განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-3---18
(№N------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი 2018 წელი ქ. რუსთავი
რ---------------–--ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნუგზარ მახათაძე
დაცვის მხარე: ბრალდებული - ბ-------------–---ი (ბ----------------ე), დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ოჩამჩირის რაიონის, სოფელი ცაგერა და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის ქ. 112/2-18;
ადვოკატი - მაკა რევია
კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით;
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 15 მარტს, 23:45 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქ-------------–-ს რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორის ქ--–------------ის სამსახურში მოთავსებულ იქნა, შსს ძ---–-------–--ის პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებული ბ-------------–---ი (იგივე ბ----------------ე), რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებმა - პოლიციის მუშაკებმა პირადი გასინჯვისა და ვიზუალური დათვალიერების მიზნით შეიყვანეს სამედიცინო ოთახში, სადაც მიუხედავად დროებითი მოთავსების იზოლატორის პოლიციელების ო------–----–-----ს და პ-----------–---ას არაერთი მოთხოვნისა ბ-------------–---ი (იგივე ბ----------------ე) ჯიუტად არიდებდა თავს პირადი ნივთების წარდგენას, ხოლო სამედიცინო შემოწმების ოქმზე ხელის მოწერისას გახდა აგრესიული და არ ემორჩილებოდა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რაც გამოიხატა მის მიერ ო------–----–-----სათვის და პ-----------–---ასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და ზონარზე მიმაგრებული სამკერდე ბარათის ჩამოგლეჯაში. აღნიშნული აგრესიული ქმედებების განხორციელებისას ბ-------------–---ს (იგივე ბ----------------ე) დაადეს ხელბორკილი და გაიყვანეს სამორიგეო ოთახში, სადაც დადგენილი წესის თანახმად უნდა გადაეღოთ მისთვის სურათი, რა დროსაც ბ-------------–---ი (იგივე ბ----------------ე) კვლავ უწევდა წინააღმდეგობას დროებითი მოთავსების იზოლატორის პოლიციელებს, ხოლო პ-----------–---ას უკბინა მარცხენა ხელზე. ო------–----–-----მ ბ-------------–---ის (იგივე ბ----------------ე) მიერ სამკერდე ბარათის ჩამოგლეჯისას, ხოლო პ-----------–---ამ - კბენისას განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით;
ბ-------------–---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინება N615591, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტომასალით, ო------–----–-----ს, პ-----------–---ას, ლ--–---------------–--–------------ს, გამოკითხვის ოქმები, ო. წ----–-----ს ტანსაცმლის ამოღების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N0--------, ბ-------------–---ის (იგივე ბ----------------ე) ადმინისტრაციული შემოწმების ცნობა, ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის ოქმი თანდართული დისკებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებობს ისეთი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 15 მარტს, 23:45 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქ-------------–-ს რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორის ქ--–------------ის სამსახურში მოთავსებულ იქნა, შსს ძ---–-------–--ის პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებული ბ-------------–---ი (იგივე ბ----------------ე), რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებმა - პოლიციის მუშაკებმა პირადი გასინჯვისა და ვიზუალური დათვალიერების მიზნით შეიყვანეს სამედიცინო ოთახში, სადაც მიუხედავად დროებითი მოთავსების იზოლატორის პოლიციელების ო------–----–-----ს და პ-----------–---ას არაერთი მოთხოვნისა ბ-------------–---ი (იგივე ბ----------------ე) ჯიუტად არიდებდა თავს პირადი ნივთების წარდგენას, ხოლო სამედიცინო შემოწმების ოქმზე ხელის მოწერისას გახდა აგრესიული და არ ემორჩილებოდა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რაც გამოიხატა მის მიერ ო------–----–-----სათვის და პ-----------–---ასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და ზონარზე მიმაგრებული სამკერდე ბარათის ჩამოგლეჯაში. აღნიშნული აგრესიული ქმედებების განხორციელებისას ბ-------------–---ს (იგივე ბ----------------ე) დაადეს ხელბორკილი და გაიყვანეს სამორიგეო ოთახში, სადაც დადგენილი წესის თანახმად უნდა გადაეღოთ მისთვის სურათი, რა დროსაც ბ-------------–---ი (იგივე ბ----------------ე) კვლავ უწევდა წინააღმდეგობას დროებითი მოთავსების იზოლატორის პოლიციელებს, ხოლო პ-----------–---ას უკბინა მარცხენა ხელზე. ო------–----–-----მ ბ-------------–---ის (იგივე ბ----------------ე) მიერ სამკერდე ბარათის ჩამოგლეჯისას, ხოლო პ-----------–---ამ - კბენისას განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ბ-------------–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ბ-------------–---ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს ხელისუფლების წარმომადგენლის - პოლიციელის პირადი უსაფრთხოება. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით განსახილველ შემთხვევაში გამოიხატა კანონიერი საფუძვლით - პოლიციის თანამშრომლის მოწოდებამ წესრიგის დაცვისკენ გააღიზიანა მალხაზ კიპაროიძე და პოლიციის თანამშრომელს, როგორც ფიზიკური ძალის გამოყენებით, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში. სასამართლო განმარტავს რომ, პოლიციის თანამშრომელთა სწორ, გამართულ მუშაობაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სახელმწიფოში კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცება, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა და თითოეული მოქალაქის უფლებათა დაცვა. შესაბამისად, ყველა ასეთ დანაშაულებრივ ხელყოფაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შემშლელ პირს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ მიხეილ კიპაროიძეს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ბ-------------–---ის მხრიდან ბრალის აღიარებას და ჩადენილი ქმედების მონანიებას.
ბ-------------–---ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ბ-------------–---ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ბ-------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად
სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება - დროებითი მოთავსების იზოლატორის ვიდეო-ჩანაწერი, 4 ცალი DVD დისკი, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 ცალი სამსახურეობრივი ბარათი, მუქი ფერის სვიტერი, ო------–----–-----სგან ამოღებული ტანსაცმელი: პერანგი, სვიტერი, შარვალი (ინახება შსს რ---------------–--ო სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
_ ბ-------------–---ის ნერწყვის ნიმუში, პ-----------–---ას ნერწყვის ანაწმენდები (ინახება შსს რ---------------–--ო სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ-------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
2. ბ-------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
4. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება - დროებითი მოთავსების იზოლატორის ვიდეო-ჩანაწერი, 4 ცალი DVD დისკი, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 ცალი სამსახურეობრივი ბარათი, მუქი ფერის სვიტერი, ო------–----–-----სგან ამოღებული ტანსაცმელი: პერანგი, სვიტერი, შარვალი (ინახება შსს რ---------------–--ო სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
_ ბ-------------–---ის ნერწყვის ნიმუში, პ-----------–---ას ნერწყვის ანაწმენდები (ინახება შსს რ---------------–--ო სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ---------------–--ო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი