გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.07.2018
საქმის ნომერი
210210017002121045
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/790-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ივლისი, 2018 წელი ქ. სიღნაღი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი: გვანცა დევიძე

მოსარჩელე: მა------------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენლები: თე-------------ე, მა--------------–--ე

მოპასუხე: ნი---------–----–---–ი

წარმომადგენელი: თე--------–--–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნი---------–----–---–ს მოსარჩელე მა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს თანხის 4800(11849 ლარის) დოლარის ოდენობით გადახდა.

 

2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება თა---- მა------–---–-- და მა------------–---–ს, არ---- გუ---–---–ს შორის, შემდეგი პირობებით:

 

1.1.მოპასუხეები მა------------–---–ი და არ---- გუ---–---–ი ვალდებულებას იღებენ თა---- მა------–---–- გადაუხდაონ 2700 (ორი ათას შვიდასი) აშშ დოლარი არაუგვიანეს ორიათას ჩვიდმეტი წლის ოცდათერთმეტი ოქტომბრისა.

 

აღნიშნული თანხის სრულად გადახდის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს თა---- მა------–---–- ვალდებულებას იღებს საკუთრებაში გადაუფორმოს მასზე რიცხული, სიღნაღის რაიონის სოფელ ტ-----–- არსებული საცხოვრებელი ბინა 130 კვ.მ. და საკარმიდამო ნაკვეთი 1711 კვ.მ., რომლის საკადასტრო კოდია 5-.0-.5-.0-- იმ მდგომარეობაში, რა სამართლებრივ რეჟიმშიც იქნება ხსენებული უძრავი ქონება იპოთეკის ან სხვა ვალდებულების გათვალისწინებით და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.

 

1.2.თა---- მა------–---–- ვალდებულია შეთანხმებული თანხის გადახდის პერიოდში არ განკარგოს და იპოთეკით არ დატვირთოს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

 

1.3.თანხის 2700 (ორი ათას შვიდასი) აშშ დოლარის გადახდა მხარეების მიერ დადასტურდეს წერილობით.

 

თა---- მა------–---–-ს გარადაცვალების შემდეგ, სიღნაღის რაიონის სოფელ ტ-----–- არსებული საცხოვრებელი ბინა 130 კვ.მ. და საკარმიდამო ნაკვეთი 1711 კვ.მ., რომლის საკადასტრო კოდია 5-.0-.5-.0--, 02.06.2017 წლის #170605713 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ნი---------–----–---–ის(პ/ნ4----------) საკუთრებად. მიუხედავათ იმისა, რომ განჩინებით თა---- მა------–---–- ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ თანხის სრულად გადახდამდე იპოთეკით არ დაეტვირთა უძრავი ქონება, მისმა მემკვიდრემ ეს ვალდებულება არ შეასრულა და 2017 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთა იგი. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი ბინის უკან დაბრუნებისა და ითხოვს მასსა და თა---- მა------–---–- შორის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით უკვე გადახდილი თანხის 4800 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხე ნი---------–----–---–ი მოთხოვნას არ ეთანხმება.

 

2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებასთან არანაირი კავშირი არ გააჩია, შესაბამისად არა აქვს ამ განჩინებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება თა---- მა------–---–-- და მა------------–---–ს, არ---- გუ---–---–ს შორის,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2016 წლის 02 ნოემბრის განჩინება

 

3.1.2. განჩინების თანახმად, თა---- მა------–---–- ვალდებული იყო შეთანხმებული თანხის გადახდის პერიოდში არ განეკარგა და იპოთეკით არ დაეტვირთა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 02 ნოემბრის განჩინება

 

3.1.3. თა---- მა------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ სადაო ქონება, ზოგადი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მემკვიდრეობით მიიღო მოპასუხე ნი---------–----–---–მა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.0--);

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4. სიღნაღის რაიონის სოფელ ტ-----–- არსებული საცხოვრებელი ბინა 130 კვ.მ. და საკარმიდამო ნაკვეთი 1711 კვ.მ., რომლის საკადასტრო კოდია 5-.0-.5-.0--, 2017 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ იპოთეკით დატვირთა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.0--);

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.5. მა------------–---–სა და თა---- მა------–---–- შორის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით უკვე გადახდილია თანხა 4800 აშშ დოლარი.

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია მა------------–---–სა და თა---- მა------–---–- შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ამ ვალდებულების ფარგლებში მა------------–---–ის მიერ თა---- მა------–---–-სათვის 4800 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ განჩინება მიღებულია მისი მონაწილეობის გარეშე და ამ განჩინებიდან გამომდინარე არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია. შესაბამისად ის სადაოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას წარმოეშვა თუ არა მას როგორც მემკვიდრეს განჩინებით ვალდებულელბები, რაც სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხე ნი---------–----–---–ს მოსარჩელე მა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს თანხის 4800(11849 ლარის) დოლარის ოდენობით გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით: 316-ე, 317-ე, 361-ე, 1306-1307-ე 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1319-1320-ე, 1328-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება თა---- მა------–---–-- და მა------------–---–ს, არ---- გუ---–---–ს შორის, შემდეგი პირობებით:

 

1.1.მოპასუხეები მა------------–---–ი და არ---- გუ---–---–ი ვალდებულებას იღებენ თა---- მა------–---–- გადაუხდაონ 2700 (ორი ათას შვიდასი) აშშ დოლარი არაუგვიანეს ორიათას ჩვიდმეტი წლის ოცდათერთმეტი ოქტომბრისა.

 

აღნიშნული თანხის სრულად გადახდის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს თა---- მა------–---–- ვალდებულებას იღებს საკუთრებაში გადაუფორმოს მასზე რიცხული, სიღნაღის რაიონის სოფელ ტ-----–- არსებული საცხოვრებელი ბინა 130 კვ.მ. და საკარმიდამო ნაკვეთი 1711 კვ.მ., რომლის საკადასტრო კოდია 5-.0-.5-.0-- იმ მდგომარეობაში, რა სამართლებრივ რეჟიმშიც იქნება ხსენებული უძრავი ქონება იპოთეკის ან სხვა ვალდებულების გათვალისწინებით და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.

 

1.2.თა---- მა------–---–- ვალდებულია შეთანხმებული თანხის გადახდის პერიოდში არ განკარგოს და იპოთეკით არ დატვირთოს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

 

მა------------–---–სა და თა---- მა------–---–- შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, თა---- მა------–---–- ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ თანხის სრულად გადახდამდე იპოთეკით არ დაეტვირთა უძრავი ქონება.

 

– 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დრიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

თა---- მა------–---–-ს გარადაცვალების შემდეგ, სიღნაღის რაიონის სოფელ ტ-----–- არსებული საცხოვრებელი ბინა 130 კვ.მ. და საკარმიდამო ნაკვეთი 1711 კვ.მ., რომლის საკადასტრო კოდია 5-.0-.5-.0--, 02.06.2017 წლის #170605713 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ნი---------–----–---–ის(პ/ნ4----------) საკუთრებად. ე.ი. მან როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო თა---- მა------–---–-ს სამკვიდრო ქონება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო(სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების(სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების(სამკვიდრო პასივი) ერთობლობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

თა---- მა------–---–-ს გარადაცვალების შემდეგ, სიღნაღის რაიონის სოფელ ტ-----–- არსებული საცხოვრებელი ბინა 130 კვ.მ. და საკარმიდამო ნაკვეთი 1711 კვ.მ., რომლის საკადასტრო კოდია 5-.0-.5-.0--, 02.06.2017 წლის #170605713 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ნი---------–----–---–ის(პ/ნ4----------) საკუთრებად. მოპასუხემ მიიღო რა სამკვიდრო და უშუალოდ ის ქონება, რომელიც განჩინების საგანს წარმოადგენდა, მან მიიღო ასევე მამკვიდრებლის მოვალეობები(სამკვიდრო პასივი). მიუხედავათ იმისა, რომ განჩინებით თა---- მა------–---–- ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ თანხის სრულად გადახდამდე იპოთეკით არ დაეტვირთა უძრავი ქონება, მისმა მემკვიდრემ ეს ვალდებულება არ შეასრულა და 2017 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთა იგი. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი ბინის უკან დაბრუნებისა და ითხოვს მასსა და თა---- მა------–---–- შორის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით უკვე გადახდილი თანხის 4800 აშშ დოლარის(რაც აღიარებული იქნა მხარეების მიერ) უკან დაბრუნებას, რაც სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რელიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.

 

ამდენად, არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ უნდა დაეკისროთ 355 (სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ამდენად, არ არსებობს სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მა----- გუ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე ნი---------–----–---–ს მოსარჩელე მა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4800(11849 ლარი) აშშ დოლარის გადახდა;

 

2. დაეკისროთ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 355 (სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50(ორმოცდაათი) გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ.ღვინიაშვილი