გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2732-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელეები - 1. მ--- ე----ე
2. ლ--–- გ-------ე
3. თ------- გ-------ე
წარმომადგენელი - ე-----–- ჭ--–---–ი
მოპასუხეები - 1. გ------- გ-------ე (არ გამოცხადდა)
2. დ----- გ-------ე (არ გამოცხადდა)
3. მ------ ი------ე (არ გამოცხადდა)
4. ზ----- ბ--------ე (წარმომადგენელი ი---- ა-–------ე)
დავის საგანი: ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოეხსნას ყადაღა და № A 14019143 და № A 14019144 სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით კერძო აღმასრულებელ დ----- დ---–--ის მიერ 2016 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს შემდეგი ნივთები: 1. ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის, პლაზმური 43 დიუმიანი- 1ცალი; 2. კონდენციონერი „აუქსის“ ფირმის, თავისივე აგრეგატით დამონტაჟებული კედელზე- 1ცალი; 3. სარეცხი მანქანა „ზანუსსის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1ცალი; 4. მაცივარი „ჰიტაჩის“ ფირმის, ვერცხლისფერი- 1ცალი; 5. მიკროტალღური ღუმელი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის -1ცალი; 6. გაზქურა „ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის -1ცალი; 7. რბილი სამეული ადგილობრივი წარმოების, მეორადი, 1დივანი და 2 სავარძელი კრემისფერი; 8. ტელევიზორი „ვესტელის“ ფირმის, კრემისფერი -1ცალი; 9. საძინებელი გარნიტური (ორი საწოლი, ორი ტუმბო, ერთი კარადა, ერთი ,,ტრილიაჟი’’) - ყავისფერი; 10. ზალის გარნიტური (ე.წ. „კედელი“ 1ცალი, სკამი 6 ცალი, მაგიდა 1 ცალი, დივანი 1 ცალი, სავარძელი 2 ცალი) მუქი ყავისფერი; 11. წიგნების თარო (10 ცალი, ასაწყობი) მუქი ყავისფერი; 12. პიანინო „როსლე“-ს ფირმის, გამოშვებული 1990 წელს, შოკოლადისფერი - 1ცალი; 13. პერსონალური კომპიუტერი (ე.წ. „ქეისი“, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები ერთი დიდი, ორი პატარა) შავი ფერის, მეორადი -1 ცალი; 14. სამზარეულოს გარნიტური თეთრი ფერის, მეორადი, ადგილობრივი წარმოების - 1 ცალი; 15. ველოსიპედები- 2 ცალი შავი ფერის, ერთი მუშა მდგომარეობაში, ხოლო მეორე დაზიანებული; 16. მაცივარი „სამსუნგის“ ფირმის, პატარა ვერცხლისფერი, დაზიანებული (ძრავის გარეშე) – 1ცალი.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მ--- ე----ე არის 2014 წლის 27 ნოემბერს გარდაცვლილი რ----- შ------–--ის მეუღლე და მემკვიდრე. რ-----ი შ------–--ე არის ქ. ქუთაისში, ვ-–----–----–-ს ქ. №----ში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე. ხსენებული სახლი შეიძინა ქალიშვილისათვის ნ---- შ------–--ისათვის, რომელიც ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და მ--- ე----ე ყიდულობდა სხვადასხვა მოძრავ ნივთებს, რათა მოეწყო ახლადშეძენილი სახლი მისი ჩამოსვლისათვის. მიზეზთა გამო ხსენებული სახლი დღემდე არის გარდაცვლილი მეუღლის სახელზე. ამ სახლში დროებით ცხოვრობენ ლ--–- და თ------- გ-------ეები, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები არის მოსარჩელეთა საკუთრება, განლაგებულია ერთ-ერთი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და გ------- გ-------ეს, დ----- გ-------ეს და მ------ ი------ეს მასთან არანაირი შეხება არ აქვთ.
აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებზე: 1. სააღსრულებო საქმე № A14019143, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 19.07.2016 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და 2. სააღსრულებო საქმე № A14019144, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.03.2014 წელს გაცემული № 2/ბ-693 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოვალეები არიან: გ------- გ-------ე, დ----- გ-------ე და მ------ ი------ე, ხოლო კრედიტორი ზ----- ბ--------ე. აღნიშნულის საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული იქნა სადავო მოძრავი ნივთები, დაყადაღებული ნივთები შეძენილია მოსარჩელეთა მიერ, რასაც დაუდასტურებენ მოწმეებიც.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“.
სარჩელთან ერთად მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს სარჩელისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდეს № A 14019143 და № A 14019144 საღსრულებო საქმესთან დაკავშირებით კერძო აღმასრულებლის დ----- დ---–--ის მიერ 2016 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების რეალიზაცია საქმეში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბერის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შუამდგომლობა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სააღსრულებო საქმეებზე ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები არის მოსარჩელეთა საკუთრება, განლაგებულია მოსარჩელე მ--- ე----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე დროებით ცხოვრობენ ლ--–- და თ------- გ-------ეები და მოვალე გ------- გ-------ეს, დ----- გ-------ეს და მ------ ი------ეს მათთან არანაირი შეხება არ აქვთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი ( იხილეთ ს/ფ 2-19)
-მოსარჩელეთა წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ-----ი ბ--------ემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო. ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე დაეთანხმა მის წარმომადგენელს, რომელმაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მიკროტალღური ღუმელი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის და პერსონალური კომპიუტერი (ე.წ. „ქეისი“, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები ერთი დიდი, ორი პატარა) შავი ფერის, მეორადის - ნაწილში. დანარჩენ ნაწილში არ სცნო სარჩელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოვალეები გ------- და დ----- გ-------ეები ფაქტიურად ცხოვრობენ იმ მისამართზე, სადაც მოხდა ქონების აღწერა-დაყადაღება. მათ სწორედ თავიანთ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე გააჩნდათ ის ნივთები, რომლებიც დაყადაღებულია. ხოლო საოჯახო ტექნიკის შეძენის ფაქტი უტყუარად არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი ( ს/ფ 78-86 );
- მოპასუხე ზ-----ი ბ--------ის ახსნა-განმარტება (სასამ. სხდომის ოქმი).
2.2. მოპასუხეებს გ------- გ-------ეს, დ----- გ-------ეს და მ------ ი------ეს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან. გ------- გ-------ის და დ----- გ-------ის მიერ 04.06.2018 წ. წარმოდგენილი იქნა განცხადებები, სადაც მიუთითეს, რომ სარჩელს ცნობენ და საქმის განხილვის მიმართ ინტერესი არ აქვთ, რის გამოც ითხოვეს საქმის განხილვის გაგრძელება მათი დასწრების გარეშე. ხოლო მ------ ი------ის პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადებები ( ს/ფ 247, 250 );
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, კერძო აღმასრულებელ დ----- დ---–--ის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 13 ოქტომბრის აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქუთაისში, ვ-–----–----–-ს ქ. №---ში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის, პლაზმური 43 დიუმიანი- 1ცალი; 2. კონდენციონერი „აუქსის“ ფირმის, თავისივე აგრეგატით დამონტაჟებული კედელზე- 1ცალი; 3. სარეცხი მანქანა „ზანუსსის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1ცალი; 4. მაცივარი „ჰიტაჩის“ ფირმის, ვერცხლისფერი- 1ცალი; 5. მიკროტალღური ღუმელი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის -1ცალი; 6. გაზქურა „ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის -1ცალი; 7. რბილი სამეული ადგილობრივი წარმოების, მეორადი, 1დივანი და 2 სავარძელი კრემისფერი; 8. ტელევიზორი „ვესტელის“ ფირმის, კრემისფერი -1ცალი; 9. საძინებელი გარნიტური (ორი საწოლი, ორი ტუმბო, ერთი კარადა, ერთი ,,ტრილიაჟი’’) - ყავისფერი; 10. ზალის გარნიტური (ე.წ. „კედელი“ 1ცალი, სკამი 6 ცალი, მაგიდა 1 ცალი, დივანი 1 ცალი, სავარძელი 2 ცალი) მუქი ყავისფერი; 11. წიგნების თარო (10 ცალი, ასაწყობი) მუქი ყავისფერი; 12. პიანინო „როსლე“-ს ფირმის, გამოშვებული 1990 წელს, შოკოლადისფერი - 1ცალი; 13. პერსონალური კომპიუტერი (ე.წ. „ქეისი“, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები ერთი დიდი, ორი პატარა) შავი ფერის, მეორადი -1 ცალი; 14. სამზარეულოს გარნიტური თეთრი ფერის, მეორადი, ადგილობრივი წარმოების - 1 ცალი; 15. ველოსიპედები- 2 ცალი შავი ფერის, ერთი მუშა მდგომარეობაში, ხოლო მეორე დაზიანებული; 16. მაცივარი „სამსუნგის“ ფირმის, პატარა ვერცხლისფერი, დაზიანებული (ძრავის გარეშე) – 1ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი ( ს/ ფ 2-19)
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი),-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი ( ს/ფ 27-28);
3.2. მოწმეთა ჩვენებებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში, ვ-–----–----–-ს ქ. №-- უძრავი ქონების მესაკუთრეა მ--- ე----ის მეუღლე რ----- შ------–--ე, რომელიც გარდაიცვალა 2014 წლის 27 ნოემბერს. მ--- ე----ე, ლ--–- და თ------- გ-------ეები ცხოვრობენ ამ მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს /ფ 2-19)
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/ფ 25-26)
- გარდაცვალების მოწმობა (ს/ფ 21),- მოწმეთა ჩვენებები
3.3. კერძო აღმასრულებელ დ----- დ---–--ის მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს გაცემული ცნობა # A16071647-008/005-ის მიხედვით, მის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებზე № A 14019144 და № A 14019143 , 2017 წლის 13 ოქტომბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი გამოცხადებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კერძო აღმასრულებელ დ----- დ---–--ის მიერ გაცემული ცნობა (ს/ფ 42)
3.4. საქმის მასალებით, კერძოდ, საგარანტიო ბარათით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მიკროტალღური ღუმელი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის შეძენილია მ--- ე----ის მიერ 18.04.2014 წ. 100 ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს/ ფ 2-19),- სასაქონლო ზედნადები ( ს/ ფ 36),- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები
3.5. საქმის მასალებით, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პერსონალური კომპიუტერი (ე.წ. „ქეისი“, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები ერთი დიდი, ორი პატარა) შავი ფერის, მეორადი შეძენილია მ--- ე----ის მიერ 10.09.2015 წ. 470 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს/ ფ 2-19),- ნასყიდობის ხელშეკრულება ( ს/ ფ 40),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები
3.6. მოწმე გ--–- ა-------–--ის ჩვენების მიხედვით, - არის მოსარჩელე მ--- ე----ის მეზობელი ქ.ქუთაისში, განათლების ქუჩაზე. 2012 წელს მ--- ე----ემ და მისმა მეუღლემ რ-----ი შ------–--ემ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქალიშვილისთვის გენო გ-------ისგან შეიძინეს საცხოვრებელი სახლი ქ.ქუთაისში, ვ-–----–----–-ს ქუჩაზე. იგი დაეხმარა რ-----ი შ------–--ეს საოჯახო ნივთების და ავეჯის ახალ სახლში გადატანაში, როგორც ახსოვს განათლების ქუჩიდან ვ-–----–----–-ს ქუჩაზე გადაიტანეს ძველი მაცივარი, ყავისფერი პიანინო, წიგნების თაროები, ე.წ. „ზალის“ გარნიტური (სკამები, ე.წ. კედელი, მაგიდა, სავარძლები) და საძინებლის გარნიტურები (კარადები, საწოლები, ტუმბოები).
3.7. მოწმე ნ----- ა-------–--ის ჩვენების თანახმად, - არის მოსარჩელე მ--- ე----ის მეზობელი. 2012 წელს მ--- ე----ემ და მისმა მეუღლემ რ-----ი შ------–--ემ შეიძინეს საცხოვრებელი სახლი ვ-–----–----–-ს ქუჩაზე. როდესაც ახალ სახლში ავეჯი გადაიტანეს, ოჯახს ამ ფაქტის აღსანიშნავი სუფრის მომზადებაში ეხმარებოდა და დაინახა, რომ გადაიტანეს სხვადასხვა დასახელების ავეჯი, მათ შორის ე.წ. „ზალის“ და საძინებლის გარნიტურები სრული კომპლექტით, მაცივარი, პიანინო. მოსარჩელე მ--- ე----ე კვლავ ცხოვრობს განათლების ქუჩაზე, ხოლო სახლში, რომელიც შეიძინა საზღვარგარეთ მცხოვრები შვილისთვის, კვლავ ძველი მესაკუთრეები ცხოვრობენ დროებით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება დაყადაღებული ნივთების ნაწილის, კერძოდ საძინებელი გარნიტურის, „ზალის“ გარნიტურის, წიგნების თაროების და მაცივარი „სამსუნგის“ მოსარჩელე მ--- ე----ისადმი კუთვნილების ფაქტი.
3.8. საქმის მასალებით, კერძოდ, კერძო აღმასრულებელ დ----- დ---–--ის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 13 ოქტომბრის აქტით და მოსარჩელეთა წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე მ--- ე----ის აწ გარდაცვლილი მეუღლის რ-----ი შ------–--ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ქუთაისი, ვ-–----–----–-ს ქ. №--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს/ ფ 2-19),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/ფ 25-26)
- გარდაცვალების მოწმობა (ს/ფ 21)
- მოწმეთა ჩვენებები
3.9. საქმის მასალებით, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის, პლაზმური 43 დიუმიანი შეძენილია მ--- ე----ის მიერ 25.12.2014 წ. 500 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს/ ფ 2-19),- მიღება-ჩაბარების აქტი ( ს/ ფ 32),- მოსარჩელეების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები
3.10. საქმის მასალებით, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კონდენციონერი „აუქსის“ ფირმის, თავისივე აგრეგატით შეძენილია ლ--–- გ-------ის მიერ 22.05.2015 წ. 680 ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს/ ფ 2-19),- სასაქონლო ზედნადები ( ს/ ფ 33),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები
3.11. საქმის მასალებით, კერძოდ, საგარანტიო ტალონით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სარეცხი მანქანა „ზანუსსის“ ფირმის, თეთრი ფერის შეძენილია მ--- ე----ის მიერ 09.02.2007 წ. 700 ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს/ ფ 2-19),- საგარანტიო ტალონი ( ს/ ფ 34),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები
3.12. საქმის მასალებით, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მაცივარი „ჰიტაჩის“ ფირმის, ვერცხლისფერი შეძენილია თ------- გ-------ის მიერ 19.06.2013 წ. 899.00 ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს/ ფ 2-19),- სასაქონლო ზედნადები ( ს/ ფ 35),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები
3.13. საქმის მასალებით, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გაზქურა „ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის, რბილი სამეული ადგილობრივი წარმოების, მეორადი, 1 დივანი და 2 სავარძელი - კრემისფერი, სამზარეულოს გარნიტური თეთრი ფერის, მეორადი, ადგილობრივი წარმოების შეძენილია მ--- ე----ის მიერ 20/05/2015 წ. 1800 ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს/ ფ 2-19),- ნასყიდობის ხელშეკრულება ( ს/ ფ 38),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები
3.14. საქმის მასალებით, კერძოდ, მიღება ჩაბარების აქტით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ტელევიზორი „ვესტელის“ ფირმის, კრემისფერი შეძენილია მ--- ე----ის მიერ 25.12.2014 წ. 400 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს/ ფ 2-19),- მიღება-ჩაბარების აქტი ( ს/ ფ 39),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები
3.15. საქმის მასალებით, კერძოდ, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საძინებელი გარნიტური (ორი საწოლი, ორი ტუმბო, ერთი კარადა, ერთი ტრილიაჟი) ყავისფერი, „ზალის“ გარნიტური (ე.წ. „კედელი“ 1 ცალი, სკამი 6 ცალი, მაგიდა 1 ცალი, დივანი 1 ცალი, სავარძელი 2 ცალი) მუქი ყავისფერი, წიგნების თარო (10 ცალი, ასაწყობი) მუქი ყავისფერი, პიანინო „როსლე“-ს ფირმის, გამოშვებული 1990 წელს, მაცივარი „სამსუნგის“ ფირმის, პატარა ვერცხლისფერი, დაზიანებული (ძრავის გარეშე) შეძენილია მ--- ე----ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს/ ფ 2-19),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები
3.16. საქმის მასალებით, კერძოდ, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ველოსიპედები - 2 ცალი შავი ფერის, ერთი მუშა მდგომარეობაში, ხოლო მეორე დაზიანებული შეძენილია ლ--–- გ-------ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს/ ფ 2-19),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მიხედვით გამოიკვეთა, რომ მოვალეებს არ შეუძენიათ დაყადაღებული ქონება, ამიტომ დაუშვებელია კვლავ მოსარჩელეთა მხარეზე დარჩეს მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის არაუფლებამოსილება აღნიშნულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი. ასეთი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არა მოვალის, არამედ მოსარჩელეების, მ--- ე----ის, თ------- გ-------ის და ლ--–- გ-------ის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო აღმასრულებლის დ----- დ---–--ის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2016 წლის 13 ოქტომბრის აქტით დაყადაღებული და ქ. ქუთაისში, ვ-–----–----–-ს ქ. №---ში განთავსებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას და შესაბამისად, მ--- ე----ის, თ------- გ-------ის და ლ--–- გ-------ის სასარჩელო მოთხოვნა მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო, განსახილველი საქმის დავის არსიდან გამომდინარე, თვლის, რომ მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია: ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, ე.ი. ის დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს გარდაცვლილი რ----- შ------–--ის საკუთრებას, რომლის მემკვიდრეც არის მისი მეუღლე მ--- ე----ე, ხოლო თ------- და ლ--–- გ-------ეები ასევე ცხოვრობენ ამ მისამართზე, შესაბამისად ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელები არიან მოსარჩელეები. ამდენად, მათ სასარგებლოდ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფცია, რაც ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
სასამართლოს ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ .სუსგ 2013 წლის 10 ივლის საქმე#ას-26-24-2013 ; სუსგ 2012 წლის 25 ივნისი, საქმე #ას-262-253-2012; სუსგ 2012 წლის 4 ივნისი, საქმე #ას-1777-1755-2011; სუსგ 2013 წლის 1 ივლისი, საქმე #ას-204-197-2013).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ ცალკეული ნივთების დაყადაღებით, მოსარჩელეებს წაერთვათ თავიანთი საკუთრების (მათი კუთვნილი მოძრავი ნივთების) ფლობისა და სარგებლობის უფლება. შესაბამისად, დაყადაღებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 106 ლარის ოდენობით, ამასთან სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხეებმა გ------- და დ----- გ-------ეებმა სრულად ცნეს სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო ზ-----ი ბ--------ემ 100 ლარად ღირებული მიკროტალღური ღუმელის და 470 ლარად ღირებული პერსონალური კომპიუტერის ნაწილში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეებს მ------ ი------ესა და ზ----- ბ--------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 91.00 ლარის, ხოლო მ------ ი------ეს დაეკისროს 15.00 ლარის გადახდა მ--- ე----ის, ლ--–- გ-------ისა და თ------- გ-------ის სასარგებლოდ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გაღებული თანხის, 50 ლარის გადახდა კი - სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს გ------- გ-------ეს, დ----- გ-------ეს, მ------ ი------ესა და ზ----- ბ--------ეს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 11 ნოემბერს მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე,243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების მ--- ე----ის (პ/ნ 6----------), ლ--–- გ-------ისა (პ/ნ 6----------) და თ------- გ-------ის (პ/ნ 6----------) (წარმომადგენელი ე-----–- ჭ--–---–ი) სარჩელი მოპასუხეების გ------- გ-------ის (პ/ნ 6----------), დ----- გ-------ის (პ/ნ 6----------), მ------ ი------ისა (პ/ნ 4----------) და ზ----- ბ--------ის (პ/ნ 4----------) მიმართ ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. მოეხსნას ყადაღა და, № A14019143 და № A14019144 სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით კერძო აღმასრულებელ დ----- დ---–--ის მიერ 2016 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს შემდეგი ნივთები: 1. ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის, პლაზმური 43 დიუმიანი- 1ცალი; 2. კონდენციონერი „აუქსის“ ფირმის, თავისივე აგრეგატით დამონტაჟებული კედელზე - 01 ცალი; 3. სარეცხი მანქანა „ზანუსსის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1ცალი; 4. მაცივარი „ჰიტაჩის“ ფირმის, ვერცხლისფერი- 1ცალი; 5. მიკროტალღური ღუმელი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის -1ცალი; 6. გაზქურა „ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის -1ცალი; 7. რბილი სამეული ადგილობრივი წარმოების, მეორადი, 1 დივანი და 2 სავარძელი - კრემისფერი; 8. ტელევიზორი „ვესტელის“ ფირმის, კრემისფერი -1ცალი; 9. საძინებელი გარნიტური (ორი საწოლი, ორი ტუმბო, ერთი კარადა, ერთი ტრილიაჟი) ყავისფერი; 10. ,,ზალის’’ გარნიტური (ე.წ. „კედელი“ 1ცალი, სკამი 6 ცალი, მაგიდა 1 ცალი, დივანი 1 ცალი, სავარძელი 2 ცალი) მუქი ყავისფერი; 11. წიგნების თარო (10 ცალი, ასაწყობი) მუქი ყავისფერი; 12. პიანინო „როსლე“-ს ფირმის, გამოშვებული 1990 წელს, შოკოლადისფერი - 1ცალი; 13. პერსონალური კომპიუტერი (ე.წ. „ქეისი“, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები ერთი დიდი, ორი პატარა) შავი ფერის, მეორადი -1 ცალი; 14. სამზარეულოს გარნიტური თეთრი ფერის, მეორადი, ადგილობრივი წარმოების - 1 ცალი; 15. ველოსიპედები - 2 ცალი შავი ფერის, ერთი მუშა მდგომარეობაში, ხოლო მეორე დაზიანებული; 16. მაცივარი „სამსუნგის“ ფირმის, პატარა ვერცხლისფერი, დაზიანებული (ძრავის გარეშე) – 1ცალი;
4. მოპასუხეებს მ------ ი------ესა და ზ----- ბ--------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 91.00 ლარის, ხოლო მ------ ი------ეს დაეკისროს 15.00 ლარის გადახდა მ--- ე----ის, ლ--–- გ-------ისა და თ------- გ-------ის სასარგებლოდ;
5. მოპასუხეებს გ------- გ-------ეს, დ----- გ-------ეს, მ------ ი------ესა და ზ----- ბ--------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მ--- ე----ის, ლ--–- გ-------ისა და თ------- გ-------ის სასარგებლოდ;
6. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ კერძო აღმასრულებელ დ----- დ---–--ის წარმოებაში არსებულ (სააღსრულებო წარმოების №A14019143, №A14019144) საქმეზე 2016 წლის 13 ოქტომბრის აქტით ქ.ქუთაისში, ვ-–----–----–-ს ქ. N58-ში დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთების რეალიზაცია: 1.ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის, პლაზმური 43 დიუმიანი- 1ცალი; 2. კონდენციონერი „აუქსის“ ფირმის, თავისივე აგრეგატით დამონტაჟებული კედელზე- 1ცალი; 3. სარეცხი მანქანა „ზანუსსის“ ფირმის, თეთრი ფერის- 1ცალი; 4. მაცივარი „ჰიტაჩის“ ფირმის, ვერცხლისფერი- 1ცალი; 5.მიკროტალღური ღუმელი „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის -1ცალი; 6.გაზქურა „ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის -1ცალი; 7. რბილი სამეული ადგილობრივი წარმოების, მეორადი, 1დივანი და 2 სავარძელი კრემისფერი; 8. ტელევიზორი „ვესტელის“ ფირმის, კრემისფერი -1ცალი; 9. საძინებელი გარნიტური (ორი საწოლი, ორი ტუმბო, ერთი კარადა, ერთი ტრილიაჟი) ყავისფერი; 10. ზალის გარნიტური (ე.წ. „კედელი“ 1ცალი, სკამი 6 ცალი, მაგიდა 1 ცალი, დივანი 1 ცალი, სავარძელი 2 ცალი) მუქი ყავისფერი; 11. წიგნების თარო (10 ცალი, ასაწყობი) მუქი ყავისფერი; 12. პიანინო „როსლე“-ს ფირმის, გამოშვებული 1990 წელს, შოკოლადისფერი - 1ცალი; 13. პერსონალური კომპიუტერი (ე.წ. „ქეისი“, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები ერთი დიდი ორი პატარა) შავი ფერის, მეორადი -1 ცალი; 14. სამზარეულოს გარნიტური თეთრი ფერის, მეორადი, ადგილობრივი წარმოების - 1 ცალი; 15. ველოსიპედი - 2 ცალი შავი ფერის, ერთი მუშა მდგომარეობაში, ხოლო მეორე დაზიანებული; 16. მაცივარი „სამსუნგის“ ფირმის, პატარა ვერცხლისფერი, დაზიანებული (ძრავის გარეშე) – 1ცალი; - დარჩეს უცვლელად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით(ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11);
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე