განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
030100118002512497
დავის ტიპი
260 1
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100118002512497

№1/148-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - შოთა სირაძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ჩაჩიბაია

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - ნ---- გ--------,დაცვის მხარე:

ადვოკატი: ნ----- პ---------,ბრალდებული: ი---- ქ-----,მამის სახელი: დ-------,დაბადებული: 2----.1--- წელი,დაბადების ადგილი: ხ----,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: უ-----–---,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 5----------,ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ხ----, სოფ. ხ----, დ------–-----–-ს ქ. N1--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშულების უკანონოდ შეძენა და შენახვა.

სასამართლომ ღია სხდომაზე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა ბრალდებულ ი---- ქ-----ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბრალდებულ ი---- ქ-----ს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში.

ი---- ქ-----ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ი---- ქ-----მ 2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ხ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში უკანონოდ შეიძინა 0.00342 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა ჯინსის შორტის მარჯვენა წინა ჯიბეში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი---- ქ-----ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2018 წლის 26 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულ ი---- ქ-----ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რასაც 2018 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ, ბრალდებულმა ი---- ქ-----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- პ---------მ.

შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილი.

ბრალდებულ ი---- ქ-----ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან შეთანხმებით, ადვოკატ ნ----- პ---------ს მონაწილეობითა და ბრალდებულ ი---- ქ-----ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2018 წლის 26 ივნისს შედგა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ ი---- ქ-----ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული ი---- ქ----- აღიარებს დანაშაულს.

პროკურორმა მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, მისი ნასამართლობა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ი---- ქ----- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2018 წლის 26 ივნისს ბრალდებულ ი---- ქ-----სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:

ი---- ქ----- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, ი---- ქ-----ს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ი---- ქ-----ს 10 წლის ვადით ჩამოერთვას:

საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

მსჯავრდებულ ი---- ქ-----ს 5 წლის ვადით ჩამოერთვას:

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

საადვოკატო საქმიანობის უფლება;

პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

პასიური საარჩევნო უფლება;

იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

საქმეზე ამოღებული 0,00342 გრამი ნარკოტიკული საშუალება, „ბუპრენორფინის“ შემცველი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, რომელიც ინახება შსს ხ----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ ი---- ქ-----ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ ი---- ქ-----ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.

ი---- ქ-----ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია მოწმეების: ი-----–- გ--–------ს და მ------- ქ-----ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ი---- ქ-----ს აღიარებითი ჩვენებით, ბრალდებულ ი---- ქ-----ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით - 0,00342 გრამი „ბუპრენორფინი“-ს შემცველი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხებით და ფხვნილით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ ი---- ქ-----ს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ ი---- ქ-----ს შორის, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით, 2018 წლის 26 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. ი---- ქ----- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

4. ი---- ქ----- გათავისუფლდეს დაკავებიდან სასამართლო სხდომის დარბაზში, 2018 წლის 26 ივნისს 13:12 საათზე.

5. პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, ი---- ქ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავების ვადა - 2018 წლის 23 ივნისის 17:07 საათიდან, 2018 წლის 26 ივნისის 13:12 საათის ჩათვლით, 3 (სამი) დღე.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი---- ქ-----ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

7. მსჯავრდებულ ი---- ქ-----ს ქცევაზე კონტროლი საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

8. ი---- ქ-----ს მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 03 (სამი) წლის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 26 აგვისტოდან.

9. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, ი---- ქ-----ს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ი---- ქ-----ს 10 წლის ვადით ჩამოერთვას:,საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

მსჯავრდებულ ი---- ქ-----ს 5 წლის ვადით ჩამოერთვას:

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

საადვოკატო საქმიანობის უფლება;

პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

პასიური საარჩევნო უფლება;

იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარები უფლება.

10. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

11. მსჯავრდებულ ი---- ქ-----ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

12. საქმეზე ამოღებული 0,00342 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, რომელიც ინახება შსს ხ----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

13. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა ი---- ქ-----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, დარჩეს განუხილველი.

14. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

15. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე შოთა სირაძე