განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/10-18
№061290617001
15 მაისი, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–--–-------აძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჭ-----------------–--------------------------–-------–-–------------–--------------------------------------–---------------------------------------------
ადვოკატი- გე-----------–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჭა-----------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. სამტრედიაში, თა----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ ჭა-----------ას, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, ფი-----------------ასთან და დედასთან, ქ-------------ასთან. მომხდარით განაწყენებულმა ჭა-----------ამ მარჯვენა მხრის არეში სკამის დარტყმის გზით ძალადობა განახორციელა ქ-------------აზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ჭა-----------ას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ჭა-----------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ჭა-----------ას ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ- მოწმე ფი-----------------ამ, დედამ -დაზარალებულმა ქ-------------ამ, და-მამამ მოწმე ავ--------–------ამ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ჭა-----------ას წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მამუკა დვალიშვილმა განაცხადა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თანამდებობაზე, 2017 წლის 29 ივნისს მას დაეწერა შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მის მიერ დაკითხულ იქნა მოწმე ფი-----------------ა, რომელმაც განმარტა, რომ მას მეუღლესთან ჭა-----------ასთან, ეჭვიანობის ნიადაგზე, მოუვიდა შელაპარაკება, მან აღელვების ნიადაგზე ხელი მოუჭირა კისერში მის მეუღლეს, ხოლო როდესაც მისმა მეუღლემ ხელი გააშვებინა, შემთხვევით მოქნეული ხელი მოხვდა სახის არეში, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, რის გამოც ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა. მის მიერ ასევე ექსპერტ გუ-----–---------ან ერთად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დათვალიერებას ასევე ესწრებოდა ფი-----------------ა. დათვალიერების დროს ოთახში არსებული სკამები იყო არეულად განლაგებული, სხვა რაიმე გარემოება შემთხვევის ადგილას არ დაფიქსირებულა. შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიკითხა ჭა-----------ა და დაზარალებული ქ-------------ა, რომელმაც დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მის მეუღლესთან, ავ--------–------ასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა მის შვილთან, ჭა-----------ასთან. რა დროსაც გაბრაზებულმა ჭა-----------ამ მას ესროლა სკამი, რომელიც მოხვდა მარჯვენა მხრის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მის მიერ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქ-------------ას მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომელიც მისი განმარტებით მიაყენა ჭა-----------ამ. მის მიერ ასევე ბრალი წარედგინა ჭა-----------ას, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გი----------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ საქმეზე მის მიერ დაკითხულ იქნენ მოწმეები ქ-------------ა, ავ--------–------ა, ხა-----------–--–--ლი ასევე დანიშნულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზა. დაზარალებულ ქ-------------ამ განმარტა, რომ 20-7 წლის 29 ივნისს საღამოს საათებში სტუმრად იმყოფებოდა მის შვილთან ჭა-----------ასთან, რა დროსაც მან სკამი ესროლა ბეჭის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კონფლიქტის მიზეზი კი გახდა ის ფაქტი, რომ უცნობი ქალბატონიო სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის’’ საშუალებით მას წერდა, რომ იგი იყო მისი შვილის ჭა-----------ას კანონიერი მეუღლე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გი--------------მ განმარტა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, იგი 20-7 წლის 29 ივნისს საღამოს საათებში შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ჭა-----------ას საცხოვრებელ სახლში სადაც ჭა-----------ას მიერ მისი დედის ქ-------------ას მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, კერძოდ, მისივე განმარტებით მისმა შვილმა ჭა-----------ამ მოარტყა სკამი ბეჭის არეში, აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომელსაც თავად ჭა-----------ამ ხელი არ მოაწერა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ხა-------------–--–---–მა განმარტა, რომ იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. სამტრედიაში თ-------------------------ში. მის მეზობლად 3 წელია ცხოვრობენ ჭა-----------ა და ფი-----------------ა. 2017 წლის 29 ივნისს, საღამოს საათებში, იგი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მეზობლად მცხოვრები ჭა-----------ას სახლიდან შემოესმა ყვირილის ხმა, სადაც მისულს დახვდა ფი-----------------ა, რომელიც ტიროდა და ეუბნებოდა ჭა-----------ას რატომ წამოეგე ამ ანკესზეო, შემდგომი კონფლიქტის თავის არიდების მიზნით მან მის საცხოვრებელ სახლში გადაიყვანა ფი-----------------ა, დაახლოებით 10-15 წუთის გასვლის შემდგომ ჭა-----------ას სახლში მოვიდა 7 პოლიციელი და იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მას თან გაჰყვა მისი მეუღლე ფი-----------------ა და რადგან, არ სურდა მარტო მისი გაშვება თვითონაც გაჰყვა პოლიციაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გურამ ჟუტაევმა განმარტა, რომ იგი მუშაობს შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. კერძოდ, იგი გამომძიებელ მამუკა დვალიშვილთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მის მიერ სხვადასხვა რაკურსით ფოტოგრაფირებულ იქნა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახი, ხოლო რაიმე საგანი ან ნივთი დათვალიერების დროს ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი.
2017 წლის 04 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის # 003827617 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ქ-------------ას სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ, უჩიოდა სუსტი ინტენსივობის ტკივილს და წვის შეგრძნებას მარჯვენა მხრის მიდამოში. მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა უსწორო- ოვალური ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნასჟღენთი ზომით 9,5 X 8,2 სმ. იმ მოტივით რომ, სხეულზე სხვა დაზიანება არ ჰქონდა, ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა შო------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სამტრედიის რაიონული სასასმართლოს 2004 წლის 23 მარტის განაჩენით დადგენილია, რომ ჭა-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათალისწინებული დანაშაულისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ჭა-----------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ჭა-----------ას პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ - მოწმე ფი-----------------ამ, დედამ - დაზარალებულმა ქ-------------ამ და მამამ-მოწმე ავ--------–------ამ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ჭა-----------ას მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ჭა-----------ას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ქ-------------ას, აგრეთვე, მოწმეების ავ--------–------ასა და ფი-----------------ას ჩვენებები, ამ უკანასკნელებმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ ჭა-----------ას წინააღმდეგ. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ჭა-----------ა უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ჭა-----------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოუწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ჭა-----------ას მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ჭა-----------ა უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჭა-----------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ჭა-----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ავ--------–------ას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ, სამტრედიის მუნიციპალიტეტი ს------–--------–ი, მდებარე უძრავ ქონებას (ზ-------, ს------------, კ--------–----, ნ----------- ს/კ №3-.0-.4-.2--)– 1 000 ( ერთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა;
გამართლებულ ჭა-----------ას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე