განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2018
საქმის ნომერი
080100117002135821
დავის ტიპი
126 1
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1/796-17 13.06.2018 წელი ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი ბორენა იობიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი დ---------------------

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი ე-------------

 

ბრალდებული: დ-------------–--------–-----–-------

დაბადების თარიღი: 16.12.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: არმქონე

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–---------------–-----–-----------------

 

სისხლის სამართლის საქმე №041060917002

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

- ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დ----------–-------- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის 06 სექტემბერს ქ-------–------------------------–- მდებარე ე---------------------- საცხოვრებელ ბინაში შელაპარაკებისას დ----------–-------- ორსულ ს--–-------------------- ხელი დაარტყა ყურის არეში, შემდეგ კი სახისა და გულმკერდის არეში. დაზარალებულმა აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში 2017 წლის 06 სექტემბერს დაიწყო გამოძიება სს N041060917002 საქმეზე. დანაშაულის გარემოებანი: 2017 წლის 06 სექტემბერს ქ. ქ-------–------------------------–- ე---------------------- საცხოვრებელ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს ერთმანეთს დ----------–-------- და ს--–----------------------

 

N2140586 შეტყობინების თანახმად, 2017 წლის 06 სექტემბერს 15:18 საათზე ქუთაისის პოლიციის მესამე განყოფილებაში საპატრულო პოლიციის დეპერტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების “125“ საპატრულო ეკიპაჟიდან შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქ----------–--------------------------–- მცხოვრებ დ----------–--------, მეზობლის ქ------------------- სტუმარმა ვინმე ს--–----- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 06 სექტემბერს 19:40 საათიდან 20:15 საათამდე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მდებარე ქ----------–-------------------------–- ე---------------------- საცხოვრებელ სახლში. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თ-----------–-----–---–-ს მიერ, ექსპერტების გ------------------- და დ------------------ მონაწილეობით სახლის მფლობელის - ე---------------------- თანხმობით. ბინა არის მეოთხე სართულზე.. შესასვლელიდან ხელმარცხნივ განთავსებულია ე.წ. „ტრილიაჟი“, დივანი და სავარძლები, ხოლო ხელმარჯვნივ კარადა და მაგიდა სკამებით. ე---------------------- საცხოვრებელ ბინაში შესასვლელ კარებთან მიუთითა იმ ადგილზე, სადაც კონფლიქტი მოხდა დ----------–--------ა და ს--–-------------------- შორის. ფოიეს დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე კვალი ამოღებული ვერ იქნა. ... ოთახებში არეულობის რაიმე კვალი არ შეინიშნებოდა ... შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, რითაც დასრულდა დათვალიერება.

 

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს--–--------------------- სასამართლოს უჩვენა, რომ ბრალდებული გაიცნო დეიდასთან ე--------------------------, ხ-----------------------–-, შემთხვევამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე. 2017 წლის 6 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, სტუმრად იყო დეიდამისთან. სახლში დეიდის გარდა იყვნენ მისი დეიდაშვილები - ბ--–- დ---–---- ნ-------. ამის შემდეგ შემოვიდა დ----------–------- ბავშვთან ერთად, ხელში თეფშიც ეკავა. ის დ--------- იყო ნაწყენი, რადგან იცოდა რომ ცოტა ხნის წინ მისი გარდაცვლილი შვილის სურათის წინ ცეკვა-თამაში გაუმართია, ამის გამო საყვედური უთხრა დ-------. დ------- უპასუხა: ,,არ მაინტერესებს შენი გარდაცვლილი შვილიო“. ამის შემდეგ მოწმემ ბრალდებულს სთხოვა ამდგარიყო და გარეთ გასულიყო, თუმცა უშედეგოდ. ს--–----- ასევე დ------- მოუწოდა ბავშვი არ დაეტოვებინა უყურადღებოდ და არც მათ სახლში შესულიყო, რადგან მასზე ცუდი ხმები დადიოდა. დ------- ყვირილი დაიწყო, ამ დროს ს--–---- 5 თვის ორსულად იყო და ეტყობოდა კიდევაც, რაც დ------- იცოდა მანამდეც და ჩხუბის დროს ე----------------------აც უთხრა, რომ ორსულადაა ს--–---- და დაანებე თავიო. დ------- მარჯვენა მხარეს ყურის, კისრის და გულმკერდის არეში ჩაარტყა ს--–----ს, რის გამოც მან იგრძნო ტკივილი, დაკაწრული იყო. დ------ ბ--–- ნ------ გაიყვანა სახლიდან. ს--–---- მიბრუნდა და მდივანზე დაჯდა. დ----------–-------- გამოიძახა პოლიცია, ათ-თხუთმეტ წუთში მივიდნენ. მოწმემ პოლიციას დაზიანებები აჩვენა, შემდეგ ექსპერტებსაც. ეს ყველაფერი დღის საათებში მოხდა. დ------- ხელში ეჭირა ბავშვი შემთხვევის დროს, მკლავში მოკიდა მოწმემ დ------- ხელი რომ გაეყვანა სახლიდან. რომელი ხელი დაარტყა დ-------, არ ახსოვს ზუსტად, მეორე ხელში არაფერი ეჭირა. ვერც სხვა დეტალებს იხსენებს კონკრეტულად. რაც შეეხება ბიძას, მას საყვედური უთხრა. ბიძამ ს--–----ს ბოდიში მოუხადა მომხდარის გამო. ს--–--------------------- დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მან ნამდვილად თავიდან მოშორების მიზნით, რამდენიმეჯერ ჰკრა ხელი დ-------.

მოწმე ე---------------------- სასამართლოს უჩვენა, რომ არის დაზარალებულ ს--–---- ბ--------------- დეიდა. დ----------–------- მათ ბინაში იყო ნაქირავებში. მის სართულზე ცხოვრობდა შვილთან ერთად. მას დ------ ენდობოდა და ბავშვს ხშირად უტოვებდა მას და მის შვილს. მოწმე ბავშვის დატოვებაზე წინააღმდეგი არ ყოფილა არასდროს, უბრალოდ დ------- მოწმის შვილს შესთავაზა თუ სამსახურს ვიშოვი ბავშვს შენ ჩაგაბარებ და თანხასაც გადაგიხდიო. ის ამის წინააღმდეგი იყო, იმიტომ, რომ მის შვილს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს და მთელი დღით ბავშვის დატოვება არ სურდა. რამდენიმე საათით დატოვება კი პრობლემა არ იყო. 2017 წლის 6 სექტემბერს ე--------------------- იყო სახლში მთელი დღის განმავლობაში. მისი დისშვილი ს--–---- იყო ჩამოსული სტუმრად. დ------ ერთი შემოსვლა მასთან შევიდა, შემდეგ კიბეებზე შეხვდა, ნაგავი მიჰქონდა ქვემოთ და უთხრა ახლავე ამოვბრუნდები და შემოვალ შენთანო. კიბეებზე შეხვედრის შემდეგ მალევე შევიდა დ------ მათთან, რადგან მისი შვილი იქ იყო. მისი დისშვილიც ობოლია, შვილსაც მარტო ზრდის და დარიგებები დაუწყო, ესე არ გააკეთო დ------, სხვასთან ნუ ტოვებ, ბავშვი სულ ახლოს გყავდესო, შენ გვერდითო. დ------- უთხრა: შენ რას მასწავლი ჩემი შვილის გაზრდასო.

მოწმის განმარტებით, ერთ დღეს მისი მეუღლე მივიდა სახლში ნასვამი. ძალიან ნასვამი იყო, მუსიკები ჩართო, ცეკვა დაიწყო. დ------ც აყვა მის მეუღლეს. ეს რომ ს--–----- გაიგო, არ ესიამოვნა. 9 თვის ბავშვი ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. ბავშვის სურათიც წინ იდო სადაც ცეკვავდნენ, ეს ყველაფერი 6 სექტემბრამდე მოხდა დაახლოებით ერთი თვით ადრე. მოწმეს ნასვამი მეუღლისა და დ------- ცეკვაზე და მუსიკებზე დ-------თვის საყვედური არ უთქვამს, ქმარს უთხრა მხოლოდ. მომხდარი ს--–-------------------- ბავშვებმა უამბეს ტელეფონზე საუბრისას. 6 სექტემბერს, როცა ს--–---- დ------- ესაუბრებოდა ბავშვის აღზრდაზე და მან უხეშად მიმართა, ს--–----- უთხრა: ,,შენ ამას წინათ მთვრალ ბიძაჩემს რომ აჰყევი და ჩემი გარდაცვლილი ბავშვის სურათის წინ ცეკვავდით, რა საქციელიაო. ოჯახს პატივი არ ეცი, რადგან ჩემი შვილი ამათთვის ძაან ახლობელი იყოო”. ს--–---- ყველაზე მეტად იმან გააბრაზა როცა დ------- უთხრა: ,,სულ მკიდია შენი შვილი და ყველა ფეხებზე, მე სადაც მინდა და რასაც მინდა იმას გავაკეთებო“. ამის შემდეგ სამჯერ მაინც უთხრა ს--–----- სიტყვიერად, დატოვე ეს სახლიო. დ------ ისევ აგრძელებდა ასეთ საუბრებს. შემდეგ წამოდგა ს--–----, ხელი მოჰკიდა დ----------–--------, რომელსაც შვილი ხელში ეჭირა და სულ ჯიკავ-ჯიკავით მიიყვანა კარებამდე: ,,გადი აქედან ნერვები არ მომიშალოო“. ამ დროს ს--–---- ფეხმძიმედ იყო. კარებამდე რომ მიიყვანა ს--–----- დ------, დ------ შემოუტრიალდა და ჩაარტყა ს--–----ს. მოწმის განმარტებით, ს--–-------------------- ჩასისხლიანებული ჰქონდა სულ კისერი. როგორც ახსოვს სამ-ოთხ ადგილზე ჰქონდა ჩაქცევა. ს--–----ს ხელი არ დაურტყამს. დ------ გავიდა სახლიდან, მისვლისას რაღაც ჯამი ეკავა ხელში და ისიც წაღებული ჰქონდა. პოლიციაში დარეკა, პოლიციაც მალევე მოვიდა, კონფლიქტი დასრულებული იყო. მოწმის განმარტებით, მომხდარს მისი შვილი ბ--–- ნ-----ც ესწრებოდა. ს--–---- 6 თვის ორსული იყო, დ------- იცოდა მისი ფეხმძიმობის ამბავი. იმ დღეს ნერვიულობის გამო თუ ჩარტყმის გამო ს--–----ს მუცელი ატკივდა და ძალიან შეშინდნენ. მომხდარს მეზობელი არავინ შესწრებია. ე---------------------- დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ დ----------–-------- ს--–----- უთხრა, რომ მასზე ცუდი ხმები დადიოდა, გოგონები ეზრდებოდა და არ უნდოდა დ------ მასთან შესულიყო. მოწმის გადმოცემით, დ------- ვიღაც კაცები აკითხავდნენ. გამოძიებაში ჩვენების მიცემისას მოწმისთვის არ უკითხავთ კონკრეტული დაზიანებების შესახებ.

 

მოწმე თ-----------–-----–---–-- სასამართლოს უჩვენა, რომ არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი. 2017 წლის 06 სექტემბერს დ----------–-------- მიერ გაკეთდა შეტყობინება განყოფილებაში, გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო შემდეგ ბრალი წარედგინა 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მას საგამოძიებო მოქმედებებში აქვს მონაწილეობა მიღებული, კერძოდ, მან გამოიკითხა ს--–---- ბ-------------- და ე---------------------, დაინიშნა ექსპერტიზები, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო დაზარალებულს, ხოლო ბრალის შესახებ დადგენილება ბრალდებულს, რის შემდეგაც გამოკითხა დ----------–-------, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება. დ----------–------- მოწმის სახით დაკითხა ი-–------------ ხოლო ბრალდებულის სახით - უშუალოდ მან. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო და გამოიკითხა მოწმეები.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005226917 დასკვნით დადგენილია, რომ 06.09.17წ. 18:48-19:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. დ----------–-------- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

შესამოწმებლის განმარტებით, 2017 წლის 06 სექტემმბერს დაახლოებით 14:00 სთ-ზე ქ. ქუთაისში, ხ-----------------------–- იმყოფებოდა სტუმრად ე--------------------------, სადაც მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება ს--–---- ბ-----------------.

 

პირადი გასინჯვის მონაცემები: 06.09.17წ. 18:48-19:00 სთ-ზე ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს. იმ მოტივით, რომ სხეულზე დაზიანება არ აქვს, ტანსაცმლის გახდაზე აცხადებს უარს. მოქ. დ----------–-------- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005228717დასკვნით დადგენილია, რომ 06.09.17წ. 18:30-18:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ს--–---- ბაღდასაროვას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია პირადი გასინჯვის მონაცემები: 06.09.17წ. 18:30-18:40 სთ-ზე ს--–---- ბ-------------- უჩივის ტკივილებს დაზიანებათა მიდამოებში. კისრის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, ქვედა მეასედში, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ზედა მესამედში ლავიწის შუა ხაზზე და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი, დასწვრივად და განივ-ირიბად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრები მაქსიმალური ზომით: 1,3X0,1 სმ და მინიმალური ზომით 0,3X0,1 სმ. იმ მოტივით, რომ სხეულზე სხვა დაზიანება არ აქვს, ტანსაცმლის გახდაზე განაცხადა უარი. სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ექსპერტმა გ----------------–-–---–--. მოწმის სახით დაკითხვისას გ----------------–-–---–-- სრულად დაადასტურა გაცემული ექსპერტიზის დასკვნები და განმარტა, რომ, თუკი სხვა რაიმე დაზიანებას ექნებოდა ადგილი, აუცილებლად მიუთითებდა დასკვნებში.

 

ბრალდებულმა დ----------–-------- არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა დ----------–-------- სასამართლოს უჩვენა, რომ ქუთაისში ორია წელი რაც ცხოვრობს, მანამდე თბილისში ცხოვრობდა. ზუგდიდშიც ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი. გათხოვების შემდეგ, რაც ძალადობის მსხვერპლი გახდა, მოუწია თავშესაფარში ცხოვრება. დ----------–-------- ჰყავს 2 წლის შვილი. რაც შეეხება ე---------------------ს, მის მეზობლად ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ჰყავს 5 შვილი. დ------ როგორც ე----------- ასევე მის მეუღლესაც კარგად იცნობს, მათ დ----------–--------თვის არასდროს უთქვამთ, რომ მათ სახლში არ შესულიყო. პირიქით, მის დახმარებასაც ცდილობდნენ სამსახურის მხრივ. რაც შეეხება მოწმის მიერ ე----------------------ათვის შვილის დატოვების საკითხს, დ----------–-------- განმარტა, რომ მხოლოდ ერთხელ დაუტოვა მათ ბავშვი, როდესაც ბინის ქირას ვერ იხდიდა და ცდილობდა სამსახური ეშოვნა. 1 დღე იმუშავა და მიღებული 10 ლარიც ე----------- მისცა. შეთანხმდნენ, რომ, თუკი დ------ შეძლებდა და იმუშავებდა, ბავშვს დაიტოვებდნენ და სანაცვლოდ თანხასაც მიიღებდნენ. ს--–---- ბ-------------- კონფლიქტამდე ერთხელ ჰყავდა ნანახი. გაცნობის მიზნით ე---------------------- და მისმა მეუღლემ დაპატიჟეს მათთან, ისაუბრეს გაერთნენ მთელი ოჯახი მხიარულობდა და ცეკვავდა, ისიც აცეკვეს, დ----------–-------- განმარტებით, იმ დღეს არავის უთქვამს, რომ რაიმე დაშავდა ამით. არც ს--–----ს გარდაცვლილი ბავშვის შესახებ იცოდა რაიმე. ერთ დღეს დილით ე----------- გააღვიძა და უთხრა მასთან გასულიყო ყავის დასალევად, თან ფული სთხოვა თუ ჰქონდა რაიმე, რაზეც ბრალდებულმა უარი უთხრა, ვინაიდან ნამდვილად არ ჰქონდა არაფერი. ე----------- უთხრა, რომ ცოტახანში შევიდოდა მასთან, რადგან ბავშვს ეძინა. ამის შემდეგ ადგა, მაღაზიაში ჩავიდა საჭმლისთვის და ბავშვის გაკეთებული საჭმლიანი თეფშით შევიდა ე--------------------------. ბავშვი სკამზე დაისვა და აჭმევდა. იქ დახვდა ს--–----. ჯერ მოიკითხა, შემდეგ ს--–----- უთხრა: აქ ბავშვს რატომ ტოვებო. მან ახსნა სცადა, თუმცა არ დააცადა: აქ საერთოდ ნუ შემოდიხარო, ცუდი სახელი გაქვს მეზობლებში და შენნაირი ვეგონებით ვინმესო, „მკვდარი ბავშვი მყავს მე და შენ აქ ტაშ-ფანდური გაგიმართიაო“. ამ სიტყვებზე დ------ ანერვიულდა, ეწყინა და იმდენად მოულოდნელი იყო ვერაფერი ვერ უთხრა, მხოლოდ ჰკითხა რის საფუძველზე აყენებდა ესეთ შეურაცხყოფას, ოჯახის უფროსი ე---------- იყო და ს--–---- რატომ საუბრობდა მის მაგივრად. ს--–----- კი უთხრა, რომ ისიც ოჯახის წევრი იყო და ჰქონდა აზრის თქმის უფლება. დ----------–-------- ბავშვი აიყვანა ხელში და შეპასუხება დააპირა. შემდეგ ს--–----- ხელი გაუშალა, გაათრიეთ ეს ახლა აქედანო, თმებში ჩაავლო ხელი. ამის შემდეგ დეიდამისი და დეიდაშვილი ჩაერთნენ და გააშველეს. ბავშვი ხელში ჰყავდა ამ დროს, ბავშვს შეეშინდა და ბოლო ხმაზე კივილი დაიწყო. დღემდე ეშინია მარტო დარჩენის და დიდი ემოციური სტრესი მიიღო. ს--–----ს დეიდაშვილს ბ--–- ჰქვია, 16 წლისაა. ის და ე---------- შეესწრნენ ამ ინციდენტს. დ----------–-------- დარეკა პოლიციაში, დააფიქსირა რომ უმიზეზოდ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მალევე მივიდა პოლიციის ეკიპაჟი, ერთი თანამშრომელი დ-------თან მივიდა, მეორე სახლში შევიდა, რომელმაც შემდეგ დ----------–-------- ჰკითხა თუ საიდან ჰქონდა ს--–----ს ნაკაწრი. აღნიშნულმა კითხვამ დ------ც გააკვირვა, რადგან განმარტავს, რომ თითიც არ დაუკარებია ს--–----სთვის. ამავდროულად აღნიშნა, რომ სურვილიც რომ ჰქონოდა, ვერანაირად ვერ მოახერხებდა. ბრალდებულმა კატეგორიულად განმარტა, რომ არაფერი იცოდა ს--–----ს გარდაცვლილი შვილის შესახებ. დ----------–-------- მიუთითა, რომ მის მიმართ ექსპერტიზა არ იყო სრულყოფილი, ხოლო თავად უსახსრობის გამო ვერ შეძლო ექსპერტიზის ჩატარება, არც არავისთვის მიუმართავს. ამჟამად იმ ნაქირავებ ბინაში აღარ ცხოვრობს, სხვაგან გადავიდა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). შეიძლება არც გამოიწვიოს ასეთი შედეგი და მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში გამოიხატოს.

 

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ დ----------–-------- მიერ მის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი, რომელთა ურთიერთშეჯერების პირობებში და მათი სიღრმისეული ანალიზის შედეგად სასამართლომ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კერძოდ:

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში 2017 წლის 06 სექტემბერს დაიწყო გამოძიება სს N041060917002 საქმეზე. დანაშაულის გარემოებანი იყო შემდეგი: 2017 წლის 06 სექტემბერს ქ. ქ-------–------------------------–- ე---------------------- საცხოვრებელ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს ერთმანეთს დ----------–-------- და ს--–----------------------

 

აღნიშნული კონფლიქტის ფაქტზე 2017 წლის 16 ოქტომბერს დ----------–-------- წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო 2017 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით საქმეზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილ იქნა ს--–---- ბ--------------.

 

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს--–--------------------- სასამართლოს უჩვენა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, სტუმრად იყო დეიდამისთან. სახლში დეიდის გარდა იყვნენ მისი დეიდაშვილები - ბ--–- დ---–---- ნ-------. ამის შემდეგ შემოვიდა დ----------–------- ბავშვთან ერთად, ხელში თეფშიც ეკავა. ს--–---- დ--------- ნაწყენი იყო, რადგან იცოდა რომ ცოტა ხნის წინ მისი გარდაცვლილი შვილის სურათის წინ ცეკვა-თამაში გაუმართია, ამის გამო საყვედური უთხრა დ-------. დ------- უპასუხა: ,,არ მაინტერესებს შენი გარდაცვლილი შვილიო“. ამის შემდეგ მოწმემ ბრალდებულს სთხოვა ამდგარიყო და გარეთ გასულიყო, თუმცა უშედეგოდ. ს--–----- ასევე დ------- მოუწოდა ბავშვი არ დაეტოვებინა უყურადღებოდ და არც მათ სახლში შესულიყო, რადგან მასზე ცუდი ხმები დადიოდა. დ------- ყვირილი დაიწყო, ამ დროს მოწმე 5 თვის ორსულად იყო და ეტყობოდა კიდევაც, რაც დ------- იცოდა მანამდეც და ჩხუბის დროს ე----------------------აც უთხრა, რომ ორსულადაა ს--–---- და დაანებე თავიო. დ------- მარჯვენა მხარეს ყურის, კისრის და გულმკერდის არეში ჩაარტყა ს--–----ს, რის გამოც მან იგრძნო ტკივილი, დაკაწრული იყო. დ------ ბ--–- ნ------ გაიყვანა სახლიდან. ს--–---- მიბრუნდა და მდივანზე დაჯდა. დ----------–-------- გამოიძახა პოლიცია, ათ-თხუთმეტ წუთში მივიდნენ. ს--–----- პოლიციას დაზიანებები აჩვენა, შემდეგ ექსპერტებსაც. ეს ყველაფერი დღის საათებში მოხდა. დ------- ხელში ეჭირა ბავშვი შემთხვევის დროს, მკლავში მოკიდა ს--–----- დ------- ხელი რომ გაეყვანა სახლიდან. რომელი ხელი დაარტყა დ-------, არ ახსოვს ზუსტად, მეორე ხელში არაფერი ეჭირა. ვერც სხვა დეტალებს იხსენებს კონკრეტულად. რაც შეეხება ბიძას, მას საყვედური უთხრა. ბიძამ ს--–----ს ბოდიში მოუხადა მომხდარის გამო. ს--–--------------------- დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მან ნამდვილად თავიდან მოშორების მიზნით, რამდენიმეჯერ ჰკრა ხელი დ-------.

მოწმე ე---------------------- სასამართლოს უჩვენა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს ის იყო სახლში მთელი დღის განმავლობაში. მისი დისშვილი ს--–---- იყო ჩამოსული სტუმრად. დ------ ერთი შემოსვლა მასთან შევიდა, შემდეგ კიბეებზე შეხვდა, ნაგავი მიჰქონდა ქვემოთ და უთხრა ახლავე ამოვბრუნდები და შემოვალ შენთანო. კიბეებზე შეხვედრის შემდეგ მალევე შევიდა დ------ მათთან, რადგან მისი შვილი იქ იყო. მისი დისშვილიც ობოლია, შვილსაც მარტო ზრდის და დარიგებები დაუწყო, ესე არ გააკეთო დ------, სხვასთან ნუ ტოვებ, ბავშვი სულ ახლოს გყავდესო, შენ გვერდითო. დ------- უთხრა: ,,შენ რას მასწავლი ჩემი შვილის გაზრდასო“. ე---------------------- განმარტებით, ერთ დღეს მისი მეუღლე მივიდა სახლში ნასვამი. ძალიან ნასვამი იყო, მუსიკები ჩართო, ცეკვა დაიწყო. დ------ც აჰყვა მის მეუღლეს. ეს რომ ს--–----- გაიგო, არ ესიამოვნა. 9 თვის ბავშვი ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. ბავშვის სურათიც წინ იდო სადაც ცეკვავდნენ, ეს ყველაფერი 6 სექტემბრამდე მოხდა დაახლოებით ერთი თვით ადრე. მას ნასვამი მეუღლისა და დ------- ცეკვაზე და მუსიკებზე დ-------თვის საყვედური არ უთქვამს, ქმარს უთხრა მხოლოდ. მომხდარი ს--–-------------------- ბავშვებმა უამბეს ტელეფონზე საუბრისას. 6 სექტემბერს, როცა ს--–---- დ------- ესაუბრებოდა ბავშვის აღზრდაზე და მან უხეშად მიმართა, ს--–----- უთხრა: ,,შენ ამას წინათ მთვრალ ბიძაჩემს რომ აჰყევი და ჩემი გარდაცვლილი ბავშვის სურათის წინ ცეკვავდით, რა საქციელიაო. ოჯახს პატივი არ ეცი, რადგან ჩემი შვილი ამათთვის ძაან ახლობელი იყოო”. ს--–---- ყველაზე მეტად იმან გააბრაზა როცა დ------- უთხრა: ,,სულ მკიდია შენი შვილი და ყველა ფეხებზე, მე სადაც მინდა და რასაც მინდა იმას გავაკეთებო“. ამის შემდეგ სამჯერ მაინც უთხრა ს--–----- სიტყვიერად, დატოვე ეს სახლიო. დ------ ისევ აგრძელებდა ასეთ საუბრებს. შემდეგ წამოდგა ს--–----, ხელი მოჰკიდა დ----------–--------, რომელსაც შვილი ხელში ეჭირა და სულ ჯიკავ-ჯიკავით მიიყვანა კარებამდე: ,,გადი აქედან ნერვები არ მომიშალოო“. ამ დროს ს--–---- ფეხმძიმედ იყო. კარებამდე რომ მიიყვანა ს--–----- დ------, დ------ შემოუტრიალდა და ჩაარტყა ს--–----ს. ს--–-------------------- ჩასისხლიანებული ჰქონდა კისერი. სამ-ოთხ ადგილზე ჰქონდა ჩაქცევა. ს--–----ს ხელი არ დაურტყამს. დ------ გავიდა სახლიდან, მისვლისას რაღაც ჯამი ეკავა ხელში და ისიც წაღებული ჰქონდა. პოლიციაში დარეკა, პოლიციაც მალევე მოვიდა, კონფლიქტი დასრულებული იყო. ს--–---- 6 თვის ორსული იყო, დ------- იცოდა მისი ფეხმძიმობის ამბავი. იმ დღეს ნერვიულობის გამო თუ ჩარტყმის გამო ს--–----ს მუცელი ატკივდა და ძალიან შეშინდნენ. მომხდარს მეზობელი არავინ შესწრებია. ე---------------------- დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ დ----------–-------- ს--–----- უთხრა, რომ მასზე ცუდი ხმები დადიოდა, გოგონები ეზრდებოდა და არ უნდოდა დ------ მასთან შესულიყო.

მოწმე თ-----------–-----–---–-ს განმარტებით დადგენილია, რომ 2017 წლის 06 სექტემბერს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად, როდესაც დ----------–-------- გააკეთა შეტყობინება განყოფილებაში. გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო შემდეგ ბრალი წარედგინა 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მან გამოიკითხა ს--–---- ბ-------------- და ე---------------------, დაინიშნა ექსპერტიზები, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო დაზარალებულს, ხოლო ბრალის შესახებ დადგენილება ბრალდებულს, რის შემდეგაც გამოკითხა დ----------–-------, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება. დ----------–------- მოწმის სახით დაკითხა ი-–------------ ხოლო ბრალდებულის სახით - უშუალოდ მან. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო და გამოიკითხა მოწმეები.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005226917 დასკვნით დადგენილია, რომ 06.09.17წ. 18:48-19:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. დ----------–-------- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005228717დასკვნით დადგენილია, რომ 06.09.17წ. 18:30-18:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ს--–---- ბაღდასაროვას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია პირადი გასინჯვის მონაცემები: 06.09.17წ. 18:30-18:40 სთ-ზე ს--–---- ბ-------------- უჩუვუს ტკივილებს დაზიანებათა მიდამოებში. კისრის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, ქვედა მეასედში, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ზედა მესამედში ლავიწის შუა ხაზზე და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი, დასწვრივად და განივ-ირიბად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, მოწიტალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრები მაქსიმალური ზომით: 1,3X0,1 სმ და მინიმალური ზომით 0,3X0,1 სმ. იმ მოტივით, რომ სხეულზე სხვა დაზიანება არ აქვს, ტანსაცმლის გახდაზე განაცხადა უარი. სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ექსპერტმა გ----------------–-–---–--. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა სრულად დაადასტურა გაცემული ექსპერტიზის დასკვნები და მიუთითა, რომ თუკი სხვა რაიმე დაზიანებას ექნებოდა ადგილი, აუცილებლად მიუთითებდა დასკვნაში.

შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს დ----------–-------- განმარტებას მასზედ, რომ მას არანაირი დაზიანება არ მიუყენებია ს--–---- ბ---------------ათვის, პირიქით, მას მიაყენეს შეურაცხყოფა და ის არის დაზარალებული. ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, მასზედ, რომ თითქოს ს--–--------------------- ხელოვნურად შექმნა ეს გარემოებები, რადგან დ----------–------- ბავშვით და თეფშით ხელში ვერ შეძლებდა ამ დაზიანებების მიყენებას. ამ გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

სასამართლო აანალიზებს რა საქმის განხილვისას გამოკვლეულ მასალებს, ერთობლიობაში აფასებს ექსპერტიზის დასკვნებსა და ექსპერტის განმარტებებს, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 06 სექტემბერს ე---------------------- საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ----------------------------------–-, დ----------–-------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს--–--------------------, რითაც ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი. ს--–-------------------- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დ----------–-------- მხრიდან ადგილი აქვს განზრახი და მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედების განხორციელებას ორსული ქალის მიმართ, რითაც ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი. მიყენებული იქნა დაზიანებები ნაკაწრების სახით, რომლებიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. შესაბამისად დ----------–-------- მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ----------–-------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ დ----------–-------- მიერ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული დ----------–------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2017 წლის 06 სექტემბრის ეპიზოდში ბრალდებულ დ----------–-------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ დ----------–-------- ბრალეულობაში.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

დ----------–-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ დ----------–-------- უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დ----------–------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და დანაშაულთა ერთობლიობით, დ----------–-------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში დ----------–-------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ----------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და დანაშაულთა ერთობლიობით, დ----------–-------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

დ----------–-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

მსჯავრდებულ დ----------–-------- მიმართ დანიშნული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD-R დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე