გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
010210016001621444
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001621444

საქმე №2-3703/16წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს ,,ს----------------–---------ი”

წარმომადგენელი დ-----------------

მოპასუხე გ--–-------–--ე

მოპასუხე ბ-----------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს გ--–-------–--ეს და ბ-----------ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,ს----------------–---------ი”-ის სასარგებლოდ 871,6 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 15 სექტემბერს შპს ,,ს----------------–---------ს” და მოპასუხე გ--–-------–--ეს შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საზოგადოებამ გ--–-------–--ის სახელზე გასცა სესხი 871,6 აშშ დოლარის ოდენობით 3 თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა- განმარტება.

- სალომბარდე ხელშეკრულება.

 

3.2.2. 2015 წლის 15 სექტემბერს შპს ,,ს----------------–---------ს” და მოპასუხე ბ-----------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბ-----------ემ, როგორც თავდებმა პირმა, სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე გ--–-------–--ესთან გაფორმებული სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 437,50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა- განმარტება.

- თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხის თანხა შეთანხმებულ ვადაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სალომბარდე ხელშეკრულება.

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ამჟამად მსესხებლის დავალიანება შეადგენს 871,6 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად შპს ,,ს----------------–---------ის” სასარგებლოდ 871,6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; თავდების ბ-----------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს 437,50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 463-ე, 465-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, შპს ,,სუპერ როკო კრედიტსა“ და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაიცა სესხი სამი თვის ვადით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად "თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა. ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ. ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ. ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული. "

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 15 სექტემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხე გ--–-------–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხეებმა ბ-----------ემ. ამასთან დადგენილია, რომ ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად თავდებისათვის განისაზღვრა 437,50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ბ-----------ე წარმოადგენენ რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეს, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი პასუხისმგებელია მსესხებლის ვალდებულებებზე; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მასაც წაუყენოს მოთხოვნა თავდებობის დოკუმენტში მითითებული თავდებობის ზღვრული თანხის ოდენობამდე;

 

6.4. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამდენად მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ,,ს----------------–---------ის“ სარჩელი.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეებს გ--–-------–--ეს და ბ-----------ეს სოლიდარულად შპს ,,ს----------------–---------ის” სასარგებლოდ 871,6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; თავდების ბ-----------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს 437,50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

2. მოპასუხეებს გ--–-------–--ეს და ბ-----------ეს შპს ,,ს----------------–---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე