გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2277883-2/077-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივნისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - ა---------------ძე
წარმომადგენელი - შ--–----------–--ე
მოპასუხე - ზ---- ს--------ე
წარმომადგენელი - ა---------–-----–--–---–ი
მოპასუხე - რ--------- ჭ----------ე
დავის საგანი - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და მემკვიდრედ ცნობა
შეგებებული სარჩელით
მოსარჩელე - ზ---- ს--------ე
წარმომადგენელი - ა---------–-----–--–---–ი
მოპასუხე - ა---------------ძე
წარმომადგენელი - შ--–----------–--ე
დავის საგანი - კომლის უკანასკნელ წევრად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ძირითადი სასარჩელით
ა---------------ძის მიერ, 2011 წლის 6 დეკემბერს გარდაცვლილი გ--------- ს-----------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა.
ა---------------ძე ცნობილი იქნეს გ--------- ს-----------ის მემკვიდრედ სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე.
1.2. შეგებებული სარჩელით
ზ---- ს--------ე აღიარებული იქნეს ა---––---- რაიონის სოფელ კ-–---–-, კომლის უფროსის - გ--------- ს-----------ის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული კომლის უკანასკნელ წევრად.
მოსარჩელის პოზიცია
1.1. ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2011 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა გ--------- ს------------, რომელიც იყო კომლის ბოლო წევრი, 2011 წლის 15 თებერვალს მოსარჩელის დედა - ა--- ს------------. ა---------------ძე არის მამკვიდრებლის გ--------- ს-----------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი.
სამკვიდრო ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მამკვიდრებლის გ--------- ს-----------ის კომლს არის უძრავი ქონება საცხორებელი სახლი სასარგებლო ფართით 120 კვ.მ. და მიწის ფართი 1 ჰექტარი.
2012 წლის 21 აგვისტოს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუს ლ---- მ-----ს და მოითხოვა მამის ქონებიდან მისი წილის მისაღებად სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსმა 2015 წლის 23 დეკემბერს დადგენილებით უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. მამკვიდრებელს გ--------- ს------------ს სამკვიდრო ქონებაზე არ ჰქონდა ანდერძი შედგენილი და მისი დანატოვარი სამკვიდრო ქონების ½ წილი, როგორც მის პირველი რიგის მემკვიდრეს - შვილს, ეკუთვნის მოსარჩელეს.
მოსარჩელე ა---------------ძის დამ - ზ---- ს--------ემ, 2011 წლის 15 დეკემბერს მიმართა ნოტარიუს ლ---- მ-----ს სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადებით, რაზეც 2016 წლის 6 აპრილს ნოტარიუსმა სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე გასცა სამკვიდრო მოწმობა. დღეის მდგომარეობით გ--------- ს-----------ის დანატოვარი სამკვიდრო ქონების 1/2 წილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ---- ს--------ის საკუთრებაში, ხოლო სამკვიდრო ქონების მეორე ½ წილის შესახებ ღიადაა დატოვებული მესაკუთრის გრაფა.
მოსარჩელე, მამის გარდაცვალების დღიდან 2011 წლის 6 დეკემბრიდან დღემდე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, მონაწილეობა მიიღო მამის დაკრძალვაში, დაეუფლა დანატოვარ სამკვიდროს ფაქტობრივად, მასში შემავალ უძრავ ქონებას - საცხოვრებელ სახლს და მოძრავ ნივთებს, სახლიდან გასვენების შემდეგ წაიღო საჭირო ნივთების ნაწილი საცხოვრებელ სახლში ქალაქ თ---–--–-, რომლებსაც დღემდე სარგებლობს.
2017 წლის 12 ოქტომბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა გ--------- ს-----------ის დანატოვარი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე, ზ---- ს--------ის ადვოკატმა სამკვიდროს მიღების ფაქტი გახადა სადავოდ.
1.2. შეგებებული სარჩელით ზ---- ს--------ემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ა---––---- რაიონის სოფელ კ-–---–- გ--------- და ა--- ს------------ებს ჰქონდათ სოფლად მცხოვრები ოჯახის კომლი. ფლობდნენ უძრავ ქონებას მიწის ნაკვეთებს და საცხოვრებელ სახლს.
მშობლების პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მათი შვილები - ზ---- ს--------ე, ა---------------ძე და რ--------- ჭ----------ე. ა---------------ძე და რ--------- ჭ----------ეს გათხოვებისა და საკუთარი ოჯახების შექმნის შემდეგ, დატოვებული აქვთ ა---––---- რაიონი და კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ მშობლების სასოფლო საკომლო მეურნეობასთან, ხოლო ზ---- ს--------ე მუდმივად ცხოვრობდა სოფელში და უვლიდა როგორც მიწებს, ასევე ავადმყოფ მშობლებს, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში კი, როდესაც მშობლები ხშირად ავადმყოფობდნენ გადავიდა მათთან საცხოვრებლად და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.
საკომლო ჩანაწერების მიხედვით კომლის უფროსად ითვლებოდა მამა - გ--------- ს------------, ხოლო კომლის წევრად დედა - ა--- ს------------.
იმის გამო, რომ მშობლები მოხუცებულები იყვნენ და ფიზიკურად აღარ შეეძლოთ, ზ---- ს--------ე აწარმოებდა მეურნეობას, მაგრამ ოფიციალურად საკომლო ჩანაწერებში გატარებული არ არის მიუხედავად იმისა, რომ მიწის რეფორმის შემდეგ სხვაგან აღარ უცხოვრია. საერთო შემოსავლებით ინახავდა ოჯახს, მამას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთა. გაწეული აქვს დაკრძალვის ხარჯები.
იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ, საკომლო წიგნების წარმოება სოფელ კ-–---–- აღარ მიმდინარეობდა, ამიტომ ზ---- ს--------ე კომლის წევრად არ დაფიქსირებულა. სწორედ ამ გარემოების გამო თავიდანვე შეექმნა პრობლემა მშობლების გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღებაში, კომლის უკანასკნელი წევრის სტატუსით. სანოტარო დაწესებულებაში სამკვიდროს მოთხოვნით განცხადების წარდგენით ნოტარიუსი იძულებული იყო გამოეყენებინა არა კომლის მემკვიდრეობის, არამედ საერთო სამემკვიდრეო წესი და მემკვიდრეობა ქონების მხოლოდ 1/2–ზე გაუფორმეს, რითაც კანონის შესაბამისად მთელი სამემკვიდრეო ქონება მიიღო.
ვინაიდან ზ---- ს--------ე უვლიდა მშობლებს და მათთან ერთად ცხოვრობდა მათივე სიცოცხლეში ითვლება კომლის წევრად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ძირითადი სარჩელით მოპასუხე ზ---- ს--------ის მოსაზრება:
2.1.1. მოპასუხე ზ---- ს--------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ყველასთვის ცნობილი იყო, რომ სოფელში უძრავ ქონებას პატრონობდა თავად. ა---------------ძისათვის და რ--------- ჭ----------ისათვის ცნობილი იყო, რომ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსსაც მიმართა მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, რაზეც პრეტენზია სხვა მემკვიდრეებს არ გამოუთქვამთ, ვინაიდან იცოდნენ, რომ მას ხარჯი ჰქონდა გაწეული, როგორც ავადმყოფი მშობლების მოვლა-პატრონობაზე, ასევე გარდაცვალების შემდეგ გასვენებასა და საფლავის მოწყობაზე.
ამასთან, ა---------------ძეს მშობლების სიცოცხლეში აქვს გატანილი სამემკვიდრეო წილი მიწის ნაკვეთის სახით, მაგრამ მაინც უმადურობას იჩენდა, რადგან მამამ უარი უთხრა ანდერძით ქონების გადაცემაზე და სახლიდანაც დაითხოვა.
მოპასუხე უთითებს, რომ დღეისათვის მთელ სამკვიდრო ქონების კანონიერი მესაკუთრე არის თავად, როგორც კომლის უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი წევრი, რომელიც სამკვიდრო ქონებას, როგორც მშობლების სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგაც უწყვეტად ფლობს და სარგებლობს.
ა---------------ძის მტკიცებას, თითქოსდა ფაქტობრივი ფლობით შეუდგა სამკვიდრო ქონების მიღებას არ შეესაბამება სიმართლეს. ა---------------ძეს ნივთები მშობლების სიცოცხლეში აქვს წაღებული.
2.1.2. ძირითადი სრჩელით მოპასუხე რუსუდნ ჭ----------ის მოსაზრება:
მოპასუხე რ--------- ჭ----------ემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ ა---------------ძემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის გ--------- ს-----------ის სამკვიდრო ქონება და თანახმაა, რომ ა---------------ძე ცნობილი იქნეს მამის - გ--------- ს-----------ის მემკვიდრედ. მას მამის სამკვიდროზე პრეტენზია არ გააჩნია.
2.2. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე ა---------------ძის მოსაზრება
მოპასუხე ა---------------ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ზ---- ს--------ის მოთხოვნა კომლის ბოლო წევრად აღიარების თაობაზე და იგი მხოლოდ მისი გარდაცვლილი მშობლების მთლიანი დანაშთი ქონების დაუფლების სურვილის გამოხატვაა.
საარქივო ცნობაში, საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, კომლის უფროსად ჩაწერილია გ--------- ს------------, კომლში ირიცხებიან გ--------- ს------------ და ა--- ს------------, ხოლო ზ---- ს--------ე 1972 წელს გათხოვდა და წასული იყო სოფელ კ-–-------. მხოლოდ 2009 წლიდან დაბრუნდა და ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ზ---- ს--------ე ა---------------ძემ მიიყვანა სოფელ კ-–---–- მშობლების სახლში მათთვის ყურადღების მისაქცევად. (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა--- ს------------ და გ--------- ს------------ არიან ა---------------ძის და ზ---- ს--------ის მშობლები.
3.1.2. დედა - ა--- ს------------ გარდაიცვალა 2011 წლის 18 თებერვალს, ხოლო მამა გ--------- ს------------ გარდაიცვალა 2011 წლის 6 დეკემბერს.
3.1.3. გ--------- ს------------ს დარჩა პირელი რიგის მემკვიდრე, კერძოდ შვილები ა---------------ძე, რ--------- ჭ----------ე და ზ---- ს--------ე.
3.1.4. სოფელ კ-–---- 1986-1995წწ და 1996-2000 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ს------------ გ--------- ტ---------- ძე. კომლში ირიცხებიან:
1. ს------------ გ--------- ტ---------- ძე - უფროსი.
2. ს------------ ა--- ვ----–-- ას - ცოლი;
3.1.5. სოფელ კ-–---- 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ს------------ გ--------- ტ---------- ძე. კომლში ირიცხებიან:
1. ს------------ გ--------- ტ---------- ძე - უფროსი.
2. ს------------ ა--------–-- ას - ცოლი;
3.1.6. გ--------- ს-----------ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1960 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ.მ. სასარგებლო ფართი 110 კვმ., დანარჩენი ნაგებობები 1) 1977 წელს აგებული სამზარეულო და 2) 1964 წელს აგებული ბოსელი. მიწის ფართი 1997-1998 წლებში 1ჰა.
3.1.7. 2012 წლის 21 აგვისტოს ნოტარიუს ლ---- მ------ სანოტარო ბიუროს, სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართა ზ---- ს--------ემ.
3.1.8. 2016 წლის 6 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, გ--------- ს-----------ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი მიიღო კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ შვილმა ზ---- ს--------ე. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ზ---- ს--------ე დარეგისტრირდა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
3.1.9. ა---––---- რაიონი სოფელ კ-–---–-, მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6-.0--5--6--, ½ წილის მესაკუთრე არის ზ---- ს--------ე (პ/ნ 4----------).
3.1.10. ზ---- ს--------ე 1972 წლიდან 2006 წლამდე ცხოვრობდა ჯერ ქ.ა---––---–-, შემდეგ ა---––---- რაიონი სოფელ ტ-------–ი. დახლოებით 2006 წლიდან დაბრუნდა სოფელ კ-–---–- საცხოვრებლად.
3.1.11. 2015 წლის 23 დეკემბერს ა---------------ძეს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა, რომ მემკვიდრემ ა---------------ძე სამკვიდროს მიღების ვადაში შეუდგა სამკვიდროს ფლობას და მართვა ან კანონით დადგენილ ვადაში სანოტარო ბიუროში შეიტანა განცხადება სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა---------------ძის დაბადების მოწმობა;
- ზ---- ს--------ის დაბადების მოწმობა;
- ა--- ს-----------ის გარდაცვალების მოწმობა;
- გ--------- ს-----------ის გარდაცვალების მოწმობა;
- 25.01.2016წ. საარქივო ცნობა;
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 14.01.2016წ. გაცემული ინფორმაცია;
- 0--04.2016წ. სამკვიდრო მოწმობა, N1--------;
- 14.09.2017წ. მდგომაროებით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 23.12.2015წ. დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ--------- ს-----------ის გარდაცვალების შემდეგ, ა---------------ძე პირადად, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას, ა---––---- რაიონი სოფელ კ-–---–- განთავსებულ მოძრავ, საყოფაცხოვრებო ნივთებს.
მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა - გ----–- წ------–---–-- და მ------ ჭ----------ის ჩვენებით, დადგენილია, რომ გ--------- ს------------ გარდაცვალებამდე, 2011 წლის 6 დეკემბრამდე ცხოვრობდა საცხოვრებელ სახლში მდებარე ა---––---- რაიონი სოფელი კ-–---. შესაბამისად ივარაუდება, რომ ხსენებულ უძრავ ქონებაში განთავსებული იყო გ--------- ს-----------ის მიერ შეძენილი, მის სარგებლობასა და საკუთრებაში არსებული საოჯახო მოძრავი ნივთები. მამის გ--------- ს-----------ის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე თვეში (4-5 თვეში) ა---------------ძე მამის სახლიდან დაეუფლა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს და გადაიტანა თავის საცხოვრებელ სახლში ქ. თ---–--–-. ფაქტს სარწმუნოდ ხდის ის გარემოებაც, რომ სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ა---------------ძე 2012 წლის აპრილში, აღდგომის დღესასწაულზე ჩამოსული იყო სოფელ კ-–---–- მშობლების საფლავზე. ა---------------ძე იყო მანქანით, პირადადა დაეხმარა გ----–- წ------–---–- სახლიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანაში, რომელიც წაიღო თ---–--–-, ნვთებს შორის იყო ჭიქები, სახილე, დიდი თეფში, ხორცის საკეპი მანქანა, გ--------- ს-----------ის მედლები, კოვზები და სხვა.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ ა---------------ძე ფაქტობრივად დაეუფლა ა---––--- რაიონის სოფელ კ-–---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებულ მამკვიდრებლის მოძრავ ნივთებს. გარდა ამისა მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი პერიოდულად ჩამოდიოდა და რჩებოდა მამის საცხოვრებელ სახლის მეორე სართულზე და ფაქტობრივად დაკავებული ქონდა საცხოვერბელი სახლის მეორე სართულზე არსებული ოთახი, სადაც იგი რჩებოდა ჩამოსვლისას. საცხოვრებელი სახლის პირველი სართული კი დაკავებული ქონდა ზ---- ს--------ეს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურეს მოწმეებმა გ----–- წ------–---–მა და მ------ ჭ----------ემ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ა---------------ძე არ დაუფლებია მამის დანაშთ ქონებას, რადგან სადავო გარემოების პირდაპირ მტკიცებულებად ვერ განიხილება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენება, რომლებიც რეალურად არ ფლობენ ზუსტ და კონკრეტულ ინფორმაციას ხსენებულ საკითხთან მიმართებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ა---------------ძის მიერ მამის, გ--------- ს-----------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.
3.2.2. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ---- ს--------ე არის გ--------- ს-----------ის კომლის წევრი.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზ---- ს--------ე ამტკიცებს, რომ იგი არის გ--------- ს-----------ის კომლის წევრი. შესაბამისად მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი. მოსარჩელე აღნიშნულს ამტკიცებს, მხოლოდ ზეპირი განმარტებით, მას ამ გარემოების დასამტკიცებლად სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. პირიქით მის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობით დასტურდება რომ გ--------- ს-----------ის კომლის წევრებს წარმოადგენდენ თავად გ--------- ს------------ და მისი მეუღლე ა--- ს------------, ხოლო ის ფაქტობრივი გარემოება რომ ზ---- ს--------ე მამის გარდაცვალებამდე ბოლო წლებში ცხოვრობდა გ--------- ს-----------ის საცხოვრბელ სახლში, ვერ აქცევს მას კომლის წევრად. მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს სათანადო რეალიზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება (გარდა მოსარჩელის ზეპირი განმარტებისა), რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს დადგენილად მიიჩნიოს ფაქტი იმის შესახებ, რომ ზ---- ს--------ე არის გ--------- ს-----------ის კომლის წევრი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა---------------ძის სარჩელი არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ---- ს--------ის სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ გ--------- ს------------ გარდაიცვალა 2011 წლის 06 დეკემბერს. მას ანდერძი არ დაუტოვებია და მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები დარჩნენ შვილები - ა---------------ძე, რ--------- ჭ----------ე და ზ---- ს--------ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, გ--------- ს-----------ის გარდაცვალების შემდეგ - 2011 წლის 6 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო და ამავე კოდექსის 1306-ე და 1336-ე მუხლის თანახმად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილი გ--------- ს-----------ის შვილები - ა---------------ძე, რ--------- ჭ----------ე და ზ---- ს--------ე.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო, (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლ----დ მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ხოლო ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. პირველ შემთხვევაში სამკვიდროს მიღება გამოიხატება მემკვიდრის ერთადერთი მოქმედებით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადგენად, აუცილებელია მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგენილად ცნო, რომ გ--------- ს-----------ის გარდაცვალების შემდეგ (6.12.2011წლიდან), რამდენიმე თვეში, კერძოდ კი 2012 წლის აპრილში ა---------------ძემ მამის სახლიდან წაიღო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები თავის საცხოვრებელ სახლში, შესაბამისად პირადად, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას, ა---––---- რაიონი სოფელ კ-–---–- განთავსებულ მოძრავ, საყოფაცხოვრებო ნივთებს. ასევე, ა---------------ძე მამის გარდაცლების შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა მამის დანატოვარ საცხოვრებელ სახლში და საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე თავის ოთახში რჩებოდა ხოლმე. სასამართლოს მოსზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს ა---------------ძის მიერ გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილის დაუფლების ფაქტზე სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს.
მოსარჩელე ა---------------ძის მიერ ფაქტობრივი მფლობელობით სამკვიდროს მიღება დასტურდება, როგორც თავად მოსარჩელის, ასევე მოპასუხე რ--------- ჭ----------ის განმარტებებით, ასევე მოწმეების გ----–- წ------–---–-- და მ------ ჭ----------ის ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ა---------------ძე მამის გარდაცლების შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა მამის დანატოვარ საცხოვრებელ სახლში და საცხოვრეველი სახლის მეორე სართულზე თავის ოთახში რჩებოდა, ასევე გარდაცალებიდან 4-5 თვეში აღდგომას (აპრილის თვეში) ჩამოვიდა სოფელ კ-–---–-, მამის სახლიდან დაეუფლა სხვადასხვა საყოფაცხოვრებ ნივთებს და გადაიტანა თავის საცხოვრებელ სახლში.
მოპასუხე ზ---- ს--------ეს უტყუარი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------------ძე წარმოადგენდა რა თავისი მშობელის გ--------- ს-----------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელს, სასამართლოს მიერ დადგენილი უნდა იქნეს მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის მიერ ა---------------ძის მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ლ---- მ------ მიერ 2016 წლის 6 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------- მიხედვით დგინდება, რომ ზ---- ს--------ემ, როგორც გ--------- ს-----------ის შვილმა, მიიღო გ--------- ს-----------ის სამკვიდრო ქონება.
გ--------- ს-----------ის ერთ-ერთი მემკვიდრე, რ--------- ჭ----------ე არ აცხადებს პრეტენზიას სამკვიდრო მასაზე, რაც შეეხება ა---------------ძეს მას პირადად, ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, ა---––---- რაიონის სოფელ კ-–------- წაღებული მოძრავი, საყოფაცხოვრებო ნივთები, შესაბამისად მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან განისაზღვრება ქონების ½ ნაწილით.
ვინაიდან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელე ა---------------ძის მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების ფაქტი, მის მიერ მიღებული სამკვიდრო ითვლება მოსარჩელის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან - გ--------- ს-----------ის გარდაცვალების დღიდან. შესაბამისად, ა---------------ძის მოთხოვნა ცნობილი იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ, გ--------- ს-----------ის სამკვიდრო ქონების ½ წილზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
6.2. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, კომლს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც თავის ძირითად საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სფეროში.
ამავე მუხლის მეოთხე პუნქტი გვთავაზობს საკომლო მეურნეობის ცნებას და მითითებულია, რომ საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ხოლო იმავე მუხლის მეხუთე პუნქტით საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას, ხშირ შემთხვევაში ქონებაზე თანამესაკუთრეობას და წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს ანუ უფლების დამდგენ საბუთს. დასახელებული არგუმენტი გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 1513-ე მუხლის საფუძვლიდან. კერძოდ: ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. საკომლო წიგნის ამონაწერი შეიცავს ცნობას, რომ კომლს გააჩნია მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი;
მოცემულ შემთხვევაში საარქივო ცნობით დასტურდება, რომ გ--------- ს-----------ის კომლი 1986-1995წწ., 1996-2000 წწ. და 2001-2005 წ. მდგომაროებით შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: 1. ს------------ გ--------- ტ---------- ძე - უფროსი; 2. ს------------ ა--- ვ----–-- ას - ცოლი;
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. მის გაუქმებასთან ერთად გაუქმდა საკოლმეურნეო კომლიც, ხოლო მისი ქონება (1964 წლის რედაქციით) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, გახდა კომლის წევრთა ინდივიდუალური საკუთრება, ანუ 1992 წლიდან ვინც იყო კომლის წევრები ისინი გახდნენ ამ საკომლო ქონების მესაკუთრეები. შესაბამისად, სადავო კომლის წევრები 1992 წლიდან იყვნენ გ--------- და ა--- ს------------ები. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ზ---- ს--------ე 1992 წლის მდგომარეობით არ ყოფილა კომლის წევრი, რის გამოც მას კომლის საკუთრება არ წარმოშობია. მისივე განმარტებით იგი გათხოვდა 1972 წლიდან და 2006 წლამდე ცხოვრობდა ა---––---- რაიონი სოფელ ტ-------–ი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ხოლო სოფელ კ-–---–- მშობლებთან საცხოვრებლად გადავიდა 2006 წლიდან, რის შემდეგაც მისივე განმარტებით შეუდგა მამის სკომლო მეურნეობაში საქმიანობას.
მოსარჩელე ზ---- ს--------ის სასარჩელო მოთხოვას წარმოადგენს მამის საკოლმეურნეო კომლის წევრად აღაირება, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ საკომლო წიგნებში ჩანაწერების განხორციელება კომლის წევრად რეგისტრაცია, კომლის გაყოფა, კომლიდან გამოყოფა, კომლის წევრობიდან ამოშლა და ა.შ. შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოების სოფლის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების-ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, რაც წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციუულ აქტს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მშობლების სახლში ცხოვრების გაგრძელებით იგი ითვლებოდა კომლის წევრად. საქმეში წარმოდგენილ საარქივო ცნობებში ასახულია 1986-1995წ. 1996-2000წ. და 2001-2005წ. წლების მონაცემები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გ--------- ს-----------ის კომლების შესახებ, აღნიშნული საარქივო ცნობებში 1986 წლიდან 2005 წლამდე ზ---- ს--------ე არ არის დაფიქსირებული კომლის წევრად.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე იყო მამის კომლის წევრი და შესაბამისად იგი არის გ--------- ს-----------ის კომლის უკანასკნელი წევრი, მოდის მოსარჩელის მხარეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლით, რომელმაც საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა ვერ წარუდგინა სასამართლოს სხვა მტკიცებულება, ხოლო გ--------- ს-----------ის კომლის შესახებ საარქივო ცნობაში საკომლო წიგნებში არცერთი წლის მდგომარეობით არ მოიპოვება ჩანაწერი ზ---- ს--------ის კომლის წევრობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ზ---- ს--------ის მოთხოვნა კომლის წევრად აღიარების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ა---------------ძე გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ა---------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად ზ---- ს--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
ზ---- ს--------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. აზა სებსიკვერაძის სარჩელი ზ---- ს--------ის და რ--------- ჭ----------ის მიმართ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების და მემკვიდრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
1.1. დადგინდეს, რომ ა---------------ძეს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღებული აქვს გ--------- ს-----------ის სამკვიდრო ქონება.
1.2. ა---------------ძე ცნობილი იქნეს გ--------- ს-----------ის მემკვიდრედ სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე.
2. ზ---- ს--------ის შეგებებული სარჩელი ა---------------ძის მიმართ, კომლის უკანასკნელ წევრად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ზ---- ს--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი