განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/645-15
(№021210815001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორები: ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ე-–-----------------ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ქმედების ჩადენისას ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–------------–--;
ადვოკატი: იზოლდა მელიქიშვილი,თარჯიმანი: ნურანა გაჯიევა,კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 111 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქ/პუნქტი, წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განაჩენით ე-–-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ხანგრძლივობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე-–------- მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი - 120 საათი შეეცვალა ჯარიმით 1500 (ათასხუთასი) ლარით. სასამართლოში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით.
1. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ:
2015 წლის აპრილის თვიდან, ამავე წლის 19 აგვისტომდე, მცირეწლოვანი (9 წლის) კ--------------ი იმყოფებოდა მამასთან - ე-–-----------------თან საცხოვრებელ სახლში, გ----------------------------–-----------–--ში. ვინაიდან, ე-–-----------------ი და მისი მეუღლე ნ--------------- იყვნენ განქორწინებულები, იგი ამ პერიოდის განმავლობაში კ--------------ს უკრძალავდა დედასთან წასვლას და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე სცემდა და აიძულებდა, დედამისის შეგინებასა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, რასაც ე-–-----------------ი დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამო არ ახორციელებდა. აღნიშნულზე განაწყენებული ე-–-----------------ი განაგრძობდა კ--------------ისათვის შეურაცხყოფის მიყენებას, კერძოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ხელებისა და ფეხების გამოყენებით უზიანებდა ჯანმრთელობას და უკრძალავდა საკვების მიღებას, რის გამოც დაზარალებული იძულებული ხდებოდა საკვები მიეღო მალულად. ასევე, 2015 წლის 12 აგვისტოს, საღამო ხანს ე-–-----------------მა კ--------------ს მოსთხოვა ეღიარებინა მეზობლად მდებარე თ---------–ი ს--------ას საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების ქურდობის ფაქტი. ამის შემდეგ წაიყვანა პოლიციაში, სადაც კ----ს უნდა ეთქვა, რომ მან მოიპარა ყველაფერი რასაც პოლიციაში კითხავდნენ. მას შემდეგ, რაც კ--------------მა არ დაიბრალა დანაშაული, ე-–-----------------მა ქურდობის ფაქტის აღიარების მიზნით, განახორციელა დაზარალებულის წამება, კერძოდ: ძალით მიიყვანა ეზოს კართან მაისურით კარის რკინის გისოსებზე და ანთებული სიგარეტის ღეროთი მრავალჯერადი მოქმედებით მუცლისა და მკერდის არეში მიაყენა მრავლობითი თერმული დაზიანება. ვინაიდან, კ--------------მა, კვლავ არ აღიარა ქურდობის ფაქტი, ე-–-----------------მა ძალადობით განაგრძო მისი შეურაცხყოფა და მიანარცხა საცხოვრებელი სახლის კედელზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაკარგა გონება. ე-–-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, კ--------------ი სისტემატიურად და მთელი ამ ხნის განმავლობაში განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რის შემდეგაც აღიარა მის მიერ თ---------–ი ს--------ას საცხოვრებელი სახლის ვითომდა გაქურდვის ფაქტი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე-–-----------------ის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სსკ-ის 111 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2.2. ე-–-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის;
2.3. 2015 წლის აგვისტოს თვეში, ე-–-----------------მა, თ---------– ს--------ას სახლის ქურდობასთან დაკავშირებით, არასრულწლოვან კ--------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა მას სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თავში, რითაც კ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
წამების ბრალდების ეპიზოდი და ქმედების სსკ-ს 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტზე გათვალისწინებულ დანაშაულზე დაკვალიფიცირების სამართლებრივი საფუძველი:
თავდაპირველად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მნიშვნელობა, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ხასიათი და განსხვავება სხვა ისეთი დანაშაულებისაგან, რომლის შემადგენლობის სხვადასხვა ელემენტები ერთმანეთის მსგავსია. ასევე სასამართლო განმარტავს თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დადგინდა სასამართლო სხდომაზე და რომელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უნდა დადგინდეს ე-–-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისობა სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. წამება აკრძალულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პირის აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს. ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. ამ მუხლით მინიჭებული უფლების დარღვევის შეზღუდვა იკრძალება ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით, სახელმწიფოს ეკრძალება წამების არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენება იმ შემთხვევაშიც, თუ გამოცხადებულია საომარი ან საგანგებო მდგომარეობა, ისეთი მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლამაც კი, როგორიცაა ტერორიზმი, არ შეიძლება გაამართლოს კონვენციის მე-3 მუხლის შეზღუდვა. წამების აკრძალვის მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ სახელმწიფო, რომელიც იღებს პასუხისგებლობას და დასჯად ქმედებად მიიჩნევს მას, ეკისრება პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს, რომ თავისი იურისდიქციის ფარგლებში არავინ დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
კონვენციის მე-3 მუხლი მოიცავს მოპყრობისა და სასჯელის რამდენიმე სახეს, იმისათვის, რომ ”ცუდი” მოპყრობა ჩაითვალოს მე-3 მუხლის აკრძალულ ქმედებად, ასეთმა მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. ხოლო განსახვავება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას შორის განისაზღვრება მიყენებული ტანჯვის ინტენსივობით, ამასთან წამება ყოველთვის წინასწარგანზრახულ ხასიათს ატარებს.
საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის თანახმად, წამება, არის პირისათვის, მისი ახლო ნათესავისათვის ან მასზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.
როგორც აღინიშნა, სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯად ქმედებადაა მიჩნეული, არაერთი ისეთი ქმედება, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური ნიშნებით შესაძლოა ემსგავსება კიდეც განსახილველი დანაშაულის შემადგენლობას, თუმცა სსკ-ს 1441-ე მუხლი შენადგენი, ალტერნატიული შემადგენლობის მქონე მატერიალური დანაშაულია, რასაც აქვს თავისი მიზანი, ამ მუხლით დადგენილი სავალდებულო შედეგი, ქმედების ძალმომრეობითი ხასიათი, რომელიც ინტენსივობით ან ხანგრძლივობით გამოირჩევა. ძალადობის შედეგად, წამების შემთხვევაში, შესაძლოა ქმედებას მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, თუმცა მუხლის დისპოზიცია, ასეთი შედეგის დადგომას სავალდებულოდ არ ითვალისწინებს. დადგა თუ არა ნორმის შემადგენლობისათვის სავალდებულო შედეგი ფიზიკური ტკივილის, ფსიქიკური ან მორალური ტანჯვის სახით უნდა შეფასდეს ყველა ცალკეულ შემთხვევაში. ფიზიკური ტკივილი გულისხმობს გამოწვეულ წუხილს, სამედიცინო დახმარების საჭიროებას, ხოლო ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვაში იგულისხმება ისეთი ქმედება, რაც იწვევს ნერვული სისტემის მოშლას, ადამიანი კარგავს სულიერ სიმშვიდეს, ემართება ნერვული ავადმყოფობა, უჩნდება არასრულფასოვანების კომპლექსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ წამება განზრახი დანაშაულია და ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა აწამოს ადამიანი. წამების სუბიექტური შემადგენლობისათვის გარდა განზრახვისა, ასევე აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და მათ საფუძველზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, სასამართლომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს ე-–-----------------ის მიერ ჩადენილ ქმედებას წამებისათვის კანონით დადგენილი ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნების საფუძველზე. ანუ გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, სასამართლომ უნდა დაადგინოს: 1) შეუქმნა თუ არა ე-–-----------------მა მის არასრულწლოვან შვილს კ--------------ს ისეთი პირობები ან მოეპყრო თუ არა იგი მას იმგვარად, რომ კ--------------მა 2) განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა და 3) იყო თუ არა ამ ქმედების მიზანი კ--------------ის მიერ არჩადენილი დანაშაულის აღიარება და ამ დანაშაულისათვის მისი დასჯა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ე-–-----------------ს ბრალად ედება მისი არასრულწოვანი შვილის წამება არჩადენილი დანაშაულის აღიარების მიზნით, თავდაპირველად სასამართლო მიმოიხილავს 2015 წლის 12 აგვისტოს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებში დაწყებულ თ---------– ს--------ას საცხოვრებელი სახლიდან მოპარულ სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობის მიხედვით კ--------------ი დაბადებულია 2006 წლის 9 ივლისს. გარკვეულ საპროცესო დოკუმენტებში, იგი მითითებულია როგორც ჩ---- ან ქანან ს--------ი.
2015 წლის 12 აგვისტოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში გამოცხადდა სოფელ კ---------–-აში მცხოვრები თ---------– ს--------ა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარულია სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში 2015 წლის 12 აგვისტოს დათვალიერდა თ---------– ს--------ას საცხოვრებელი სახლი, რომელის ერთ-ერთი ორფრთიანი ფანჯრიდან ამოღებულია ერთი ფანჯრის მინა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ასევე ამოღებულ იქნა დანა, ხელის კვლები და სუნის ნიმუში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ იქნა სურათები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა დაადასტურეს მოწმეებმა: ექსპერტებმა: დ---------–--ემ, ზ---------------–---–მა და კინოლოგმა რ-----–------–---–მა. ზ---------------–---–მა ასევე განმარტა, რომ თითის კვლები ამოღებულ იქნა ფანჯრის რაფიდან და მინიდან, რომელიც მოხსნილი ჰქონდა ფანჯარას. ხოლო რ-----–------–---–ის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს. ძაღლმა გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კვალი დაკარგა.
2015 წლის 20 აგვისტოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმე რ------–--–-------–---–ის ჩვენების თანახმად: სს №021120815001 საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვალი №1, №2 და №3 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
2. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი №1, №2 და №3 არ არის იდენტური ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 09.07.2006 წელს დაბადებული ჩ----- (კ----) ე-–------- ოღლი ს--------ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშების.
3. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალის №1, №2 და №3-ის იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
4. 09.07.2006 წელს დაბადებული ჩ----- (კ----) ე-–--------ოღლი ს--------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
ბ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის აგვისტოს თვეში მუშაობდა გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად და განყოფილებაში გამოცხადდა არასრულწლოვანის დაკითხვის მიზნით. დაკითხვამდე მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ---------– ს--------ას ქურდობის საქმესთან დაკავშირებით, არასრულწოვანი კ--------------ი განყოფილებაში მიიყვანა მამამ ე-–-----------------მა და განმარტა, რომ მისმა შვილმა მოიპარა მეზობლის სახლიდან სხვადასხვა ნივთები. ბავშვი დაიკითხა თარჯიმნის, ფსიქოლოგის და კანონიერი წარმომადგენელის, კერძოდ ბებიის თანდასწრებით. მისივე თანხმობის საფუძველზე აღებულ იქნა თითის კვლების ნიმუშები და შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დაკითხვის დროს ბავშვს სახეზე და სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მან განმარტა, რომ ისინი დაცემის შედეგად მიიღო. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ბავშვმა მიუთითა თ---------– ს--------ას სახლის ქურდობის შესახებ, საიდან აიღო, სად შეინახა და სად გადაყარა ნივთები. ბავშვს არავინ კარნახობდა და არავის მასზე ზეწოლა არ მოუხდენია.
გ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2015 წლის 12 აგვისტოს დაიწყო გამოძიება თ---------– ს--------ას სახლის ქურდობის ფაქტზე და აღნიშნულ საქმეზე განყოფილებაში გამოცხადდა ე-–-----------------ი, რომელმაც წარმოადგინა სხვადასხვა ნივთები და განაცხადა, რომ მისმა შვილმა კ--------------მა მოიპარა ისინი თ---------– ს--------ას სახლიდან. ბავშვს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მისი განმარტებით ისინი დაცემის შედეგად მიიღო. კ--------------ისგან აღებულ იქნა თითის კვლების ნიმუშები, რომელიც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით თ--------– ს--------ას სახლიდან ამოღებული ხელის კვლების არაიდენტური იყო, მოგვიანებით დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა კ--------------ის უფროსი ძმის ს---- ს--------ის ხელის კვლების ნიმუშებზე და ისინი იდენტური აღმოჩნდა თ---------– ს--------ას სახლიდან ამოღებული ხელის კვლების. აღნიშნული დასკვნა გაცემულია 2015 წლის 10 ნოემბერს და ის ამ საქმეს ამიტომ არ ერთვის.
2015 წლის 15 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, მოწმე ჩ---- ს--------ს (კ--------------ს), კანონიერი წარმომადგენლის ქ-----ა ს--------ასა და თარჯიმნის ჯ---–------------–---–ის მიერ წაეკითხა მისი ჩვენება, მიეცა წინადადება ჩვენების ადგილზე შემოწმებით ეჩვენებინა და დაედასტურებინა ის ადგილები, საიდანაც მან რამოდენიმე დღის უკან თ---------– ს--------ას სახლიდან ჩუმად მოიპარა საყოფაცხოვრებო ნივთები. მისი თანხმობის შემდეგ გაჩიანის პოლიციის განყოფილების ეზოდან, გაემართნენ სოფელ ყარათაკლიის მიმართულებით. კ--------------ის მითითებით მივიდნენ თ---------– ს--------ას სახლის ეზოს ჭიშკართან. ჭიშკართან მისვლისას კ--------------მა მიუთითა, ის ადგილი საიდანაც გადავიდა ეზოში. თ---------– ს--------ას წერილობითი თანხმობის შემდეგ შევიდნენ ეზოში. ეზოში კ--------------მა მიუთითა სახლის პირველ სართულზე აივნის გვერდით არსებული ხის ფანჯარა, რომლის საშუალებითაც შევიდა საცხოვრებელი სახლის ოთახში. შესვლისას კ--------------მა მიუთითა ასევე ის ოთახები, საიდანაც მან მარტომ მოიპარა საყოფაცხოვრებო ნივთები. ამ ყველაფრის შემდეგ გამოვიდნენ თ---------– ს--------ას სახლიდან, სადაც ბაღის ბოლოზე კ----მა მიუთითა ის ადგილი და მავთუბაღის ღობე საიდანაც გაიტანა მოპარული ნივთები. სამსახურებრივი ა/მანქანით მივიდნენ მდინარე მტკვართან. მისვლისას კ----მა მიუთითა ის ადგილი, სადაც გადააგდო სამოვარი და დივიდი. ამ ყველაფრის შემდეგ გაემართნენ მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. ადგილზე მისვლისას ქ-----ა ს--------ას წერილობითი თანხმობით შევიდნენ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეზოში შესვლისას კ--------------მა მიუთითა სახლის უკან მდებარე სათავსო, სადაც დაალაგა თ---------– ს--------ას სახლიდან მოპარული ნივთები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაასურათეს შ/ადგილი.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურეს ექსპერტებმა ნ----------------–---–მა და ნ-----------ემ.
ნ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა ბავშვი, თარჯიმანი, ბავშვის ბებია და ბინის მეპატრონე ქალბატონი. ბავშვი იყო მოწყენილი, დაღონებული, გამომძიებელი ეკითხებოდა და ბავშვი პასუხობდა. ბავშვს სილურჯეები ემჩნეოდა მკრთალად თვალებს ქვემოთ. ბავშვზე ზეწოლას არავინ ახდენდა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე ნ-----------ემ. მან დამატებით განმარტა, რომ ბავშვი გამომძიებლის კითხვებზე უთითებდა საიდან რა აიღო. ბავშვს სილურჯეები აღენიშნებოდა სახის მიდამოებში, ტანისამოსი ეცვა და აქედან გამომდინარე სხეული არ უნახავთ. ბავშვი ამბობდა რომ წაქცევის შედეგად ჰქონდა მიღებული დაზიანებები.
მოწმე ჯ---–------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არასრულწლოვან კ--------------ს უწევდა დახმარებას და აზერბაიჯანულ ენაზე უთარგმნიდა გამომძიებლის კითხვებს. დაკითხვის დროს ბავშვი გალურჯებული იყო, შეკითხვებს გამომძიებელი უსვამდა და ის პასუხობდა. ასევე ესწრებოდა კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც ბავშვს ხან წყევლიდა და ხან ეჩხუბებოდა. დაკითხვის პროცესში ბავშვს არაფერს აძალებდნენ, არც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კარნახობდნენ რაიმეს.
ე-–-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა შემდეგი:
ბრალდებულმა ე-–-----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქორწინებაში იყო ნ---------------სთან, ჰყავთ ორი შვილი, უფროსი შვილი ს---- ს--------ი მასთან ცხოვრობს, უმცროსი - დედასთან. დედასაც ასე სურს, რადგან ორ ბავშვს ვერ მოუვლის. შვილებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს. რუსეთში იმყოფებოდა, როდესაც შეიტყო რომ მეუღლემ მასთან შეთანხმების გარეშე გაიკეთა აბორტი. ამის გამო განქორწინდნენ და შვილები მას შემდეგ იზრდებიან ცალ-ცალკე. უმცროს შვილს კ----ს ქურდობის ჩადენაში ედებოდა ბრალი და ამ საქმის გამო უთხრა მას, რომ ასეთი საქციელი არ შეიძლებოდა. არ უცემია და არანაირი დაზიანებები მისთვის არ მიუყენებია. კ----ი ამჟამადაც დედასთან არის, თუმცა მასთან ხშირად მოდის. მის გარდა ბავშვებს ყურადღებას აქცევს დედამისი და მისი და. მასწავლებელი მასთან იმიტომ მივიდა, რომ კ----ი სკოლაში არ დადიოდა, უნდოდა, რომ ბავშვისთვის ტანსაცმელი ეყიდა და რამდენიმე დღე კიდევ დარჩენილიყო. კ----მა რატომ დაადანაშაულა იგი არ იცის, მიიჩნევს, რომ ბავშვი დაარიგეს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა არასრულწლოვანი დაზარალებული კ--------------ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს გ----------------------------–------------ში დედასთან ერთად. ჰყავს მამა ე-–-----------------ი და მასთან მიდის ხოლმე. ერთხელ მამამ თავის სახლში წაიყვანა ერთი კვირით და 18 აგვისტოს დაბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში ე-–-------ი სცემდა და ეუბნებოდა ქურდობა შენ ჩაიდინეო. თვითონ ე-–-------ი შევიდა იმ სახლში და ის ნივთები მან აიღო, მერე ეჩხუბებოდა შენ დაიბრალე, პატარა ხარ და შენ არ დაგიჭერენო. პოლიციელები რომ მოვიდნენ მან აჩვენა მოპარული ნივთები და მამა სახლში რომ დაბრუნდა ამის გამო სცემა. მუცელი სიგარეტით დაუწვა და ღობეზე ჩამოკიდა. როცა მამამ სცემა, სახლში იყო მისი ძმა ს---- ს--------ი და ბებია, მეზობლებმაც დაინახეს. ე-–-------ი სხვა დროსაც სცემდა, დედას შეაგინეო. თავზეც ”შრამიც” აქვს. საჭმელს არ აჭმევდა და ღამე ჩუმად ჭამდა, ბებია კარგ საჭმელს არ აკეთებს და არ მოსწონს, მხოლოდ ერთ შარვალს აცმევდნენ. დედასთან რომ წავიდა ცუდად იყო, მუცელი ჰქონდა გასიებული. სკოლაში კარგად სწავლობს და ამ ამბის მერე ცუდი ნიშნები ჰქონდა. სიგარეტს არ ეწევა. ე-–-------მა დაარიგა რა უნდა ეთქვა პოლიციაში და უთხრა, რომ შენ უნდა დაიბრალო ქურდობაო. ის შორიდან ანიშნებდა როგორ უნდა თქვა. სხეულზე არსებული დაზიანებების ჩვენებაზე კ--------------მა უარი განაცხადა.
არასრულწლოვანი კ--------------ისთვის მიყენებული დაზიანებების ხარისხისა და წარმომშობი მექანიზმის დადგენის მიზნით, საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
2015 წლის 22 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შპს "ჯეო ჰოსპიტლის“ გარდაბნის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1275 და სს მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N’16700-ის მონაცემებით, კ--------------ს 20-21.08.15წ. აღენიშნებოდა ექსკორიაციები და კანქვეშა ჰემატომა თხემისა და კეფის მიდამოში. პირადი გასინჯვით 31.08.15 წ. აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური და ნაჭდემი თხემის მიდამოში, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. მრგვალი ფორმის ნაწიბურები მუცლისა და გულ-მკერდის მიდამოებში, შესაძლოა განვითარებული იყოს მაღალი ტემპერატურის მოქმედებით. საკმაო დროით გასვლის გამო მათი ხანდაზმულობა და ხარისხი ვერ განისაზღვრა.
აღნიშნული დასკვნის ირგვლივ დაიკითხა ექსპერტი მოწმე მ--------–----------ე. მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა კ--------------ის მიმართ, როგორც სამედიცინო დოკუმენტების, ისე პირადი გასინჯვის საფუძველზე. კ.ს--------ს აღენიშნებოდა დაჟეჟილობები, ასევე აღენიშნებოდა დამწვრობის ნაწიბურები. მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო, დამწვრობის ხანდაზმულობა და მექანიზმი ვერ დადგინდა, აღნიშნული მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
2016 წლის 21 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის მასალებში არსებული, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ გარდაბნის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3213-ის მონაცემებისა: მოქალაქე კ--------------ი მოთავსებული იქნა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 20/08/15 წ-ს 20:00 სთ-ზე და გაეწერა 21/08/15 წ-ს 15:10 სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, ინტრაკრანიალური ტრავმა, მუცლის წინა კედლის დაჟეჟილობა. ამავე დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ”სისხლნაჟღენთები ქვედა ორივე კიდურის არეში, კანქვეშა ჰემატომა თავის არეში. ორივე მხარეს აგრეთვე კანზე /სიგარეტის?/ დამწვარი ადგილები კანზე. გულ-მკერდის და მუცლის წინა კედელზე დაახლოებით 10 სმ არასწორი ფორმების ბრტყელი გრანულაციები /2 ცალი/ ანთებადი ნიშნების გარეშე. თანახმად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ს.ს. მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N16700-ის ასლის მონაცემებისა: მოქალაქე კ--------------ი მოთავსებული იქნა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 21/08/15 წ-ს 16:16 სთ-ზე და გაეწერა 21/08/15წ-ს 20:30 სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა დაუზუსტებელი ლოკალიზაციის-დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად დასმულ საკითხებზე მსჯელობისას მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. ამავე დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა: ’’ექსკორიაციები და კანქვეშა ჰემატომა თხემისა და კეფის არეში. თანახმად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული, ექსპერტის დასკვნა №005611715-ის მონაცემებისა: შპს ჯეო ჰოსპიტალს გარდაბნის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3213 და სს.მ იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N16700-ის მონაცემებით: კ--------------ს 20-21.08.15წ. აღენიშნებოდა ექსკორიაციები და კანქვეშა ჰემატომა თხემისა და კეფის მიდამოში. პირადი გასინჯვით 31.08.15 წ. აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური და ნაჭდევი თხემის მიდამოში, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, ხოლო მუცლისა და გულ-მკერდის მიდამოებში არსებული მრგვალი ფორმის ნაწიბურების ხანდაზმულობა ვერ განისაზღვრა მათი განვითარებიდან საკმაო დროის გასვლის გამო.
თუ რა ვითარებაში (მიიღებდა თუ არა აღნიშნულ დაზიანებებს სიგარეტის მაისურში ჩაგდებით) მიიღო კ--------------მა, მის სხეულზე არსებული, ზემოთ ხსენებული დაზიანებები- აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.
მუცლისა და გულ-მკერდის მიდამოებში არსებული მრგვალი ფორმის ნაწიბურები შესაძლებელია წარმოადგენდნენ, ამ მიდამოებში, რაიმე მაღალი ტემპერატურის (არ არის გამორიცხული ანთებული სიგარეტის) ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაზიანებების (დამწვრობების) შეხორცების შემდგომ კვლებს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით.
აღნიშნული დასკვნის ირგვლივ დაიკითხნენ ექსპერტები გ--------–--–--ე და ზ---------------–-–---–ი;
გ--------–--–--ემ დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად დასმული იყო ორი შეკითხვა კ--------------ის მიერ სიგარეტის მაისურში ჩაგდებით შეეძლო თუ არა მას მიეღო ისეთი დაზიანება, როგორც დაფიქსირებულია კ--------------ის სამედიცინო დოკუმენტებში და ექსპერტის დასკვნაში, და მაისურში სიგარეტის ჩაგდება დატოვებდა თუ არა რაიმე კვალს და დატოვების შემთხვევაში როგორს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მიიღებდა თუ არა მაისურში სიგარეტის ჩაგდებით დაზიანებებს, ამის დადგენა შეუძლებელია, მუცლის არეში არსებული მრგვალი ნაწიბურები შესაძლებელია წარმოადგენდნენ ამ მიდამოში რაიმე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგს, შესაძლებელია ეს ყოფილიყო ანთებული სიგარეტიც. ნებისმიერი დაზიანება პირს შეიძლება შეუხორცდეს უფრო ადრე ან შედარებით გვიან.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ზ---------------–-–---–მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ დაზიანებების ხანდაზმულობა ვერ დგინდება, თუ მისი მიღებიდან წელიწადნახევარია გასული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხანდაზმულობა და დაზიანების მექანიზმი ვერ განისაზღვრა.
მოწმე ნ-------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ პროფესიით არის ბავშვთა და ზოგადი ქირურგი. 2015 წლის ზაფხულში აგვისტოს თვეში ბავშვისთვის ქირურგის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიძახეს სამსახურში. კ--------------ი მიიყვანა დედამ და უთხრა, რომ ჰქონდა ჩივილები. ბავშვს მუცლის და თავის ტკივილები აწუხებდა, დამწვრობა ჰქონდა სხეულზე, ასევე თავბრუ ეხვეოდა. შემოწმების შედეგად, სხეულზე არსებული დამწვრობები ახალი არ იყო, ბავშვს სიცხე არ ჰქონდა, თავის არეში ჰქონდა მცირე შესიება, რაც შესაძლოა დარტყმის შედეგი ყოფილიყო. ზოგადად, ბავშვებს აქვთ სწრაფი რეგენერაციის უნარი. ბავშვმა საავადმყოფოში რამდენიმე საათი დაჰყო, დაკვირვების შედეგად არ საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას.
მოწმე ნ---------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან და ე-–-----------------მა 2002 წელს იქორწინეს და განქორწინდნენ 2008 წელს, ჰყავთ 2 შვილი. უმცროსი, კ--------------ი მასთან ცხოვრობს, ს----ი - მამასთან. განქორწინების მიზეზი იყო მეუღლესთან მუდმივი კონფლიქტი. კ----ი პერიოდულად მამასთან მიდიოდა, ერთი ასეთი შემთხვევა 2015 წლის აპრილის თვეში იყო, კ----ი წავიდა და უკან აღარ უშვებდნენ, ბებია თურქეთიდან ტანსაცმელს ჩამოგიტანს და მერე გაგიშვებთო, თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესი დაწყებული იყო და კ----ი გაკვეთილებს აცდენდა. დირექტორმაც დაურეკა და ბავშვი მოიკითხა. ვინაიდან იცოდა, რომ მისი თხოვნით კ----ს ე-–-------ი არ გამოუშვებდა, მის წამოსაყვანად მასწავლებელთან და პოლიციის თანამშრომელთან ერთად მივიდა. ბავშვი დაინახა ფანჯრიდან, თუმცა ე-–-------მა უთხრა, რომ ის სახლში არ იყო და სხვების თვალწინ სცემა, მეზობლებმა გააშველეს. ამ შემთხვევიდან კ----ი მამასთან 18 აგვისტომდე დარჩა. კ----ი ხშირად ურეკავდა, რომ მასთან სურდა დაბრუნება და მამა არ უშვებდა, ეუბნებოდა, რომ ცუდად ექცეოდნენ. 18 აგვისტოს დაახლოებით საღამოს 11 საათისთვის კ----ის ტირილის ხმა გაიგო, ბავშვი აღელვებული იყო და უთხრა, რომ მამამისმა სცემა, თავს იტკიებდა, ჭრილობასავით ქონდა და შესიებული იყო, შემდეგ მაისური აიწია და უთხრა, რომ მამამ ჭიშკარზე ჩამოკიდა და სიგარეტი დააწვა. ორი დღე ვერ დადიოდა. ასეთ მდგომარეობაში რომ იყო კ----ი, გადაწყვიტა პოლიციაში წასვლა, იქ უთხრეს, რომ მას ქურდობა ჰქონდა ჩადენილი. კ----მა უთხრა, რომ ქურდობის ჩადენას მამა აბრალდებდა და მასაც აიძულებდა დანაშაულის აღიარებას. მისი თქმით, ქურდობა ე-–-------მა ჩაიდინა და მას იმიტომ აბრალებდა, რომ არ დაეჭირათ. მამამ ამის გამო სცემა, წაიქცა და გონებაც დაკარგა. წინასწარ დაარიგა რა უნდა ეთქვა პოლიციაში და ასეც მოიქცა. კ----ის თქმით, მამა ყოველდღე ცემდა, საჭმელს არ აჭმევდნენ, აიძულებდა დედისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. ე-–-------ის მიმართ წარსულში გაცემულია შემაკავებელი ორდერი, ის სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას.
მოწმე მ--------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ე-–-----------------ი მისი სიძეა. მისი ქალიშვილი ამჟამად განქორწინებულია და შვილები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. უმცროსი დედასთან ცხოვრობს, პერიოდულად მიდის მამის და ძმის სანახავად, თუმცა 2015 წლის აგვისტოს თვეში მათთან ყოფნის შემდეგ, კ----ის გადმოცემით იცის, რომ მამამ მუცელში სიგარეტი დააწვა. ბავშვის წამოსაყვანად რომ მივიდა ნ---ა, ე-–-------მა სცემა და ბავშვი არ გამოატანა, იმის მერე ნ---ა იქ აღარ მისულა, მაგრამ ბავშვის დაბრუნებასაც სთხოვდა. მამა კ----ს სთხოვდა ტელეფონით დედას შეაგინეო და რომ არ შეაგინა ჭიშკარზე ჩამოკიდა და მუცელზე სიგარეტი დაადო. ქურდობის ჩადენას აბრალებდა. ამ ამბის შემდეგ კ----ი ნერვიული გახდა, ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა მასზე. ამჟამად ნ---ა თურქეთშია და კ----ი თვითონ გაუშვა მამასთან ორი დღით. უნდა, რომ ძმასთან და მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ე-–-------ი კარგი ქმარი რომ ყოფილიყო, მისი შვილი ალბათ არ გაშორდებოდა.
მოწმე ზ-----------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს გარდაბნის სკოლაში პედაგოგად და კ----- ს--------ის კლასის ხელმძღვანელია, ბავშვი შარშან დღესასწაულების შემდეგ სკოლაში არ დადიოდა, 15-20 დღე რომ გააცდინა, შეწუხდა და დირექტორთან და ბავშვის დედასთან ერთად ყ---------–--ში წავიდნენ. სკოლის დირექტორი დაუკავშირდა პოლიციის მუშაკს, რომ მათ სახლამდე მიეყვანათ. დედის განმარტებით, ბავშვი დღესასწაულებზე მამამ წაიყვანა და აღარ დაუბრუნებია. როდესაც მივიდნენ, მამა გამოვიდა და თქვა რომ ბავშვი არ იყო სახლში და წამოვიდნენ უკან. იქ პატარა აყალმაყალი ატყდა, არ უნახავს რომ ბავშვს რაიმე დაზიანებები ჰქონოდა. როგორც პედაგოგს არანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, პოლიციაში იყვნენ და ბავშვს რაღაც კითხვებს უსვამდნენ. მამამისის სახლს გადაუღეს ფოტოები რომ ბავშვი ცხოვრობდა ცუდ პირობებში, რაზე მოაწერა ხელი არ ახსოვს.
მოწმე ნ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ფსიქოლოგად თერაპიულ ცენტრში, სადაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. კ--------------ზე მუშაობისას ყველაზე მძიმე იყო მის მიერ გამოვლენილი პოსტრავმული მდგომარეობა. პირველად რომ ნახა, კ--------------ი დაძაბული იყო, თვალებში არავის უყურებდა, რაც ტიპიური ძალადობის ნიშანია. გამომძიებელი როდესაც კითხვას უსვამდა კ----ს, ის ბრუნდებოდა ბებიისკენ და მათ თვალს არიდებდა. მას საოცარი უნდობლობა ჰქონდა გარემოზე. ბავშვს შესთავაზეს შოკოლადის ფილა და მან დედის ნებართვის გარეშე არ აიღო, რომ მისცეს ნებართვა, შოკოლადი აიღო და ხელი მაგრად მოუჭირა. ბავშვი ამბობდა, რომ მამის სახლში ხშირად საჭმელს არ აჭმევდნენ. ბავშვს არ უნდოდა, რომ შეხებოდნენ მას ხელზე. რთულ კითხვებს თავს არიდებდა და ხელს მაგრად უჭერდა. ბავშვმა თავი აარიდა იმ პროცესის მოყოლას სადაც მამა აგინებდა დედას. როდესაც ბავშვი სახლში წამოიყვანეს, დედას ჰკითხა როგორ იქცეოდა კ----ი და დედის განმარტების მიხედვით ისე იქცეოდა, როგორც ტიპიურად ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს აღენიშნებათ. ბავშვს სწავლის ინტერესი ჰქონდა დაკარგული, ასევე უარს აცხადებდა დაბანაზე, სიზმარშიც ფორიაქობდა. მხოლოდ ერთი მანქანით თამაშობდა და თან ამ მანქანის განადგურების სურვილი ჰქონდა, დაეწყო უნებლიე შარდვა და სხეულის სხვადასხვა ადგილების ტკივილი, ხან თავს იტკიებდა, ხან მუცელს, ხან ყურს, ეს მის შინაგან ტკივილებს გამოხატავდა. კ----ი ამბობდა, რომ მამის სახლშიც იქცეოდა ანალოგიურად, მას ეშინოდა დაუკითხავად აეღო საჭმელი, რადგან ცემის ობიექტი ხდებოდა ამის გამო. დედა ამბობდა, რომ ბავშვი ძალიან აგრესიულად თამაშობდა ერთი ძველი მანქანით, რომელიც ადრე არ მოსწონდა. როდესაც ძალადობაზე ეკითხებოდნენ, ბავშვს კრუნჩხვები ეწყებოდა. იმ ამბის შემდეგ ბავშვი არ უნახავს, ვერ მოახერხა მისი მოკითხვა. დაკითხვის დროს ბავშვს ჰქონდა თავისუფალი სივრცე და კომფორტული გარემო.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ე-–-----------------ის მეზობლები, გ----–------------–---ა, ზ---------–----------ა, გ----------–-----------ა. მათ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ე-–-----------------ი კარგი მამაა, ყველანაირად უზრუნველყოფს ბავშვებს. მათ ცემას არასდროს შესწრებიან, გ----–------------–---ამ განმარტა რომ უფროსი შვილი ს----ი კარგი ბავშვია, ხოლო უმცროსი - კ----ი ცოტა სხვანაირია, მათ მიმართ კარგად არ არის განწყობილი, პირადად მისთვის არაფერი დაუშავებია. მოწმე ზ---------–----------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კ----მა მისი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია, ერთხელ ახალი ჩაასმევინა და მეორედაც გაუტეხა. მოწმე გ----------–-----------მა განმარტა, რომ ე-–-------ის უმცროსმა შვილმა კ----მა ჩაიხანის ფანჯარა ჩაუმტვრია და დომინოც მოპარა. ხელი მოკიდა და მამასთან და ბებიასთან მიიყვანა, ე-–-------მა შვილს უთხრა რომ სირცხვილი იყო და ასე ნუ იქცეოდა.
მოწმე ქ-----ა ს--------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ე-–-----------------ი მისი შვილია. მამასთან ცხოვრობს უფროსი შვილი, ხოლო უმცროსი - დედასთან, თუმცა ისიც მათთან ხშირად მიდის. კ----მა მეზობლის სახლიდან რაღაცეები მოიპარა, ამ საქმეზე მის დაკითხვას ესწრებოდა. 12 აგვისტოს სახლში იმყოფებოდა და ზუსტად ახსოვს, რომ კ----ი არ უცემია ე-–-------ს. იგი გაუბრაზდა ქურდობის გამო, თუმცა არანაირი დაზიანება მისთვის არ მიუყენებია. ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ამ ამბის შემდეგაც იყო კ----ი მათთან. ე-–-------იც და თვითონ ბავშვებზე ზრუნავენ. მისთვის უცნობია, თუ რატომ ადანაშაულებს კ----ი მამას.
2015 წლის 17 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით: დაზარალებულ კ--------------ის მიერ მიცემული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, პედაგოგ ზ-----------------ასთან, ფსიქოლოგ ნ---------------ესთან, თარჯიმან კ----------------თან და ექსპერტ ი-----–--–--------თან ერთად, დაზარალებულ კ--------------ის მითითებით მივიდნენ ე-–-----------------ის სახლში, ვინაიდან არ მიეცათ უფლება ეზოში შესულიყნენ, ვერ მოხერხდა კ--------------ის ჩვენების მიხედვით იმ ადგილის ჩვენება და ფოტოგადაღება, სადაც ე-–-----------------მა კ--------------ზე უშუალოდ წამების ფაქტი განახორციელა, კერძოდ ჩამოკიდა რკინის კარზე და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ გზა განაგრძეს კ--------------ის ჩვენების მიხედვით იმ სახლისკენ, სადაც ცხოვრობს ქალბატონი, რომელმაც სწორედ იმ დროს გაიარა ს--------ების სახლთან როცა კ.ს--------ი რკინის კარზე მაისურით იყო ჩამოკიდებული და რომლის დედასაც ჰქვია ,,საქინა”. კ.ს--------მა მიუთითა ერთსართულიან ,,ბელეტაჟის” ტიპის სახლზე, რომელიც იყო დაკეტილი. ამის შემდეგ გზა განაგრძეს იმ სახლის მიმართულებით, სადაც მომხდარი ქურდობის ფაქტის აღიარებას სთხოვდა კ--------------ს მამამისი ე-–-----------------ი. კ.ს--------მა მიუითითა ორსართულიან სახლზე, რომლის შესასვლელი ჭიშკარი ასევე იყო დაკეტილი.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა ექსპერტმა ი-----–--–------ამ. მანვე დამატებით განმარტა, რომ ბავშვის მითითებით მიდიოდნენ ოქმში მითითებულ ადგილებზე. ბავშვი ამბობდა რომ ჭიშკარზე ზურგით იყო ჩამოკიდებული, შემდეგ კიდევ ერთი სახლი მიუთითა, სადაც ის ქალბატონი ცხოვრობს, რომელმაც ბავშვი ჩამოხსნა. ბავშვი რასაც უთითებდა იღებდნენ ფოტოებს.
მოწმეებმა შ----------–--–-–---–მა, თ----------------მა, ს-----------–--ემ, მ--------–-–---–მა, ბ--------------–---–მა, გ---------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რეალობა.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად კ--------------ის, ნ---ა ს--------ის, ნ-------------ის, ფსიქოლოგ ნ---------------ის ჩვენებებით და კ--------------ის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, დგინდება ე-–-----------------ის მიერ კ--------------ზე ძალადობის ფაქტი, თუმცა ეჭვქვეშ დგას იმ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები, რომელთა დაყრდნობით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ე-–-----------------მა ჩაიდინა წამება.
ზოგადად, ძალადობა გულისხმობს ადამიანზე ნებისმიერი სახის ზემოქმედებას, რომელიც იწვევს ფსიქიკურ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. წამება მათ შორის ძალადობის ერთ-ერთი სახეა, თუმცა თავისი ხასიათით, ინტენსივობით, მოქმედების გამოკვეთილი ფორმით და კონკრეტული მიზნის არსებობით გამოირჩევა. როგორც აღინიშნა, პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანზე ზემოქმედებით, მიზნის მისაღწევად, აწამებს მეორე ადამიანს. ძალადობრივი დანაშაულებიდან წამების დროს გამოჩენილი სისასტიკე უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ ზღვარს, ანუ, მიზანთან ერთად, სისატიკის მინიმალური ზღვარი განასხვავებს წამებას სხვა სახის ძალადობისაგან.
მოცემულ შემთხვევაში კ--------------ის ჩვენებით, მამამ სცემა არჩდენილი დანაშაულის აღიარებისთვის, თუმცა თ---------– ს--------ას სახლის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები, ვინაიდან თავად კ--------------ის განმარტებით ქურდობა ჩაიდინა ე-–-----------------მა, ხოლო გ---------------–---–ის განმარტებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოვლინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები, იდენტურია ე-–-----------------ის უფროსი შვილის ს---- ს--------ის ხელის კვლების. გარდა აღნიშნულისა, გამოძიებით არ არის დადგენილი რა ბედი ეწია თ---------– ს--------ას სახლის ქურდობის საქმეს და ვინ აგებს პასუხს ამ დანაშაულისთვის. ეს კონკრეტული გარემოება კი გავლენას ახდენს წამების ჩადენის მიზანზე, ვის ინტერესებს ემსახურებოდა კ--------------ის მიერ დანაშაულის აღიარება და ვინ აირიდებდა პასუხისმგებლობას - ამ გარემოების დადგენა, სასამართლოს შეფასებით ქმნის ქმედების წამებად შეფასების ერთ-ერთ პირობას.
სასამართლო სხდომაზე ასევე არ გამოკვლეულა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ე-–-----------------მა ჭიშკარზე ჩამოკიდა კ--------------ი და შემდეგ მუცელზე ანთებული სიგარეტი ჩააწვა. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში კ--------------ი უთითებს უცნობ ქალბატონზე, რომლის დედას ჰქვია საქინაზე, რომელმაც ბავშვი ჭიშკრიდან ჩამოხსნა, თუმცა ასეთი მოწმე არ არის დადგენილი და არ დაკითხულა გამოძიების ეტაპზე, ცხადია არც სასამართლოში, არასრულწლოვანი უთითებს, რომ მაისური, რომელიც მას ეცვა გაიხა და მამამ სადღაც გადააგდო, რაც ასევე დაძებნილი და ამოღებული არ ყოფილა, შესაბამისად ისეთი გარემოება, რომელიც სცილდება ჩვეულებრივ პირობებში ჩადენილ ძალადობას და რომელიც შესაძლებელია, რომ დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით, მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და ექსპერტების წინაშე დასმული კითხვებისა, განესაზღვრათ კ--------------ზე არსებული თერმული დაზიანებები, ვერ დადგინდა როდის და რა პირობებში შეიძლებოდა მიეღო ბავშვს დამწვრობა, უფრო მეტიც, ექიმმა, რომელმაც პირველად გასინჯა კ--------------ი, ჩვენებაში აღნიშნა, რომ შემოწმების დროს ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებდა და დამწვრობის ნიშნები არ იყო ახალი, ექსპერტ ზ---------------–-–---–ის განმარტებით, კი საერთო ჯამში ხანდაზმულობა ვერ დგინდება თუ დაზიანებების მიღებიდან წელიწადნახევარია გასული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თერმული დაზიანებების ხანდაზმულობა და დაზიანების მექანიზმი ვერ განისაზღვრა, რასაც ვერაფრით აბათილებს ბავშვის ორგანიზმის სწრაფი რეგენერაციის უნარი. შესაბამისად, მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ერთი მხრივ შესაძლებელია კ--------------ზე განხორციელებული ძალადობის დადგენა, მეორე მხრივ არ არის საკმარისი წამების ჩადენის დასადასტურებლად, ძალადობის დროს გამოვლენილი სისასტიკის მინიმალური ზღვარის დასადგენად.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს, რომ ე-–-----------------ი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აიძულებდა კ--------------ს შეურაცხყოფა მიეყენებინა დედისთვის, ამასთან უკრძალავდა საჭმლის ჭამას და კ--------------ი იძულებული იყო ჩუმად ეჭამა საჭმელი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარის მიერ ასევე არ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ამ ქმედების ჩადენაში. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა, რომლებიც მართალია ბრალდებულის მეზობლები არიან, თუმცა მათ მეტი ინფორმაცია აქვთ ე-–-----------------ის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, ვიდრე სხვა პირებს, განუმარტეს სასამართლოს, რომ ე-–-----------------ი კარგი მამაა, ბავშვების ბებია ზრუნავს მათზე, მიუხედავად იმისა, რომ კ--------------ი დედასთან იზრდება, პერიოდულად ნახულობს მამასაც, რაც დაადასტურა კიდეც მ--------------ამ სასამართლო სხდომაზე, მან ასევე განმარტა, რომ 2015 წლის აგვისტოს შემთხვევის შემდეგ, კ----ი კვლავ გაუშვა მამასთან, რომ ძმასთან და მასთან ურთიერთობა არ შეეწყვიტა. ამასვე ადასტურებს 2016 წლის 16 აგვისტოს სანოტარო აქტი, რომლის მიხედვით ე-–-----------------ი და ნ--------------- თანხმობას აცხადებენ, რომ კ--------------ი თურქეთში წაიყვანოს ქ-----ა ს--------ამ. ე-–-----------------ს, როგორც მამას, დადებითად ახასიათებენ მოწმეები, რომელთა ჩვენებები უდავოდ იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად ვერ დადგინდა მოეპყრო თუ არა, ან შეუქმნა თუ არა ე-–-----------------მა კ--------------ს ისეთი პირობები, რის შედეგადაც მან განიცადა მორალური ტანჯვა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის წევრი, რომელსაც შესაძლებელია დაეკისროს ს/ს პასუხისმგებლობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117,118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული ძალადობა უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე.
სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებისა და მათ საფუძველზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–-----------------მა, თ---------– ს--------ას სახლის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, არასრულწლოვან კ--------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა მას სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თავში, რითაც კ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ--------------ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური და ნაჭდემი თხემის მიდამოში, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განაჩენით ე-–-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ხანგრძლივობით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე-–------- მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი - 120 საათი შეეცვალა ჯარიმით 1500 (ათასხუთასი) ლარით. სასამართლოში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით.
ვინაიდან ე-–-----------------ი ნასამართლევია ოჯახში ძალადობისათვის და ნასამართლობა გაქარწყლებული არ არის, მის მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა შეფასდეს, როგორც არაერთგზის ჩადენილი.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ე-–-----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მ-2 ნაწილის ”ა” და ”ე” ქ/პ-ით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–-----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ე-–-----------------ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსივობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით.
ე-–-----------------ი წარსულში ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განაჩენით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ე-–-----------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–-----------------ს, სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ე-–-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-271-ე, 272-ე, 273-ე, 274 - 277-ე, 279-ე, 280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-–-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111 144.1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ს 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტზე.
ე-–-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ე-–-----------------ს დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში მისი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 11 ივნისიდან.
ე-–-----------------ის მიმართ შეფარდებული აღვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში, ე-–-----------------ს მოხდილად ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 5 ოქტომბრიდან 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:
საქმეზე ამოღებული ე-–-----------------ის მიერ წარმოდგენილი თ---------– ს--------ის საყოფაცხოვრებო ნივთები, დაუბრუნდეს მის მფლობელს, კ--------------ის თითის კვლები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების სედეგად ამოღებული თითის კვალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე