განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100118002501697
1/56-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული ს-----------------------------–--ნი (დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს; საქართველოს მოქალაქე; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–-----);
ადვოკატი: კახაბერ ასპანიძე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოში მომხდარი ჩხუბისას, ს--------------–--ნმა მის ხელთ არსებული მჭრელი საგანი (დანა) ს------–-------ნს დაარტყა სახისა და ზურგის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. 2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოში მომხდარი ჩხუბისას, ს--------------–--ნმა მის ხელთ არსებული მჭრელი საგანი (დანა) ს------–-------ნს დაარტყა სახისა და ზურგის არეში.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეების ჩვენება; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
2.1.2. ს--------------–--ნის აღნიშნული ქმედების შედეგად ს------–-------ნმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს--------------–--ნმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულ ს------–-------ნის ჩვენება, მოწმეების გ---------–-------ნის, გ------------------ნის, ლ---------–-------ნის, ჯ----------ნის, ა---------–-------ნის ჩვენებები, ს--------------–--ნის აღიარებითი ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ს------–-------ნის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, ს--------------–--ნის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ს------–-------ნის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს--------------–--ნის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს--------------–--ნის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი ითვალისწინებს -ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
დადგენილია, რომ 2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოში მომხდარი ჩხუბისას, ს--------------–--ნმა მის ხელთ არსებული მჭრელი საგანი (დანა) ს------–-------ნს დაარტყა სახისა და ზურგის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ს--------------–--ნის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, ბრალდებული არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, (2018 წლის მაისის თვის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა, ვინაიდან იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინა პირველად; გადახდილი აქვს გირაო 3000 ლარის ოდენობით და ითხოვა აღნიშნული ოდენობით ჯარიმის შეფარდება.
5.3.1. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე. ბრალდებული არ არის ნასამართლევი. შესაბამისად თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3.2. დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე (იხ. 4.1. და 4.2..) სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულს შეეფარდოს ჯარიმა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა, ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, დაცვის მხარის მოთხოვნის გათვალისწინებით, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ჩადენილია ძალადობა დანის გამოიყენებით - რაც საზოგადოებისათვის მიუღებელი ქმედებაა, სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს 3300 (სამი ათას სამასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ს--------------–--ნს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით და საბოლოოდ მას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს--------------–--ნი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3300 (სამი ათას სამასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით და საბოლოოდ ს--------------–--ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ს--------------–--ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
- ერთი ცალი ქვა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით (FCI 397094), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დაბრუნების შემდეგ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- მიწის და კენჭების მასა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით (პაკეტის ნომერი FCD 826721), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დაბრუნების შემდეგ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ს------–-------ნის ტანსაცმელი (პაკეტების ნომერი FCI 439227, FCI 434042), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დაბრუნების შემდეგ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ს------–-------ნს;
- ს--------------–--ნის ტანსაცმელი (პაკეტის ნომერი FCI 434064), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დაბრუნების შემდეგ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ს--------------–--ნს;
- ს------–-------ნის სისხლის ნიმუში (პაკეტის ნომერი FCI 397096), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დაბრუნების შემდეგ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ჰა---------–-------ნის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, 8 ცალ ფირზე (პაკეტის ნომერი FCI 397092) და სისხლის მაგვარი ლაქების ანაწმენდები (პაკეტის ნომერი FCI 397093) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დაბრუნების შემდეგ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან