გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-198-17 (351210417001830603)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
29 ივნისი 2-18 წელი ქ. რუსთავი
მაგისტრი - სალომე გველესიანი
სხდომის მდივანი - ცოტნე მატუა
განმცხადებელი - მზ-----------–ი
განმცხადებლის წარმომადგენელი - თი------------------–ი
მოთხოვნა - მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება
აღწერილობითი ნაწილი:
1. განცხადების მოთხოვნა:
1.1. ვა–-----------------------–ი (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი, დაბადების ადგილი: ს----------–--------–----) გამოცხადდეს გარდაცვლილად;
1.2. ვა–-----------------------–ის (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი, დაბადების ადგილი: ს----------–--------–----) გარდაცვალების თარიღად განისაზღვროს 19---–-–------------------
მოთხოვნის საფუძვლები:
ვა–-----------------------–ი დაბადა 1----–-–------------ს. იგი 1991 წლიდან იყო ეროვნული მოძრაობის წევრი, ხოლო 1992 წლიდან იყო ზვ-------------------- პირადი დაცვის წევრი. 1992 წლის ზაფხულში ვა–-------------–ი ზვ--------------------თან ერთად იმყოფებოდა სამეგრელოში. მისი სავარაუდო გარდაცვალების თარიღია 19---–-–-- 0- დეკემბერი. აღნიშნულ დღეს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაკიფურში, რა დროსაც თავდამსხმელებმა იგი და მასთან მყოფი ირ---–--------ე ორმხრივი სროლის დროს მოკლეს. მათი გვამები დაიწვა საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ხოლო გვამის იდენტიფიცირება ბიოლოგიური მასალის არ არსებობის გამო ვერ მოხერდხდა. განმცხადებლის განმარტებით, მისი სურვილია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიის შესახებ'' საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოითხოვოს დახმარების მიღება, როგორც სამხედრო პირის დედამ. აღნიშნულისათვის კი აუცილებელია ვა–-------------–ის გარდაცვლილად გამოცხადება.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ვა–-------------–ი დაიბადა 1----–-–------------ს. მისი დედა არის მზ-----------–ი (პ/ნ 1----------), ხოლო მამა - კო--------------–ი (გარდაცვალების თარიღი: 2-.0-.1--- წელი).
მტკიცებულება:
- ვა–-------------–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 4);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაცია #01/178750 (ს.ფ. 97) და ვა–-------------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი (ს.ფ. 103-104);
2.2. ვა–-------------–ის სახელზე სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემა განხორციელდა 1991 წლის 06 აგვიტოს.
მტკიცებულება:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაცია #01/178750 (ს.ფ 97) და სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული განცხადება-ანკეტა (ს.ფ. 105);
2.3. ვა–-------------–ის (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი) სახელზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
მტკიცებულება:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაცია #01/178750 (ს.ფ. 97)
2.4. ვა–-------------–ი (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი) რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და შვილები არ ყოლია.
მტკიცებულება:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაცია #01/178750 (ს.ფ 97);
- განმცხადებლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები (2-18 წლის 28 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი);
2.5. ვა–-------------–ი იყო საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსხურდიას მცველი.
მტკიცებულება:
- საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმობა (გზ. #000017) (ს.ფ. 13);
- განმცხადებლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები (2-18 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი);
2.6. ვა–-------------–ზე (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით გახსნილია სამძებრო საქმე (გაუჩინარების თარიღი: 01-10.10.1993 წელი; გაუჩინარების ადგილი: სოფელი ნაკიფე);
მტკიცებულება:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ 2-18 წლის 17 მაისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 18);
2.7. ვა–-----------------------–ის, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში 2-17 წლის 09 დეკემბერს შექმნილია სამძებრო საქმე #2100.
მტკიცებულება:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს წერილი #MIA 1 17 03049543 (ს.ფ 12);
2.8. ვა–-----------------------–ის (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 1997 წლიდან 2-18 წლის 05 ივნისამდე არ დაფიქსირებულა, იგი არ არის ნასამართლევი და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.
მტკიცებულება:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2-18 წლის 05 ივნისის წერილი #MIA 7 18 01324634 (ს.ფ. 76);
2.9. ვა–-----------------------–ზე (დაბ: 1--- წ.) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში ინფორმაცია არ მოიძებნა.
მტკიცებულება:
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2-18 წლის 25 ივნისის #04/5915 წერილი (ს.ფ. 151);
2.10. ვა–-----------------------–ი ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზის თანახმად 25.06.2-18 წლის მდგომარეობით საერთაშორისო ძებნაში არ იმყოფება.
მტკიცებულება:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2-18 წლის 25 ივნისის #MIA 5 18 01500-03 (ს.ფ. 154);
2.11. საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებში - სს "თიბისი ბანკი", სს "საქართველოს ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "ბაზისბანკი", სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია", სს "ბანკი ქართუ", სს "პროკრედიტ ბანკი", სს "სილქ როუდ ბანკი", სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო", სს "ზირაათ ბანკი საქართველო", სს "იშ ბანკი საქართველო", სს "ტერაბანკი", სს "ხალიკ ბანკი საქართველო", სს "პაშა ბანკი", სს "ფინკა ბანკი საქართველო", სს "კრედო ბანკი", ვა–-------------–ის (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი) სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების არსებობისა და და მისი სახელით საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში წარმოებული საბანკო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
მტკიცებულება:
- საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან - სს "თიბისი ბანკი", სს "საქართველოს ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "ბაზისბანკი", სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია", სს "ბანკი ქართუ", სს "პროკრედიტ ბანკი", სს "სილქ როუდ ბანკი", სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო", სს "ზირაათ ბანკი საქართველო", სს "იშ ბანკი საქართველო", სს "ტერაბანკი", სს "ხალიკ ბანკი საქართველო", სს "პაშა ბანკი", სს "ფინკა ბანკი საქართველო", სს "კრედო ბანკი", წარმოდგენილი ინფორმაცია (ს.ფ 73, 78, 82, 84, 86, 107, 110, 112, 117, 124, 126, 128, 130, 156, 185, 187);
2.12. მოწმე ზუ-------–-----ს განმარტებით, იგი ვა–-------------–ს პირად არ იცნობდა. როგორც მისთვის ცნობილია 19---–-–-- 2 დეკემბერს პრეზიდენტ ზვ-------------------- დავალებით ვა–-------------–ი გავიდა მუჟავის ბანაკიდან ირ---–--------ესთან ერთად, რათა ჩასულიყვნენ იმერეთში. ვა--------------–ი იყო პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი. ვა–-------------–ი და ირ---–--------ე დავალების შესასრულებლად ცხენებით წავიდნენ, 7-8 სოფლის გავლის შემდეგ სოფელ ულურიაში გრ---------------–---–-ას სახლში შეისვენეს, რომელიც იყო მდინარის პირას, იმ მომენტისთვის სახლში არავინ იმყოფებოდა გარდა ირ---–--------ისა და ვა–-------------–ის და სწორედ მაშინ განხორციელდა სამხედრო ოპერაცია მხედრიონის მხრიდან, რომელიც დაახლოებით 24 საათი გაგრძელდა, გამოყენებული იქნა მძიმე ტექნიკაც, სამხედრო ოპერაციის დამთავრების შემდეგ მეზობლებმა ძვლები ჩაალაგეს მაცივრის ყუთში და მდინარის პირას დამარხეს. იმ ინფორმაციას, რომ აღნიშნული ძვლები ვა–-------------–ს ეკუთვნოდა ადასტურებენ მეზობლები და ასევე დასტურდება ვა–-------------–ის ტანსაცმლით, მას ეცვა წითელი ფერის ჯემპრი, ბათინკები. ვა–ა იყო დაუოჯახებელი, ის სწავლობდა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მაგისტრის მიერ მოწმისათვის არაერთგზის დასმულ კითხვაზე, თუ საიდან ფლობს მოწმე ამ ინფორმაციას, ზუ-------–-----მ განაცხადა, რომ მისთვის ეს ყოველივე ცნობილია გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდან და უშუალოდ თვითონ ამ ფაქტის შემსწრე არ ყოფილა და პირადად ვა–-- არც იცნობდა.
მტკიცებულება:
- 2-18 წლის 28 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი;
2.13. მოწმე ბა------------–-–---–ის განმარტებით, ის იყო პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრი. ვა–-------------–იც იყო ზვ-------------------ას პირადი დაცვის წევრი. მას ვა–ა არ უნახავს 19---–-–-- ოქტომბრის ბოლოდან და ვა–-------------–ის მკვლელობის უშუალო მომწე არ ყოფილა. იმ დროს იგი იმყოფებოდა გროზნოში პრეზიდენტის დავალებით. პრეზიდენტთან დარჩა ვა–-------------–ი და 150 კაცამდე შეიარაღებული დაცვის წევრი. მოწმის გადმოცემით პრეზიდენტმა ვა--------------–ს და ირ---–--------ეს მისცა დავალება ჩასულიყვნენ იმერეთში სადაც იყვნენ პრეზიდენტის მომხრეები, რათა მათი დახმარებით გასულიყო გია გულუას კონტროლის ზონიდან. ვა–-- და ირ---–--------ეს გაჰყვა ორი გამცილებელი, რომლებსაც გზა უნდა ეჩვენებინათ. ბოლოს მათ რა-----------–---–-ას სახლში დაისვენეს, თუმცა იქ არ გაჩერებულან, რაფოს სახლიდან მხოლოდ ირ---–--------ე და ვა–-------------–ი წავიდნენ, დაახლოებით საათნახევარში ალყა შემოარტყეს იმ სახლს რომელშიც ირ---–ი და ვა–ა იყვნენ, ცეცხლი წაუკიდეს და ამოწვეს. მეზობლებმა ძვლები ჩაასვენეს მაცივრის ყუთში და მიმდებარე ტერიტორიაზე დამარხეს. ვა–ა საზღვარგარეთ წასვლას არ აპირებდა, იგი ქორწინებაში არ ყოფილა. ბოლოს ვინც ვა–ა ნახა იყო რა-----------–---–-ა, რომელიც ამჟამად იმყოფება რუსეთში. მოწმემ ვა–-------------–ის გარდაცვალების თარიღი ვერ დაასახელა.
მტკიცებულება:
- 2-18 წლის 28 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი;
2.14. მოწმე ზუ--------------–---–ის ჩვენებით, მან ვა–-------------–ი გაიცნო 19---–-–-- შემოდგომის მიწურულს, სავარაუდოდ იყო ნოემბრის ბოლო როცა დავალების შესასრულებლად წავიდნენ ირ---–ი და ვა–ა ცხენებით. როცა ვა–ა და ირ---–ი წავიდნენ ბანაკიდან დავალების შესასრულებლად ზურაბი ზურაბიშვილი იქ იმყოფებოდა. კონკრეტული თარიღი თუ როდის წავიდნენ მას არ ახსოვს. ისინი უნდა ჩასულიყვნენ იმერეთში. ამის შემდეგ მისთვის ვა–-- შესახებ არაფერია ცნობილი. მოწმე ზურამ ზურაბიშვილმა ვა–-------------–ი გაიცნო ბანაკში და 5-6 დღე იყვნენ ერთად. მან ვა–-------------–ის გარდაცვალების თარიღი ვერ დაასახელა.
მტკიცებულება:
- 2-18 წლის 28 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი;
სამოტივაციო ნაწილი:
3. სამართლებრივი შეფასება:
მაგისტრმა განიხილა რა წარმოდგენილი განცხადება, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოისმინა სასამართლო სხდომაზე განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტება და მოწმეთა ჩვენებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია რომ მზ--------------–-ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ვა–-------------–ი (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი) უნდა გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუმცა გარდაცვალების თარიღად მიეთითოს არა 19---–-–-- 0- დეკემბერი, არამედ მისი გარდაცვალების თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე;
4. კანონები, რომლითაც მაგისტრმა იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-311, 317-3211-ე მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით, პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც პირი გამოცხადებულია გარდაცვლილად, არის საფუძველი იმისათვის, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 318-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მისი გარდაცვლილად გამოცხადება, აგრეთვე გარემოებანი, რომლებითაც დასტურდება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ანდა რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულს სიკვდილის საფრთხეს უქმნიდნენ ან საფუძველს იძლევიან მისი დაღუპვის ვარაუდისათვის გარკვეული უბედური შემთხვევის შედეგად.
საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილის თანახმად, 1994 წლის 10 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის #749480- საქმეზე, ზვ-------------------- გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩატარებული გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ ვა–-------------–ი და ირ---–--------ე იყვნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვ-------------------- დაცვის წევრები და ისინი ზვ-------------------- თან ახლდნენ მიმალვის პერიოდში. გამოძიებით ირკვევა, რომ 19---–-–-- ნოემბრის თვეში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) ვა–-------------–ი და ირ---–--------ე გაუჩინარდნენ და მას შემდეგ ინფორმაცია მათ შესახებ არ მოიპოვება. საქართველოს პარლამენტში შექმნილმა ,,საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვ-------------------- გარდაცვალებასთან დაკავშირებულმა საკითების შემსწავლელმა საქართველოს პარლამეტის დროებითმა კომისიამ'' მოიპოვა ინფორმაცია ზვ-------------------- პირადი დაცვის წევრების - ვა–-------------–ისა და ირ---–--------ის ცხედრების სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ. 2-10 წლის 2- ნოემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა მითითებული ადგილიდან გვამების ექსჰუმაცია და ამოღებულ იქნა სავარაუდოდ ადამიანის ძვლის რვა ცალი სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის ფრაგმეტი, რომელზედაც დაინიშნა ექსპერტიზა. ჩატარებული ექსპერტიზის თანახამდ, ძვლის ფრაგმენტები უნდა მიეკუთვნებოდნენ ადამიანის (ადამიანების) ჩონჩხის ძვლის ნაწილებს. სიკვდილის ხანდაზმულობის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება 19---–-–-- დეკემბრის თვეს. გენეტიკური ექსპერტიზის თანახმად, ძვლებიდან დნმ ვერ იქნა მიღებული, რის გამოც ძვლის იდნეტიფიკაცია შეუძლებელი აღმოჩნდა.
მოწმეთა ჩვენებებით, დადასტურდა ის გარემოება, რომ ვა–-------------–ი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვ-------------------- დაცვის წევრი და იგი 1993 წელს იმყოფებოდა სამეგრელოში, პრეზიდენტთან ერთად. მოწმე ზუ-------–-----ს განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია 19---–-–-- 2 დეკემბერს პრეზიდენტ ზვ-------------------- დავალებით ვა–-------------–ი გავიდა მუჟავის ბანაკიდან ირ---–--------ესთან ერთად, რათა ჩასულიყვნენ იმერეთში. მისი განმარტებით ვა–-------------–ის გარდაცვალების თარიღი არის 19---–-–-- 0- დეკემბერი და მისთვის ეს თარიღი ცნობილია სხვა პირების მიერ მიცემული ჩვენებებით, ხოლო იგი პირადად ამ ფაქტის შემსწრე არ ყოფილა და ვა–-- არც იცნობდა. მოწმე ზუ--------------–---–ის ჩვენებით, მან ვა–-------------–ი გაიცნო 19---–-–-- შემოდგომის მიწურულს, სავარაუდოდ იყო ნოემბრის ბოლო იყო როცა დავალების შესასრულებლად წავიდნენ ირ---–ი და ვა–ა ცხენებით. ამის შემდეგ მისთვის ვა–-- შესახებ არაფერია ცნობილი. მან ვა–-------------–ის გარდაცვალების თარიღი ვერ დაასახელა. მოწმე ბა------------–-–---–ის განმარტებით, ის იყო პრეზიდენდტის პირადი დაცვის წევრი. ვა–-------------–იც იყო ზვ-------------------ას პირადი დაცვის წევრი. მას ვა–ა არ უნახავს 19---–-–-- ოქტომბრის ბოლოდან. მოწმემ ვა–-------------–ის გარდაცვალების თარიღი ვერ დაასახელა.
მოცემულ შემთხვევაში, მზ-----------–ის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ ვა–-------------–ის გარდაცვალების თარიღად მიჩნეულ იქნეს 19---–-–-- 0- დეკემბერი, თუმცა, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ვა–-------------–ის გარდაცვალების სავარაუდო თარიღი 19---–-–-- 0- დეკემბერია. განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, მისთვის ცნობილია და დანამდვილებით იცის, რომ ვა–-------------–ი გარდაიცვალა სოფელ ნაკიფურში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 19---–-–-- 0- დეკემბერს. აღნიშნული ინფორმაცია მას მიაწოდეს პირებმა, რომლებიც იმყოფებდონენ იმ ადგილზე სადაც განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, თუმცა განმცხადებლის წარმოამდგენელმა ასეთი პირების სასამართლო სხდომაზე წარმოდგენა ვერ შეძლო.
სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის, მე-3 ნაწილის თანახმად, პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, პირის გარდაცვლილად გამოცხადებისას, პირის გარდაცვალების დღედ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს პირის გარდაცვლილად გამოცხადების დღე. ასეთ შემთხვევაში მან უნდა იხელმძღვანელოს იმ თარიღით, რომელიც პირის სავარაუდო დაღუპვის დღეს წარმოადგენს. აღნიშნული თარიღის დადგენისასას, სასამართლომ შესაძლოა გარდაცვალების თარიღად მიიჩნიოს ის თარიღი, რომელიც გამოძიების შედეგად დგინდება, რომ პირის სავარაუდო დაღუპვის დღეს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩევებებითა და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტებით ვერ დადასტურდა ის გაერემოება, რომ ვა–-------------–ის სავარაუდო გარდაცვალების თარიღი არის 19---–-–-- 0- დეკემბერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგისტრი კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მზ--------------–-ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, განმცხადებლის მოთხოვნა ვა–-------------–ის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ვა–-----------------------–ი (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი; დაბადების ადგილი: ს----------–--------–----) უნდა გამოცხადდეს გარდაცვლილად. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას, ვა–-------------–ის გარდაცვალების თარიღად დადგენილ იქნას 19---–-–-- 0- დეკემბერი, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბა–ის ოდენობა უდავო წარმოების საქმეზე შეადგენს 50 ლარს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბა–ის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. შესაბამისად, მზ-----------–ის წარმომადგენლის - თი------------------–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბა–ი 25 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
მაგისტრმა იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 310-311-ე, 317-3211-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მზ-----------–ის (პ/ნ 1----------) განცხადება მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ვა–-----------------------–ი (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი; დაბადების ადგილი: ს----------–--------–----) გამოცხადდეს გარდაცვლილად.
3. ვა–-----------------------–ის (დაბადების თარიღი: 0-.0--1--- წელი) გარდაცვალების თარიღად მიჩნეულ იქნეს სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე;
4. სამოქალაქო საქმეზე #2-198-17, სახელმწიფო ბა–ი წინასწარ გადახდილია.
5. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, დასაბუთებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;
6. დადგენილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება დადგენილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია დადგენილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს დადგენილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დადგენილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მაგისტრი სალომე გველესიანი