გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080210018002341707
#2/807-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.06.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი- ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე- ფ--–----------–----ი;
წარმომადგენელი- თ---------------ი, ბ----–-----------ე;
მოპასუხე -ა-–---------------–----ი;
წარმომადგენელი- გ-----------–--ე;
დავის საგანი: ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-–---------------–----ის კუთვნილი, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) ს-------------ის„ ს/ნ 4---------, საწედებო კაპიტალის 89%-იანი წილი ცნობილი იქნას მოსარჩელე ფ--–----------–----ის საკუთრებად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ფ--–----------–----ი არის შვეიცარიის მოქალაქე. 1989 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ა-–---------------–----თან, მასთან ცხოვრების პერიოდში შეეძინა 2 შვილი. ა-–---------------–----ი საქართველოში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ------------ასთან, რომელთანაც შეეძინა 1 შვილი. ბოლო წლების განმავლობაში ა-–---------------–----ი ცხოვრობს და ბიზნეს საქმიანობას ეწევა საქართველოში. 2011 წელს ა-–---------------–----მა სხვა პარტნიორებთან ერთად ქ. ქუთაისში დააფუძნა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს-------------ი„, ამავე საწარმოს საწესდებო კაპიტალის 89%-იან წილის მფლობელს წარმოადგენს ა-–---------------–----ი, საწედებო კაპიტალი განისაზღვრა 250 000 ლარის ფულადი შენატანით. მოსარჩელე შვილებთან ერთად იმყოყოფება შვეიცარიაში და ვერ აკონტროლებდა მეუღლის ბიზნეს-საქმიანობას, რომელმაც დაიწყო საერთო ქონების ხარჯვა ოჯახის ინტერესების საზიანოდ და დაუგროვდა დიდი ოდენობით ვალები. ა-–---------------–----ის კუთვნილი წილი საწარმოში დაყადაღებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვების საფუძველზე. ა-–---------------–----თან იმყოფებოდა ფ--–----------–----ის კუთვნილი ძვირფასეულობა, რომლებიც დაქორწინებამდე აჩუქეს მშობლებმა, მათი ღირებულება შეადგენს 33500 აშშ დოლარს, აღნიშნული ნივთების დაბრუნებაზე მოპასუხე უარს აცხადებს. (იხ.სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-–---------------–----ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, ის არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ფ--–----------–----ი 1989 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ა-–---------------–----თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წიგნი ოჯახის ჩანაწერის შესახებ;
3.1.2. ფ--–----------–----სა და ა-–---------------–----ს შეეძინა ორი შვილი ლ---–--------–----ი და ბ-------------–----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წიგნი ოჯახის ჩანაწერის შესახებ;
3.1.3. ა-–---------------–----ს და ნ------------ას 2017 წლის 22 დეკემბერს შეეძინათ შვილი ბ----–---–-----------------–------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა #7----------;
3.1.4. 2011 წლის 25 იანვარს ა-–---------------–----მა პარტნიოებთან ერთად დააფუძნა საზოგადოება შპს „ს-------------ი„. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) ს-------------ი„-ს 89%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს ა-–---------------–----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს-------------ი„.-ს წესდება;
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) ს-------------ი„-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეეესტრიდან.
3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სადაც მოვალეა ა-–---------------–----ი, ხოლო კრედიტორია შპს „კ-------–----------ი„ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია ა-–---------------–----ის 89%-იანი წილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) ს-------------ში„.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კერძო აღმასრულებლის ნ-----------ს წერილი;
3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 07 აგვისტოს გაცემული ბრძანება, დავალიანების გადახდევინების შესახებ, სადაც მოვალეა ა-–---------------–----ი, ხოლო კრედიტორია ე---–---------------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წერილი;
3.2.1. მხარეთა მიერ ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ არის გამხდარი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ფ--–----------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1168-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება;
სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მოითხოვს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) ს-------------ის„ ს/ნ 4---------, საწედებო კაპიტალის 89%-იანი წილი ცნობილი იქნას მოსარჩელე ფ--–----------–----ის საკუთრებად, იმ საფუძვლით, რომ ფ--–----------–----თან იმყოფებიან არასრულწლოვანი შვილები, მოპასუხე ა-–---------------–----ი საერთო ქონებას ხარჯავს ოჯახის ინტერესების საზიანოდ და დაედო სოლიდური ვალები. მოპასუხე ყურადღებას არ აქცევდა მატერიალურად და არ ეხმარებოდა შვეიცარიაში მცხოვრებ მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს. ა-–---------------–----ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სხვა ქალბატონთან, რომელთანაც შეეძინა შვილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფ--–----------–----ის და ა-–---------------–----ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1989 წლიდან. ასევე დადგენილია, რომ 2011 წელს ა-–---------------–----მა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საწარმო- შპს „ს-------------ი„ მეუღლეთა მიერ ფაქტობრივი თანაცხოვრების დროს, რაც ქმნის მეუღლეთა თანასაკუთრებად მისი მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს, სადაც თითოეული მეუღლის წილი განისაზღვრება ქონების ½ ნაწილით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _ თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას. სარჩელის სამართლებრივი საფუძველი აკონკრეტებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკმარისი არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის განხორციელებისათვის. მოსარჩელის მითითება, რომ მასთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილები, მოპასუხე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სხვა ქალბატონთან და შეეძინა შვილი, ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხესთან არის მისი ძვირფასეულობა, ვერ იქნება გაზიარებული და ვერ გახდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის განმაპირობებეი გარემოება.
ზემოთ აღინიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილების ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ პირის (მეორე მეუღლის) თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს _ შემცირდეს. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერ ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და მის ნორმალურ აღზრდას ხელს უშლის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მეუღლეთა წილის თანაბრობიდან გადახვევის საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ფელიპა კიუზილდაგი შრომისუუნაროა, ან მოპასუხე ა-–---------------–----ი ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხარჯავდა თანხებს.
სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. შესაბამისად, მითითებული ნორმის გამოყენებისას დასაბუთებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც ადასტურებენ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისასგან გადახვევის აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1550 ლარის გადახდა.(1500 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე). ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაადხდილი სახელმწიფო ბაჟი 1500 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ა-–---------------–----ის (პ/ნ 2----------, U--------) 89%-იან წილს, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) „ს-------------ში„ (ს/კ 4--------);. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი არ დამაყოფილდა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ფ--–----------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ფ--–----------–----ი ცნობილი იქნას ა-–---------------–----ის კუთვნილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო ს-------------ის (ს/კ 4--------) საწესდებო კაპიტალის 89%-იანი წილიდან ½ წილის (44.5% წილი) მესაკუთრედ.
3. ა-–---------------–----ს - მოსარჩელე ფ--–----------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 1550 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (1500 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე.)
4. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით (საქმე #2/807-18) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნას ა-–---------------–----ის კუთვნილი (პ/ნ 2----------, U--------) 89%-იან წილიდან- 44.5% წილს, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) „ს-------------ში„ (ს/კ 4--------);
5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე