განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/486-18 (№069060418002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ--- მჟ----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გო------- გუ-----ს ძე ჯი–-------- - დაბადებული 1--- წლის 9-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ, წყალტუბო, სოფ. გუ-----.
ადვოკატი - ოთ--- რუ----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის აგვისტოში, ზუსტი რიცხვი და დრო დაუდგენელია, წყალტუბოს რაიონის სოფელ გუ----ში, ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში, გო------- ჯი–-------მა სათანადო ნებართვის გარეშე განახორციელა ხე-ბუჩქნარის, კერძოდ, შვიდი ძირი წაბლის ჯიშის ხის უკანონოდ გაჩეხვა, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 10 022 (ათი ათას ოცდაორი) ლარის და 40 (ორმოცი) თეთრი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა გო------- ჯი–--------ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების გი------ ალ--–---–-ს, ელ------ ჯუ-–-----ს, მა-–---- ჯა---–---ს, შა-–-- კვ-------ს, ვა-–------- გა--------ს და მზ-------- ჯი–--------ს გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი გო------- ჯი–--------ს მონაწილეობით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მა-–---- ჯა---–---ს მონაწილეობით, მოწმის სახით გი------- ჯა---–---ს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკის დათვალიერების ოქმი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის წერილი ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, თანდართული მასალებით) ერთობლიობა გო------- ჯი–--------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. ტყით სარგებლობის უფლება სანებართვო ხასიათისაა. ეს უფლება წარმოიშობა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის, დოკუმენტის საფუძველზე. ობიექტური მხრივ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა გამოიხატება: ა) აქტიურ ქმედებაში, ბ) შედეგში და გ) მიზეზობრივ კავშირში. გაჩეხვაში იგულისხმება როგორც ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან (მოჭრა, მოხერხვა), ასევე ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) ან ბილეთის გარეშე. მოქმედება უკანონოა მაშინაც, როცა გაჩეხვა ხდება ლიცენზიაში მითითებული ოდენობის გადამეტებით, ანდა ხე-ბუჩქნარის ის სახეობა, რაზეც არაა გაცემული ლიცენზია. გაჩეხვა უკანონოა მაშინაც, როცა იგი ხდება ტყის იმ მონაკვეთზე, რაც ლიცენზიაში ან ბილეთში არაა მითითებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გო------- ჯი–-------ს არ ჰქონდა გაჩეხვისათვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა. შესაბამისად, მის მიერ შვიდი ძირი წაბლის ჯიშის ხის უკანონოდ მოჭრა არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისის არაა მხოლოდ მოქმედების (უკანონო გაჩეხვა) ჩადენა. აუცილებელია ამ ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, კერძოდ: 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის #54 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით და ზევით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულის უკანონო ქმედებით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 10 022 (ათი ათას ოცდაორი) ლარის და 40 (ორმოცი) თეთრი.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გო------- ჯი–-------მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გო------- ჯი–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გო------- ჯი–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას, ოჯახურ მდგომარეობას.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი და სასჯელი - პირობით მსჯავრად ჩათვლილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. აღსანიშნავია, რომ სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდებული რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ვერ იქნება ეფექტური ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
ორი ცალი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად მოხდეს, ამოღებული ხის ნაჭრების (ექვსი ტომარა), როგორც დანაშაულის საგნის, საპროცესო კონფისკაცია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გო------- ჯი–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
გო------- ჯი–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გო------- ჯი–-------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:
ორი ცალი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად მოხდეს, ამოღებული ხის ნაჭრების (ექვსი ტომარა), როგორც დანაშაულის საგნის, საპროცესო კონფისკაცია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური