გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 421310018002430654
N3/3-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.06.2018 ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიცია;
წარმომადგენელი:იოსებ წიქარაძე;
მოპასუხე: გე-–- გუ-----–ი
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ხელფასის სახით გაცემული თანხის -184,92 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, გე-–- გუ-----–ი (პირ. №4----------- მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს N4 სასაზღვრო სექტორის ჯგუფის სპეციალისტის თანამდებობაზე.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს 2016 წლის 24 აპრილის N1------ პატაკის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 26 აპრილის N1------ ბრძანებით გე-–- გუ-----–ი 2016 წლის 25 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
2016 წლის 20 აპრილს გე-–- გუ-----–ს საბანკო ანგარიშზე დაერიცხა აპრილის სრული თვის შრომითი გასამრჯელო, შესაბამისად მას, დასაბრუნებელი აქვს ზედმეტად დარიცხული 6 დღის ხელფასი ( 2016 წლის 29 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე), რაც შეადგენს 184,92 ლარს. აღნიშნული დღემდე არ არის გადახდილი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, მაგრამ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და სარჩელი მთლიანად სცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. გე-–- გუ-----–ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს N4 სასაზღვრო სექტორის ჯგუფის სპეციალისტის თანამდებობაზე.
3.2.2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს 2016 წლის 24 აპრილის N1------ პატაკის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 26 აპრილის N1------ ბრძანებით გე-–- გუ-----–ი 2016 წლის 25 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
3.2.3. 2016 წლის 20 აპრილს გე-–- გუ-----–ს საბანკო ანგარიშზე დაერიცხა აპრილის სრული თვის შრომითი გასამრჯელო, შესაბამისად მას, დასაბრუნებელი აქვს ზედმეტად დარიცხული 6 დღის ხელფასი ( 2016 წლის 29 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე), რაც შეადგენს 184,92 ლარს. აღნიშნული დღემდე არ არის გადახდილი.
მტკიცებულება: 1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს 2016 წლის 24 აპრილის N1------ პატაკის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 26 აპრილის N1------ ბრძანება;
2. საგადასახადო მოთხოვნა:N0----; N0----; N0----- N0----.
3.საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს 2017 წლის 25 იანვრის N1----- პატაკი.
4.საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტია 2017 წლის 25 იანვრის N1----- პატაკი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ხელფასის ნაწილი 6 სამუშაო დღისათვის, ხოლო სამუშაო მას რეალურად არ შეუსრულებია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე;
იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო; მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს; შრომითი გასამრჯელო მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.
დადგენილია, რომ გე-–- გუ-----–ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს N4 სასაზღვრო სექტორის ჯგუფის სპეციალისტის თანამდებობაზე
და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები შრომითი გასამრჯელოს მიღების ნაწილში.
დადგენილია, რომ გე-–- გუ-----–ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან 2016 წლის 25 აპრილიდან და ამ დროიდან დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები აღარ შეუსრულებია;
მას 2016 წლის 20 აპრილს პირად ანგარიშზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჩაერიცხა მთელი თვის ხელფასი, თუმცა იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 2016 წლის 25 აპრილს, შესაბამისად, მან მიიღო სახელფასო ანაზღაურება იმ დღეებზეც, რაც მას არ უმუშავია, კერძოდ: 6 დღის გასამრჯელო, რაც შეადგენს - 184.92ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 184.92 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობამ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გე-–- გუ-----–ს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის აპრილში ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის -184.92 (ას ოთხმოცდაოთხი ლარი და 92 თეთრი) ლარი გადახდა.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ყვარელი, ილ. ჭავჭავაძის ქ. № 78).
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე