განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3-18 (160100118002250647)
(გამოძიების №03114117003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - სო---------–----–-ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნად------------ი (დაბადებული - 1976 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #28-------07, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მარნეულის რაიონის სოფელი კირაჩ-მუღანლო),ადვოკატი - ვალ----------–-----ნი, გ-----------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 26 აგვისტოს დაახლოებით 16:00 საათზე, შპს ,,ტირ-პარკი 2014-ის" თანამშრომელი ნად------------ი იმყოფებოდა მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კონკურენციასთან დაკავშირებული უთანხმოების ნიადაგზე, მან და ი/მ რო--------------ს ტირ-პარკის თანამშრომელმა მად--------------მა ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ, ნად------------მა მად--------------ის თანმხლებს, ი/მ რო--------------ს ტირ-პარკის თანამშრომელ მაჰ-----------------ვს შუბლის არეში მუშტის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა
2.1. ნად------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
2.2. დაზარალებულმა მაჰ-----------------ვმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ, ი/მ რო--------------ს ტირ-პარკში მუშაობდა კონტროლიორის პოზიციაზე. მისი განმარტებით, მართალია მას აღნიშნულ ადგილას მუშაობა დაახლოებით ერთი თვის დაწყებული ჰქონდა, მისი ბიძაშვილის მად--------------ის ხელშეწყობით, თუმცა სამსახურის ოფიციალურად დაწყებამდე იგი თითქმის წელიწადნახევრის მანძილზე დადიოდა აღნიშნულ ადგილას და ეცნობოდა მუშაობის სპეციფიკას.
დაზარალებულის ჩვენებით, ტირ-პარკში ავტომანქანები შეჰყავდათ საბაჟო კონტროლის გასავლელად. გარდა ი/მ რო--------------ს ტირ-პარკისა, იქვე ფუნქციონირებდა სხვა ორი ტირ-პარკი. 2017 წლის 26 აგვისტოს დაახლოებით ორი საათისთვის წავიდა საბაჟოზე, სადაც ასევე იმყოფებოდა მისი ბიძაშვილი მად--------------ი. საბაჟოზე მათ დაინახეს სატვირთო ავტომანქანა, რომლის მძღოლსაც მად--------------მა ჰკითხა თუ რომელი ტირ-პარკიდან მოემართებოდა და მიუთითა, რომ რიგში ჩამდგარიყო. დასახელებულ მძღოლთან მივიდა ნად------------ი, გარკვეულ საკითხზე გაესაუბრა და მოულოდნელად დაუწყო გინება დაზარალებულის ბიძაშვილს მად--------------ს, რომელმაც თავის მხრივ სიგარეტის ნამწვავი ესროლა მას. ამ ნიადაგზე მათ შორის გაიმართა ფიზიკური დაპირისპირება.
დაზარალებულის განმარტებით ამ ვითარებას იგი თვალს ადევნებდა დაახლოებით 20 მეტრი სიშორის მანძილიდან, რა დროსაც მოულოდნელად ნად------------ი გაემართა მისკენ და შუბლის არეში მუშტი ჩაარტყა, რამაც მასში ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მაჰ-----------------ვისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს ქმედება, რამეთუ იგი არ ყოფილა ნად------------სა და მად--------------ს შორის არსებული დაპირისპირების მონაწილე, რომ როდესაც გონს მოეგო, ბრაზისგან მან და ასევე მად--------------მა ფიზიკურად იძალადეს ნად------------ზე.
2.3. მოწმე მად--------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა დაზარალებულ მაჰ-----------------ვის მიერ განმარტებული გარემოებები და აღნიშნა, რომ მუშაობდა ი/მ რო--------------ს ტირ-პარკში. საბაჟო-გამშვებ პუნქტზე როგორც წესი სატვირთო ავტომანქანები შეჰყავდათ სამი ტირ-პარკიდან. ერთ-ერთ ტირ-პარკში იგი მუშაობდა მაჰ-----------------ვთან ერთად, ხოლო მეორე ტირ-პარკის თანამშრომელი იყო ნად------------ი. იმისთვის, რომ სამივე ტირ-პარკის მომსახურებით მოსარგებლე სატვირთო ავტომობილების მძღოლებს საზღვრის კვეთისას რიგში დრო არ დაეკარგათ, სამივე ტირ-პარკის თანამშრომლები იმყოფებოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე და რიგითობით უშვებდნენ ავტომობილებს. მად--------------ის განმარტებით, ამ შეთანხმებას როგორც წესი არღვევდა შპს ,,მარნეული 2014-ის’’ თანამშრომელი ნად------------ი და მასთან რიგის დაცვის საკითხზე ყოველთვის გარკვეული პრობლემები იქმნებოდა.
2017 წლის 26 აგვისტოს იგი იმყოფებოდა წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აკონტროლებდა რიგებს. იქვე, ასევე იყო შპს ,,მარნეულის 2014-ის“ თანამშრომელი ნად------------ი, რომელსაც მის მსგავსად რიგის კონტროლი უნდა განეხორციელებინა. საბაჟოზე მოულოდნელად რიგის დაცვის გარეშე შევიდა სატვირთო ავტომანქანა, რომლის მძღოლისგანაც მოწმემ მიიღო ინფორმაცია, იგი საბაჟოზე შპს ,,მარნეული 2014-იდან“ მოემართებოდა. მოწმემ მიუთითა მძღოლს რომ რიგი უნდა დაეცვა, რის გამოც იქვე მყოფი ნად------------ი აღშფოთდა და უცენზურო სიტყვებით მიმართა მოწმე მად--------------ს, ამის გამო ამ უკანასკნელმა სიგარეტის ნამწვავი ესროლა სახეში და შემდეგ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება გაიმართა. ამ ვითარებას დაახლოებით 15 მეტრის სიშორიდან ესწრებოდა მაჰ-----------------ვი, როდესაც იგი შეამჩნია ნად------------მა გაემართა მაჰ-----------------ვის მიმართულებით და ხელი დაარტყა შუბლის არეში. მოცემულმა ქმედებამ გააკვირვა მაჰ-----------------ვი, ჰკითხა თუ რის გამო მიეჭრა მას და მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგ მანაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულს.
2.4. მოწმე ბესი-------------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის განყოფილებაში მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. შეტყობინებაში აღნიშნული იყო რომ მარნეულის რაიონში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ წითელი ხიდის ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანების ტირ-პარკში ნაცემი იყო აღნიშნული ტირ-პარკის თანამშრომელი.
მოწმის განმარტებით გამოძიება დაწყებულ იქნა ნად------------ის ცემის ფაქტზე, თუმცა, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ნად------------ის ბრალეულობაც, გაირკვა, რომ თავად ნად------------საც მიყენებული ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფა სხვა პირისთვის, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოიწყო სისხლის სამართლის საქმე და გაგრძელდა გამოძიება გამომძიებელ ხათუნა ბარბაქაძის მიერ.
2.5. მარნეულის რაიონული განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამოძიებელმა ხათუნა ბარბაქაძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს დაიწყო გამოძიება ნად------------ის ცემის ფაქტზე. აღნიშნული გამოძიების პროცესზე გამოიკვეთა თავად ნად------------ის ბრალეულობა, რის გამოც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე-წარმოებად იქნა გამოყოფილი. გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაჰ-----------------ვს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
2.6. ექსპერტმა გიო-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული 2017 წლის 7 სექტემბრის N005187817 დასკვნის მართებულობა და დამატებით განმარტა, რომ პირადი გასინჯვის დროს დაადგინა, რომ მაჰ-----------------ვს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა შუბლის არეში, რაც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. შესამოწმებელმა პირმა გასინჯვისას დაასახელა თუ რა ვითარებაში მოხდა მისთვის შუბლის არეში დაზიანების მიყენება.
2.7. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოძიების დროს მოწმის დეპონირებული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას ისლამ ახმედოვი არ იმყოფებოდა საქართველოში, რის გამოც ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წაკითხულ იქნა მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება. მოცემული ჩვენებების მიხედვით, იგი მუშაობდა ტირ-პარკ ,,მარნული 2014-ში’’ და მის მოვალეობაში ასევე შედიოდა, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილთა რიგითობის დაცვის კონტროლი, რადგან საბაჟოზე ასევე მოემართებოდნენ ავტომანქანები სხვა ტირ-პარკებიდან. 2017 წლის 26 აგვისტოს, სატვირთო ავტომანქანების რიგის დაუცველობის გამო ნად------------სა და მად--------------ს შორის გაიმართა კამათი, რა დროსაც მად--------------მა სიგარეტის ნამწვავი სახეში ესროლა ნად------------ს, შემდეგ კი ხელი დაარტყა სახის არეში. ამავდროულად ნად------------მა თვალთან მუშტი დაარტყა იქვე მყოფ მაჰ-----------------ვს, რომელმაც შემდეგ თავის მხრივ ასევე ხელი დაარტყა ნად------------ს.
2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 7 სექტემბრის #005187817 დასკვნის თანახმად, მაჰ-----------------ვს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა შუბლის არეში რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2017 წლის 24 სექტემბერს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ხათუნა ბარბაქაძის, ასევე გამომძიებლების ვახტანგ ჩარკვიანის, მეშვიგ ქერიმოვის და მად--------------ის მონაწილეობით, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ ტერიტორიაზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობისას მად--------------მა მიუთითა ადგილზე სადაც ტრაილერთა შორის გამოიარა ნად------------მა, რომელსაც მად--------------მა სახეში ესროლა სიგარეტის ნამწვი, რის შემდეგაც მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მიუთითა ადგილზე, სადაც მაჰ-----------------ვსა და ნად------------ს შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
2.10. სასამართლოს უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი, ხოლო მოგვიანებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მტკიცებულებებზე და ვრცლად იმსჯელებს ბრალდების/დაცვის მხარის მტკიცებულებების ურთიერთმიმართების საკითხზე. აქვე სასამართლოს სურს განმარტოს, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობას ქმნის როგორც დაზარალებულისა და მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები, ასევე გამოძიებისას მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, რადენადაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი მისი საჯაროდ წაკითხვისა და ამ საკითხთან დაკავშირებით სურს მიუთითოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იგი უშვებს შემდეგს ,,შეიძლება აუცილებელი აღმოჩნდეს, სასამართლო ხელისუფლებისათვის, ზოგიერთ გარემოებაში გამოიყენოს გამოძიების მოსამზადებელ პერიოდში მიცემულ ჩვენებები, იმ პირობით რომ იგი გამყარებული უნდა იყოს სხვა მტკიცებულებებით. (გადაწყვეტილება ეში ავსტრიის წინააღმდეგ Asch c. Autriche, 26/04/1991, §28, série A n.203)
2.11. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მაჰ-----------------ვისა და მად--------------ის ჩვენებები არის თანმიმდევრული და მათ ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება. მათ დეტალურად და თანმიმდევრულად მიუთითეს შემთხვევის ადგილზე მოვლენების განვითარების შესახებ, მათ შორის მად--------------თან ნად------------ის მიახლოებისას კონფლიქტის წარმოშობის შემდეგ ამ უკანასკნელის მიერ მაჰ-----------------ვისთვის შუბლის არეში დაზიანების თაობაზე. მად--------------ისა და მაჰ-----------------ვის მიერ განმარტებულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებს, მათ შორის მაჰ-----------------ვის სახეზე არსებული დაზიანების არსებობას სრულად ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 7 სექტემბრის #005187817 (ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამება შემთხვევის დროს/თარიღს). სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას შემდეგ რაც მად--------------სა და ნად------------ს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ნად------------ი იქვე მდგარ მაჰ-----------------ვს, რომელიც მად--------------ის ნათესავი იყო, მიეჭრა და შუბლის არეში ხელი ერთჯერ დაარტყა. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ანალიზის შედეგად ცხადია, რომ მაჰ-----------------ვს შუბლის მიდამოში დაარტყა და დაზიანება მიაყენა ნად------------მა.
2.12. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 (2) მუხლის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ტეფნერი ავსტრიის წინააღმდეგ, Telfner v. Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით შეასრულა მისი მოვალეობა და მტკიცებულებებით დაადასტურა ნად------------ის მიერ მაჰ-----------------ვისთვის ხელის ერთხელ დარტყმისა და თვალის მიდამოში დაზიანების მიყენების ფაქტი.
2.13. სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს და დეტალურად იმსჯელოს დაცვის მხარის მტკიცებულების შინაარსზე, მის მიმართებაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან, თუ რამდენად სარწმუნო/დამაჯერებელია ისინი და აბათილებს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: დაცვის მხარემ წარმოადგინა მაჰ-----------------ვის მიმართ 2018 წლის 5 თებერვალს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ი/მ რო--------------ს ტირ-პარკის თანამშრომელმა მაჰ-----------------ვმა კონკურენციასთან დაკავშირებული უთანხმოების ნიადაგზე, შპს ,,ტირ-პარკი 2014-ის" თანამშრომელს ნად------------ს, მამიდაშვილთან მად--------------თან ერთად ჯგუფურად, სხეულის არეში ფეხების არაერთჯერადად დარტყმის გზით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად დაცვის მხარის მტკიცებით ნად------------ი მაჰ-----------------ვთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლით მოქმედებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოების - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, შესაბამისად, მას თავდაცვითი მოქმედებისას ფარგლებში განხორციელებული დაზარალებულთან ფიზიკური შეხების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
2.14. სასამართლო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. იმისთვის, რომ დადგინდეს ნად------------ი თავის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იცავდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს თავდამსხმელის მიერ განხორციელებული და მოსალოდნელი ქმედების პროგნოზი. სამართლებრივი სიკეთის დაცვის იმწუთიერობის შესახებ ნად------------ის დამცველთა მიერ გაკეთებული პროგნოზის სისწორის საკითხი უნდა შეფასდეს ობიექტური დამკვირვებლის პერსპექტივიდან, მოცემული პერსპექტივიდან საკითხის შეფასებისას ვეყრდნობით საქმეზე დაზარალებულად ცნობილი მაჰ-----------------ვის, მოწმე მადა------------ის და სასამართლოს სხდომაზე საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად სასამართლო სხდომაზე ი--–-------------- საჯაროდ წაკითხულ ჩვენებას (ბრალდებულ ნად------------ს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის უფლებით არ უსარგებლია). მოცემულ პირთა განმარტებით, თავდაპირველად ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მად--------------ი და ნად------------ი, ხოლო მაჰ-----------------ვი მათ სიახლოვეს იმყოფებოდა თუმცა ამ მომენტისთვის ის ფიზიკურ დაპირისპირებაში არ ჩარეულა, და მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო ზემოთდასახელებულ პირთა შორის გამართულ კონფლიქტში, რაც ნად------------მა, რომელმაც იცოდა, რომ მაჰ-----------------ვი მად--------------ის ნათესავი იყო მუშტი დაარტყა შუბლის არეში. მართალია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებულია, რომ მაჰ-----------------ვის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადგენილია, რომ მან მად--------------თან ერთად ჯგუფურად, ნად------------ის სხეულზე ფეხების არაერთჯერადად დარტყმის გზით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ზემოთდასახელებულ პირებს, არ უარყვიათ რომ ნამდვილად მიაყენეს ერთობლივად ნად------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა, მას შემდეგ რაც თავად ნად------------მა თავდაპირველი კონფლიქტის მიღმა მყოფ პირს მაჰ-----------------ვს მუშტის ერთჯერადი დარტყმით შუბლის არეში მიაყენა დაზიანება. თავდაცვის საშუალების შესაფასებელად აუცილებელია, რომ თავდამსხმელი (მ.ისკანდაროვი) ახორციელებდეს თავდასხმას, რომელსაც შემდეგ უნდა ესადაგებოდეს მოცემული თავდასხმის ასაცილებლად ნად------------ის მიერ გამოყენებულ თავდაცვითი საშუალება. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, მაჰმ-------------------ან, იქამდე სანამ თავად ნად------------ი არ მიიჭრა მასთან არ მომდინარეობდა საფრთხე ნად------------ის სამართლებრივი სიკეთის (ჯანმრთელობის) დასაზიანებლად, არც ამ უკანასკნელის მხრიდან იყო საჭიროება განეხორციელებინა შედარებით მსუბუქი, ან შედარებით მეტი ვნების მომტანი თავდაცვითი მოქმედება.
2.15. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ნად------------ის დამცველთა მტკიცებას, რომ ნად------------ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
2.16. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.17. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სულისკვეთებას, რომ ეროვნული სამართლისა და სასამართლო ორგანოების მოვალეობაა, რომ მტკიცებულების საშუალებები წარმოდგენილი იყოს იმგვარად რომ უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი (იხ, გადაწყვეტილება მანტოვანელი საფრანგეთის წინააღმდეგ Mantovanellic. France, 18/03/1997, §34) . ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
3.2. მოცემულ შემთხვევაში მაჰ-----------------ვის და მად--------------ის ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ ნად------------სა და მად--------------ს შორის გამართული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისას, მად--------------ის თანმხლებს, იქვე მყოფ მაჰ-----------------ვს შუბლის არეში მუშტის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 7 სექტემბრის #005187817 დასკვნით, ასევე ექსპერტ გიო-------------–---–ის ჩვენებით, მაჰ-----------------ვის სხეულზე არსებული დაზიანებანი მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მოშლა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ნად------------ის ძალადობრივ ქმედებას - ხელის ერთხელ დარტყმასა და დამდგარ შედეგს - მაჰ-----------------ვის სხეულის დაზიანებას/ ფიზიკურ ტკივილს შორის. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სხვაგვარი ძალადობის (რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი, ვინაიდან ნად------------მა დაზარალებულს მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნად------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც ნად------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ნად------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ნად------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, ნად------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ დადგენილა. სასამართლო, ასევე ითვალისწინებს ნად------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს - მან ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - ნად------------მა მაჰ-----------------ვს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, ნად------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - მის სურვილს დაზარალებულისათვის დარტყმის განხორციელებით მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს - ჰყავს მეუღლე და შვილები, საკუთრებაში აქვს სახლი, არის დასაქმებული, ნად------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნად------------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
4.6. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
4.7. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ნად------------ის მატერიალური მდგომარეობის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს სასჯელის - ჯარიმის ოდენობად განესაზღვროს 800 ლარი, რაც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5. აღკვეთის ღონისძიებების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
5.2. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ნად------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და მის მიმართ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ვინაიდან ნად------------ი კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და არ დაურღვევია შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პირობები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნად------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
2. ნად------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში, დაუბრუნდეს მის შემტანს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნინო თარაშვილი