განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2018
საქმის ნომერი
100100118002515840
დავის ტიპი
126 1
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100118002515840

№1/66-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი 2018 წელი ჭიათურა

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

 

პროკურორი - ი-–------–------ი

ბრალდებული - დ---------------ი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №062050518001

 

ბრალდებული: დ---------------ი,მამის სახელი: ზაალი,პირადი ნომერი: 0---------7;

დაბადების თარიღი: 0--------1 წელი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–ო განათლებისმქონე ;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლობა: არ მქონე;

რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, მო----------------ი N 34, ბინა 7

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

დ---------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

კერძოდ, 2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო- პოლიკლინიკური გაერთაინების“ მიმღებ განყოფილებაში, ქ. თბილისში, მო----------------ი, კორ.N34-ში, ბინა N7-ში მცხოვრებმა დ---------------მა, მარცხენა ხელის მაჯის და მარცხენა მხრის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით, ასევე მარცხენა მკერდის არეში ჟურნალის ერთხელ დარტყმით, ცემა ამავე საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ექიმს ნ-------------ეს, რითაც ნ-------------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. ბრალდებულმა დ---------------მა სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. დ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის: ნ-------------ის გამოკითხვებით, მოწმეების: თ-----------–---–-ს, რ---------------ს, ა--------------–---–-ს, ლ--------------ს, დ-------------------ს, გ-------------------ს, მ-----–------–------–---–-ს და გ-------------ს გამოკითხვებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულ: ნ-------------ის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თავად დ---------------ის გამოკითხვებით და საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით;

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (126-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო- პოლიკლინიკური გაერთაინების“ მიმღებ განყოფილებაში, ქ. თბილისში, მო----------------ი, კორ.N34-ში, ბინა N7-ში მცხოვრებმა დ---------------მა, მარცხენა ხელის მაჯის და მარცხენა მხრის არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით, ასევე მარცხენა მკერდის არეში ჟურნალის ერთხელ დარტყმით, ცემა ამავე საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ექიმს ნ-------------ეს, რითაც ნ-------------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

8. დ---------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. დ---------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ადრე ნასამართლევი და სახდელ დადებული არაა; უმუშევარია; კმაყოფაზე ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი;

 

10. დ---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანასაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობა 06 თვიდან 01 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით);

 

11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის, მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ---------------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე,) სანქციის ზედა ზღვართან მიახლოებული ზომით- საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 საათის ოდენობით, მხედველობაშია მისაღები გარემოება მასზედ, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მძიმე შედეგი არ დამდგარა, კმაყოფაზე ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი; დანიშნული სასჯელის მიზანია, რომ მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ---------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, რაც ამ სახისა და ზომის სასჯელით მიღწევადია;

 

აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 44-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები ამ სახის სასჯელის განსაზღვრისათვის დადგენილი არაა;

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებულია მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის ს-–----–ება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.

 

საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ს-–----–ება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ დ---------------ის მიმართ ამ სახით და ზომით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 საათის ოდენობით) სასჯელი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორი; სსკ-ს 44-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები ამ სახის სასჯელის დანიშვნისათვის საქმეზე დადგენილი არაა;

 

დანაშაულებრივი ქმედების ხასიათისა და ბრალდებულის სოციალურ-მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია სხვა სახის ძირითადი და დამატებითი სასჯელების გამოყენება, რამეთუ ამ შემთხვევაში განაჩენი იქნებოდა არასამართლიანი და ზედმეტად მკაცრი;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სასამართლოს მხრიდან ასევე გათვალისწინებულია სასჯელის სახისა და ზომის ნაწილში;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე 44-ე, 53-ე და 126-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული დ---------------ი (პ/ნ 0---------7) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 (ასსამოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით;

 

2. დ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; (გირაოს თანხა გადახდილი არაა)

 

3. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ დ---------------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე