გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2018
საქმის ნომერი
080210018002390431
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002390431

#2/1204-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.07.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - მ-----------––--ე;

წარმომადგენელი - ჯ------------––--ე;

მოპასუხე - შპს „ქ--------–----------–---------„წარმომადგენელი- კ----------–-–---–ი;

დავის საგანი - საფლავის იდენტიფიკაციის განხორციელება, საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 13 მარტის შპს „ქ--------–----------–---------„-ის დირექტორის #6- გადაწყვეტილება, მოხდეს საფლავის იდენტიფიკაცია, ვ--------------------–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 1944 წლის 22 მარტს ნამდვილად დაკრძალულია ქუთაისის ს--------- სასაფლაოზე.

 

1.2. შპს „ქ--------–----------–---------„-მა მ-----------––--ის სახელზე გასცეს საოჯახო საფლავის პასპორტი;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1944 წელს გარდაიცვალა მ-----------––--ის ბაბუა ვ--------------------–---–ი, რომელიც დაკრძალულია ქ. ქუთაისში, შპს „ქ--------–----------–---------„-ის ს--------- სასაფლაოზე და გაცემულია საფლავის სააღრიცხვო ბარათი #2--. 2018 წლის 13 მარტს შპს „ქ--------–----------–---------„-ის დირექტორის #6- წერილით უარი ეთქვა ბაბუის ვ--------------------–---–ის საფლავის იდენტიფიცირებაზე და მ-----------––--ის სახელზე ს--------- სასაფლაზე განთავსებული საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ ვერ ხდება აღნიშნული საფლავზე გარდაცვლილი ბაბუის ვ--------------------–---–ის იდენტიფიცირება, რადგან საფლავზე არ არის ქვა. სასაფლაო სადაც დასაფლავებულია ვ--------------------–---–ი მოსარჩელის მიერ შემოღობილია თუჯის მასალის დაბალი ღობით, რომელსც დღემდე უვლის მისი ოჯახი. საფლავი არის 9 კვმ, მის გარშემო დასაფლავებილი არიან ლ-------ე, კ------–--ი, ლ-------ე და ნ-----–--–---–ი და იდენტურია, რაც ასახულია სასაფლაოს #2-- სააღრიცხვო ბარათში. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ქ--------–----------–---------„-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საფლავის სააღრიცხვო ბარათით ნამდვილად დასტურდება, რომ ვ--------------------–---–ი დაკრძალულია ქუთაისის ს--------- სასაფლაოზე, თუმცა სააღრიცხვო ბარათით არ დასტურდება კონკრეტულად მითითებული საფლავის მფლობელის და საფლავში დაკრძალული პირის ვინაობა, სათანადო მტკიცებულებით ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული საფლავი, ნამდვილად მოსარჩელის წინაპრების მიერ აღებულია მფლობელობის უფლებით (იხ. შესაგებელი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 1944 წლის 22 მარტს გარდაიცვალა ვ--------------------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ვ--------------------–---–ის გარდაცვალების მოწმობა;

 

3.1.2. ქ. ქუთაისის, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს საწესჩვეულებო მომსახურების კომბინატის მიერ, ლ--–--------------------–----------–---–ზე გაცემული იქნა საოჯახო სასაფლაოს მიწის ნაკვეთის (9 კვმ) სააღრიცხვო ბარათი- სარეგისტრაციო #2--, ბარათში მითითებულია, საოჯახო სასაფლაოზე განისვენებს ვ--------------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სააღრიცხვო ბარათი #2--;

 

3.1.3. დადგენილია, რომ მ-----------––--ე არის 1944 წელს გარდაცვლილი ვ--------------------–---–ის შვილიშვილი. მ-------------–-ას მშობლები იყვნენ ი------------–-ა და თ------------------------–-----------–---–ი. თ---------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი------------–-ასთან 1955 წლიდან და ქორწინების შემდეგ ცოლს მიეკუთვნა გვარი- ქ-----–-ა. მ-------------–-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჯ------------––--ესთან 1973 წლიდან და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ცოლს მიეკუთვნა გვარი ს---––--ე. თ---------------–---–ი (ქ-----–-ა) გარდაიცვალა 2013 წლის 18 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების, ქორწინების და გარდაცვლების მოწმობები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2018 წლის 19 მარტს შპს „ქ--------–----------–---------„-ის დირექტორმა უარი უთხრა მოსარჩელეს ბაბუის საფლავის იდენტიფიცირებაზე და მ-----------––--ის სახელზე ს--------- სასაფლაოზე განთავსებული საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.03.2018წ შპს „ქ--------–----------–---------„-ის წერილი;

3.2.2. მ-----------––--ის წარმომადგენლის ჯ------------––--ის განცხადების საფუძველზე შედგა საფლავის სქემატური ნახაზი საფლავზე, მდებარე ქ. ქუთაისში ს--------- სასაფლაოზე, რომლის თანახმად, ვ--------------------–---–ის მომიჯნავედ დაკრძალული არიან ნ----- ლ-------ე, კ------–--ი, ლ-------ე, მ-----– ნ-----–--–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჯ------------––--ის განაცხადი ნებართვაზე;

- 09.10.2017 საფლავის სქემატური ნახაზი;

 

3.2.3. მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი რომ ვ--------------------–---–ი დაკრძალულია ქ. ქუთაიში, ს--------- სასაფლაოზე, მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი კონკრეტული საფლავის მფლობელის ვინაობა. მოპასუხის განმარტებით აღნიშნულ საფლავზე პრეტენზიით შპს „ქ--------–----------–---------„-სთვის არავის არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება;

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ--------------------–---–ის საფლავს უვლის და პატრონობს მოსარჩელე მ-----------––--ე და მისი ოჯახი. მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ მ-----------––--ე და მისი ოჯახის წევრები დადიან ვ--------------------–---–ის სასაფლაოზე, უვლიან და პატრონობენ მას. საფლავი შედგება 9 კვმ ფართისაგან და შემოღობილია თუჯის მასალით. აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს და არც რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ აღნიშნულ საფლავთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმე მ-----------------ის და ნ---------------–---–ის ჩვენებები (იხ. 18.06.2018 სხდომის ოქმი);

 

წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რომ ს--------- სასაფლაოზე დაკრძალულია ვ--------------------–---–ი;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელემ თავისი არგუმენტის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება, რომ ის ახორციელებს საფლავის მოვლა-პატრონობას, თუ მოპასუხე თვლის, რომ სხვა პირია დასაფლავებული, მაშინ მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნება, რომ აღნიშნულ სასაფლაოზე დაკრძალულია სხვა პირი. მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები ნ---------------–---–ი და მ-----------------ე, რომლებმაც დადასტურეს, რომ ს--------- სასაფლაოზე დაკრძალულია მ-----------––--ის ბაბუა. მ-----------––--ე უვლის და პატრონობს მას, აღდგომის დღეებში აღნიშნულ საფლვათან მიდის მ-----------––--ე და მისი ოჯახის წევრები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად რიგი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით და ამ გარემოებათა დადასტურება სხვა მტკიცებულებებით არ დაიშვება. დასახელებულ შემთხვევაში მოწმის განმარტება წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც დადგენილად ჩაითვლება, რომ ს--------- სასაფლაოზე ნამდვილად არის დაკრძალული მ-----------––--ის ბაბუა ვ--------------------–---–ი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----------––--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #1-- დადგენილება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღნიშნული დანაწესი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

 

დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელი აღიარებითია, რადგანაც მოსარჩელე მოითხოვს აღიარებული იქნას, რომ მისი ბაბუა ვ--------------------–---–ი დაკრძალულია ს--------- სასაფლაოზე. ამ ტიპის სარჩელები თავისი შინაარსით განეკუთვნებიან აღიარებით სარჩელებს და მათზე ვერცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესში შედის აღიარებული იქნას, რომ ს--------- სასაფლაოზე დაკრძალულია ბაბუა ვ--------------------–---–ი. მსგავსი აღირების შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იქნება მასზე გაცეს საოჯახო პასპორტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თავის ინტერესს სხვა გზით ვერ მიაღწევს;

 

მხარეთა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სასაფლაოზე დაკრძალულია მოსარჩელის ბაბუა ვ--------------------–---–ი. სასამართლო თვლის, რომ საქმის განხილვის დროს უტყუარად იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის ბაბუის საფლავი არსებობს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც პასპორტის გაცემას მოითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტის დადგენა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

6.2. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაობის გახსნის წესებს განსაზღვრავს- ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #1-- დადგენილება. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო საფლავი არის- დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხობით, ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალად. აღნიშნული წესის 2.1. მუხლის „ც„ პუნქტის თანახმად, საფლავის პასპორტი-არის მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობას და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასორტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი. საფლავზე მემკვიდრეობის უფლება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის შესაბამისად, (რომლის თანახმად საფლავი სამკვიდროში არ შედის და მემიკვიდრეთა შორის არ გაიყოფა).

 

,,თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №1-- დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქალაქო სასაფლაოზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობების შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე, მმართველის მიერ. ამავე წესის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, ჭირისუფალი არის გარდაცვლილი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს.

 

ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესის 4.1. მუხლის თანახმად, სასაფლაოების მართვას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი. განსახილველ შემთხვევაში ასეთ პირს წარმოადგენს შპს ,,ქ--------–-----------–----------’’.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--------------------–---–ის საფლავს დღემდე უვლის და პატრონობს მოსარჩელე მ-----------––--ის და მისი ოჯახის წევრები. მ-----------––--ის გარდა აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს. ყოველივე აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისგადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ-----------––--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოხდეს საფლავის იდენტიფიკაცია და დადგენილ იქნეს, რომ ქ. ქუთაისში ს--------- სასაფლაოზე (ზომით 9 კვმ.) ნამდვილად დაკრძალულია მოსარჩელე მ-----------––--ის ბაბუა - ვ--------------------–---–ი (გარდაცვლილი 1944 წლის 22 მარტს).

 

3. შპს „ქ--------–----------–---------„-ს დაევალოს გასცეს, მ-----------––--ის სახელზე ს--------- სასაფლაოზე არსებულ საოჯახო საფლავის პასპორტი.

 

4. შპს „ქ--------–----------–---------„-ს - მ-----------––--ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე