, ხოლო ამ უკანასკნელმა 2016 წლის 24 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულებით ი/მ ზ----- ბ--------–---–ის შვილებს ჯ----– ბ--------–---–ს და ვ------- ბ--------–---–ს აჩუქა აღნიშნული უძრავი ქონება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეების აღნიშნული ქმედებები მიმართული უნდა იყოს კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისაკენ და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის გარიდებისაკენ. სასამართლო თვლის, რომ მოცემული მტკიცება უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

დადგენილია, რომ 2010 წლის 1 სექტემბერს ზ----- ბ--------–---–მა აჩუქა უძრავი ქონება- მისამართი გორი გ------------ ქ.N1-- მეუღლეს - ე---------- დ--------ს, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკის ვალდებულებით, რაც ასევე დასტურდება იპოთეკის ხელშკრულებით და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით, რომელმაც დაამტკიცა მორიგება ე---------- დ--------სა და პროკრედიტ ბანკს შორის. 2013 წლის 4 ივლისს ე---------- დ--------მა ვ------- დ--------ს მიყიდა უძრავი ქონება-საკადასტრო კოდი 6-.4-.3-.0-- მისამართი: გორი, გ------------ ქ.N1--, ხოლო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი/მ ზ----- ბ--------–---–ის ქონებაზე 2013 წლის 17 ივლისს 0253202 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2013 წლის 21 ივლისს. 2014 წლის 2 აპრილს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანება, რომელიც მას ჩაბარდა 2014 წლის 3 აპრილს. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ვ------- დ--------ის მიერ დასახელებული გარემოების გაზიარების საფუძველია, რომ იგი დაეხმარა შვილს პრობლემური სესხის გადახდაში. ამასთან, მოვლენების ამგვარი ქრონოლოგია გამორიცხავს გადასახადებისგან თავის არიდებას. საქმეში წარმოდგენილია ასევე მტკიცებულება, რომ ვ------- დ--------ს ჰქონდა დამოუკიდებელი ბიზნესი თავისი სიძისაგან. ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გაყიდა შპს 2012 წელს, რაც ადასტურებს მის მითითებას დანაზოგის არსებობის შესახებ. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილთან, რომლის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ზ----- ბ--------–---–მა მ------ გ-------ზე გაასხვისა საქონელი და ბიზნესი და შემდეგ სიმამრის - ვ------- დ--------ის მეშვეობით დაიბრუნა, რითაც თავი აარიდა გადასახადების გადახდას, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით მ------ გ-------ი საქმიანობას ეწეოდა 2 წლის განმავლობაში და შემდეგ მიყიდა საქონელი ვ------- დ--------ს (ბევრად მეტი ღირებულების, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით) რაც საკმარისად გონივრული დრო არის იმისათვის, რომ დამოუკიდებელ საქმიანობად ჩაითვალოს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ მ------ გ-------მა მიწოდებული საქონლის ღირებულება გადაუხადა ზ----- ბ--------–---–ს, რაც მათი ერთი და იგივე საქმიანობის გამომრიცხავი კიდევ ერთი გარემოებაა და ვერ იქნება განხილული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებად.

რაც შეეხება ჯ----– ბ--------–---–ის კუთვნილი ავტომანქანასთან დაკავშირებულ შემოსავლების სამსახურის პოზიციას, სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ სარწმუნოდ მიაჩნია ვ------- დ--------ის მითითება, რომ შვილიშვილს შეუძინა ავტომანქანა დანაზოგით (წარმოდგენილია დამადასტურებელი მტკიცებულება). ი/მ ზ----- ბ--------–---–ის მიერ ავტომანქანით სარგებლობის რამდენიმე ფაქტის გამოვლენა, ცალსახად არ ნიშნავს, რომ ავტომანქანა მას ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მოთხოვნას.

 

მოსარჩელე სამართლებრივ დასაბუთებისას უთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე.წ. ,,ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს; ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არც ერთი უდავო მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ამ გარემოებათა დასადასტურებლად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, რაც არ ქმნის იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს შორის მხოლოდ ნათესაური კავშირის ქონა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები, რაც გულისხმობს მათ ეკონომიკურ ხასიათსაც, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად განმარტებული იქნას მათ ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ერთერთ პირს საგადასახადო დავალიანება აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და საგადასახადო დავალიანების წარმოშობა, არ შეიძლება გახდეს ოჯახის სხვა წევრებისთვის შემზღუდავი მათ ურთიერთობაში, საკმარისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.

 

6.2. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი ზ----- ბ--------–---–ის, ვ------- დ--------ის, ჯ----– ბ--------–---–ის და ვ------- ბ--------–---–ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

3. გაუქმდეს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო 1. მოპასუხე ჯ----– ბ--------–---–ისა (პ/ნ 5----------) და ვ------- ბ--------–---–ის (5----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, ს/ნ N6-.4-.3-.0--, მდებარე ქ. გორი, ქუჩა გ-----------ი N1--; 2. მოპასუხე ჯ----– ბ--------–---–ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას T----- A------ 2002 წ. სახ. ნომერი B-------

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე ნინო გერგაული