გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.06.2018
საქმის ნომერი
111310418002450939
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 111310418002450939

№3/2-2---

ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2--- წელი დ.ხარაგაული

 

ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ზურაბ ფოცხვერაშვილი

 

მოსარჩელე - ფ--–----- ხ----ე;

 

მოპასუხე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი - კ--- კ--–------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2--- წლის 3--------–---------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფ--–----- ხ----ისათვის 2--- წლის 01 მაისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე;

 

მოსარჩელის განმარტებით, დასაქმებული არის სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–-------------–---–---------------–---------------------------------------–------------------------- პოზიციაზე. 2--- წლის 2--------–- მიაღწია საპენსიო ასაკს, რის გამოც 2--- წლის 20 აპრილს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2--- წლის 3--------–--------- გადაწყვეტილებით სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელეს უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–--------------–----- არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ფ--–----- ხ----ე ახორციელებს საჯარო საქმიანობას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც პენსიის მიღება წყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოსარჩელე მოითხოვს პენსიის დანიშვნას 2--- წლის 01 მაისიდან, ვინაიდან ს---–-----------–---------–-------–---–- საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1.მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ ფ--–----- ხ----ეს საპენსიო ასაკის მიღწევის დროს დაენიშნა პენსია და ჩაერიცხა 2--- წლის ივნისის და ივლისის თვეში. ხარაგაულის რაიონულ განყოფილებაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული წერილით მიწოდებული იქნა იმ პენსიონერთა სია, რომლებიც ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას და აღნიშნულ სიაში იყო ფ--–----- ხ----ე, რომლის საფუძველზეც შეუწყდა პენსია. 2--- წლის 20 აპრილს მოსარჩელემ ისევ მიმართა განცხადებით პენსიის დანიშვნის თაობაზე. 2--- წლის 3--------–- ხარაგაულის რაიონული განყოფილების მიერ მიღებული იქნა N----- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ, რომლის თანახმადაც მოქალაქე ფ--–----- ხ----ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ფ--–----- ხ----ე დასაქმებული არის სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–-------------–---–---------------–---------------------------------------–------------------------- პოზიციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–--------------–-----’ 2--- წლის 0-------- ცნობა;

 

3.1.2. ფ--–----- ხ----ემ საპენსიო ასაკს მიაღწია 2--- წლის 2--------–- ( 6- წელი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

 

3.1.3. მოსარჩელის 2--- წლის 05 მაისის განცხადების საფუძველზე დაენიშნა ასაკის პენსია, რომელიც ჩაერიცხა 2--- წლის ივნისისა და ივლისის თვეში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილის საფუძველზე ფ--–----- ხ----ეს შეუწყდა პენსია, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

-შესაგებელი;

-სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.1.4.მოსარჩელემ 2--- წლის 20 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას მიმართა პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის გაცემის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ 2--- წლის 01 აგვისტოდან შეუწყდა პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო და ამჟამადაც ახორციელებდა საჯარო საქმიანობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

-2--- წლის 2--------–---------------- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილების პასუხი;

 

3.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2--- წლის 3--------–--------- გადაწყვეტილებით ფ--–----- ხ----ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, იმ საფუძვლით, რომ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-2--- წლის 3--------–--------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–--------------–-----, სადაც დასაქმებულია მოსარჩელე, წარმოადგენს ს---–-----------–----- დაწესებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულება;

-საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის N1120 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს----–-–----------------------–----------------------–--------------–----- დებულება;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-105 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცბულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ფ--–----- ხ----ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ: ბათილად უნდა იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2--- წლის 3--------–---------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილებას უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფ--–----- ხ----ისათვის 2--- წლის 01 მაისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ასევე, ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2--- წლის 3--------–--------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა პენსიის მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.

 

6.4. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად: 1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. 2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით. 3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანხმად კი საჯარო საქმიანობაა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

 

საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ მესამე მუხლის თანახმად კი მოცემულია ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პენსია – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი სარგებელი; ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა; გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.

 

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელეს საჯარო სამსახურში საქმიანობის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა „ სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ რომ სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–--------------–-----, სადაც დასაქმებულია მოსარჩელე, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რაც გახდა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოთ აღნიშნულ გარემოებას და ასევე არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რის გამოც უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. შესაბამისად სადაო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ახორციელებს თუ არა ფ--–----- ხ----ე საჯარო საქმიანობას, რის გამოსარკვევადაც უნდა დადგინდეს სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–--------------–----’, სადაც ამჟამად მუშაობს მოსარჩელე, წარმოადგენს თუ არა ს---–-----------–----- დაწესებულებას, რომლის საქმიანობის ფორმა მოცემულ დავას იწვევს.

 

6.5.საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულების თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების ს---–-----------–-----ი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ ს----–-–----------------------–--------------------–------------–----- და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ს----–-–----------------------–---------------------–--------------–-----

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს----–-–----------------------–--------------------–------------–----- დებულების თანხმად, ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყანაში არსებული ვადაგასული, გამოუყენებელი საბრძოლო მასალების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის:ა.ა) მიღებისთანავე მეორადი პროდუქციის მიხედვით დახარისხება;ა.ბ) ვარგისიანობისა და ღირებულების წინასწარი საექსპერტო შეფასების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;ა.გ) უტილიზაცია;ა.დ) რეალიზება;ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვაგვარი გამოყენება. ბ) ფეთქებადი ნივთიერებების (მათ შორის უტილიზებული) გადამუშავება სამხედრო და სამრეწველო დანიშნულებისათვის; გ) საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;დ) მრეწველობაში სამხედრო დანიშნულების ნაკეთობების სერიული ათვისების ორგანიზება, სერიული წარმოების ორგანიზება და/ან მონაწილეობის მიღება ასეთ საქმიანობაში;ე) სამხედრო-სამრეწველო დანიშნულების სპეციალური ობიექტების დაპროექტება და მშენებლობის ორგანიზება;ვ) საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა;ზ) სპეციალური სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური პროცესების მაკონტროლებელი და მზომი – მეტროლოგიური დანიშნულების ხელსაწყოების შექმნა და წარმოების ორგანიზება; თ) სპეციალური დანიშნულების ოპტიკური და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარების, სისტემებისა და მათი აღჭურვილობის შექმნა-დანერგვა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;ი) სამხედრო ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების დაცვის სპეციალური სისტემების შემუშავება, დანერგვა, მომსახურება და რემონტი;კ) სამხედრო-სასწავლო ტრენაჟორების დამუშავება, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;ლ) საპოლიგონო გამოცდების მეთოდოლოგიური და აპარატული უზრუნველყოფა;მ) ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკის და მათი მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენა-შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;ნ) სამხედრო თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციების საკვლევი, საცდელ-საკონსტრუქტორო და საწარმოო-ტექნოლოგიური ბაზის შესაძლებლობების შესწავლა და სათანადო წინადადებების მომზადება;ო) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;პ) ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება;ჟ) ცენტრის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის (მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის) კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შემოწმება და ცენტრისათვის მართვის უფლებით გადაცემული იურიდიული პირების მართვა და კონტროლი მესაკუთრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; რ) სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანები და ფუნქციები.

 

სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავა ეხება სახელმწიფო პენსიის დანიშვნას, მის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოებს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს; შესაბამისად, სასამართლოს მიერ ამ კანონის ყველა ნორმა განმარტებული უნდა იქნას ტერმინთა განმარტების შესახებ ამავე კანონის მე–4 მუხლში მოცემული მნიშვნელობით, ამავე კანონის მიზნებთან შესაბამისობაში;

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე პენსიის ადმინისტრირების ორგანომ პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაადგინოს პენსიის დანიშვნის მომთხოვნი პირი ახორციელებს თუ არა საჯარო საქმიანობას; ამასთან, მან პირის მიერ განხორციელებული საქმიანობის საჯარო საქმიანობად შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ „ სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „გ“ პუნქტში მოცემული განსაზღვრებით, რომლის მიხედვით საჯარო საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა ს---–-----------–-----ი დაწესებულებების საქმიანობისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „გ“ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ,,დ--–------ საქმიანობა არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც საჯარო სამსახურში საქმიანობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ. სასამართლოს მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-77-75(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლომ, სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–-------------–---------–-----------–----- დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ საკასაციო სასმართლომ განმარტა, რომ ,,სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–------------–------ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის ს---–-----------–-----ი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–-------------–---- კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას. თ. ლ-ე, რომელიც ექსპერტად მუშაობს სსიპ - ს----–-–----------------------–--------------------–------------–---–--- არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას''.

 

ამრიგად, უდავოა ის გარემოება, რომ სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–-------------–----, სადაც მოსარჩელე ფ--–----- ხ----ე მუშაობს ს---–-----------–----- დაწესებულებას წარმოადგენს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, რის გამოც, მოსარჩელეს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა კანონმდებლობით გარანტირებული პენსიის მიღების უფლების რეალიზაცია და შესაბამისად მიადგა ზიანი.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია ს---–-----------–---------–-------–---–- ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა ს---–-----------–-----ი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ს---–-----------–---------–-------–---–- დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ ს---–-----------–---------–-------–---–- საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ ს---–-----------–-----ი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, ს---–-----------–---------–-------–---–-, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება ს---–-----------–-----ი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას. აშკარაა, რომ კანონმდებელმა, ზემოთ აღნიშნული გამონაკლისი ს---–-----------–----- დაწესებულების სამეცნიერო საქამიანობას და არა იქ დასაქმებულ პირთა შრომითი საქმიანობის (სამეცნიერო) ხასიათს დაუკავშირა. კანონმდებლის შესაბამისი განზრახვის შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე დაბრკოლება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის შესაბამის წინადადებაში დასაქმებულ პირთა სამეცნიერო საქმიანობა იყოს მითითებული.

 

გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ფ--–----- ხ----ე საქმიანობს ს---–-----------–---------–-------–---–- - სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–-------------–-----ში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამდენად როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2--- წლის 3--------–--------- გადაწყვეტილება, მოთხოვნა - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ფ--–----- ხ----ეს დაენიშნება სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2--- წლის 1 მაისიდან, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ფ--–----- ხ----ეს დაენიშნება სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2--- წლის 1 მაისიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ფ--–----- ხ----ის (პ/ნ 0----------) სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2--- წლის 3--------–--------- გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილებას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფ--–----- ხ----ისათვის 2--- წლის 01 მაისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე;

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. დ.ხარაგაული, სოლომონ მეფის ქუჩა N48) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე