განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002258204
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე№1/81-18 22 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019060118003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე : ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნინო პაპაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნანი აბრამიშვილი, ვალერიან ასპანიძე
ბრალდებული: ი-–--- ა------ი
მამის სახელი: არიფ
დაბადებული: 1994 წლის 4 ნოემბერი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, 26 მაისის ქუჩა N10
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ბრალდებული: ზ-----ი მ--------ი
მამის სახელი: ნამიკი
დაბადებული: 1980 წლის 24 ივნისი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, ივ. ბერიტაშვილის ქუჩა N21
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ი-–--- ა------მა და ზ-----ი მ--------მა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ძველ ქვეშში მდებარე თ------ ა---------ს საცხოვრებელი სახლიდან ი-–--- ა------მა ზ-----ი მ--------თან ერთად, რომელთანაც წინასწარ იყო შეთანხმებული, ცოლად შერთვის მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში თ------ ა--------- და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიტაცეს.
1.2. ი-–--- ა------მა ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6-7 იანვრის ღამეს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში მდებარე განირა ჩობანოვას საცხოვრებელ სახლში, ი-–--- ა------მა, ფიზიკური ძალის გამოყენებით დაძლია თ------ ა---------ს წინააღმდეგობა, თავისი სასქესო ორგანოს გამოყენებით შეაღწია თ------ ა---------ს სასქესო ორგანოში და მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქმეზე უდავოდ ცნობილი დაზარალებული თ------ ა-------ვას, ილჰამა ალიევას, ლატიფ ბაირამოვის ბაბავერდი ასკაროვის, ზვიადი გაბლიანის, აისუნ ა------ას გუდრათ ბაირამოვას, სევიმ ა------ას, სოლიმნაზ მ--------ას, განირა ჩობანოვას, მეხრიბან გასანოვას, ანარ ხალილოვის, ნაზირ მუსაევის, სვეტლანა ხალილოვას, ელმარა შიხიევის, ნამიკ მ--------ის, არიფ ა------ის, ზამირ მ--------ის, ნანახანუმ ჩობანოვას გამოკითხის ოქმებით, 2018 წლის 6 იანვრის ამოღების ოქმით, 2018 წლის 7 იანვრის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 7 იანვრის ამოღების ოქმით, 2018 წლის 8 იანვრის ამოღების ოქმით, 2018 წლის 8 იანვრის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 18 იანვრის ამოღების ოქმებით, 2018 წლის 20 იანვრის დათვალიერების ოქმით, გრაფიკული ექსპერტიზის N135/გრ დასკვნით, ამოღებული ნივთებით, 2018 წლის 9 თებერვლის ამოცნობის ოქმით, 2018 წლის 22 თებერვლის დათვალიერების ოქმებით დადგენილია რომ ი-–--- ა------მა ზ-----ი მ--------თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, თ------ ა---------ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
2.2 გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით.
უდავოდ ცნობილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 14 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N000977918 დასკვნის თანახმად, 2018 წლის 8 იანვარს, მოქ. თ------ ა---------ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები სისხლნაჟღენთების სახით, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
-თ------ ა---------ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია -არ არის მთელი, მისი დარღვევის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
-მოქ. თ------ ა---------ს უკანა ტანის მიდამოში მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.
დაზარალებული თ------ ა---------ს გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო დოკუმენტაციით და ბიოლოგიური ექსპერტიზის N001025718 დასკვნის თანახმად, დადასტურებულია რომ ი-–--- ა------მა თ------ ა---------ს ნების საწინააღმდეგოდ იძულებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი-–--- ა------ის და ზ----- მ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: თ------ ა-------ვას, ილჰამა ალიევას, ლატიფ ბაირამოვის ბაბავერდი ასკაროვის, ზვიადი გაბლიანის, აისუნ ა------ას გუდრათ ბაირამოვას, სევიმ ა------ას, სოლიმნაზ მ--------ას, განირა ჩობანოვას, მეხრიბან გასანოვას, ანარ ხალილოვის, ნაზირ მუსაევის, სვეტლანა ხალილოვას, ელმარა შიხიევის, ნამიკ მ--------ის, არიფ ა------ის, ზამირ მ--------ის, ნანახანუმ ჩობანოვას გამოკითხის ოქმებს, 018 წლის 6 იანვრის ამოღების ოქმს, 2018 წლის 7 იანვრის დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 7 იანვრის ამოღების ოქმს, 2018 წლის 8 იანვრის ამოღების ოქმს, 2018 წლის 8 იანვრის დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 18 იანვრის ამოღების ოქმებს, 2018 წლის 20 იანვრის დათვალიერების ოქმს, გრაფიკული ექსპერტიზის N135/გრ დასკვნას, ამოღებული ნივთებს, 2018 წლის 9 თებერვლის ამოცნობის ოქმს, 2018 წლის 22 თებერვლის დათვალიერების ოქმებს, სამედიცინო დოკუმენტაციას, ბიოლოგიური ექსპერტიზის N001025718 დასკვნას, სამედიცინო ექსპერტიზის N000977918 დასკვნას.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი-–--- ა------ისა და ზ----- მ--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი-–--- ა------ის და ზ-----ი მ--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-–--- ა------მა და ზ-----ი მ--------მა თ------ ა---------ს მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი-–--- ა------ი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. ილხამ აბასოვის და ზაური მამედოვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ ი-–--- ა------ს და ზ-----ი მ--------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქმის განხილვისას სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა თ------ ა---------სა და ი-–--- ა------ის ქორწინების მოწმობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ შეამსუბუქებს ი-–--- ა------ის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და ვერ იმოქმედებს მის მიმართ დასანიშნი სასჯელის შემსუბუქებაზე და ვერ გახდაბა საფუძველი მის მიმართ კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებისა.
6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ი-–--- ა------ის და ზ-----ი მ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენისას გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ი-–--- ა------ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქტით დანიშნული მკაცრი სასჯელი შთანთქავს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ ნაკლებად მკაცრ სასჯელს და საბოლოოდ ი-–--- ა------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ----- მ--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, აღიარებას და მიიჩნევს, რომ მას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ანუ სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი..
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ავტომანქანა ოპელ ვექტრა (გასაღებით) და ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი (გასაღებით)- დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
სავარძლის ბალიში დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
ღია მოყავისფრო ჯემპრი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
სევიმ ა------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს სევიმ ა------ას.
თეთრი და ჭრელი ტრუსი, ვარდისფერი საღამური - პერანგი, 1 წყვილი წინდა - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
ნაცრისფერი გრძელი მაისური (საღამური) და შავი ფერის უთათებო წელწინდა (ამოღებული ილჰამა ალიევასგან) -დაუბრუნდეს ილჰამა ალიევას.
1 წყვილი დაბალყელიანი შავი ფერის ჩექმა ე. წ ,,შუზი“ (ამოღებული ილჰამა ალიევას საცხოვრებელი სახლიდან ) – -დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
თ------ ა---------ს ტანსაცმელი - ( ჟაკეტი, ჯემპრი, მაისური, წელწინდა (კოლგოტი), ჯინსის შარვალი, აზღუდი, ტრუსი, 1 წყვილი წინდა )- დაუბრუნდეს თ------ ა---------ს.
1 წყვილი ქოში -დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს
ზ----- მ--------ის ტანსაცმელი (ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი)-დაბრუნდეს ზ-----ი მ--------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობთ აღჭურვილ პირს.
ი-–--- ა------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ი-–--- ა------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ხელწერილის დედანი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
თ------ ა---------ს ხელწერის ნიმუშები - დაერთოს სისხლის სამართლი საქმწე
ა/ მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ სავარძლის ქსოვილის ნიმუშები, ა/ მანქანა ,,ოპელის“ სავარძლის ქსოვილის ნიმუშები, ა/მანქანა ოპელის სავარძლებიდან აღებული მიკრონაწიკლაკები, ა/მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები, წებოვანი ფირები, თეთრი ქსოვილის ნაჭერი სისხლის მაგვარი ლაქებით ,ზეწარი, საბნის და ბალიშის შალითა , გატეხილი ჭიქის ნატეხები, ანაწმენდები ა/მანქანა ,,ოპელის“ საჭიდან, ანაწმენდები ა/ მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ საჭიდან, ანაწმენდები ა/ მანქანა ,,ოპელის“ კარების სახელურებიდან, ანაწმენდები ა/ მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის „ კარების შიდა სახელურებიდან, ი-–--- ა------ის ფრჩხილების ნიმუშები, ზ----- მ--------ის ფრჩხილების ნიმუში, ზ----- მ--------ის ნერწყვის ნიმუში, ი-–--- ა------ის თმის ნიმუშები, ზ----- მ--------ის თმის ნიმუშები, ი-–--- ა------ის ნერწყვის ნიმუში, თ------ ა---------ს ნერწყვის ნიმუში, ნაცხის ნიმუშები საშოდან და უკანა ტანიდან, თ------ ა---------ს მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, თ------ ა---------ს თმის ნიმუში, თმის ღერები ა/ მანქანა ,,ოპელის“ უკანა მარცხენა სავარძლიდან, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი-–--- ა------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
ი-–--- ა------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი ) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი-–--- ა------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
ი-–--- ა------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 იანვრიდან.
ი-–--- ა------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ზ-----ი მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ზ-----ი მ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან.
ზ-----ი მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ავტომანქანა ოპელ ვექტრა (გასაღებით) და ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი (გასაღებით)- დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
სავარძლის ბალიში დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
ღია მოყავისფრო ჯემპრი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
სევიმ ა------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს სევიმ ა------ას.
თეთრი და ჭრელი ტრუსი, ვარდისფერი საღამური - პერანგი, 1 წყვილი წინდა - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
ნაცრისფერი გრძელი მაისური (საღამური) და შავი ფერის უთათებო წელწინდა (ამოღებული ილჰამა ალიევასგან) -დაუბრუნდეს ილჰამა ალიევას.
1 წყვილი დაბალყელიანი შავი ფერის ჩექმა ე. წ ,,შუზი“ (ამოღებული ილჰამა ალიევას საცხოვრებელი სახლიდან ) – -დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
თ------ ა---------ს ტანსაცმელი - ( ჟაკეტი, ჯემპრი, მაისური, წელწინდა (კოლგოტი), ჯინსის შარვალი, აზღუდი, ტრუსი, 1 წყვილი წინდა )- დაუბრუნდეს თ------ ა---------ს.
1 წყვილი ქოში -დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს
ზ----- მ--------ის ტანსაცმელი (ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი)-დაბრუნდეს ზ-----ი მ--------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობთ აღჭურვილ პირს.
ი-–--- ა------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ი-–--- ა------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ხელწერილის დედანი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
თ------ ა---------ს ხელწერის ნიმუშები - დაერთოს სისხლის სამართლი საქმეს.
ა/ მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ სავარძლის ქსოვილის ნიმუშები, ა/ მანქანა ,,ოპელის“ სავარძლის ქსოვილის ნიმუშები, ა/მანქანა ოპელის სავარძლებიდან აღებული მიკრონაწიკლაკები, ა/მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები, წებოვანი ფირები, თეთრი ქსოვილის ნაჭერი სისხლის მაგვარი ლაქებით ,ზეწარი, საბნის და ბალიშის შალითა , გატეხილი ჭიქის ნატეხები, ანაწმენდები ა/მანქანა ,,ოპელის“ საჭიდან, ანაწმენდები ა/ მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ საჭიდან, ანაწმენდები ა/ მანქანა ,,ოპელის“ კარების სახელურებიდან, ანაწმენდები ა/ მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის „ კარების შიდა სახელურებიდან, ი-–--- ა------ის ფრჩხილების ნიმუშები, ზ----- მ--------ის ფრჩხილების ნიმუში, ზ----- მ--------ის ნერწყვის ნიმუში, ი-–--- ა------ის თმის ნიმუშები, ზ----- მ--------ის თმის ნიმუშები, ი-–--- ა------ის ნერწყვის ნიმუში, თ------ ა---------ს ნერწყვის ნიმუში, ნაცხის ნიმუშები საშოდან და უკანა ტანიდან, თ------ ა---------ს მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, თ------ ა---------ს თმის ნიმუში, თმის ღერები ა/ მანქანა ,,ოპელის“ უკანა მარცხენა სავარძლიდან, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე