გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.05.2018
საქმის ნომერი
190310017001990974
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-161-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მაისი 2018 წელი ქ. რ-------ი

შესავალი ნაწილი

რ--------- საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელე - შპს ,,ე---- ჯ------'' (ყოფილი შპს ,,ე---- პ-------ი'')

წარმომადგენელი - მ------ კ---------

მოპასუხე - ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი - ე-–--- მ-------–---–ი, ს------- დ---------,მესამე პირი: სს ჯ------------–-----ი,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ხელშეკრულების გაფორმების დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს ქ. რ--------- მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1---------- №3-- ბრძანების ბათილად ცნობასა და მოპასუხისათვის ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების დავალებას, კერძოდ საჯარო ინტერესებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭირო ოდენობის ნაგვის შემკრები კონტეინერის (სანაგვე ურნის) მიწოდებასთან დაკავშირებით.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2014 წლის 1-------ს მხარეთა შორის გაფორმდა №0---- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხის მხრიდან 700 ცალი ნაგვის შემკრები კონტეინერის შესყიდვას მოსარჩელისაგან. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 471 996 ლარს, ხოლო მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბერი. მოპასუხის 2014 წლის 26 სექტემბრის №1----- გადაწყვეტილებით შპს ,,ე---- პ-------ის" მიმართ შეწყვეტილი იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 1-------ის №0---- ხელშეკრულება. მოპასუხის მხრიდან სს ,,ჯ------------–-----ის" მეშვეობით, ჩამოჭრილი იქნა საგარანტიო თანხა, მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან 24200 ლარის და 7000 ლარის ოდენობით. ამასთან რეგრესის წესით მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი იქნა თანხა 16 000 ლარის ოდენობით, სულ 47 200 ლარის ოდენობით. აღიშნულთან დაკავშირებით, 2014 წელს დაიწყო სასამართლო დავა. რ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე---- პ-------ის" წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი; სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ე---- პ-------ის" მიმართ კანონშეუსაბამოდ იქნა შეწყვეტილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 1-------ის №0---- ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2017 წლის 13 მარტს მოპასუხის მიერ რ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და მოპასუხე მხარემ იგივე საფუძვლით შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მხარეებს შორის არსებული 2014 წლის 1-------ის №0---- ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შპს „ე---- პ-------მა" თვითმმართველი ქალაქ რ--------- მიერ გამოცხადებულ სპა14------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობითა და შემდგომში 2014 წლის 1-------ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---- ხელშეკრულებით, გამოხატა ნება და იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ყველა ის პირობა, რაც ხელშეკრულებით იქნა განსაზღვრული. 2014 წლის 1-------ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---- ხელშეკრულება შეიცავდა ყველა არსებით პირობას: ხელშეკრულების საგანს, რომლის აღწერა მოცემული იყო ხელშეკრულების დანართ #1-სა და ტექნიკურ დავალებაში, ხელშეკრულების ღირებულებას, საქონლის მიწოდების ვადას, ადგილს და ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

მოპასუხის წარმომადგენელი უთითებს, რომ ხელშეკრულებაში ცალსახად განისაზღვრა ხელშეკრულების საგნის ის ხარისხი, რაც მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2014 წლის 24 ივლისის #0-------- ექსპერტიზის დასკვნით კი ნათლად გამოიკვეთა, რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული, შეთანხმებული ხარისხის საგნის ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ურნა უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართ #1-სა და ტექნიკურ დავალებით გათვალისწინებულ პირობებს, უნდა აღინიშნოს, რომ შეუსაბამობა იყო ურნის ისეთ ძირითად მახასიათებლებთან, როგორიც იყო მისი წონა, მოცულობა, სახელურების თავისთავად დახურვა და მისი პარამეტრები. უფრო კონკრეტულად, 1. ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული კონტეინერის მოცულობამ შეადგინა 0,9945კუბ, ნაცვლად 1.1 კუბმ-ისა. 2. ცარიელი კონტეინერის აწონვის შედეგად დაფიქსირებული წონა 104.500 კგ არ ჯდება ტექნიკური პირობებით გათვალისწინებულ წონის ინტერვალში-110-135 კგ, 3. კონტეინერის ორივე მხარეს გადასაწევ მკლავებსა და გვერდით მზიდებს შორის თავსახურავის თავისთავად დახურვისათვის არსებულმა მოწყობილობამ ჩატარებული შემოწმების პროცესში ვერ უზრუნველყო კონტეინერის თავისთავად დახურვა. 4. კონტეინერის აზომილი პარამეტრებიდან ცხრა ზომა არ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალების მოთხოვნებს. აღნიშნული ცალსახად გულისხმობს, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საქონელი იყო ნაკლიანი, რაც შემსყიდველის ინტერესებში არ შედიოდა და მას წარმოეშვა უფლება მოეთხოვა უნაკლო ნივთის წარდგენა. 2014 წლის 25 აგვისტოს #1/6445 წერილით შპს „ე---- პ-------ს" გაეგზავნა ექსპერტიზის დასკვნა და ეთხოვა გამოესწორებინა არსებული ხარვეზები. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღნიშნულისათვის გათვალისწინებულია 10 დღე, თუმცა მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიჩინა გულისხმიერება და ერთი თვის შემდეგ, უნაკლო ნივთის წარმოუდგენლობის გამო, მოშალა 2014 წლის 1-------ის #0---- ხელშეკრულება. აღნიშნული უფლებას კი შემსყიდველს-თვითმმართველ ქალაქ რ-------ს აძლევდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე (1), 490-491 მუხლები. კერძოდ, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯ-ბის ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯ-ბი. განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ხელშეკრულების ცალმხირვად შეწყვეტის საფუძველი.

 

წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსგან მოთხოვნილი საქონლის მახასიათებელი მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარდგენილი. მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებაც კი, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების თანახმად კონტეინერის ორივე მხარეს გადასაწევ მკლავებსა და გვერდით მზიდებს შორის თავსახურავის თავისთავად დახურვისთვის არსებულმა მოწყობილობამ ჩატარებული შემოწმების პროცესში ვერ უზრუნველყო კონტეინერის თავისთავად დახურვა, საკმარისი პირობაა იმისა, რომ წარმოდგენილი საქონელი ჩაითვალოს არსებით და მნიშვნელოვან ნაკლის მქონედ. აღნიშნულ მოწყობილობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ურნაში განთავსებული ნარჩენების ნაგავმზდიში გადატანა-ტრანსპორტირებისას, რათა უზრუნველყოს, ნარჩენების სწრაფი და ეფექტური შეგროვება დანაგვიანების გარეშე. ასევე, აღნიშნული მოწყობილობა საჭირო და აუცილებელია იმისათვის, რათა ნარჩენების განთავსებით მაქსიმალურად იქნეს შემცირებული წარმოქმნილი უსიამოვნო სუნი და საზოგადოება დაიცვას ანტისანიტარიის გავრცელებისგან. ეს ფაქტორი კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასთან. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პირობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხში პირდაპირ იყო გათვალისწინებული, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ იგი არსებითად განმსაზღვრელია ხელშეკრულების საგნის არა მხოლოდ თვისობრიობასთან, არამედ შემდგომში მის გამოყენებადობასა და ვარგისიანობასთან. რაც შეეხება კონტეინერის წონას, მოცულობასა და ურნის ხელშეკრულების დანართი №1-თან შეუსაბამო ტექნიკურ პარამეტრებს, უნდა აღინიშნოს, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული დასკვნის თანახმად, წონის მაჩვენებელი საკმაო სხვაობით 6 კილოგრამით განსხვავდებობდა ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებასთან მიმართებით, რაც წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან დარღვევას. გარდა ამისა, მცირე განსხვავებასთან მიმართებითაც კი, სამოქალაქო კოდექსი, ნივთის ნივთობრივი ნაკლის დეფინიციის დროს უპირატესობას ანიჭებს მხარეთა შეთანხმებას. იმ პირობებშიც კი, როდესაც თუნდაც ერთი მაჩვენებელი არ არის შესაბამისობაში ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარისხთან სახეზეა ნივთის ნაკლი და შემსყიდველის მიერ მისი მიუღებლობის და მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება წარადგინოს უნაკლო ნივთი. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი ურნის წონის მოცულობისა და პარამატრების შეუსაბამობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ფასდება მნიშნველოვან და არსებით დარღვევად, ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხიდან გამომდინარე. მოპასუხემ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებასათან, კერძოდ კი საჭირო ოდენობის ნაგვის შემკრები კონტეინერის (სანაგვე ურნის) მიწოდებასთან დაკავშირებითთან იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა გამოირჩევა მკაცრად განსაზღვრული პროცედურებით, რომლის მონიტორინგსაც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ამასთან, არ არსებობს მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა დაინტერესებული მხარის მოწვევით, ექსპერტების დაკითხვით სრულყოფილად გამოიკვლია საქმისთვის არსებითი ყველა ფაქტობრივი გარემოება აღნიშნული კი საფუძველს აცლის მეორე სასარჩელო მოთხოვნას.

 

მესამე პირი შპს ,,ჯ------------–-----ის" წარმომადგენელს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 1-------ს თვითმმართველი ქალაქ რ--------- საკრებულოს და შპს ,,ე---- პ-------ის" წარმომადგენლებს შორის სახელმწიფო შესყიდვების კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე გაფორმდა №0---- ხელშეკრულება 700 ცალი ნაგვის კონტეინერის შესყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 471 996 ლარს, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0---- ხელშეკრულება (ტომი I, ს. ფ. 24-27)

-2014 წლის 6 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისიის №7 სხდომის ოქმი; (ტომი I, ს. ფ. 46-47)

 

3.1.2. ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2014 წლის 26 სექტემბრის №1----- წერილით, მოსარჩელეს ეცნობა 2014 წლის 26 სექტემბრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2014 წლის 26 სექტემბრის №1----- წერილის ასლი; (ტომი I, ს. ფ. 43)

 

3.1.3. ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2014 წლის 26 სექტემბრის №1----- წერილი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა რ--------- საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ე---- პ-------ის" წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 26 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის №3ბ/306-16 განჩინებით, ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-რ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება; (ტომი I, ს. ფ. 88-98)

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის განჩინება; (ტომი I, ს. ფ. 100-118)

 

3.1.4. ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1---------- №3-- ბრძანებით დასრულდა ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 დეკემბრის №2127 ბრძანებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, 2014 წლის 1-------ს თვითმმართველ ქალაქ რ-------სა და შპს ,,ე---- პ-------ს" შორის გაფორმებული შესყიდვების №0---- ხელშეკრულება 2014 წლის 26 სექტემბრიდან ჩაითვალა შეწყვეტილად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული, შეთანხმებული ხარისხის საგნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენა, ამასთან გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1---------- №3-- ბრძანება; (ტომი I, ს. ფ. 121-129)

 

3.1.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 24 ივლისის №0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაკვლევად წარდგენილი ნაგვის კონტეინერი ჩატარებული კვლევის ფარგლებში უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამება ტექნიკური პირობით დადგენილ მახასიათებლებს. ა) ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული კონტეინერის მოცულობამ შეადგინა 0, 9945 კუბმ. ნაცვლად 1.1 კუბმ-სა, ბ) ცარიელი კონტეინერის აწონვის შედეგად დაფიქსირებული წონა 104.500 კგ. არ ჯდება ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული წონის ინტერვალში 110-135 კგ, გ) კონტეინერის ორივე მხარეს გადასაწევ მკლავებსა და გვერდით მზიდებს შორის თავსახურის თავისთავად დახურვისათვის არსებულმა მოწყობილობამ ჩატარებული შემოწმების პროცესში ვერ უზრუნველყო კონტეინერის თავსახურის თავისთავად დახურვა, დ) კონტეინერის აზომილი პარამეტრიდან ცხრა ზომა არ შეესაბამება ტექნიკური დავალების მოთხოვნებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 30 ივლისის №00------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაკვლევად წარდგენილი ნაგვის კონტეინერი/სანაგვე ურნის უმეტესი მაჩვენებლები ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეესაბამება შპს ,,ე---- პ-------სა" და ქალაქ რ--------- მერიას შორის არსებულ 2014 წლის 1-------ის №0---- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექნიკურ მოთხოვნებს. ტექნიკური პირობით დადგენილ მაჩვენებლებს არ შეესაბამება ა) ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული კონტეინერის მოცულობამ შეადგინა 1.0283 კუბმ. ნაცვლად 1.1 კუბმ-სა, ბ) კონტეინერის ორივე მხარეს გადასაწევ მკლავებსა და გვერდით მზიდებს შორის თავსახურის თავისთავად დახურვისათვის არსებულმა მოწყობილობამ, ჩატარებული შემოწმების პროცესში ვერ უზრუნველყო კონტეინერის თავსახურის თავისთავად დახურვა, გ) კონტეინერის აზომილი პარამეტრიდან ცხრა ზომა არ შეესაბამება ტექნიკური დავალების მოთხოვნებს. EN 840-3 სტანდარტით წარმოებული ნაგვის შემკრები კონტეინერისათვის მოცულობის გადახრა დასაშვებია +-5%-ის ფარგლებში, ე.ი. კონტეინერის მოცულობა შესაძლებელია მერყეობდეს 1.155-1.045 კუბმ-ის ინტერვალში, ხოლო ცარიელი კონტეინერის წონა დასაშვებია მერყეობდეს 110-135 კგ-ის ინტერვალში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 24 ივლისის №0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 33-42)

-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 30 ივლისის №00------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (ტომი I, ს. ფ. 78-87)

 

3.1.5. ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2014 წლის ივნისის თვის შემდეგ, ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მიერ 700 ცალი ნაგვის შემკრები კონტეინერების შესყიდვასთან დაკავშირებით არ გამოცხადებულა ელექტრონული ტენდერი. 2015 წლის 12 ივნისს ნაგვის შემკრები კონტეინერების (სანაგვე ურნა) შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1--- განკარგულების საფუძველზე გაფორმდა №0---- ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რომლის თანახმადაც, ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,---- ჯ-სგან" 956 ცალი ნაგვის შემკრები კონტეინერი შეისყიდა 831 614,84 ლარად. შესყიდული კონტეინერი უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამება ტექნიკური ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს, ხოლო იმ მაჩვენებლებით, რომლებშიც არის მცირეოდენი მეტობა ან ნაკლებობა ტექნიკურ პარამეტრებთან არ ახდენენ უარყოფით გავლენას კონტეინერის სამომხმარებლო თვისებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის 18 დეკემბრის №02/17913 წერილი, (ტომი VI, ს. ფ. 26)

-2015 წლის 12 ივნისის №1---- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, (ტომი VI, ს. ფ. 27-29)

-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 15 მარტის №00------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (ტომი VI, ს. ფ. 38-48)

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. მოპასუხე- ქ.რ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1---------- №3-- ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა ფორმალურად, სრულყოფილად არ გამოიკვლია მასალები, არ დაასაბუთა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი.

4.1.2. იმის გამო, რომ გასულია მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 1-------ის №0---- ხელშეკრულებით გათვალისწინებული 700 ცალი შემკრები კონტეინერის (სანაგვე ურნის) მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და მოპასუხის მიერ აღნიშნული კონტეინერი შეძენილი იქნა შპს ,,---- ჯ-სგან" სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნაგვის შემკრები კონტეინერის (სანაგვე ურნის) მიწოდების დავალების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა პროცედურული დარღვევით, ხელახლა განხილული იქნა სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად მიეცა განსხვავებული შეფასებები.

 

მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საქონელი იყო ნაკლიანი, მოსარჩელეს მოეთხოვა ნაკლის გამოსწორება, რაც არ შესრულდა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. მხოლოდ ის გარემოებაც, რომ კონტეინერის თავსახურავის თავისთავად დახურვა შეუძლებელი იყო საკმარის საფუძველს წარმოადგენდა წარმოდგენილი საქონლის ნაკლიანად მიჩნევისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 24 ივლისის №0-------- დასკვნით, შემკრები კონტეინერი უმეტესი მაჩვენებლებით შეესაბამება ტექნიკური პირობებით დადგენილ მახასიათებლებს, ამასთან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაფერია იმაზე ნათქვამი, თუ რატომ არ მისცა მოპასუხემ მოსარჩელეს ნაკლიანი ნივთის გამოსწორების საშუალება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2014 წლის 25 აგვისტოს №1/6445 წერილით ე---- პ-------ისათვის ხარვეზის გამოსწორების 10 დღიანი ვადის მიცემა არაგონივრული და ფორმალურია მისი ამ ვადაში გამოსწორების შეუძლებლობის გამო, მოპასუხეს სრულყოფილად არ შეუსრულებია რ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გარემოებები.

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია მისი გამოცემისათვის დადგენილი წესების არსებითი დარღვევით, ამასთან, არ არსებობს ნაგვის შემკრები კონტეინერის მიწოდების დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი";

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს. ერთ-ერთი ამ ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1---------- №3-- ბრძანების ბათილად ცნობა. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 1-------ს თვითმმართველი ქალაქ რ--------- საკრებულოს და შპს ,,ე---- პ-------ის" წარმომადგენლებს შორის სახელმწიფო შესყიდვების კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე გაფორმდა №0---- ხელშეკრულება 700 ცალი ნაგვის კონტეინერის შესყიდვის თაობაზე. ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2014 წლის 26 სექტემბრის №1----- წერილით, მოსარჩელეს ეცნობა 2014 წლის 26 სექტემბრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.

 

ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2014 წლის 26 სექტემბრის №1----- წერილი მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა რ--------- საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ე---- პ-------ის" წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 26 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის განჩინებით, ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

რ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობა, მხარეთა მიუწვევლობა და მათი მოსაზრების მოუსმენლობა. სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე დაეყრდნო და იხელმძღვანელა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 24 ივლისის №0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილით, რომლითაც განსაზღვრულია ის მაჩვენებელი, რომელიც არ შეესაბამება ტექნიკური პირობებით დადგენილ მაჩვენებლებს და შეფასება არ მისცა დასკვნის იმ ნაწილს სადაც მითითებულია, რომ ნაგვის კონტეინერი ჩატარებული კვლევის ფარგლებში უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამება ტექნიკური პირობით დადგენილ მახასიათებლებს. სასამართლომ ასევე ყურადღება მიქცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 30 ივლისის №00------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შინაარს, რომლითაც შეიცვალა 24 ივნისის დასკვნით გათვალისწინებული კონტეინერის მოცულება, კერძოდ, ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული კონტეინერის მოცულობამ შეადგინა 1.0283 კუბმ. ნაცვლად 1.1 კუბმ-სა. EN 840-3 სტანდარტით წარმოებული ნაგვის შემკრები კონტეინერისათვის მოცულობის გადახრა დასაშვებია +-5%-ის ფარგლებში, ე. ი. კონტეინერის მოცულობა შესაძლებელია მერყეობდეს 1.155-1.045 კუბმ-ის ინტერვალში, ხოლო ცარიელი კონტეინერის წონა დასაშვებია მერყეობდეს 110-135 კგ-ის ინტერვალში. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელის მიერ 700 ცალი კონტეინერის წარდგენის პირობებში გამორიცხა მისი მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტი, ხოლო მხოლოდ ამ უკანასკნელის შემთხვევაში არსებობდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

 

ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1---------- №3-- ბრძანებით დასრულდა ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 დეკემბრის №2127 ბრძანებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, 2014 წლის 1-------ს თვითმმართველ ქალაქ რ-------სა და შპს ,,ე---- პ-------ს" შორის გაფორმებული შესყიდვების №0---- ხელშეკრულება 2014 წლის 26 სექტემბრიდან ჩაითვალა შეწყვეტილად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული, შეთანხმებული ხარისხის საგნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენა, ამასთან გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩათვალა 2017 წლის 10 მარტს ადგილზე დათვალიერება, თუმცა შპს ,,ე---- ჯ------ს" წარმომადგენლის განმარტებით ადგილზე განთავსებული აღარ არის ნაგვის შემკრები კონტეინერები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუხედავად იმისა, რომ დაადგინა ურნის უმეტესი მაჩვენებლით ხელშეკრულების დანართი №1-სა და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობა, მიუთითა, რომ შეუსაბამობა იყო ურნის ისეთ ძირითად მახასიათებლებთან, როგორიც იყო მისი წონა, მოცულობა, სახელურების თავისთავად დახურვა და მისი პარამეტრები. კონკრეტულად: ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული კონტეინერის მოცულობამ შეადგინა 0, 9945 კუბმ. ნაცვლად 1.1 კუბმ-სა; (30 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული მოცულობა 1.0283 კუბმ, უფრო მეტი ვიდრე 24 ივლისის დასკვნით) ცარიელი კონტეინერის აწონვის შედეგად დაფიქსირებული წონა 104.500 კგ. არ ჯდება ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული წონის ინტერვალში 110-135 კგ; კონტეინერის ორივე მხარეს გადასაწევ მკლავებსა და გვერდით მზიდებს შორის თავსახურის თავისთავად დახურვისათვის არსებულმა მოწყობილობამ ჩატარებული შემოწმების პროცესში ვერ უზრუნველყო კონტეინერის თავსახურის თავისთავად დახურვა; კონტეინერის აზომილი პარამეტრიდან ცხრა ზომა არ შეესაბამება ტექნიკური დავალების მოთხოვნებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მეორე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. სადავო პერიოდში მოქმედი კანონის მიზანს კი წარმოადგენდა: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ამოღებულია (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან) გ1) კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; (6.04.2017. N617 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს) დ) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით; ბ) ამოღებულია (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) ბ1) სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის 33 პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს; (24.07.2015. N4104 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.) გ) სააგენტოს წარუდგინოს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშები ამ კანონის 22–ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად; (20.11.2009. ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან) დ) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ1) ამოღებულია (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან) დ2) ხელშეკრულების დადებამდე მისი გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა ამ კანონითა და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით; (23.12.2017 N1945 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) დ2.ა) მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე; დ2.ბ) კონსოლიდირებული შესყიდვისას ან კონკურსისას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე; (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან) ე) ამოღებულია (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან) ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მისი საფუძველი აცნობოს სააგენტოს და ყველა პრეტენდენტს. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯ-ბი. (23.12.2017 N1945 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 21. შეჩერებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის გაგრძელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. (5.05.2011. N4632 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 3. პასუხისმგებლობა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისათვის, შესყიდვების რაციონალური განხორციელებისათვის მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.

 

იმ პირობებში როდესაც რ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხე მხარეს დაევალა საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასებები უნდა მიეცა მოცემული დავის ფარგლებში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებისათვის, დაედგინა ხელშეკრულების შეუსრულებლობას ჰქონდა ადგილი თუ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა ნაკლიანი ნივთი და ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში არსებობდა თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოპასუხეს როგორც შემსყიდველ ორგანიზაციას შეეძლო კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფორმალურად იქნა მიღებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს, ამ პირობებს თვითონ მხარეები განსაზღვრავენ და ასეთად ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები ჩაითვლება, რომლებზედაც მხარეები უნდა შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება არ დაიდება. ხელშეკრულების არსებით პირობებს შეიძლება მიეკუთვნოს ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების მხარეები, მხარეთა მიერ განსახორციელებელი შესრულება და ა. შ. განსახილველ შემთხევაში ასეთ არსებით პირობას წარმოადგენდა სანაგვე ურნის სათანადო ხარისხის სრული მოცულობით მიწოდება და იმ მიზნის მიღწევა, რასაც მოპასუხე მითითებული 700 ცალი ნაგვის შემკრები კონტეინერის შესყიდვას უკავშირებდა.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა;

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანართი №1-ის ტექნიკური დავალების 3.2.1. პუნქტის მეორე ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილი იქნა, რომ ლითონის მოთუთიებული ნაგვის კონტეინერის EN-840-3 ევროსტანდარტის შესაბამისი (საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად) კონტეინერის კოროზიისადმი მდგრადობა განპირობებული უნდა ყოფილიყო ცხლად მოთუთიების ტექნოლოგიით EN-ISO-1461 სტანდარტის შესაბამისად. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 30 ივლისის №00------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ, გამოსაკვლევად წარდგენილი ნაგვის კონტეინერი/სანაგვე ურნის უმეტესი მაჩვენებლები ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეესაბამება შპს ,,ე---- პ-------სა" და ქალაქ რ--------- მერიას შორის არსებულ 2014 წლის 1-------ის №0---- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექნიკურ მოთხოვნებს. ტექნიკური პირობით დადგენილ მაჩვენებლებს არ შეესაბამება ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული კონტეინერის მოცულობამ შეადგინა 1.0283 კუბმ. ნაცვლად 1.1 კუბმ-სა, მაშინ როდესაც 24 ივლისის დასკვნით კონტეინერის მოცულობა უფრო ნაკლებს შეადგენდა. ამასთან, EN 840-3 სტანდარტით წარმოებული ნაგვის შემკრები კონტეინერისათვის მოცულობის გადახრა დასაშვებია +-5%-ის ფარგლებში, ე. ი. კონტეინერის მოცულობა შესაძლებელია მერყეობდეს 1.155-1.045 კუბმ-ის ინტერვალში, ხოლო ცარიელი კონტეინერის წონა დასაშვებია მერყეობდეს 110-135 კგ-ის ინტერვალში. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ჩატარებული კვლევის ფარგლებში ვერ მოხდა ქ. რ--------- მერიის მიერ შესყიდული 700 ცალი ნაგვის შემკრები კონტეინერი/სანაგვე ურნის ISO (აისო) 1461 სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა, რადგან ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო, მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის და ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარამენტის მიერ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არ ქონის გამო ვერ ხდება ლითონის მარკის და მოთუთიების ფენის სისქის დადგენა. აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ის პირობები, რომლის შემოწმებაც შეუძლებელი იქნებოდა. უფრო მეტიც, მოპასუხის მიერ 2015 წლის 12 ივნისს ნაგვის შემკრები კონტეინერების (სანაგვე ურნის) გამარტივებით შესყიდვა განხორციელდა შპს ,,---- ჯ-სგან", რომელმაც თავად ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი მითითებულა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 18 მარტის №00------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია რომ, ექსპერტიზაზე შპს ,,---- ჯ-ს" მიერ წარდგენილი ნაგვის კონტეინერი ჩატარებული კვლევის ფარგლებში უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამება ტექნიკური ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს. ხოლო იმ მაჩვენებლებით, რომლებშიც არის მცირეოდენი მეტობა ან ნაკლებობა ტექნიკურ პარამეტრებთან არ ახდენენ არსებით უარყოფით გავლენას კონტეინერის სამომხმარებლო თვისებებზე.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი მხარეთა შორის ხელშეკრულებების და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნების შინაარიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმებისას, მოსარჩელეს მოეთხოვა ისეთი პირობების შესრულება, რომლის შესრულებაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ხოლო შპს ,,---- ჯ-სთან" 2015 წლის 12 ივნისის №0---- ხელშეკრულების გაფორმებისას ასეთი არ იქნა გათვალისწინებული. უფრო მეტიც, მოსარჩელესთან მიმართებაში მოპასუხემ 2014 წლის 24 ივლისს ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა და შეაფასა მიწოდებული საქონლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხი, ხოლო შპს ,,---- ჯ-სთან" მიმართებით ასეთი არ განხორციელებულა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ექსპერტიზის მასალებში არსებული ფოტო მასალით და ხარისხის მაჩვენებლითაც იგივე კონტეინერები იქნა შეძენილი მოპასუხის მიერ ერთი წლის დაგვიანებით, რაც მოპასუხის მიერ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მიზანს ეწინააღმდეგება სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარების, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბების შესახებ.

 

მოსარჩელესთან მიმართებით ასევე არ წარმოდგენილა სათანადო ექსპერტიზის დასკვნა ტექნიკური ობიექტის ტექნიკურ მაჩვენებლებთან მცირეოდენი მეტობა ან ნაკლებობა ახდენდნენ თუ არა უარყოფით გავლენას კონტეინერის სამომხმარებლო თვისებებზე. მოპასუხის მიერ შპს ,,---- ჯ-სგან" შეძენილი კონტეინერის ღირებულება აღემატება მოსარჩელისგან შესაძენი კონტეინერის ღირებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული არ იქნა კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. A

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯ-რების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სისწორის, კანონშესაბამისობის დასაბუთება. ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებას. მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.

 

ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად, ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი. ამასთან აშკარაა შეუსაბამობა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის. სასამართლოს მოსაზრებით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. სასამართლო იცავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხემ მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 1-------ის №0---- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის 26 სექტემბრიდან ჩათვალა შეწყვეტილად იმ საფუძვლით, რომ შეუსაბამო იყო ურნის წონა, მოცულობა, თავისთავად დახურვა და მისი პარამეტრები მიუხედავად იმისა, რომ ურნა უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართ №1-სა და ტექნიკურ დავალებით გათვალისწინებულ პირობებს. შპს ,,---- ჯ-სგან" შეძენილი ერთი ცალი კონტეინერის ღირებულება 870 ლარია, ხოლო მოსარჩელესგან შესაძენი კონტეინერის (ერთი ცალი) ღირებულება 672 ლარს შეადგენდა, მოპასუხემ შპს ,,---- ჯ-ს" მიერ წარდგენილი სანაგვე ურნის ხელშეკრულების ტექნიკური პირობების შესაბამისობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩაატარა, თუმცა მოსარჩელის მიერ წარდგენილ პროდუქციაზე ექსპერტიზა ჩაატარა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა და ელექტრონული ტენდერის გამოუცხადებლობა ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის მიზანს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის, სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარების, სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფის, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბების შესახებ. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიქცევს იმ გარემოების შესახებ, რომ მოპასუხის ჩატარებული 2014 წლის 24 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი განსხვავდება სასამართლოს მიერ ჩატარებული 2015წლის 30 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის შინაარსისან კონტეინერის მოცულობასთან დაკავშირებით, ხოლო ორივე ექსპერტიზის დასკვნისგან განსხვავებულია შპს ,,---- ჯ-ს" მიერ წარდგენილი ექსპერტიზის შინაარსი. ამასთან, მოპასუხემ უპირობოდ მიიღო რა ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოების შესახებ, რომ შპს ,,---- ჯ-ს" მიერ წარდგენილი სანაგვე ურნების მოცულობა თითქმის იგივე იყო რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ შემთხვევაში (1.0925 კუბმ; 1.0283 კუბ.მ) მოსარჩელემ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ შპს ,,---- ჯ-ს" მიერ წარდგენილი კონტეინერის დასამზადებლად გამოყენებული ფურცლოვანი ლითონის მარკის დადგენა ვერ მოხერხდა, მერ მოხერხდა კონტეინერის კორპუსის ცხლად მოთუთიების ტექნოლოგიით EN ISO 1461 სტანდარტის შესაბამისობის დადგენა, მოთუთიების ფენის სისქის დადგენა, ხოლო კონტეინერის ტვირთამწეობის წონა, კონტეინერსი კონსტრუქციის ზედაპირზე დატანილი სიხისტის ჩაღრმავებები, კონტეინერის გადასაწევი თავსახურის ფორმა, თავსახურის დამჭერი ორი ერთეული ფიქსატორის დამაგრება და თავსახურის წინა მხარეს შემამჭიდროებელი რეზინის საგერმეტიზაციო ლენტის არსებობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ პროდუქციაზეც იგივეა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელთა მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილმა კონტეინერმა ვერ უზრუნველყო თავსახურის თავისთავად დახურვა, თუმცა ასეთის არსებობა არც შპს ,,---- ჯ-ს" მიერ წარდგენილი პროდუქციით იკვეთება, ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში ასეთი არ მითითებულა. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის წარმომადგენელთა პოზიციას და არ შეიძლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ის გარემოება, რომ შპს ,,---- ჯ-ს" მიერ წარდგენილ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა ვიდრე მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნას ვინაიდან ასეთ უპირატესობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ხოლო წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გადაუმოწმებლობა სასამართლოს აძლევს ვარაუდის საფუძველს საქმის გარემოებების იდენტურობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

 

მოპასუხის წარმომადგენელთა მითითებასთან დაკავშირებით, რომ შემსყიდველის ინტერესში არ შედიოდა ნაკლიანი ნივთის მიღება სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ არ მიეცა და არ მოეთხოვა ნივთის შეცვლის გონივრული ვადა მაშინ, როდესაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბერს მთავრდებოდა იგი 26 სექტემბერს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. მოპასუხეს არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის შესაბამისად ნაკლის გამოუსწორებლობის ან შეუცვლელობის არსებობისას ფასის შემცირება არ მოუთხოვია. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის მიზანს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის - ქალაქის რ--------- მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2017 წლის 1---------- №3-- გადაწყვეტილება არსებითად ეწინააღმდეგება მისი მიღების დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის ნაგვის შემკრები კონტეინერის (სანაგვე ურნის) მიწოდების დავალების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან გასულია მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 1-------ის №0---- ხელშეკრულებით გათვალისწინებული 700 ცალი შემკრები კონტეინერის (სანაგვე ურნის) მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და მოპასუხის მიერ აღნიშნული კონტეინერი შეძენილი იქნა შპს ,,---- ჯ-სგან" 2015 წლის 12 ივნისს.

 

8. საპროცესო ხარჯ-ბი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯ-ბის გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯ-ტში სასამართლო ხარჯ-ბის გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, მე-13, მე-17 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ე---- ჯ------ს" წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

ბათილად იქნეს ცნობილი ქ. რ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1---------- №3-- ბრძანება მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 1-------ის №0---- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების 2014 წლის 26 სექტემბრიდან შეწყვეტილად ჩათვლის შესახებ; მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების გზით, ნაგვის შემკრები კონტეინერის მიწოდების დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რ--------- საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რ-------ი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი