განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002487390
საქმე N 1-519/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12.07.2018 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ალ---------–-–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: ვა---–---–------–-–--ლი
მამის სახელი: იო----
დაბადებული: 2--12.1990 წელი
პირადი ნომერი: 0---------1
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, მე--------------------–-----------–-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171300517001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,ჰი-–------ს’’ მოპირდაპირედ ზღვისპირა პარკში, ვა---–---–------–-–--ლმა კა---------------ნს მიაყენა ფიზიკური შეურაწყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება,რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო
შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან
არამყარი დაკარგვა გამოიწვია
2.1 თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2017 წლის 29 მაისს ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,ჰი-–------ს’’ მოპირდაპირედ ზღვისპირა პარკში კა---------------ნს მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
2.2 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით №0--------, 05.06.2017წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით კა---------------ნი 29.05.2017წ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და აღენიშნებოდა ნახეთქ-ნაგლეჯი ჭრილობები თხემის მიდამოში. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ცალკ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.3 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. 2018 წლის 19 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.5 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეთა: გი---------–-----–---–----------------–---------------------------–--------------------------------------------–--------------–------------------------ის ჩვენებები, ბრალდებულის ვა---–---–------–-–--ლის ჩვენება, დაზარალებულის კა---------------ნის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვა---–---–------–-–--ლმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვა---–---–------–-–--ლმა - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - კა---------------ნზე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებით, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
ვა---–---–------–-–--ლს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით), ვინაიდან
განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 120-ე მუხლში ცვლილება შევიდა სასჯელის ნაწილში, კერძოდ 120-ე მუხლი 2018 წლის 01 იანვრამდე სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით - ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ვა---–---–------–-–--ლს დანაშაული ჩადენილი აქვს 2017 წლის 29 მაისს ;
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად ვა---–---–------–-–--ლს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 120-ე მუხლით - 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ვა---–---–------–-–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას;
გარდა პიროვნული მახასიათებლებისა სასამართლო, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ყურადღებას აქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ვა---–---–------–-–--ლს მიერ ჩადენილი ქმდება ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით ამჟამად არ არის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის, ან შინა პატიმრობის გამოყენების საფუძველი; ბრალდებულის რესოციალიზაცია სავსებით შესაძლებელია ასევე სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამდენად, ბრალდებულს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ვა---–---–------–-–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: კა---------------ნის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ჩაწერილი ერთი ცალი DVD დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთო ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ვა---–---–------–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ვა---–---–------–-–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - კა---------------ნის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ჩაწერილი ერთი ცალ DVD დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთო ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე