გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2018
საქმის ნომერი
120210017002224954
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2224954-2/758-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი’’

წარმომადგენელი - ს--–---- ი-–----–---–-

მოპასუხე - გ------- შ----ე, ზ----- ხ------------ე, ნ-----–-- შ----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებს გ------- შ----ეს, ნ-----–-- შ----ეს და ზ----- ხ------------ეს (თავდებებს მათ მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის 7150 ლარის ფარგლებში) სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

 

-28.09.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 10901.40 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5500 ლარი, პროცენტი - 2170.48 ლარი, პირგასამტეხლო - 3230.92 ლარი.

 

- 2017 წლის 22 ნოემბრიდან, 2015 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 500 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 165 ლარს;

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „თ----------სა“ და გ------- შ----ეს შორის 2015 წლის 16 თებერვალს დაიდო საკრედიტო პოდუქტებით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც 2015 წლის 28 სექტემბერს შევიდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 28 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის № 3-------------- ხელშეკრულება, რომლითაც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%–ით, კრედიტის ვადა - 24 თვე, 2017 წლის 1 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 1 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის, გადაცილებული 1 დღის შემდეგ კი, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში.

 

საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „თ----------ს“, ზ----- ხ------------ესა და ნ-----–-- შ----ეს შორის 2015 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები №10–000–1–0----- და №1--------------, რომლის საფუძველზეც, თავდებებმა - ზ----- ხ------------ემ და ნ-----–-- შ----ემ, ძირითად მესხებელ – გ------- შ----ესთან ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინათ საკრედიტო №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 7150 ლარით.

 

მოპასუხეთა მიერ საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები პერიოდულად ირღვეოდა და აღარ შეუსრულებიათ გადახდები.

 

2017 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს, საბანკო კრედიტის № 3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 10 901.40 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5500 ლარი, პროცენტი -2 170.48 ლარი და ჯარიმა – 3 230.92 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა გ------- შ----ემ და ნ-----–-- შ----ემე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.

 

2.2. მოპასუხე ზ----- ხ------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 16 თებერვალს სს ,,თ-----------სა’’ და გ------- შ----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ.

 

3.1.2. 2015 წლის 28 სექტემბერს სს „თ----------ს“ და გ------- შ----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლითაც გ------- შ----ეზე სესხის სახით გაიცა 5500 ლარი, წლიური 36% სარგებლის გადახდევინებით, 24 თვის ვადით, სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა მიმდინარე დანახარჯები (ავტომობილის შეძენა).

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N10-000-1-0-----, რომლის მიხედვითაც ზ----- ხ------------ემ სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 7150 ლარით.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N1--------------, რომლის მიხედვითაც ნ-----–-- შ----ემ სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 7150 ლარით.

 

3.1.6. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.7. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.09.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------;

- 28.09.2015წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 28.09.2015წ. თავდებობის ხელშეკრულება N10-000-1-0-----;

- ზ----- ხ------------ის 28.09.2015წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 28.09.2015წ. თავდებობის ხელშეკრულება N1--------------;

- ნ-----–-- შ----ის 28.09.2015წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 28.09.2018წ. N1/პოლისი N3--------------;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.2. მოპასუხეების დავალიანება სს ,,თ----------ის’’ მიმართ 28.09.2015წ. სესხის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10901.40 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5500 ლარი, პროცენტი - 2170.48 ლარი; პირგასამტეხლო - 3230.92 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.09.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------;

- 28.09.2015წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 28.09.2015წ. თავდებობის ხელშეკრულება N10-000-1-0-----;

- ზ----- ხ------------ის 28.09.2015წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 28.09.2015წ. თავდებობის ხელშეკრულება N1--------------;

- ნ-----–-- შ----ის 28.09.2015წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 28.09.2018წ. N1/პოლისი N3--------------;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''თ----------სა'' და გ------- შ----ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ------- შ----ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,თ----------სა’’ და გ------- შ----ეს) შორის გაფორმებული 2015 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა გ------- შ----ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 5500 ლარი, რაც ძირითად მოვალემ - გ------- შ----ემ და თავდებმა ნ-----–-- შ----ემ აღიარეს და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ცნეს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 2170.48 ლარს (2663,46 ლარს (სულ პროცენტი) - 492,98 ლარი (გადახდილი)).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო 4-ჯერ და დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 807.73 ლარით.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''თ----------სა'' და გ------- შ----ეს შორის 2015 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''თ----------სა'' და მეორეს მხრივ ზ----- ხ------------ეს და ნ-----–-- შ----ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა - ნ-----–-- შ----ემ და ზ----- ხ------------ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 7150 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანმხებული პირობების შესაბამისად, თავდებებს ძირითად მსესხებელთან ერთად ესკირებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2015 წლის 28 სექტემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხებისათვის სს ,,თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 22 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან), 2015 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 5500 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36%-ის სარგებლის გადახდის სოლიდარულად დაკისრებას რაც ყოველთვიურად შეადგენს 165 ლარს.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე საბანკო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი, კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს ( სამოქალაქო კოდექსის 867–ე მუხლი). ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა თუ რა ჩაითვლება მოუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872–ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მოუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი. ( იხ. თბლისის სააპელაციო სასმართლოს 07.06.2017 წლის №2ბ/840-17 გადაწყვეტილება)

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 36%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 5500 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს 165 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,თ----------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 505.24 ლარი. მის მიერ გაწეული იქნა ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე გ------- შ----ემ და ნ-----–-- შ----ემ სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხე ზ----- ხ------------ეს მოსარჩელის სასარგბელოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 165 ლარის გადახდა. მოპასუხეებმა სარგებლის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ ცნეს, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მათ მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 267.54 ლარის გადახდა. მოპასუხე გ------- შ----ეს, ნ-----–-- შ----ეს და ზ----- ხ------------ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს გ------- შ----ეს (პ/ნ 0----------), ზ----- ხ------------ეს (პ/ნ 0----------) და ნ-----–-- შ----ეს (პ/ნ 0----------) სს ,,თ-----------ის’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

 

- 2015 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8478.21 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5 500 ლარი, პროცენტი - 2 170.48 ლარი და პირგასამტეხლო - 807.73 ლარი;

 

- 2017 წლის 22 ნოემბრიდან, 2015 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 500 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 165 ლარს;

 

ამასთან, თავდებების ზ----- ხ------------ის და ნ-----–-- შ----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 7150 ლარით;

 

3. მოპასუხე გ------- შ----ეს, ნ-----–-- შ----ეს და ზ----- ხ------------ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 267.54 ლარის გადახდა.

 

ზ----- ხ------------ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 165 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე გ------- შ----ეს, ნ-----–-- შ----ეს და ზ----- ხ------------ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი