განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმე №1/829-17 29.06.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ--------------–---
დაცვის მხარე
ადვოკატი - ნ---------------–--
ბრალდებული - კ------------------–------–---–-
დაბადების თარიღი: 03.03.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ-------------------------–----------------------
სისხლის სამართლის საქმე №04180917007
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 2381 მუხლის მეორე ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
კ------–------–---–-- ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–------------------–---------------–- განთავსებულ ავტოსადგომზე, კ------–------–---–- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-------------–---–-. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კ------–------–---–-- ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2001 წლის 27 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს განაჩენით კ------–------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ზ“ „კ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებითა და სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. 2017 წლის 18 სექტემბერს საღამოს საათებში ქ-------–-----------------–---------------–- ავტოსადგომზე კ------–------–---–- ატარებდა დანას, რომელიც ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2017 წლის 10 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ კ------–------–---–-ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს კ------–------–---–-- თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იქნა შემდეგი გარემოებები:
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ა-------------–---–-- სასამართლოს უჩვენა, რომ არის შპს-ს დირექტორი, რომელიც მდებარეობს ქ-------–------------------–--------------–-. 2017 წლის 18 სექტემბერს მის სამოქმედო ობიექტზე იმყოფებოდნენ ის და მისი შვილი. ეს ობიექტი ემსახურება ბანკებს, ავტოსადგომია, გარეშე პირებს არ უშვებენ ტერიტორიაზე. ღამის ათი საათი იქნებოდა, ზემოდან, მეშვიდე სართულიდან მისი მისამართით იგინებოდა ბრალდებული, ,,გამოდი გარეთო“. მისი გარეთ გასვლის შემდეგ გაჩუმდა, გინების ხმა აღარ ისმოდა. შემდეგ შებრუნდა ისევ ობიექტზე და ამის შემდეგ კ----- მიაკითხა, შევიდა ეზოში. მან კ----- მიუთითა, რომ გარეთ გასულიყო, რადგან იქ შემოსვლა არ შეიძლებოდა. კ---- ეუბნებოდა: ,,შენთან ანგარიში მაქვს გასასწორებელიო“. რაზე ედავება დღემდე არ იცის, არ იცნობს იმ პიროვნებას. როცა ობიექტზე შევიდა კ----, ხელზე ჰქონდა მიბმული დანა, მუქარით შევიდა. კ---- მას ეკითხებოდა, რატომ არ მითხარი ჩემი ოჯახობა თუ მუშაობდა შენს ნათესავთანო. ალბათ ცოლს გულისხმობდა. არადა ის არ იცნობს კ----- მეუღლეს. მან კ----- უთხრა: ,,რომც ვიცოდე, რა ჩემი საქმეა, მით უმეტეს არც ვიცნობ და არც ვიცი ვინ არისო“. კ----- დანა ხან გახსნა, ხან დახურა. კ---- ეუბნებოდა: ,,უნდა მოგკლაო“ და მას შეეშინდა. ამ ფაქტს შეესწრო მისი შვილი ბ----------, მეტი არავინ არ იყო. შემდეგ მივიდა პოლიცია. შემოსასვლელი ჭიშკარი გააღო თვითონ კ------–------–---–--, ხელი გადმოუყო. სინით იყო დამაგრებული და გააღო. ჯაჭვი არ იყო გაყრილი, ჭიშკარში არ იყო დაკეტილი. მოწმის განმარტებით, მეტი შიში რაღა უნდა ყოფილიყო, დანას უტრიალებდა ბრალდებული და ემუქრებოდა უნდა მოგკლაო.
მოწმე ბ--------–----- სასამართლოს უჩვენა, რომ არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი. 2017 წლის 18 სექტემბერს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ მუქარის ფაქტზე. მის მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა დაზარალებული ანზორ ბერიშვილი, ბესარიონ ბერიშვილი და ბრალდებული კ------–------–---–-. მოწმეთა ჩვენებებიდან ზოგადად ირკვეოდა, რომ კ------–------–---–-ს ქმედებით ა-------------–---–- შეექმნა რეალური შიში იმასა, რომ მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შესაძლოა შექმნოდა საფრთხე, ანუ ადგილი ჰქონდა მუქარის ფაქტს. იმავე საღამოს კ------–------–---–-ს თანხმობითვე გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ იქნა დანა, რომელიც თან ჰქონდა ამ ფაქტის დროს. ამოღებულ დანას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ეს დანა წარმოადგენდა ცივ იარაღს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმის არსებით განხილვაზე მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დანარჩენ ნაწილზე შეთანხმდნენ.
კ------–------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმე ბ---------------–---–--, თვით კ------–------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი, ამოღებული დანა, ბალისტიკური ექსპერტიზის N43/ცვ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმის არსებით განხილვაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ კ------–------–---–-ს ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასჯად ქმედებად მიიჩნევა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებული არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად, დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება.
ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ კი ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ამასთან, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. სუბიექტური მხრივ, მუქარა ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. მუქარის მოტივს კი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს და იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ნიკეას მეორე შესახვევი N18ა-ში განთავსებულ ავტოსადგომზე, კ------–------–---–- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-------------–---–-. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასჯად ქმედებად მიიჩნევა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომლის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2001 წლის 27 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს განაჩენით კ------–------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ზ“ „კ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებითა და სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. 2017 წლის 18 სექტემბერს საღამოს საათებში ქ-------–-----------------–---------------–- ავტოსადგომზე კ------–------–---–- ატარებდა დანას, რომელიც ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------–------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2381 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ------–------–---–-ს ბრალეულობას.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა კ------–------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო მიიჩნევს, რომ კ------–------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: კ------–------–---–-- აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ კ---- ლ------–---–- უნდა შეერჩეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების შეზღუდვასთან და ამასთანავე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ასეთ სასჯელად კი სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას, რომელიც კ---- ლ------–---–-, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეეფარდოს მინიმალური ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში კ------–------–---–-ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------–------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
კ------–------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, კ---- ლ------–---–- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
კ------–------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კ------–------–---–-ს მიმართ დანიშნული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი დანა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე