გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210017002183598 (2-597/17 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ივნისი. 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე - სს ,, კრ-----------'';
წარმომადგენელი- რა--------–--–ი
მოპასუხეები - ნუ--------------, ეკ----------------ე, ლე--–-------ა
წარმომადგენელი: ნუ----------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ნუ--------------ს, ეკ----------------ეს და ლე--–-------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ-----------ს” სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 1849.37 აშშ დოლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხეებს ნუ--------------ს, ეკ----------------ეს და ლე--–-------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ-----------ს” სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 199.21 ლარის ოდენობით (149.21 ლარი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის).
1.3. მოპასუხეებს ნუ--------------ს, ეკ----------------ეს და ლე--–-------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ-----------ს” სასარგებლოდ გაწეული ხარჯის საერთო ჯამში 221.00 ლარის გადახდა, საიდანაც 21 ლარი არის მოსარჩელის მიერ შსს მომსახურების სააგენტოში ა/მანქანების საკუთრების შესახებ ცნობის მომზადებისათვის გადახდილი მოსაკრებლის თანხა, 200 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო მოსაკრებლის თანხა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 30 იანვარს მხარეებს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა“ და მსესხებელ ნუ--------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 4 500.00 ა.შ.შ. დოლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 24 თვეს სესხი იყო სარგებლიანი და ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2.95%-ა. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 1 866.32 ა.შ.შ. დოლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 153.12 ა.შ.შ. დოლარს და ყოველწლიური საკომისიოს - 19.81 ა.შ.შ. დოლარს. მსესხებელს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გადაუხადოს „გამსესხებელს“ 6 539.25 ა.შ.შ. დოლარი, ყოველთვიურად, ყოველი თვის 4 რიცხვში 271.68 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით.
2015 წლის 25 იანვარს თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა ეკ----------------ესთან, რომელიც იღებს ვალდებულებას, იმ შემთხვევაში თუკი თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 2 თვის ვადაში ნუ--------------ზე გაიცემა სესხი მაქსიმუმ 4 500 დოლარამდე, თავდები სოლიდარულად პასუხისმგებელი იქნება, როგორც ძირ თანხაზე, ასევე დარიცხულ სარგებელზე, სადაზღვეო და სხვა გადასახდელებზე. თავდებობის ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ოდენობად განისაზღვრა 6 539 დოლარი. 2015 წლის 30 იანვარს თავდებობა გაფორმდა ასევე ლე--–-------ასთან, რომელმაც აიღო ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითდი მოვალის ნუ-------------ის მიერ 2015 წლის 30 იანვარს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე 4 500.00 ა.შ.შ. დოლარზე, დარიცხულ სარგებლზე, სიცოცხლის სადაზღვეო პრემიაზე და ყოველწლიურ საკომისიოზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 6 539.25 ა.შ.შ. დოლარს. ასევე შესაძლო ჯარიმებზე და პირგასამტეხლოზე. თავდებები ასევე პასუხისმგებელნი არიან შესაძლო ჯარიმებზე და პირგასამტეხლოზე, რაც გათვალისწინებულია სესხის ხელშეკრულებით.
მსესხებლის მიერ სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხების გადახდა ხდებოდა დაგვიანებით, რაზეც მოსარჩელის მიერ მოხდა როგორც ძირითად მსესხებლის, ასევე თავდებების გაფრთხილება ვალდებულების შესრულებაზე და მიუხედავად არაერთგზის როგორც ძირითადი მსესხებლის, ასევე მისი თავდები პირების ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული. შესაბამისად აღნიშნული გარემოება გახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრისა.
მოპასუხეების დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს: 1 849.37 ა.შ.შ. დოლარს, საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 1 215.81 ა.შ.შ. დოლარი; დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 109.81 ა.შ.შ. დოლარი; დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვეო პრემია - 31.35 ა.შ.შ. დოლარი; დარიცხული ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27% შეადგენს - 492.40 ა.შ.შ. დოლარს;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების ნუ-------------ის, ეკ----------------ისა და ლე--–-------ას წარმომადგენელმა ნუ----------ემ სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელის მოთხოვნა, მისი განმარტებით მოსარჩელეებს საერთოდ არ უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რადგან ხელშეკრულება არის კაბალური, დარღვეულია სამართლიანობისა და გარიგებისადმი კეთილსინდისეირების პრინციპი, მოსარჩელემ ისარგებლა მოპასუხეთა მძიმე მდგომარეობით და გაუფორმა ხელშეკრულება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს. აღნიშნულის მიუხედევად მოსარჩელეებს გადახდილი აქვთ სოლიდური თანხები და დავალიანება ფაქტიურად მთლიანად არის დაფარული. მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოსაზრებით ხელშეკრულება დადებისთანავე ბათილია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 30 იანვარს მხარეებს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა“ და მსესხებელ ნუ--------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 4 500.00 ა.შ.შ. დოლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 24 თვეს. სესხი იყო სარგებლიანი და ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2.95%-ა. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 1 866.32 ა.შ.შ. დოლარს. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენდა 153.12 ა.შ.შ. დოლარს და ყოველწლიური საკომისიო - 19.81 ა.შ.შ. დოლარს. მსესხებელმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გადაუხადოს „გამსესხებელს“ 6 539.25 ა.შ.შ. დოლარი, ყოველთვიურად, ყოველი თვის 4 რიცხვში 271.68 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით თანხების გადახდის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2017 წლის 25 ოქტომბერი);
- 2015 წლის 30 იანვრის სესხის ხელშეკრულება N 20150130NDEVA
3.2.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნვლყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - ეკ----------------ემ და ლე--–-------ამ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ნუ--------------სთან ერთად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-თავდებების განცხადებები
- თავდებობის ხელშეკრულებები.
3.2.3. მოპასუხეებს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში, ამჟამინდელი დავალიანება შეადგენს 1849.37 აშშ დოლარს, საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 1 215.81 ა.შ.შ. დოლარი; დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 109.81 ა.შ.შ. დოლარი; დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვეო პრემია - 31.35 ა.შ.შ. დოლარი; დარიცხული ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27% (მაქსიმუმ 150 დღეზე - სესხის ხელშეკრულების 3.8. პუნქტის შესაბამისად) კი შეადგენს - 492.40 ა.შ.შ. დოლარს. მსესხებელი და თავდები პირები რამდენჯერმე იქნენ გაფრთხილებული ვალდებულების ნებაყოფილებით შესრულებაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-სესხის დაფარვის გრაფიკი
- გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე.
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განხორციელდა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს’’ რეორგანიზაცია და მის უფლებამონაცვლეს ამჟამად წარმოადგენს სს ”კრ-----------”.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''კრედო ბანკის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, მოსარჩელესა და ნუ--------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაიცა სესხი.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გარფიკი, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება;
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნვლყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - ეკ----------------ემ და ლე--–-------ამ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ნუ--------------სთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 149.21 ლარის ოდენობით, სარცელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა სხვა ხარჯებიც.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამდენად მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სხვა სასამართლო თუ სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,კრ-----------ს'' (ს/ნ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ნუ--------------ს (პ/ნ 6----------), ეკ----------------ეს (პ/ნ 1----------), ლე--–-------ას (პ/ნ 1----------), სს ,,კრ-----------ს'' (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 1849.37 (ათას რვაას ორმოცდაცხრა აშშ დოლარი, 37 ცენტი) აშს დოლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ნუ--------------ს (პ/ნ 6----------), ეკ----------------ეს (პ/ნ 1----------), ლე--–-------ას (პ/ნ 1----------) სს ,,კრ-----------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელისა და მის უზრუნველყოფისათვის წინასწარ გადახდილი 199.21 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხეებს ნუ--------------ს, ეკ----------------ეს და ლე--–-------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ-----------ს” სასარგებლოდ გაწეული ხარჯის საერთო ჯამში 221.00 ლარის გადახდა, საიდანაც 21 ლარი არის მოსარჩელის მიერ შსს მომსახურების სააგენტოში ა/მანქანების საკუთრების შესახებ ცნობის მომზადებისათვის გადახდილი მოსაკრებლის თანხა, 200 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო მოსაკრებლის თანხა.
5. 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე