განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100118002449138
1/45-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული - ა----------–-------------–--ნი (დაბადებული 1--- წლის 2------------რს, პ/ნ 0----------, სომხეთის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციისა მისამართი: ქ. ერევანი, და---------------, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი ხ------);
ადვოკატი: აზატ ხორშიკიანი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 24:00 საათზე, ა--------------–--ნმა, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, თავის არეში ხელი დაარტყა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ლ--------------–--ნს, რის შედეგადაც ლ--------------–--ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ა--------------–--ნსა და მის მეუღლეს ლ--------------–--ნს შორის ზემოაღნიშნული ოჯახური კონფლიქტი გაგრძელდა 2018 წლის 08 აპრილსაც, რა დროსაც, დაახლოებით 10:00 საათზე, ა--------------–--ნმა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, პლასტმასის ნივთის სახის არეში დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა ლ--------------–--ნს. ა--------------–--ნის აღნიშნული ქმედებებით ლ--------------–--ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. ა--------------–--ნი და ლ--------------–--ნი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ცხოვრობდნენ ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ------ში, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები;
მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები; ლ--–---------–--ნის და ა–----------–--ნის დაბადების მოწმობები.
2.1.2. 2018 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 24:00 საათზე, ა--------------–--ნმა, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, თავის არეში ხელი დაარტყა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ლ--------------–--ნს.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
2.1.3. ასევე, ა--------------–--ნსა და მის მეუღლეს ლ--------------–--ნს შორის ზემოაღნიშნული ოჯახური კონფლიქტი გაგრძელდა 2018 წლის 08 აპრილსაც, რა დროსაც, დაახლოებით 10:00 საათზე, ა--------------–--ნმა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, პლასტმასის ნივთის სახის არეში დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა ლ--------------–--ნს.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, დაბადების მოწმობები.
2.1.4. 2.1.2. და 2.1.3. პუნქტებში აღნიშნული ძალადობის შედეგად ლ--------------–--ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა ლ--------------–--ნის მიმართ.
2.1.5. ბრალდებული ა--------------–--ნი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა--------------–--ნმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: ლ--------------–--ნის, ა--------------–--ნის, მ------- ი------–---ის, ს------- ბ----–---ის, ლ---–- ი------–---ის, მ-----– ი------–---ის, ა–-- ბ----–---ის ჩვენებები, ლ--–---------–--ნის და ა–----------–--ნის დაბადების მოწმობები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლ--------------–--ნის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა--------------–--ნის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--------------–--ნის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 24:00 საათზე, ა--------------–--ნმა, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, თავის არეში ხელი დაარტყა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ლ--------------–--ნს, რის შედეგადაც ლ--------------–--ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე დადგენილია, რომ ა--------------–--ნსა და მის მეუღლეს ლ--------------–--ნს შორის ზემოაღნიშნული ოჯახური კონფლიქტი გაგრძელდა 2018 წლის 08 აპრილსაც, რა დროსაც, დაახლოებით 10:00 საათზე, ა--------------–--ნმა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, პლასტმასის ნივთის სახის არეში დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა ლ--------------–--ნს. ა--------------–--ნის აღნიშნული ქმედებებით ლ--------------–--ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ა--------------–--ნის მიერ ჩადენილი ქმედება (ორივე ეპიზოდში) მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს და ითანამშრომლა სასამართლოსთან, არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ლ--------------–--ნმა განმარტა, რომ ა--------------–--ნის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე (2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
გამომდინარე მოცემული განაჩენის მე-4 პუნქტიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს შეეფარდოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა--------------–--ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას.
აქედან გამომდინარე, ა--------------–--ნს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათით.
სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს - საზოგადოებრივ საშიშროებას, ამასთან გასათვალისწინებელია ბრალდებულის მიდრეკილება ძალადობისაკენ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, არამედ პრევენციის პრინციპს, რაც იქნება გარანტი, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ბრალდებული არ ჩაიდენს ძალადობას დაზარალებულის მიმართ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 200-ე, 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა--------------–--ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 07 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
ა--------------–--ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 08 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა--------------–--ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის და 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე ა--------------–--ნს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათით;
2. ა--------------–--ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. მსჯავრდებულ ა--------------–--ნის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ შესაბამის პრობაციის ბიუროს;
4. ა--------------–--ნს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 21 ივნისიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 10 აპრილიდან - 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით;
5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან