გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2018
საქმის ნომერი
080210017001792549
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/280-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

26 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - მირანდა ბარბაქაძე

 

მოსარჩელე - სს ''ს----------–--- ბ---ი''

წარმომადგენელი - ჯ---- ტ--–----ე

 

მოპასუხეები - 1. მ------ წ----ე, 2. ზ-----ი წ----ე წარმომადგენელი- მ------ წ----ე) ,3. მ--- მ--------–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეებს მ------ წ----ეს და მ--- მ--------–---–ს სოლიდარულად სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ სასარგებლოდ 23902.90 ლარის, 116.10 აშშ დოლარისა და სახბაჟის ნაწილის 726.43 ლარის გადახდა;

1.2. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნეს იპოთეკით დატვირთული ზ-----ი წ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------ს ქ. #-----, ს/კ 0------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნეს მ------ წ----ისა და მ--- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ;

1.3. დაეკისროს მ------ წ----ეს სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ სასარგებლოდ 911.86 ლარისა და სახბაჟის ნაწილის 27.35 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი ერთობლივი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ისინი ხელშეკრულებას არ გაცნობიან, არ იცოდნენ პროცენტების შესახებ. ისინი იხდიდნენ კიდეც თანხებს, თუმცა შემდეგში შეექმნათ პრობლება, რაზეც ინფორმირებული იყო მოსარჩელე მხარე.

 

ამასთან, მოპასუხე მ------ წ----ემ და მან როგორც მოპასუხის, ზ-----ი წ----ის წარმომადგენელმა, სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში და დამატებით მიუთითა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. მანვე განმარტა, რომ ობიექტური გარემოებების გამო ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ასევე აღნიშნა, რომ ზ-----ი წ----ე არის მისი მამა, ხოლო მ--- მ--------–---–ი მეუღლე, რომელმაც ვერ მოახერხა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

 

მოპასუხე მ--- მ--------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსათვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 02 ივლისს სს „ს----------–--- ბ---ს“ და თანამსესხებლებს მ------ წ----ესა და მ--- მ--------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #926071, რომლის თანახმად, თანამსესხებლებზე გაიცა კრედიტი 22010 ლარის ოდენობით 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14.5%, პირგასამტეხლო-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16).

3.1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 11 ივლისს სს,, ს----------–--- ბ---ს’’ და ზ-----ი წ----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #926071-01, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ზ-----ი წ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ზ. გ-------------ს ქ. #-----, ს/კ 0------------------. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

-იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.19-25 ),-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 26-27)

 

3.1.3. 2013 წლის 12 ივლისს სს ,,ს----------–--- ბ---ს’’ და თანამსესხებლებს მ------ წ----ეს და მ--- მ--------–---–ს შორის გაფორმდა ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება. დაზღვევისთვის კრედიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 78.27 აშშ დოლარით. წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული დაზღვევის კრედიტის თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა 58.72 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი-18%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 0.5%.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-დაზღვევის შესახებ შეთანხმება (ს/ფ 28-29)

 

3.1.4. მ------ წ----ე 2013 წლის 26 იანვრიდან სარგებლობდა სს ,,ს----------–--- ბ---ი’’-ს მიერ მის სახელზე გაცემული საკრედიტო ბარათით და მისი დავალიანება შეადგენს474.92 ლარს, პროცენტი-111.09 ლარს, პირგასამტეხლო - 325.85 ლარს, სულ 911.86 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 32-34)

 

3.1.5. მოპასუხეებმა კრედიტის დაფარვის ვადას გადააცილეს 2015 წლის 25 იანვრიდან და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (06.02.2017.) დავალიანება შეადგენს: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხას - 13720.06ლარს, პროცენტს - 2395.72 ლარს, პირგასამტეხლოს - 7787.12 ლარს, სულ - 23 902.90 ლარს; დაზღვევის შესახებ დანართიდან გამომდინარე, ძირითად თანხას - 40.63 აშშ დოლარს, პროცენტს - 8.77 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს - 66.70 აშშ დოლარს, სულ 116.10 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება,-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 32-34),-სესხის დაფარვების შესახებ ინფორმაცია (ს/ფ 41)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 11 ივლისს სს,, ს----------–--- ბ---ს’’ და ზ-----ი წ----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #926071-01, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ზ-----ი წ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ზ. გ-------------ს ქ. #-----, ს/კ 0------------------. ამ ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის უფლების წარმოშობის მომენტიდან ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს ბანკის განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.26-27).

3.2.2. იპოთეკის ხელშეკრულების მე-8.4 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი(ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იპოთეკის ხელშეკრულება (ს/ფ 19-25).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--- ბ---ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 286-ე, 301-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელის მოთხოვნა მ------ წ----ისა და მ--- მ--------–---–ისათვის სოლიდარულად კრედიტის ძირითადი თანხის ლარის და პროცენტის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მ------ წ----ემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში. მ--- მ--------–---–ი კი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ამიტომ მის მიმართ სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

6.2. კრედიტორს აქვს უფლებამოსილება, მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება (სკ-ის 316-ე მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. რის გამოც მოპასუხეებს მ------ წ----ეს და მ--- მ--------–---–ს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად კრედიტორის სასარგებლოდ ამ თანხის 13720 +2395.72 = 16 115.72 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

ვინაიდან მ------ წ----ემ სარჩელი ასევე ცნო საკრედიტო ბარათით სარგებლობიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, შესაბამისად მოპასუხე მ------ წ----ეს, საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე, სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 586.01 ლარის გადახდა (ძირი თანხა- 474.92 ლარი, პროცენტი - 111.09 ლარი).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს „ს----------–--- ბ---ს” და თანამსესხებლებს მ------ წ----ეს და მ--- მ--------–---–ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის სოლიდარული ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის თანამსესხებლებს ასევე აქვთ.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლოს შეუსაბამოდ მიაჩნია დავალიანების ძირითად თანხასა და პროცენტთან მიმართებაში და აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიიჩნევს მის შემცირებას 0.07%-მდე, რაც შეადგენს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე -1090.20 ლარს. ხოლო ინდივიდუალურად მ------ წ----ის მიმართ საკრედიტო ბარათით სარგებლობისათვის- 45.62 ლარს.

 

6.4. მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციისა და მოვალეთა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ზ-----ი წ----ის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, რადგან მსესხებლის მიერ არ სრულდება უზრუნველყოფილი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კრედიტორი და მსესხებელი შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს სადავო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იძულებითი აღსრულების მიქცევა მსესხებლისა და სოლიდარული თავდების გენადი გოგლიჩიძის კუთვნილ სხვა ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, თუ უზრუნველყოფილი საგნების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მოთხოვნას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის თანხა 753.78 ლარი. მოპასუხეებმა მ------ და ზ----- წ----ეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 17.58 ლარის ოდენობით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხეებს მ------ წ----ეს და მ--- მ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 33,46 ლარის, მ--- მ--------–---–ს - 487,44 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო მოპასუხე მ------ წ----ეს კი - მოსარჩელის სასარგებლოდ ინდივიდუალურად უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 1,37 ლარის ანაზღაურება.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 213,93 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--- ბ---ის’’(წარმომადგენელი ჯ---- ტ--–----ე) სარჩელი მ------ წ----ის, ზ-----ი წ----ის და მ--- მ--------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხეებს მ------ წ----ეს და მ--- მ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 17205.98 ლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა 13720.06 ლარი, პროცენტი - 2395.72 ლარი, პირგასამტეხლო - 1090.20 ლარი) და დაზღვევის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე 58.74 აშშ დოლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა 40.63 აშშ დოლარი, პროცენტი - 8,77 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 9,34 აშშ დოლარი) გადახდა;

 

3. სს ,,ს----------–--- ბ---ის’’(წარმომადგენელი ჯ---- ტ--–----ე) სარჩელი მ------ წ----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3.1. მოპასუხე მ------ წ----ეს, საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე, სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 631,63 ლარის გადახდა (ძირი თანხა- 474.92 ლარი, პროცენტი - 111.09 ლარი, პირგასამტეხლო - 45,62 ლარი);

 

4. მოხდეს იპოთეკის საგნის, მოპასუხე ზ-----ი წ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------ს ქ. #-----, საკად.კოდი: #0------------------ - იძულებითი რეალიზაცია; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნეს მ------ წ----ისა და მ--- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ;

 

5. მოპასუხეებს მ------ წ----ეს და მ--- მ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 33,46 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; ხოლო მოპასუხე მ--- მ--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 487,44 ლარის ანაზღაურება;

 

6. მოპასუხე მ------ წ----ეს, ინდივიდუალურად, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 1,37 ლარის ანაზღაურება;

 

7. სს „ს----------–--- ბ---ს“ (ს/კ 204378869) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 17,58 ლარი, რომელიც გადახდილია 2017 წლის 06 თებერვალს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, სს „ს----------–--- ბ---ი“, ბ---ის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300183150;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11);

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე