განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
150100118002393394
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ე , 126 2 ბ , 126 2 ა , 126
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150100118002393394

1/28-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდივანი – აიდა ჩერნეცკაია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე

ბრალდებული ა----------–---------------------ნი (დაბადებული 1--- წლის 2--------–ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯ-----–--ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ნინოწმინდა, ჰ--------------------ში);

ადვოკატი: ტარიელ ბალაბანიშვილი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 09 მარტს, ღამის საათებში, ქ. ნინოწმინდაში ჰო------ნის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-----–--ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ა----------------ნმა ორსულად მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) მეუღლეს ა----–----------ნს მათი არასრულწლოვანი შვილის ვ---- ე------ნის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ჩაავლო თმაში და მოქაჩა, ასევე ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ა----–----------ნმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, დადგენილია, რომ ა----------------ნი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, 2017 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ა----–----------ნს, აგინებდა მას და ეუბნებოდა, რომ სცემდა, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა----–----------ნი განიცდიდა ტანჯვას.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. ა----------------ნი და ა----–----------ნი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ცხოვრობდნენ ქ. ნინოწმინდაში ჰო------ნის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები ვ---- ე------ნი და გ--–----- ე------ნი.

მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები; დაბადების მოწმობები.

2.1.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-----–--ის განაჩენით ა----------------ნი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მტკიცებულებები: ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-----–--ის განაჩენი.

2.1.3. ა----–----------ნი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) პირი, ამასთან ორსულადაა;

მტკიცებულებები: საპენსიო მოწმობა, ექიმის მიერ გაცემული ცნობა, მხარეთა განმარტებები.

2.1.4. ა----------------ნმა მის მეუღლეს ა----–----------ნს მათი არასრულწლოვანი შვილის ვ---- ე------ნის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ჩაავლო თმაში და მოქაჩა, ასევე ხელი დაარტყა სახეში.

მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, დაბადების მოწმობები.

2.1.5. აღნიშნული ძალადობის შედეგად ა----–----------ნმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N1---------.

2.1.6. ა----------------ნი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, 2017 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ა----–----------ნს, აგინებდა მას და ეუბნებოდა, რომ სცემდა, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა----–----------ნი განიცდიდა ტანჯვას.

მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0026-----.

2.1.7. ბრალდებულმა ა----------------ნმა სასამართლოში, საქმის არსებითად განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითხოვა პატიება.

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა----------------ნმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: ა----–----------ნის, გ------------ნის, ლ-----–----–--ლის, ტ------------–-ძის, ზ-----------ნის, მ-------------ნის და გ----------------ნის ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N1--------- და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0026----- ა----–----------ნის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-----–--ის განაჩენი მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა----------------ნის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----------------ნის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

დადგენილია, რომ 2018 წლის 09 მარტს, ღამის საათებში, ქ. ნინოწმინდაში ჰო------ნის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-----–--ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ა----------------ნმა ორსულად მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) მეუღლეს ა----–----------ნს მათი არასრულწლოვანი შვილის ვ---- ე------ნის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ჩაავლო თმაში და მოქაჩა, ასევე ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ა----–----------ნმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, დადგენილია, რომ ა----------------ნი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, 2017 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ა----–----------ნს, აგინებდა მას და ეუბნებოდა, რომ სცემდა, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა----–----------ნი განიცდიდა ტანჯვას.

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ა----------------ნის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს და ითანამშრომლა სასამართლოსთან, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;

4.2. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არ აპირებს ბრალდებულთან შერიგებას და მასთან ცხოვრება აღარ სურს. ამასთან განმარტა, რომ ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია არ გააჩნია.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე (2018 წლის მარტის თვის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გამომდინარე მოცემული განაჩენის მე-4 პუნქტიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით. კერძოდ სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს - საზოგადოებრივ საშიშროებას, ამასთან გასათვალისწინებელია ბრალდებულის მიდრეკილება ძალადობისაკენ, რაც აძლევს თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საფუძველს, ხოლო მისი აღიარება და სასამართლოსთან თანამშრომლობა იძლევა სანქციის მაქსიმუმზე ნაკლების შეფარდების შესაძლებლობას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს რეპრესიის, პრევენციის და რესოციალიზაციის პრინციპებს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 200-ე, 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა----------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით;

2. ა----------------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს;

3. ა----------------ნს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 09 მარტიდან - 2018 წლის 22 ივნისამდე;

4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჩაქუჩი და ქანჩი (პაკეტის ნომერი FCI 439222) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა----–----------ნს;

5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან