განაჩენი

სისხლის სამართლის 06.07.2018
საქმის ნომერი
200100116001471364
დავის ტიპი
182 3 ბ , 182 2 დ
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100116001471364

№1/232-16 (№043100615801)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ივლისი 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ---------------–---–ი - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--------------------.

 

ადვოკატი - ა----------------------ი, გ----------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2008 წლის 22 თებერვალს თბილისის საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „-------------- (ს/ნ 2--------). საზოგადოების საქმიანობის სფეროა ბუნებრივი და თხევადი გაზის რეალიზაცია. შპს „-------------- საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე გაზის საჩამომსხმელო ბაზებიდან ახდენს თხევადი გაზის რეალიზაციას, მათ შორის გურჯაანის გაზის საჩამომსხმელო ბაზიდან, რომელიც შპს „გ-----------ის“ კერძო საკუთრებაა.

 

საჩამომსხმელო ბაზები დამოუკიდებლად აწარმოებენ ბუღალტერიას და სალაროს. კერძოდ, ბაზებიდან რეალიზებულ (გაყიდულ) საქონელზე ადგილზე იწერება შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, სალაროს შემოსავლის ორდერები და სხვა, ხოლო გაზის რეალიზაციის შედეგად სალაროში შესული თანხები თითოეული ბაზის დირექტორს პერიოდულად სრულად შეაქვთ შპს „გ-----------ის“ სათაო ოფისის სალაროში, რაზეც ასევე იწერება შესაბამისი სალაროს შემოსავლის ორდერები.

 

2008 წლის 01 მარტს შპს „გ-----------ის“ გურჯაანის გაზის საჩამომსხმელო სადგურის დირექტორად დაინიშნა ბ---------------–---–ი, რომელსაც 2010 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში ეკავა აღნიშნული თანამდებობა.

 

2010 წლის აგვისტო-სექტემბერის თვეებში გურჯაანის გაზის საჩამომსხმელო ბაზიდან რეალიზებული გაზის საფასური ბ---------------–---–მა არასრულად შეიტანა კომპანიის სათაო ოფისის სალაროში. კერძოდ, 2010 წლის 01 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის დროის პერიოდში გურჯაანის გაზის საჩამომსხმელო სადგურის მიერ სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე და ორგანიზაციებზე, დღგ-ს ჩათვლით რეალიზებულია სულ 232809,02 ლარის ღირებულების თხევადი აირი. გარდა აღნიშნულისა დისტრიბუტორების მიერ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიხედვით რეალიზებულია 1200 ლარის ღირებულების თხევადი აირი, ხოლო სალარო აპარატის ჩეკებით რეალიზებულია 9974,95 ლარის ღირებულების თხევადი აირი. სულ რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის ღირებულება შეადგენს 243983,97 ლარს. მაშინ როდესაც 2010 წლის 01 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „გ-----------ის“ სათაო ოფისის სალაროში ბ---------------–---–მა შეიტანა მხოლოდ 59757.56 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა მიითვისა.

 

შპს „გ-----------ის“ გურჯაანის გაზის საჩამომსხმელო სადგურის მიერ, 2010 წლის 01 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეალიზაციის შედაგად მიღებული თხევადი აირის მთლიან ღირებულებასა და ბ---------------–---–ის მიერ შპს „გ-----------ის“ სათაო ოფისის სალაროში შეტანილ, ასევე შპს „გ-----------ის“ ანგარიშზე გადარიცხულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 182808.91 ლარს.

 

ამდენად, შპს „გ-----------ის“ გურჯაანის გაზის საჩამომსხმელო სადგურის დირექტორად მუშაობის პერიოდში, ბ---------------–---–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „გ-----------ი“-ს კუთვნილი ფულადი თანხა 182808.91 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა შპს „გ-----------ი“-ს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ვ-–---------–-------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ლაგოდეხის რაიონში ეწეოდა თხევადი გაზის რეალიზაციას. მოწმის განმარტებით იგი გაზს ყიდულობდა გურჯაანში მდებარე გ-----------ის ბაზიდან და ანგარიშსწორებას ახორციელებდა გაზის რეალიზაციის შემდგომ, რის შემდეგაც კვლავ მიჰქონდა გაზი სარეალიზაციოდ. მოწმემ განმარტა, გურჯაანის ბაზის დირექტორი იყო ბ---------------–---–ი და უშუალოდ მასთან ჰქონდა ურთიერთობა. მოწმის განმარტებით იგი ანგარიშსწორებას უშუალოდ ახორციელებდა ბ---------------–---–თან და მას ხელზე აძლევდა რელიზებული გაზის ღირებულებას და სხვა პირისთვის საფასური არ გადაუხდია. მოწმემ ასევე აჩვენა, მას გ-----------ის წინაშე არანაირი დავალიანება არ გააჩნია.

 

ლ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ეწოედა თხევადი გაზის რეალიზაციას, კერძოდ გურჯაანის ბაზიდან ყიდულობდა თხევად გაზს, რასაც შემდგომ უწევდა რეალიზაციას, ხოლო ანგარიშსწორებას ახორციელებდა რეალიზაციის შემდგომ. მოწმემ ასევე განმარტა, გაზის ღირებულებას აძლევდა ბ---------------–---–ს ხელზე, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც თანხა გადაუცია გ-------------–---–ისთვის ისიც ბ---------------–---–თან შეთანხმებით. მოწმემ ასევე აჩვენა, მას გ-----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

გ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეწეოდა თხევადი გაზის რეალიზაციას. მოწმემ განმარტა, იგი და ბ---------------–---–ი იყვნენ პარტნიორები, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ იგი დარეგისტრირდა ინდ. მეწარმედ. ამის შემდგომ გ-----------ის გურჯაანის ბაზიდან ყიდულობდა თხევად აირს საბითუმო ფასად, რომელსაც უწევდა რეალიზაციას და ფასნამატს იგი და ბ---------------–---–ი ინაწილებდნენ ერთამენთში. მოწმემ ასევე განმარტა, გ-----------ის გურჯაანის ბაზის ხელმძღვანელი იყო ბ---------------–---–ი და გაზის შეძენასთან და ანგარიშწორებასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით მასთან ქონდა ურთიერთობა, ხოლო ანაზღაურებას ახორციელებდა გაზის რეალიზაციის შემდგომ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შესაძლებელია შეძენილი გაზის ღირებულება ბ---------------–---–ის დავალებით გაეტანებინა შ--–-----------–---–ისთვის, რომელიც იყო მძღოლი, ხოლო 2010 წლის ივლისი-აგვისტო-სექტემბრის პერიოდში რეალიზებული გაზის საფასური უშუალოდ გადასცა თუ არა ბ---------------–---–ს არ ახსოვს.

 

კუკური გელაშვილმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ეწოედა თხევადი გაზის რეალიზაციას. კერძოდ გურჯაანში არსებული გერეესიდან, სადაც დირექტორი იყო ბ---------------–---–ი ყიდულობდა თხევად გაზს, მიქონდა ლაგოდეხში სადაც უწევდა რეალიზაციას. მოწმის განმარტებით ლაგოდეხში მასთან გაზი ჩაქონდათ გ----------ის მძღოლებს, რომელიც შემდეგ გადაქონდათ ადგილზე არსებულ სტაციონარში, ხოლო შეძენილი გაზის საფასურს იხდიდა რეალიზაციის შემდგომ. მოწმემ ასევე აჩვენა, საფასურს ხან იგი აძლევდა უშუალოდ ბ---------------–---–ს, ასევე ყოფილა შემთხვევები, როდესაც საფასურს ატანდა ბ---------------–---–ის ნდობით აღჭურვილ პირებს, ასევე ყოფილა შემთხვევა და ხშირ შემთხვევაში საფასური გაუტანებია მძღოლისთვის, რის თაობაზეც ბ---------------–---–ი იყო ინფორმირებული. მოწმემ ასევე განმარტა, 2010 წლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეში შეძენილი თხევადი აირის საფასური შესაძლებელია გადაცემული ქონდეს მძღოლისთვის და მას გ-----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

ლ-------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ეწოედა თხევადი გაზის რეალიზაციას, კერძოდ გ-----------იდან, რომლის დირექტორიც იყო ბ---------------–---–ი ყიდულობდა თხევად გაზს, რასაც რეალიზაციას უკეთებდა წნორში. მოწმემ განმარტა, რომ იგი ბ---------------–---–ს შეხვდა ერთხელ ან ორჯერ, ხოლო გაზის შეძენასთან დაკავშირებით ურთიერთობა ქონდა შ--–-----------–---–თან, რომელსაც ეძახდნენ „ლომს“ და იგი მუშაობდა გ-----------იში მძღოლად. მოწმემ განმარტა, როდესაც მას სურდა გაზის შეძენა, იგი უკავშირდებოდა შ--–-----------–---–ს, რომელსაც მასთან მიქონდა გაზი და ანგარიშსწორებასაც ახორციელებდა მასთან, ხოლო უშუალოდ ბ---------------–---–ისათვის მას თანხა არ გადაუცია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას გ-----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

თ---------------–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ეწეოდა თხევადი აირის რეალიზაციას, კერძოდ გ-----------იდან, რომლის დირექტორიც იყო ბ---------------–---–ი ყიდულობდა გაზს, რასაც რეალიზაციას უკეთებდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში. მოწმემ განმარტა, რომ გაზის შეძენა ხდებოდა შემდეგნაირად: იგი უკავშირდებოდა გ-------------–---–ს, რომელიც ასევე მუშაობდა გ-----------იში და ეს უკანასკნელი უგზავნიდა გაზს, ხოლო საფასურს ატანდა მძღოლს. ამის შემდეგ, კერძოდ 2010 წლის დასაწყისში ბ---------------–---–ი თავად იდგა სასწორზე და აკონტროლებდა გაზის შეძენისა და ანაზღაურების საკითხებს, კერძოდ გაზის აწონვის შემდეგ ბ---------------–---–ს უშუალოდ უხდიდა საფასურს. მოწმემ განმარტა, 2010 წლის ივლისის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში შეძენილი გაზის საფასური პირადად გადაუხადა ბ---------------–---–ს მისივე კაბინეტში და მას გ-----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

თ---------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ლარისა ხოსიტაშვილის სახელით ეწევა თხევადი გაზის რეალიზაციას. მოწმემ აჩვენა, გ-----------იდან, რომლის დირექტორიც იყო ბ---------------–---–ი ყიდულობდა გაზს, რასაც უწევდა რეალიზაციას. მოწმის განმარტებით ბ---------------–---–ისგან თხევადი გაზის შეძენას ახორციელებდა შემდეგი პროცედურის გავლით: მიდიოდა ბ---------------–---–თან, ყიდულობდა თხევად გაზს, უხდიდა საფასურს, რის შემდეგაც ბ---------------–---–ის სპეციალური ავტომანქანით ტრანსპორტირებას უკეთებდა ლაგოდეხამდე. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ იგი ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ფულს უხდიდა უშუალოდ ბ---------------–---–ს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გაზის შეძენისას დააკლდებოდა თანხა, იგი დაკლებულ თანხას ატანდა ან „ცისტერნის“ მძღოლს ან თავად მიჰქონდა ბ---------------–---–თან. მოწმის განმარტებით სრული თანხა მძღოლისთის არასოდეს გაუტანებია და მას პირადად მიჰქონდა ბ---------------–---–თან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დააკლდებოდა მცირე თანხა ასეთ დროს ატანდა მძღოლს. მოწმემ აჩვენა, რომ მას გ-----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

შ--–------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2008-2011 წლებში გურჯაანში მდებარე გ-----------ის ბაზიდან, რომლის დირექტორიც იყო ბ---------------–---–ი, ყიდულობდა თხევად გაზს, რასაც უკეთებდა რეალიზაციას. მოწმის განმარტებით იგი გაზს ყიდულობდა ვალზე და როდესაც მოახდენდა წამოღებული გაზის საფასურის ანაზღაურებას, შემდგომ კვლავ მოჰქონდა გაზი. მოწმის განმარტებით მას უშუალოდ ბ---------------–---–ისათვის თანხა არასდროს გადაუხდია და იგი თანხას ხან უტოვებდა ჩამსხმელს, ხან საწყობის გამგეს და ხან ტოვებდა ბუღალტერიაში. მოწმის განმარტებით მას გ-----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

გ-------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ შპს გ-----------იდან, რომლის დირექტორიც იყო ბ---------------–---–ი ყიდულობდა თხევად გაზს, რასაც უკეთებდა რეალიზაციას. მოწმის განმარტებით მას გაზის შეძენასთან დაკავშირებით ურთიერთობა ქონდა გ-----------ის მძღოლთან „ლომასთან“, რომელსაც მასთან მიქონდა თხევადი გაზი და მასთან ახორციელებდა ანგარიშსწორებას, ხოლო ამ უკანასკნელს სად მიქონდა თანხა პირადად არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით მას უშუალოდ ბ---------------–---–თან ურთიერთობა ხშირად არ ქონია და თუ ქონდა ისიც მხოლოდ გაზის ფასთან დაკავშირებით. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც უშუალოდ ბ---------------–---–ს შეძენილი გაზის საფასური გადასცა მისსავე სამუშაო კაბინეტში, სადაც ასევე იყვნენ ბუღალტერიის თანამშრომლები და ბ---------------–---–მა მათ გადასცა ხსენებული თანხა.

 

ს----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2010 წლიდან გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ახორციელებდა თხევადი აირის რეალიზაციას. კერძოდ იქ არსებულ გაზგასამართ სადგურზე შპს „გ----------იდან“ ბ---------------–---–ი უგზავნიდა გაზს, რომელიც გადაქონდათ სტაციონარში, რის შემდეგაც ხდებოდა მისი რეალიზაცია, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას აძლევდა უშუალოდ ბ---------------–---–ს და მას არანაირი დავალიანება არ გააჩნია.

 

ბახტიარ სულეიმანოვმა სასამართლო სხდეომაზე აჩვენა, რომ ეწოეოდა თხევადი გაზის რეალიზაციას. კერძოდ გურჯაანში არსებული შპს „გ----------იდან“ ყიდულობდა თხევად აირს, რომლის დირექტორიც იყო ბიძინა ბართენიშვილი, რასაც რეალიზაციას უკეთებდა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში. მოწმის განმარტებით იგი თხევადი გაზის საფასურს უშუალოდ უხდიდა ბ---------------–---–ს და მას შპს „გ----------ის“ წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

კ--------------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში აქვს მაღაზია, რომელიც რეგისტრირებულია მამამისის ო-----------------ის სახელზე, ხოლო მესაკუთე არის ა---------–-–-------–ი. ხსენებულ მაღაზიაში ასევე განთავსებულია გაზგასამართი ავზი. მოწმის განმარტებით გურჯაანში არსებული შპს „გ----------ის“ ბაზიდან, რომლის დირექტორიც იყო ბ---------------–---–ი ყიდულობდნენ თხევად გაზს, რასაც ადგილზე უკეთებდნენ რეალიზაციას. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გაზის საკითხე შეთანხმება ხდებოდა უშუალოდ ა---------–-–-------–ის მეშვეობით. მოწმის განმარტებით თხევადი გაზის შეძენა ხდებოდა შემდეგნაირად: მათივე სტაციონარში გ----------ის მძღოლებს ავტომანქანით ჩაქონდათ გაზი, რის შემდეგაც უკავშირდებოდა ა---------–-–-------–ს და ეუბნებოდა რაოდენობას, გადაქონდათ ადგილზე არსებულ ავზში და გაზის საფასურს ატანდა მძღოლს. მოწმის განმარტებით გაზის საფასური მხოლოდ ერთხელ გადაუხადა ბ---------------–---–ს და ეს იყო მაშინ, როდესაც პირველად ადგილზე ბაზაშივე შეიძინეს თხევადი გაზი, ამის შემდეგ მასთან ადგილზე ჩაქონდათ გაზი და თანხას შესაბამისად ატანდა მძღოლებს, ხოლო ამის შემდეგ თუ სად მიქონდათ მძღოლებს აღნიშნული თანხა მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით მას შპს „გ----------ის“ წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

ლ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ შპს „გ----------იდან“, რომელიც მდებარეობს გურჯაანში და რომლის დირექტორიც იყო ბ---------------–---–ი ყიდულობდა თხევად გაზს რასაც შემდგომ უკეთებდა რეალიზაციას. მოწმის განმარტებით მას ყავდა საკუთარი ტრანსპორტი, რომლითაც შედიოდა ბაზაში სადაც ხდებოდა დატვირთვა, რის შემდეგაც ბ---------------–---–ს უშუალოდ უხდიდა გაზის საფასურს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას გ----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია და იგი სრულად აქვს გადახდილი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გაზი უყიდია ვალზე, მაგრამ მის ღირებულებას სრულად ფარავდა, როდესაც ბაზიდან გაქონდა გაზის ახალი წაღების დროს.

 

ზ---–------–--ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ახეტაში ეწეოდა თხევადი გაზის რეალიზაციას. კერძოდ გურჯაანის გაზგამანაწილებელი სადგურიდან, რომლის დირექტორის იყო ბ---------------–---–ი ყიდულობდა გაზს, რასაც ახმეტაში უწევდა რეალიზაციას. მოწმის განმარტებით იგი გაზს ყიდულობდა ვალზე, ხოლო ანგარიშწორებას ახორციელებდა წამოღებული გაზის რეალიზაციის შემდგომ უშუალოდ ბ---------------–---–თან და მას გ----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

დ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2010 წლამდე გურჯაანში მდებარე შპს გ----------ის ბაზიდან, რომლის დირექტორიც იყო ბ---------------–---–ი, ყიდულობთა თხევად გაზს, რასაც შემდგომ უკეთებდა რეალიზაციას, ხოლო გაზის საფასურს იგი ყოველთვის ხელზე აძლევდა უშუალოდ ბ---------------–---–ს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას გ----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

დ--------------–---–ამ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლიდან არის შპს „გ-----------ის“ გენერალური დირექტორი, ხოლო დაფუძნებიდან კერძოდ 2008 წლიდან 2018 წლამდე იყო ამავე კომპანიის პრეზიდენტი. მოწმემ აჩვენა, რომ ასევე არის ხსენებული კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, როგორც ბუნებრივი ისე თხევადი გაზის შესყიდვა და მისი შემდგომი რეალიზაცია. მოწმის განმარტებით შპს „გ-----------ის“ აქვს თერთმეტი ბაზა საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ერთერთი არის გურჯაანში, რომლებსაც ყავთ დირექტორები და ბუღალტრები. მოწმის განმარტებით შპს „გ----------ის“ შექმნის დღიდან 2010 წლის პერიოდამდე გურჯაანის ბაზის დირექტორი იყო ბ---------------–---–ი, რომელსაც ეწოდებოდა თხევადი გაზი, რისი რეალიზაციაც ხდებოდა მომხმარებლებზე, ხოლო ადგილზე რეალიზებული გაზის საფასურის ანგარიშსწორება ხდებოდა ბაზაში, რის შემდგომ აღნიშნული თანხა დირექტორს ხელზე მოქონდა კომპანიის სათაო ოფისის სალაროში ან შექონდა საბანკო ანგარიშზე. მოწმის განმარტებით უშუალოდ მისთვის ბ---------------–---–ს თანხა არასდროს არ გადაუცია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ბ---------------–---–ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2010 წელს ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში ზუსტი პერიოდი არ ახსოვს და ამის მიზეზი იყო ის, რომ მან კომპანიასთან შეუთანხმებლად დაიწყო ანალოგიური ბიზნესის წარმოება, კერძოდ ააშენა ახალი ბაზა საიდანაც ახდენდა გაზის რეალიზაციას. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ბ---------------–---–ს კომპანიიდან გათავისუფლების შემდეგ ორგანიზაციის წინაშე დარჩა დავალიანება არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით, რაც დღემდე ანაზღაურებული არ აქვს, ხოლო აღნიშნული დავალიანება შეეხება 2010 წლის ბოლო პერიოდს და მისი აღმოჩენა მოხდა ბ---------------–---–ის გათავისუფლების შემდეგ. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ 2010 წლის ბოლოს მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო ხსენებული ვალების მოძიება, აღმოჩნდა, რომ გაზის მომხმარებლებს სრულად ქონდათ თანხა გადახდილი ფილიალში, რაზეც, როგორც მომხმარებლებს ისე ბაზის ბუღალტრებს ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები.

 

დ-------------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ შპს „გ----------ის“ დაარსების დღიდან მუშაობს მენეჯერის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სფეროა გაზის შესყიდვა და რეალიზაცია. მოწმის განმარტებით საქართველოში შემოტანილი ბუნებრივი გაზის რეალიზაცია ხდება ბაზებიდან, რომელთაგან ერთერთი არის გურჯაანში. მოწმის განმარტებით მის მოვალეობას წარმოადგენს შემოტანილი გაზის მიღება და შემდგომი განბაჟება, ხოლო რეალიზებული გაზის თანხებთან შეხება არ გააჩნია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც მას ბ---------------–---–მა დაუტოვა თანხა 20000 აშშ დოლარის ოდენობით ბუღალტერიაში შესატანად, ალბათ იმ მიზეზით, რომ ბუღალტრები ადგილზე არ იყვნენ, რაც მან იმავე დრეს გადასცა ან ბუღალტერს ან მოლარეს. მოწმის განმარტებით თუ რა თანხა იყო აღნიშნული მისთვის უცნობია.

 

მ-----------–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2008 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „გ----------იში“ მოლარე-ბუღალტრის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანია აწარმოებს ბუნებრივი და თხევადი გაზის შესყიდვა-რეალიზაციას. კომპანიას საქართველოში სხვადასხვა ადგილას აქვს ბაზები, მათ შორის ერთერთი არის გურჯაანში საიდანაც ხდება თხევადი გაზის საცალო და საბითუმო რეალიზაცია, შესაბამისად ადგილზევე ხდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების გამოწერა, ხოლო ადრე აღნიშნული დოკუმენტების გამოწერა ხდებოდა ხელით. ადგილზე დოკუმენტებს წერს დირექტორი ან ბაზის ბუღალტერი. მოწმის განმარტებით ანგარიშწორებები ხდება ბაზის დირექტორებთან. მოწმემ აჩვენა, რომ ადრე თანხა ძირითადად შედიოდა სალაროში, ხოლო ეხლა, როგორც სალაროში ისე საბანკო ანგარიშზე, ანუ ბაზის დირექტორების მიერ ცენტრალური ოფისის ბუღალტერიაში ხდება თანხების შეტანა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ბაზებზე ანგარიშწორება ხდება დირექტორთან ან ბუღალტერიაში და დირექტორები ანგარიშვალდებულები არიან სათაო ოფისთან, ამასთან ადგილზე კონკრეტულად როგორ ხდება ეს ყველაფერი არ იცის, მაგრამ მათთან ანგარიშებს ასწორებენ დირექტორები. მოწმემ აჩვენა, რომ 2010 წლის სექტემბრის ბოლომდე გურჯაანის ბაზის დირექტორი იყო ბ---------------–---–ი, რომელსაც თვეში ერთხელ ან ორჯერ სათაო ოფისში ჩაქონდა თანხები, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, კერძოდ სალარო შემოსავლის ორდერებთან, ანგარიშფაქტურებთან, სასაქონლო ზედნადებებთან ერთად და ასე შემდეგ, რომელლის დამუშავებაც ხდებოდა სათაო ოფისში, რითაც დგინდებოდა რეალიზებული გაზის ოდენობები. მოწმის განმარტებით გურჯაანის ბაზიდან თანხები შექონდა პირადად ბ---------------–---–ს, თუმცა შეიძლება იყო ერთი ან ორი შემთხვევა 2009 ან 2010 წლის გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ბუღალტერია არ იყო ადგილზე და თანხა, რომელიც ყველა შემთხვევაში იყო რეალიზებული გაზის საფასური დაეტოვებინა სხვა პირისთვის, მაგრამ აღნიშნული თანხა იმავე დღეს ისახებოდა სათაო ოფისის ბუღალტერიაში. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ 2010 წლის აგვისტოს თვეში ბ---------------–---–მა სათაო ოფისის სალაროში შეიტანა ნავაჭრი თანხა, ხოლო სექტემბრის თვეში უკვე თანხა არ შეუტანია. მოწმემ ასევე განმრატა, რომ ბაზაზე, ბუღალტრები თანხის მიღებისას ვალდებულები იყვნენ გაეწერათ შესაბამისი დოკუმენტები, იმავე თარიღით, რა თარიღშიც შევიდა თანხა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ სექტემბრის თვეში საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ გურჯაანის ბაზიდან აგვისტოს თვის ნავაჭრი თანხები სრულად არ იყო შეტანილი სათაო ოფისში, ამის შემდგომ ოქტომბრის თვეში შპს „გ----------იში“ დაინიშნა ახალი დირექტორი, რომელმაც გამოარკვია, რომ სათაო ოფისში ასევე შესული არ იყო სექტემბრის თვის ნავაჭრი თანხები, ხოლო საკითხვის გარკვევის შემდეგ დადგინდა, რომ თანხა შესული იყო გურჯაანის ბაზის სალაროში, ხოლო შემდგომ მისი შეტანა სათაო ოფისში აღარ მომხდარა. მოწმემ ასევე განმარტა, თუ გაწერილი არის სალაროს შემოსავლის ორდერი და მასში არსებული თანხა არ არსებობდა ამაზე პასუხისმგებელი არის ბუღალტერი ან ბაზის დირექტორი.

 

ქ-------------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2008 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე მუშაობს შპს „გ----------ის“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. ხსენებული კომპანიის საქმიანობის სფეროა თხევადი და ბუნებრივი აირის რეალიზაცია. თხევადი გაზი იმპორტით ძირითადად შემოდის ვაგონებით, რაც ნაწილდება კომპანიის ბაზაზე, ინახება რეზერვუარებში და იქიდან ხდება რეალიზაცია. მოწმის განმარტებით 2008 წლიდან 2010 წლის ოქტომბრამდე, გურჯაანის საჩამომსხმელო ბაზის უფროსი იყო ბ---------------–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ გურჯაანის ბაზიდან რეალიზებული გაზის საფასური სათაო ოფისში ჩაქონდა უშუალოდ ბ---------------–---–ს და სხვა პირებს თანხა არასდროს ჩაუტანიათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გურჯაანის ბაზაზე ასევე იყვნენ ბუღალტრები, რომლებიც ადგილზე წერდნენ სათანადო დოკუმენტებს და აწარმოებდნენ ბუღალტერიას. მოწმის განმარტებით 2010 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში რა რაოდენობის გაზი იქნა რეალიზებული და რა რაოდენობის თანხა იქნა შეტანილი სათავო ოფისში გურჯაანის ბაზიდან ზუსტად არ ახსოვს. თანხები, რომ შედიოდა რჩებოდა დებიტორები (მოვალეები), რის შესახებაც პერიოდულად აცნობებდნენ ხელმძღვანელობას. დებიტორების დარჩენა არ იყო საგანგაშო, რადგან ქონდათ შემთხვევები, როდესაც პროდუქცია იყიდებოდა კონსიგნაციაზე. 2010 წლის სექტემბერში ამოიღეს მოვალეების შესახებ ინფორმაცია და დირექტორის დავალებით ყველა მოვალეს დაეგზავნა წერილები დავალიანების შესახებ. გურჯაანის ბაზის დავალიანება იყო დაახლოებით 200 000 ლარამდე. კლიენტებთან გაგზავნილ წერილებს დაურთეს სასაქონლო ზედნადებები, რაზეც ყველასგან მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნული თახები ქონდათ გადახდილი უშუალოდ ბ---------------–---–თან, რის საფუძველზეც მიხვდნენ რომ ეს დავალიანება ნაცვლად კლიენტებისა იყო ბ---------------–---–ის. მოწმის განმარტებით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები სალაროში არ იყო, თუმცა კლიენტებმა მათ მისცეს სალაროს შემოსავლის ორდერის ყუები. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გურჯაანის ბაზაზე სალაროს შემოსავლის ორდერებს წერს ბუღალტერი. კლიენტებმა წერილობით დაუდასტურეს, რომ მათ თანხები აქვთ გადახდილი და ეს თანხები უშუალოდ გადასცეს ბ---------------–---–ს და მოაყოლეს შემოსავლის ორდერები, რაც გამოწერილია გურჯაანის ბაზაზე. მოწმის განმარტებით ბაზაზე ორდერს ისე ვერ გამოწერდნენ თუ ბ---------------–---–ი ამაზე არ გასცემდა ბრძანებას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გურჯაანის ბუღალტრების დაბარებისა და გამოკითხვისას მათ დაუდასტურეს, რომ არანაირი შეხება არ ქონდათ ფულთან.

 

ი-–-----------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2008-2010 წლებში დარეგისტრირებული იყო, როგორც ინდივიდუალური მეწარმედ ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, რა დროსაც გურჯაანში ყიდულობდა თხევად გაზს, მიჰქონდა სოფელში სადაც უწევდა რეალიზაციას. მოწმემ განმარტა, რომ გურჯაანის საჩამომსხმემლო ბაზიდან საიდანაც ყიდულობდა გაზზს, თუ ვინ იყო მისი დირექტორი არ ახსოვს. მოწმემ ასევე აჩვენა, როდესაც იგი გურჯაანში მიდიოდა გაზის საყიდლად შედიოდა დირექტორის კაბინეტში, სადაც ასევე იყო ბევრი ადამიანი, მათ ეტყოდა თუ რა რაოდენობის გაზი სჭირდებოდა და გადაიხდიდა საფასურს ან სრულად ან ნაწილს, რის შემდეგაც მასთან ჩაქონდათ გაზი. მოწმემ განმარტა, რომ მას ბ---------------–---–ი დაუნახავს მაგრამ მას არ იცნობს და მისთვის თანხა არ გადაუცია. მოწმის განმარტებით ასევე იყო შემთხვევა, როდესაც მასთან სოფელში ჩაქონდათ გაზი მძღოლისთვისაც გადაუცია თანხები. მოწმის განმარტებით დირექტორის ოთახში, როდესაც იხდიდა თანხას იქ ისხდნენ ქალები და კაცები, სადაც აძლევდნენ ქვითარს და ბრუნდებოდა უკან, ამასთან მოწმემ აჩვენა, რომ მას გ----------ის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

მ-----–---------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2010 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში ყიდდა თხევად გაზს. მოწმემ განმარტა, იგი რეგისტრირებული იყო, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, მაგრამ რეალურად იყო გამყიდველი, ხოლო გაზის შესყიდვასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ ყველა საკითხს აგვარებდა პ-----------–---–ი, რომლის თხოვნითაც დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად. მოწმის განმარტებით იგი არ იცნობს ბ---------------–---–ს და მასთან არანაირი შეხება არ ქონია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ დაკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერები, ამასთან განმარტა, რომ მას ჩვენება არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას გამოძიებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია პ-----------–---–ის შესახებ, ვინაიდან მისგან იცოდა, რომ მას გაზის საფასური სრულად ქონდა გადახდილი და არანაირი დავალიანება არ გააჩნდა და პ-----------–---–მა სთხოვა მას ნუ გამოაჩენდა. მოწმის განმარტებით იგი გაზის ნავაჭრ თანხას აძლევდა პ-----------–---–ს, ხოლო ამ უკანასკნელს სად მიქონდა თანხა მისთვის უცნობია.

 

ნ--------–-----ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2010 წლის 04 იანვრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მუშაობდა შპს „გ----------იში“, კერძოდ 2010 წლის 04 იანვრიდან 2011 წლის 04 იანვრამდე იკავებდა იურისტის თანამდებობას, ამასთან 2010 წლის სექტემბრიდან ასრულებდა გენერალური დირექტორის მოვალეობას, ხოლო, შემდეგ იყო გენერალური დირექტორი. მოწმემ განმარტა იცნობს ბ---------------–---–ს, რომელიც იყო გურჯაანის გაზის საჩამომსხმელო ბაზის დირექტორი, ასევე გენერალური დირექტორის მოადგილე 2010 წლის პერიოდში. მოწმემ აჩვენა, რომ კომპანიის სალაროში აღმოჩნდა დანაკლისი, რაც შესული უნდა ყოფილიყო გურჯაანის საჩამომსხმემლო ბაზიდან, რასთან დაკავშირებითაც კომპანიაში დაიწყო საქმისწარმოება, კერძოდ შეამოწმეს რეალიზაციის დოკუმენტაცია და აღმოჩნდა თანხები არ იყო შესული კომპანიის სალაროში და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არ არსებობდა. ამასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ გაზის მომხმარებლებს, რომლებმაც განუმარტეს, რომ თანხები გადახდილი ქონდათ ბ---------------–---–თან. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ კომპანიის ბაზებზე რეალიზაციას ახორციელებდნენ ბაზის დირექტორები და ისინი იყვნენ პასუხისმგებლები კომპანიის ცენტრალურ სალაროში თანხის შეტანაზე. მოწმის განმარტებით ბაზაზე ასევე იყვნენ მოლარე ბუღალტრები. მოწმის განმარტებით სადაო პერიოდი იყო 2010 წლის აგვისტო-სექტემბერი და ზარალი იყო დაახლოებით 200 000 ლარის ფარგლებში. მოწმის განმარტებით დანაკლისი დასტურდებოდა იმ დოკუმენტაციით, რითაც დასტურდებოდა გაზის რეალიზაცია, ასევე მომხმარებელთა წერილებით, რომლებიც ადასტურებდნენ თანხის გადახდას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას მომხმარებლებისაგან მიწოდებული ინფორმაცია, რომ თანხები ქონდათ გადახდილი ბ---------------–---–ისათვის ამ უკანასკნელთან არ გადაუმოწმებია, ამასთან აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებით იყო მოლაპარაკებები ბ---------------–---–თან, რომ თანხები დაეფარა, რაზეც მან განაცხადა უარი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ---------------–---–ი პირადად იყო მასთან მისული და ნინო ჭანკვეტაძის დავალებითა და თანდასწრებით, რომელიც იმ დროს იყო გენერალური დირექტორი ადგენდნენ გრაფიკს დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე თ---------------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც იგი შპს „გ-----------ის“ გურჯაანის საჩამომსხმელო ბაზიდან ყიდულობდა თხევად გაზს, ხოლო საფასურს ყოველთვის უხდიდა ვინმე გ-----ს, რომლის გვარიც მისთვის უცნობია, ხოლო ბ---------------–---–ს იგი არ იცნობს.

 

გ-------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2008 წლიდან 2010 წლამდე მუშაბდა გ----------იში, გურჯაანის ბაზაზე დარაჯად. მოწმემ განმარტა, რომ 2010 წლის აგვისტომდე ბაზის უფროსი იყო ბ---------------–---–ი. მოწმემ ასევე აჩვენა ბ---------------–---–სა და ქ------ს შორის მოხდა უთანხმოება გაზის დანაკლისებთან დაკავშირებით, კერძოდ ბაზაზე მოსულ ვაგონებში იყო ნაკლები გაზი, რასთან დაკავშირებითაც ქ------მ ბაზაზე ჩამოიყვანა თავისი ხალხი, რომლებმაც დაცალეს ვაგონები გადაამოწმეს წონა და დადასტურდა გაზის დანაკლისები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ---------------–---–ის წასვლამდე 2-3 თვით ადრე სათაო ოფისიდან მოავლინეს ვინმე გ-----, რომლის გვარი არ იცის, რომელიც მეთვალყურეობდა საწარმოს და მის გარეშე ბაზაზე არაფერი არ ხდებოდა.

 

ვ-–---------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2010 წლის აგვისტომდე მუშაობდა გ----------ის გურჯაანის ბაზაზე მწონავად. მოწმემ განმარტა, რომ 2010 წლის მაისის თვეში ბაზაზე ბ---------------–---–ის მოადგილედ მოვიდა გ-----, რომლის გვარიც არ იცის, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა ბაზას. მოწმემ განმარტა, რომ ბაზაზე შესულ ვაგონებს აკლდა ხოლმე გაზი, ამასთან გ-----ს თანდასწრებით გადაწონეს შემოსული ვაგონი და აკლდა დაახლოებით 1500 კილოგრამი გაზი, რაზეც ბ---------------–---–მა დაურეკა გ-----------ს, რომელსაც სთხოვა ბაზაზე ჩასვლა, რათა დასწრებოდა აღნიშნულ პროცესს. ამის შემდეგ გ----------- ჩავიდა ბაზაზე, რომლის თანდასწრებითაც აღმოჩნდა გაზის დანაკლისი, კერძოდ საბუთში ეწერა მეტი რაოდენობა, ხოლო რეალურად იყო ნაკლები, რაზეც ბ---------------–---–სა და გ-----------ს შორის მოხდა კამათი, რის შემდეგაც ბ---------------–---–ი ბაზაზე აღარ უნახავს.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი------------–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე ა-----–----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: 2010 წლის 01 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის დროის პერიოდში გურჯაანის გაზის საჩამომსხმელო სადგურის მიერ სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე და ორგანიზაციებზე, დღგ-ს ჩათვლით რეალიზებულია სულ 232809,02 ლარის ღირებულების თხევადი აირი. გარდა აღნიშნულისა დისტრიბუტორების მიერ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიხედვით რეალიზებულია 1200 ლარის ღირებულების თხევადი აირი, ხოლო სალარო აპარატის ჩეკებით რეალიზებულია 9974,95 ლარის ღირებულების თხევადი აირი. სულ რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის ღირებულება შეადგენს 243983,97 ლარს. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით 2010 წლის 01 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „გ-----------ის“ სათაო ოფისის სალაროში ბ---------------–---–ის მიერ შეტანილია 59757.56 ლარი. შპს „გ-----------ის“ გურჯაანის გაზის საჩამომსხმელო სადგურის მიერ, 2010 წლის 01 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეალიზაციის შედაგად მიღებული თხევადი აირის მთლიან ღირებულებსა და ბ---------------–---–ის მიერ შპს „გ-----------ის“ სათაო ოფისის სალაროში შეტანილ, ასევე შპს „გ-----------ის“ ანგარიშზე გადარიცხულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 182808.91 ლარს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნა გაიცა წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიერ, ხოლო ის გარემოება, რეალურად რეალიზებული გაზის საფასური შესული არის თუ არა კომპანიის სალაროში მას არ გამოუკვლევია, ვინაიდან აღნიშნული კითხვა მას დასმული არ ქონია. მოწმემ აჩვენა, რომ მან დათვალა მხოლოდ ის, 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რა ღირებულების თხევადი გაზი იქნა გაყიდული გურჯაანის საჩამომსხმემლო ბაზიდან და რა რაოდენობის თანხა იქნა შეტანილი ბ---------------–---–ის მიერ კომპანიის სათაო ოფისში და რეალიზებულ და შეტანილ თანხებს შორის სხვაობა იქნა გამოყვანილი. ის გარემოება თუ რა ოდენობის თანხა შევიდა გურჯაანის ბაზის სალაროში ან სხვა რაიმე გარემოება მის მიერ არ გამოკვლეულა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ნ------–----–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ბ---------------–---–მა არ აღიარა დანაშაული და გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ პირადად, მომხმარებელთა უმრავლესობას არ იცნობს და უშუალოდ მას თანხას არ უხდიდნენ, ხოლო ის პირები, რომლებთანაც ქონდა დიდი ხნის ნაცნობობა და საქმიანი ურთიერთობა მისთვის დაუტოვებიათ ხოლმე რეალიზებული გაზის საფასური, რაც სრულად შექონდა შპს „გ-----------ის“ გურჯაანის საჩამომსხმელო ბაზის ბუღალტერიაში.

 

ფორმა N1-ს თანახმად გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე დაწყებულია 2016 წლის 9 ივნისს (ტომი N1, ს.ფ 2).

 

შპს გ-----------ის საჩივარი მითვისების ფაქტთან დაკავშირებით გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში შესულია 2015 წლის 11 მარტს (ტომი N1 ს.ფ 3).

 

საქმეში წარმოდგენილ სალარო შემოსავლის ორდერებზე ფიქსირდება მთავარი ბუღალტრის ან მოლარის ხელმოწერები, ან შემოსავლის ორდერებს ხელმოწერა არ გააჩნია და დამოწმებულია მხოლოდ ბეჭდით.

 

შპს „გ-----------ის“ დირექტორის 2008 წლის 1 მარტის N2/კ ბრძანებით ბ---------------–---–ი დაინიშნა შპს „გ-----------ის“ გურჯაანის საჩამომსხმელო სადგურის დირექტორად (ტომი 1 საბუღალტრო დოკუმენტები, ს.ფ 7).

 

შპს „გ-----------ის“ დირექტორის 2010 წლის 30 სექტემბრის N33/კ ბრძანებით ბ---------------–---–ი გათავისუფლდა შპს „გ-----------ის“ გენერალური დიექტორის მოადგილის (კომერციისა და მარკეტინგის საკითხებში) თანამდებობიდან (ტომი 1 საბუღალტრო დოკუმენტები, ს.ფ 8).

 

შპს „გ-----------ის“ დირექტორის 2010 წლის 1 აპრილის N9/კ ბრძანებით თ---------------–-–---–ი დაინიშნა შპს „გ-----------ის“გურჯაანის საჩამომსხმელო სადგურის ბუღალტრის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2011 წლის 30 აგვისტოს N36/კ ბრძნების საფიძველზე (ტომი 1 საბუღალტრო დოკუმენტები, ს.ფ 9-10).

 

შპს „გ-----------ის“ დირექტორის 2008 წლის 1 ივნისის N37/კ ბრძანებით ნ-----–----------–---–ი დაინიშნა შპს „გ-----------ის“ გურჯაანის საჩამომსხმელო სადგურის მოლარე-ბუღალტრის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2014 წლის 16 აპრილის N02/1 კ ბრძნების საფიძველზე (ტომი 1 საბუღალტრო დოკუმენტები, ს.ფ 11-12).

 

კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის თ---------ის 2016 წლის 19 ივლისის დადგენილებით ბრალდებულ ბ---------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის 1016 წლის 18 ივლისის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა ნ-----–----------–---–ისა და თ---------------–-–---–ის დაკითხვასთან დაკავშირებით (სასამართლო საქმისწარმოების ტომი N2, ს.ფ. 109).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინება, გამოძიების ეტაპზე მოწმეთა სასამართლოში დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ (სასამართლო საქმიისწარმოების ტომი N2, ს.ფ. 105-107).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებას, აღნიშნულთნ დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებითა და შეფასებით ბრალდებულ ბ---------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითვისებისათვის დამახასიათებელია, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია ქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. მითვისების სუბიექტს ახასიათებს სპეციალური ნიშანი – ფაქტობრივი შესაძლებლობა განახორციელოს ამ ქონების განკარგვის, მართვის, დაცვის და ა.შ. უფლებამოსილება. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სხვისი მატერიალური ფასეულობების უკანონო დაუფლებაში. მითვისების დროს დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ გადააქცია, ანუ როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს მისი, როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას, დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას მინდობილი აქვს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარებითი მოტივით და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანებია: ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის განმოყენებით; დიდი ოდენობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბ---------------–---–ის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა იმ პირებმა, რომლებმაც თხევადი გაზი შეისყიდეს შპს „გ-----------ის“ გურჯაანის საჩამომსხმემლო ბაზიდან, მოწმეთა ნაწილმა განმარტა, თანხებს ატანდნენ ადგილზე გაზის ჩამტან მძღოლებს, ნაწილმა განმარტა, თანხას უშუალოდ უხდიდნენ ბ---------------–---–ს, ნაწილმა კი განმარტა თანხა ბუღალტერიაშიც გადაუხდია, ხოლო ერთმა მოწმემ განმარტა, რომ იგი ბ---------------–---–ს ერთხელაც არ შეხვედრია და იგი მოქმედებდა პ-----------–---–ის სახელით და თუ ვის და როდის უხდიდა თანხებს აღნიშნული პირი მისთვის უცნობია. გარდა ამისა სასამართლო სხდომა გამოქვეყვებული იქნა ერთერთი მოწმის ჩვენა, რომელიც გამოძიების ეტაპზევე აცხადებდა, რომ თანხას იგი უხდიდა ვინმე გ-----ს და მასთან ქონდა შეხება ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება რეალიზებული გაზის საფასურს, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ გარკვეულ თანხებზე გაწერილია სალაროს შემოსავლის ორდერები და არცერთ მათგანზე ბ---------------–---–ის ხელმოწერა სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა და მასზე ძირითადად ხელს აწერენ ბუღალტერი, მოლარე ან საერთოდაც ხელმოუწერელია.

 

აღნიშნული სალაროს შემოსავლის ორდერები კი თავისი არსით და შინაარსით ადასტურებენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ თანხები შესულია ბუღალტერიაში ან/და სალაროში. ამასთან ბ---------------–---–მა თავის საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ ის თანხები, რომელიც უშუალოდ მას გადასცეს ხელზე, მან შეიტანა სალაროში. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დადასტურებულა ის გარემოება, რომ სალაროში შესული თუ მძღოლებისთვის გამოტანებული თანხები ერთხელ მაინც გადაეცა ბ---------------–---–ს, ან ერთხელ მაინც გაწერილა ისეთი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა ბ---------------–---–ის მიერ სალაროდან 2010 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში ნავაჭრი თანხის სალაროდან გატანის ფაქტს, შესაბმისად მხოლოდ ის გარემოება, რომ გურჯაანის ბაზაში შესულია თანხები და იგი სათაო ოფისში არ იქნა შეტანილი, არ მიუთითებს პირდაპირ ბ---------------–---–ის ბრალეულობას, რადგან ეს თანხები საბოლოოდ მოხვდა თუ არა ბ---------------–---–თან სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დადგენილი.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარე ასევე ეფუძნება გურჯაანის საჩამომსხმელო ბაზის ბუღალტრის ნ-----–----------–---–ის მიერ შპს „გ-----------იში“ შიდა მოკვლევის დროს მიცემულ ახსნა-განმარტებას, სადაც იგი აფიქსირებს, რომ მას თანხებთან შეხება არ ქონია, რაც ასევე სასამართლო სხდომაზე მოიხმო, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელმა ისე შპს „გ-----------ის“ პრეზიდენტმა.

 

გარდა ამისა ყურადსარებია ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა განმარტა, შპს „გ-----------იში“ იურისტად მუშაობის დროს, კომპანიის გენერალური დირექტორსა და ბ---------------–---–ს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ბრალად წარდგენილი თანხის ეტაპობრივად გადახდასთან დაკავშირებით, რაზეც დირექტორის დავალებით ამზადებდა სპეციალურ გრაფიკს, რაც შემდგომ აღარ გაფორმდა ბ---------------–---–ის უარის გამო.

 

აღნიშნული გარემოება კი არ დადასტურებულა სასამართლო სხდომაზე უშუალოდ კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბრალდების მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა მის დაკითხვაზე.

 

რაც შეეხება ნ-----–----------–---–ის მიერ შპს „გ-----------ის“ დირექტორის სახელზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებას სასამართლო, როგორც ბრალდების დამადასტუერბელ მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

მართალია მოცემულ შემთხვევაში ნ-----–----------–---–ის მიერ დირექტორის სახელზე გაკეთებული ახსნა-განმარტება არ არის შედგენილი სისხლის სამართლის პროცესის სტადიაზე და კანონით დადგენილი წესით, მაგრამ იგი თავისი არსით გარკევულ, ჩვენების შემცველ ინფორმაციას შეიცავს, ხოლო თავად ახსნა-განმარტების მიმცემი პირი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა და არ დაუდასტურებია ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი დაკითხულიც კი არ ყოფილა გამოძიების ეტაპზე.

 

ამასთან ნიშანდობლივია და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მასალებით დასტურდება, რომ გამოძიების ეტაპზე თავად დაცვის მხარე სთხოვდა ბრალდების მხარეს დაკითხულიყო ხსენებული მოწმე, რომელსაც შესაძლოა გარკვეული ინფორმაცია ქონოდა და დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა სხვა საფუძვლებთან ერთად იმ საფუძვლით, რომ პროცესი მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით და დაცვის მხარესაც აქვს შესაძლებლობა გამოკითხოს მოწმე. აღნიშნული გარემოება, კერძოდ ის, რომ თავად დაცვის მხარე იყო ინიციატორი დაკითხულიყო ბუღალტერი და მოლარე, ამყარებს სწორედ ბრალდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თანხები ბუღალტერიაში ნამდვილად შექონდა ბ---------------–---–ს. ამასთან საქართველოს სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 32-ე მუხლი სწორედ ბრალდების მხარეს ავალდებულებს გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

 

შესაბამისად დაზარალებულის წარმომადგენლისა და კომპანიის პრეზიდენტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–----------–---–ს თანხებთან შეხება არ ქონია, რაც ამ უკანასკნელმა მათ დაუდასტურა თავის ახსნა-განმარტებაში, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

 

სასამართლო არ დავობს აღნიშნული ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე უაშუალოდ არ დაკითხულა ნ-----–----------–---–ი და სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა გადაემოწმებინა მოწმეების მიერ მიცემული ინფორმაცია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.

 

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (მაგალითისათვის იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენი, №448აპ-14; 2015 წლის 5 მაისის განაჩენი, №440 აპ-14; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილება).

 

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

 

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ---------------–---–ს ბრალდება მაკვალიფიცირებელ ნიშნად ასევე წარდგენილი აქვს ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი სახის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, ბ---------------–---–ს თუ რა უფლება-მოვალეობები გააჩნდა შპს „გ-----------იში“. ბრალდების მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით არ წარმოუდგდგენია არცერთი სახის მტკიცებულება, როგორიც იქნებოდა კომპანიის სტრუქტურა, შრომითი ხელშეკრულება, შიგანანაწესი, წესდება თუ სხვა რამ, რაც მიუთითებდა ბ---------------–---–ის უფლება-მოვალეობებზე ხსენებულ საწარმოში.

 

ამასთან საგულისხმოა ის გარემოება, რომ წარდგენილ ბრალდებაში მითითებულია, რომ სწორედ ბაზის დირექტორებს ჩაქონდათ კომპანიის სათაო ოფისში თანხები, ბუღალტერიაში შესატანად. ამავე დადგენილებაშია მითითებული, რომ ბაზებზე ადგილზეც ხდებოდა ბუღალტერიისა და სალაროს წარმოება.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდება ბ---------------–---–ს ედავება, როგორც გურჯაანის საჩამომსხმელო ბაზის დირექტორს, ფულადი თანხების მითვისებას, მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია ის გარემოება, რომ ბ---------------–---–ი 2010 წლის 30 სექტემბერს გათავისუფლდა არა, გურჯაანის საჩამომსხმელო ბაზის დირექტორის თანამდებობიდან, არამედ შპს „გ-----------ის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან, მაშინ, როდესაც საქმეში მოიპოვება შპს „გ-----------ის“ დირექტორის 2008 წლის 1 მარტის N2/კ ბრძანება, რომლის თანახმადაც ბ---------------–---–ი დაინიშნა შპს „გ-----------ის“ გურჯაანის საჩამომსხმელო სადგურის დირექტორად. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაო მტკიცებულებებით, თუ როდის გადაიყვანეს ბ---------------–---–ი სხვა თანამდებობაზე, რის საფუძველზე, რა უფლებები ან მოვალეობები გააჩნდა მას ამის თაობაზე არცერთი სახის მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, გარდა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმოამდგენლის, რომელიც სადაო პერიოდში იყო კომპანიის იურისტი, კომპანიის პრეზიდენტისა და ბუღალტრების ჩვენებებისა.

 

გარდა ამისა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეების მიერ იქნა კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი, ბ---------------–---–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რაც გამორიცხავს მის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვლისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და ბ---------------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,ბ---------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ბ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განჩინებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ გ---------------–---–ის (პირადი №45001002707) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N57.03.53.153.

 

ბ---------------–---–ის განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე დართული შპს „გ-----------იდან“ ამოღებული დოკუმენტები რვა ტომად, ნ--------–-----ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ორ ტომად, ქ-------------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ერთ ტომად და ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი მასალების ლუქები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე