გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2018
საქმის ნომერი
010210018002350675
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010--0018002350675

N2/1062-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.06.2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი -ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე: ვაჟა ბე----ე

წარმომადგენელი: შოთა ჯი--–--ე

მოპასუხე: აჭ-------------------------------–---–---------ო

წარმომადგენელი: არჩილ ხარაზი

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ (სამართალმემკვიდრე არსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის საარსრულებო ბიურო) მიერ დადებული ყადაღისაგან ვაჟა ბე----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, გუ-----–---–-ს ქ. №7-, 2- მა---ს ქ. N1--.

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

 

გასული საუკუნის 90-იან წლებში ვაჟა ბე----ეს წარმოეშვა ვალდებულება სს ,,შა---------------–-----ს ბანკში, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია და არ არსებობს. 2000 წლის 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვაჟა ბე----ეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. ბათუმის სააღსრულებლო ბიუროს 2002 წლის 12 სექტემბრის N02/03 მიმართვის საფუძველზე ყადაღა დაედო ვაჟა ბე----ის უძრავ ქონებას მდებარეს ქ. ბათუმი, გუ-----–---–-ს ქუჩა N7-, 2- მა---ს N1-- ს/კ 0-.2-.5-.0--. ვაჟა ბე----ის განმარტებით , მას ვალდებულება სს შა---------------–------------ს მიმართ თავის დროზე (ყადაღის წარმოშობის შემდეგ) შესრულებული აქვს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

აჭ-------------------------------–---–---------ო სარჩელს არ სცნობს.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ვაჟა ბე----ეს სს ,,შა---------------–-----ს“ ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 2220 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- სასამართლო გადაწყვეტილება

 

3.1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2000 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2002 წლის 12 სექტემბრის მიმართვით აღმასრულებელმა დააყადაღა ვაჟა ბე----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, გუ-----–---–-ს N7-/2- მა---ს N1--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2002 წლის 12 სექტემბრის მიმართვა.

 

3.1.3. საქმის განხილვის მომენტისათვის ქ. ბათუმი, გუ-----–---–-ს N7-/2- მა---ს N1---ში მდებარე უძრავ ქონებას ყადაღა ადევს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ბიუროს მიმართვები.

 

3.1.4. სს „შა---------------–------------“ ლიკვიდირებულია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 2009 წლის 27 იანვრის N27-01/7 განკარგულებით. სს „შა---------------–-----ს ბანკს“ სამართალმემკვიდრე არ ჰყავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული ბანკის წერილი 12/04/2018წ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, გუ-----–---–-ს ქუჩა N7-, 2- მა---ს N1-- ს/კ 0-.2-.5-.0--

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

 

სასამართლო მხარეებს მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მემკვიდრეობის უფლების დაცვა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს იდაოს მემკვიდრეობის უფლების დასაცავად და ამ გზით აღიდგინოს მემკვიდრეობის დარღვეული უფლება.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ვაჟა ბე----ეს სს ,,შა---------------–-----ს“ ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 2220 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რითაც ვაჟა ბე----ის მიმართ 2002 წელში დაიწყო იძულებით აღსრულება. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ვაჟა ბე----ის საკუთრებად ირიცხებოდა უძრავი ქონება. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2002 წლის 12 სექტემბრის მიმართვით აღმასრულებელმა დააყადაღა ვაჟა ბე----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, გუ-----–---–-ს ქუჩა N7-, 2- მა---ს N1-- ს/კ 0-.2-.5-.0--

6.3. საქმის განხილვის მომენტისათვის ქონებას კვლავ ყადაღა ადევს. სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის, მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მოსარჩელის ინტერესი. ასევე, ქონებაზე ყადაღის არსებობა გამოიწვევს თუ არა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტით აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.

 

6.4. სასამართლომ დაადგინა, რომ აღსრულება დაწყებული იყო თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით. ასეთი საქმეების აღსრულებისათვის კანონმა დააწესა 10 წლის ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. კანონი შეიცავს გამონაკლისსაც. ანუ არსებობს რიგი აღსრულების საქმეები, რომლებიც აღსრულების დაწყებიდან 10 წლის შემდეგაც არ წყდება. ამ საქმეთა ჩამონათვალი მოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტის ბოლო წინადადებაში, მაგრამ ვაჟა ბე----ის მიმართ დაწყებული აღსრულება არ წარმოადგენს იმ კატეგორიის საარსრულებო საქმეს, რომელიც 10 წლის შემდეგ არ ექვემდებარება შეწყვეტას. მიუხედავად ამისა აღსრულება არ შეწყდა იმის გამო, რომ სააღსრულებო ბიუროში ვერ მოიძებნა ვაჟა ბე----ის სასარგებლოდ დაწყებული სააღსრულებო საქმე. ასეთ სიტუაციაში სასამართლო მიიჩნევს, რომ დაწყებული აღსრულება ვერ გაგრძელდება ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქმე სააღსრულებო ბიუროში ვერ ინახა, და მეორეც იმიტომ, რომ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული გარემოება უნდა შეფასდეს, როგორც აღსრულების შეწყვეტა.

 

6.5. ამასთან, სასამართლო უთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად აღსრულება შეწყდება თუ განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე.

 

დადგენილია, რომ კრედიტორი- სს“შა---------------–------------“ ლიკვიდირებულია და სამართალმემკვიდრე არ ყავს.

 

6.6 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე მოსარჩელის ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და ქონება უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 120 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხემ საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ბაჟის სახით გადახდილი თანხა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ვაჟა ბე----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.ყადაღისაგან გათავისუფლდეს უძრავი ქონება მდებარე - ქ. ბათუმი, გუ-----–---–-ს ქუჩა N7-, 2- მა---ს N1-- ს/კ 0-.2-.5-.0--;

 

3.აჭ-------------------------------–---–---------ოს, ვაჟა ბე----ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ, ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) მეშვეობით;

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე