განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2018
საქმის ნომერი
080100116002503324
დავის ტიპი
125 1
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/293-16 წ.

გამოძიების №041080815001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ---------------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს--------------------------–---

პირადი №6----------

დაბადებული: 25.07.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არმქონე

საცხოვრებელი ადგილი: ქ---------------------–----------------------------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქცია).

 

- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ს-------------–---- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2015 წლის 07 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ-------–-------------------–- მდებარე შენობაში ს-------------–---- სცემა, ხელი დაარტყა ვ---------–---ს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია რომ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში 2015 წლის 07 ივნისს დაიწყო გამოძიება სს N041070615002 საქმეზე ვ---------–---------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დ----- და ს-------------–------- მიმართ, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

N1221017 შეტყობინებით დადგენილია, რომ 2015 წლის 07 ივნისს 12:57 საათზე ქუთაისის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში საპატრულო პოლიციის დეპერტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების ,,109“ საპატრულო ეკიპაჟიდან შევიდა შეტყობინება ქ-----------–---------------------–- არსებულ ინდმეწარმე „ვ---------–----“ ქვის საამქროში ვ---------–--- სცემა მისმა ძმამ და ძმისშვილმა დ----- და ს-------------–-------.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლის 07 ივნისს 15:50 საათიდან 16:35 საათამდე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მდებარე ქ----------–--------------------–- (ყოფილი ქარხანა „აისის“ ტერიტორია), შემთხვევის ადგილი მდებარეობს შპს „ტექნომშენის“ ქვის გადამამუშავებელ საამქროში, რომელსაც შესასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან. ...საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლების ბ------------------, ბ----------–----, ექსპერტ გ----------–-------- და მოწმე ვ---------–---- მონაწილეობით. შენობის მეორე სართულის სამხრეთ ნაწილში განლაგებულია სამუშაო ოთახები.. ვ---------–---- სამუშაო ოთახის დასავლეთ ნაწილში განთავსებულია მაგიდა სკამით, მარჯვენა მხარეს ხუთგანყოფილებიანი ხის კარადა, სამუშაო მაგიდის წინ კომპიუტერი და პრინტერია მოთავსებული. ...აღნიშნული ოთახის სამხრეთ მხარეს არსებული ფანჯრის წინ იატაკზე უწესრიგოდ აწყვია სხვადასხვა ნივთები. ვ---------–---მ მიუთითა სამ ნაწილად გატეხილ გრანიტის ნაკეთობაზე, რომელიც მისივე განმარტებით დააზიანა მისმა ძმამ დ----- ა---–---- და ამ უკანასკნელის შვილმა ს-------------–----. ვ---------–---- განმარტებით, ამ ოთახში ცემეს მისმა ძმამ და ძმიშვილმა. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, რითაც დასრულდა დათვალიერება.

 

სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ვ---------–---, რომელმაც სასამართლოს უვენა, რომ ბრალდებული ს-------------–--- არის მისი ძმისშვილი. მისი ძმის დაოჯახების შემდეგ, მათ ოჯახებს შორის კარგი ურთიერთობა არ ყოფილა. შესაბამისად, ვ---------–---ს ს-------------–---სთან აქვს ცუდი ურთიერთობა. აღნიშნული ნაწილობრივ დაკავშირებულია მომხდარ ფაქტთანაც. ვ---------–--- დასაქმებულია შპს „ტ------–--–-“, რომელიც მდებარეობს ქ----------–--------------–-, რომელსაც საწარმო ფართიც აქვს ჭოგნარში. 2015 წლის 07 ივნისს დაგვიანებით მივიდა სამსახურში. ჩვეულებისამებრ, სამსახურში მისულმა ჩაატარა თათბირი. თათბირზე იმყოფებოდნენ მ------------------, გ-----------–---, ვ------------–---, სხვებს ზუსტად ვერ იხსენებს. სამსახურში ასევე იყო ტ------–--–---------. თათბირზე უნებართვოდ შევიდნენ, აგრესიულად განწყობილი მისი ძმა დ----- არეშიძე და ძმისშვილი - ს-------------–---, რომლებმაც მითითების შემდეგ დატოვეს თათბირი. 2015 წლის 06 ივნისსაც იმყოფებოდა ვ---------–---- ძმა მასთან, რომელმაც სთხოვა თანხის სესხება, რაზედაც უარი მიიღო, რადგან ბევრჯერ ნასესხები ჰქონდა უკვე ვ---------–---ს ძმისთვის თანხა და არც ერთი არ დაუბრუნებია. უარის შემდეგ დ----- ა---–---- ძმას უთხრა: ,,თუ არ მაძლევ ფულს, მე გაჩვენებ სეირსო“. თათბირის დასრულების შემდეგ ის შეხვდა მისულ პირებს, რომელთაც წარუდგინეს ფურცელი, რაზეც ჩამოწერილი იყო 2010 წლის შემოსავალი, შემოსული რეისების მიხედვით და დ----- ა---–---- განუცხადა, რომ ერგებოდა საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 130 000 აშშ დოლარი. საუბარში ჩაერთო ასევე ს-------------–---, რომელიც საკმაოდ აგრესიული ფორმით „წამოუხტა“ ვ---------–---ს შეურაცხმყოფელი შეძახილებით. მან თავდაცვის მიზნით, რათა ს-------------–---ს ხელი არ დაერტყა მისთვის, ხელი აიფარა სახეზე, თან ჰკრა ხელი, რა დროსაც დაეცა სახით ძირს. მალევე წამოიწია, მოხვდა ძმისგან ფეხი და შემდეგ დაეცა გულზე, დაცემის შემდეგ ყველანაირი საშუალების გამოყენებით დ----- და ს-------------–------- სცემეს ვ---------–---. ს-------------–--- ძირითადად ფეხის გამოყენებით სახეში აყენებდა დაზიანებებს მას. ვისგან, როდის და რა მოხვდა ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ორივე რომ სცემდა, ადასტურებს. მას შემდეგ რაც ვ---------–---მ შეძლო წამოდგომა, მათ მოუქნია ხელი სახეში. გამოიქცა ადგილიდან, ისინიც გაჰყვნენ ბოლომდე, მაგრამ მუშების დანახვის შემდეგ დაანებეს ვ---------–---ს თავი. ვ---------–---მ განიცადა ტკივილი. მისივე განმარტებით, ერთი თვე თავმოყვარეობის გამო სამსახურშიც ვერ მიდიოდა. შემთხვევის ადგილზე, რომელიც დათვალიერდა გამოძიების მიერ, ვ---------–---- მაგიდა მოსვრილი იყო მისი სისხლით. ასევე მთლიანად სისხლით დასვრილი პერანგი ტანზე ჰქონდა შემოხეული. ტანსაცმელი წარდგენილ იქნა გამოძიებისათვის. ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ვ---------–---- თანხმობით. უშუალოდ კონფლიქტს არავინ შესწრებია, თუმცა მოწმის განმარტებით, როდესაც მას მამა-შვილი მისდევდა, იქ მყოფ პირებს წესით უნდა დაენახათ. მოცემულ საქმეზე ვ---------–--- ცნობილ იქნა ბრალდებულად და გაფორმდა განრიდება.

 

მოწმის სახით დაკითხვისას თ-------------------- სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის ქუთაისის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2015 წლის 07 ივნისს მეოთხე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ნ----------–- მდებარე ქვის გადამამუშავებელ საამქროში, ძმებს შორის მომხდარი შელაპარაკების ფაქტზე. თავდაპირველად გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის კვალიფიკაციით. მან ს-------------–---- ბრალდების საქმეზე განახორციელა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ქ----------–--------------------–-, შენობის მეორე სართულზე მდებარე ვ---------–---- სამუშაო ოთახში. დაკითხა როგორც ს-------------–---, ასევე სხვა პირები. მოახდინა ვ---------–----ა და ს-------------–---- მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ტანსაცმლის, კერძოდ, მამაკაცის პერანგების დათვალიერება, რომელიც შესაბამისად მოთავსდა და დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები. ასევე ნებაყოფლობით აღებულ იქნა სისხლის ნიმუშები ვ----, დ----- და ს-------------–-------აგან. აღებული ნიმუშები დალუქულ იქნა წესისამებრ, ხოლო პროკურორის დავალებით 2015 წლის 30 ივნისს, როგორც დაზარალებულს გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რაც წერილობით დადასტურდა ვ---------–---- მიერ, ასევე ს-------------–---ს წარედგინა ბრალდება, აღნიშნულიც დადასტურდა ხელმოწერით. მოწმემ როგორც ვ---- ასევე ს-------------–---ს გააცნო საკუთარი უფლებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დეტალურად იქნა აღწერილი ყოველივე, რა იყო დაზიანებული, როგორი იყო ნივთების განლაგება. დათვალიერება განხორციელდა ექსპერტის მონაწილეობით, გადაღებულ იქნა ასევე ფოტოები. დათვალიერდა ფოტოებიც და შედგა ოქმი. საქმეში მონაწილე პირებზე დანიშნულ იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე სისხლის ნიმუშებთან დაკავშირებით დაინიშნა სისხლის კომპლექსური ექსპერტიზა.

 

მოწმის სახით დაკითხვისას კ---------------–------- სასამართლოს უჩვენა, რომ იგი მუშაობს საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ვ---------–---სთან, შპს „ტ------–--–-“, მდებარე ქ----------–-------------------ში. ვ---------–--- არის მისი უფროსი. 2015 წლის ივნისის თვეში, დილით ვ---------–---სთან თათბირზე იმყოფებოდნენ თანამშრომლები კ---------------–------, გ-----------–---, ტ------–--–---------, მ------------------, რომანი კვერნაძე. თათბირის შემდეგ ვ---------–---ს კართან ელოდა მისი ძმა და ძმისშვილი. ის ჩვეულებრივ დაუბრუნდა თავის სამუშაოს. თათბირის შემდეგ მან კვლავ ნახა მისი უფროსი - ვ---------–---, რომელსაც ცხვირზეც და ,,საროჩკაზეც“ სისხლი ჰქონდა. მიზეზი არ უკითხავს. შემდეგ შეიტყო, რომ უჩხუბია, მაგრამ ვისთან არ იცის. კ---------------–------ს არ შეუმჩნევია ს-------------–----ათვის, რომ იგი საჩხუბრად იყო მისული.

 

მოწმის სახით დაკითხვისას მ------------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი მუშაობს საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ვ---------–---სთან, შპს „ტ------–--–-“, მდებარე ქ----------–-------------------ში. 2015 წლის 07 ივნისს დილით დაახლოებით 09:00 საათზე მივიდა სამსახურში. ჰქონდათ თათბირი, რომელზეც იმყოფებოდნენ თანამშრომლები. თათბირზე იმყოფებოდა ასევე უფროსი - ვ---------–---. თათბირის დასრულების შემდეგ მან განაგრძო საქმიანობა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას სამუშაოს შესრულებისას, მოულოდნელად ვიღაცამ ,,ლაფათქა“ გასტაცა ხელიდან. როდესაც მიტრიალდა, დაინახა ვ---------–--- „საროჩკა ამოგლეჯილი“, შეშფოთებული სახით. სახეზე ჰქონდა სისხლის კვალი, მაგრამ საიდან მოსდიოდა მოწმემ არ იცის. მ------------------მ იკითხა რა ხდებოდა, თუმცა ვ---------–--- მალევე გავიდა გარეთ. მ------------------ს არც შემდეგ გაურკვევია რა მოხდა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №003390915 დასკვნით დადგენილია, რომ 07.06.15წ 14:55-15:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ვ---------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია პირადი გასინჯვის მონაცემები: 07.06.2015წ. 14:55-15:05სთ-ზე. ვ---------–--- უჩივის ტკივილებს დაზიანებათა მიდამოებში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3,3X2,5 სმ. ცხვირის ზურგზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,8X1,3სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,8X2,2სმ. მარცხენა ლოყის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 5,1X3,2სმ. მუხლის წინა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში აღენიშნება დასწვრივ ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 4,9X0,1სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ექსპერტმა გ---------------- და განმარტა, რომ დასკვნა დადებულია პირადი შემოწმების საფუძველზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №003392115 დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ცნობა #5326 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 08.06.15წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ. ს-------------–---- სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 07.06.15წ-ს 13:20სთ-15:20სთ-ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, დაჟეჟილი ჭრილობა შუბლის არეში.

 

07.06.2015წ. 18:40-18:50 სთ-ზე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ს-------------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და უსწოროკიდებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ნაჭდევების სახით მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ექსპერტი გ---------------).

 

საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წარმოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც მასში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებსა და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

დაცვის მხარეს სასამართლოში რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს ამის უფლება ჰქონდა როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის თანახმად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დაკითხოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

დადგენილია, რომ ბრალდებულმა ს-------------–---- უარი განაცხადა მოწმის სახით დაკითხვაზე და დასკვნით სიტყვაში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით. ს-------------–---- განმარტა, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ. ვ---------–--- მას თავად დაესხა თავს და მიაყენა დაზიანება, ხოლო ვ---------–---მ დაზიანებები მიიღო დ----- ა---–--------, რომელმაც უკვე მოიხადა სასჯელი. ბრალდებული ვ---------–---- ქმედებას მიიჩნევს შურისძიებად დ----- ა---–---------. თავს კი მიიჩნევს მსხვერპლად. ს-------------–---- განმარტებით, მან ადვოკატის არყოლის გამო ვერ განახორციელა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. გარდა ამისა ვ---------–---მ თავად მიმართა ბრალდებულს განრიდების თაობაზე. უთხრა: ,,გავაკეთოთ განრიდება და მე გადავიხდი ფულსო“, მაგრამ ვ---------–---მ თანხა არ გადაიხადა.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

დაზარალებულმა ვ---------–---მ საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, 2015 წლის 7 ივნისს ბრალდებულ ს-------------–---- მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფიზიკურ ზემოქმედების ფაქტს. კერძოდ, თანხაზე კამათის დროს საუბარში ჩაერთო ასევე ს-------------–---, რომელიც საკმაოდ აგრესიული ფორმით „წამოუხტა“ ვ---------–---ს შეურაცხმყოფელი შეძახილებით. მან თავდაცვის მიზნით, რათა ს-------------–---ს ხელი არ დაერტყა მისთვის, ხელი აიფარა სახეზე, თან ჰკრა ხელი, რა დროსაც დაეცა სახით ძირს. მალევე წამოიწია, მოხვდა ძმისგან ფეხი და შემდეგ დაეცა გულზე, დაცემის შემდეგ ყველანაირი საშუალების გამოყენებით დ----- და ს-------------–------- სცემეს ვ---------–---. ს-------------–--- ძირითადად ფეხის გამოყენებით სახეში აყენებდა დაზიანებებს მას. ვისგან, როდის და რა მოხვდა, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ორივე რომ სცემდა, ადასტურებს. მას შემდეგ რაც ვ---------–---მ შეძლო წამოდგომა, მათ მოუქნია ხელი სახეში. გამოიქცა ადგილიდან, ისინიც გაჰყვნენ ბოლომდე, მაგრამ მუშების დანახვის შემდეგ დაანებეს ვ---------–---ს თავი. ვ---------–---მ განიცადა ტკივილი. მოცემულ საქმეზე ვ---------–--- ცნობილ იქნა ბრალდებულად და გაფორმდა განრიდება.

 

დაზარალებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები და კონფლიქტის შედეგად მიღებული მის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი მთლიანად დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ჩატარებული პირადი შემოწმებისას, ვ---------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. - განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლო არ იზიარებს სანდრო არეშეიძის განმარტებას მასზედ, რომ მან ადვოკატის არყოლის გამო ვერ განახორციელა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მას გამოძიების ეტაპზევე განემარტა ადვოკატის ყოლის უფლება და შეეძლო მოეწვია დამცველი შეთანხმებით. ასევე დადგენილია, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს ჰყავდა ადვოკატი შეთანხმებით, რომელთანაც საქმის განხილვის დასრულებამდე შეწყვიტა შეთანხმება და მის უფლებებს იცავდა თავად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-------------–---ს ჰქონდა სრული შესაძლებლობა სასამართლოზე წარმოედგინა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამაბათილებელი და შესაბამისად, მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ მან ამ უფლებით არ ისარგებლა. ამასთან, არც თავად არ მისცა სასამართლოს ჩვენება და უარი განაცხადა მოწმის სახით დაკითხვაზე.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ს-------------–---საც ღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და უსწოროკიდებიანი ჭრილობის სახით, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ მიუყენებია დაზიანება ვ---------–----------. თავის მხრივ ვ---------–--- ს-------------–----ათვის დაზიანების მიყენების ფაქტზე ცნობილ იქნა ბრალდებულად და მასთან გაფორმდა განრიდება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძვ.რედ.) დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან, სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ს-------------–---- მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. იგი გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იგი გულისხმობს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, რა დროსაც, აუცილებელია დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურდეს ან შეგნებულად უშვებდეს ფიზიკური ტკივილის მიყენებას სხვა პირის მიმართ.

 

ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე, კერძოდ, დაბეჟილობის, დალილავების ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს (რასაც არ მოჰყოლია შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, ასევე ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა), რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში.

 

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მთლიანად შეიცავს დანაშაულის ამ შემადგენლობისათვის საჭირო ყველა ნიშანს, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რადგანაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება ამ გარემოების დასადასტურებლად, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ბრალდებულ ს-------------–---- მიერ, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქციით) გათვალისწინებული, მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რაც, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რის გამოც, ბრალდებულ ს-------------–---ს მსჯავრი უნდა დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით - სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ რედაქციით).

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და მრავალი საერთაშორისო აქტით, მათ შორის საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9, მე-14 მუხლებით) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5, მე-6) ევროპული კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის (47-ე მუხლით) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლიანი სასჯელი განსაზღვრა და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება კანონიერების პრინციპს და რომლის თანახმადაც, ყოველი ქმედება, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს და ყოველი სასჯელი, ან ზემოქმედების სხვა სახე, რომელსაც სასამართლო გამოიყენებს, გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კანონში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებს მისი ჩადენის დროს, რაც, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე ნიშნავს იმას, რომ როგორც წესი გამოყენებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი კანონი.

 

ბრალდებულ ს-------------–---ს იმ დროისათვის, როდესაც, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით) ამოღებული იქნა სსკ-ის 125-ე მუხლი, ამ უკანასკნელს უკვე ჩადენილი ჰქონდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება და მის მიმართ, მიმდინარეობდა საქმის სასამართლო განხილვა. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველმა ნაწილის ახალმა რედაქციამ, მთლიანად მოიცვა სსკ-ის 125-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა, მათ შორის ბრალდებულის მიმართ წარდგენილი 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გაამკაცრა ამ შემადგენლობისათვის გათვალისწინებული სანქციის ზომა და სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოების ნაცვლად სასჯელი სახედ და ზომად განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, ხოლო ამ მუხლის სხვა ალტერნატიული სასჯელები დარჩა უცვლელად, აღნიშნულის გათვალისწინებით არ მომხდარა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ქმედების დეკრიმინალიზაცია, არამედ, დამძიმდა ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა და იგი მოიცვა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველმა ნაწილმა.

 

სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც წინათ მოქმედი კანონთან შედარებით ამკაცრებს სასჯელის ზომას, აგრეთვე არ შეიძლება მიენიჭოს უკუძალა, რადგანაც, ამავე მუხლის თანახმად, უკუძალა გააჩნია მხოლოდ სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ს-------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და არა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგანაც, ეს კანონი ამკაცრებს ამ ქმედებისათვის გათვალისწინებულ სასჯელი ზომას და აუარესებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხს.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებით, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ს-------------–---- ქმედება შეფასებული უნდა იქნეს ცემად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მისი ქმედება სრულად მოიცავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს, რაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამორკვეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რითაც, ბრალდებულმა ს-------------–---- ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს-------------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედ.) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ს-------------–---ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.

ჯარიმის ოდენობას, სასამართლო განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაული სიმძიმისა და ბრალდებულების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ბრალდებულ ს-------------–---- მიმართ გამოყენებული ჯარიმა უნდა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად შეესაბამება, ბრალდებულის მიერ, განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმეს და ამ უკანასკნელის მატერიალურ შესაძლებლობებს, ასევე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ს-------------–---- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ს-------------–---- მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი - მოაჯირის საყრდენი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე