გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2018
საქმის ნომერი
210210017002170886
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002170886

საქმე № 2/875-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.07.2018 წ. ქ.სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ა;

წარმოამდგენელი - ლე--------–---–ი:

მოპასუხე - ი/მ რა------------–---–ი

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე რა------------–---–ს დაეკისროს 8966.37 (რვაათას ცხრაას სამოცდაექვსი და 37 ) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

ი/მ რა------------–---–სა და სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ას შორის 2017 წლის 6 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4/3-163 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელებულიყო ბოსტნეულის მიწოდება. მოპასუხის მხრიდან ბოსტნეულის მიწოდება განხორციელდა დაგვიანებით. ი/მ რა------------–---–სა და სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ას შორის 2017 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4/3-163 ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა მიწოდების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ღირებულების 0,15 % -ით. დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო 8966.37 (რვაათას ცხრაას სამოცდაექვსი და 37 ) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა საპატიო მიზეზით ბოსტნეულის მიწოდების ვადის გადაცილებას. მანვე განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ძალიან დიდია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი/მ რა------------–---–სა და სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ას შორის 2017 წლის 6 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4/3-163 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელებულიყო ბოსტნეულის მიწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ი/მ რა------------–---–სა და სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ას შორის 2017 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4/3-163 ხელშეკრულება(ს/ფ 17-22)

 

3.1.2. ი/მ რა------------–---–სა და სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ას შორის 2017 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4/3-163 ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა მიწოდების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ღირებულების 0,15 % -ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ი/მ რა------------–---–სა და სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ას შორის 2017 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4/3-163 ხელშეკრულება(17-22)

 

3.1.3. მოპასუხის მხრიდან ბოსტნეულის მიწოდება განხორციელდა დაგვიანებით. დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო 8966.37 (რვაათას ცხრაას სამოცდაექვსი და 37 ) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა- განმარტება;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებ, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 317-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4/3-163 ხელშეკრულების საფუძველზე. სადაოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ ჯეროვნად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირგასამტეხლოს შემცირება 10%-მდე. პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 8966.37 (რვაათას ცხრაას სამოცდაექვსი და 37 ) ლარისა უნდა განისაზღვროს 896.63 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში 26.89 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ი-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ი/მ რა------------–---–ს დაეკისროს 896.63 (რვაას ოთხმოცდათექვსმეტი და 63 ) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ი/მ რა------------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 26.89(ოცდაექვსი და 89) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი