განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2018
საქმის ნომერი
080100118002467823
დავის ტიპი
126 (1) 1 , 160 1 , 151
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/461-18 (№041180418001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

03.07.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - დ-------------------ია

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: გ--------------ე

მამის სახელი: თ------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

ნასამართლობა: ა---------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------------------------------

 

ადვოკატი: ზვ--------------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111-19-160-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის N------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ--------------ემ, მეუღლეს - ლ--–--------ეს მოქაჩა თმებში, რის შემდეგაც არასრულწლოვანი შვილის თო-------------ის თანდასწრებით ორჯერ დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი თავის არეში. გ--------------ის ქმედებებით ლ--–--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, გ--------------ემ სიდედრის მა------------ის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ ტელეფონით დაურეკა ორჯერ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ მივიდა ქ. ქუთაისში, ა---------------------------ში მდებარე მა------------ის საცხოვრებელ ბინის კართან, ფეხს ურტყამდა კარს და მა------------ეს კვლავ დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც მა------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის მცდელობა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, გ--------------ემ, ქუთაისში, ა---------------------------ში მდებარე მა------------ის საცხოვრებელ ბინაში, მა------------ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლის მიზნით, ფეხი დაარტყა არაერთხელ მა------------ის საცხოვრებელი ბინის კარს და ცდილობდა ბინაში შესვლას, რა დროსაც დააზიანა 10(ათი) ლარად ღირებული კარის საკეტი მექანიზმი, თუმცა ბინაში შესვლა ვერ შეძლო მა------------ის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 0-------- წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ--------------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს გ--------------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ--------------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ლ--–--------ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ მა------------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა: ი----------------ის, თო-------------ის, გუ--------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ჟ---------------ის გამოკითხვის ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N109/ტრ; ნივთმტკიცებით - კარის საკეტი მექანიზმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის მცდელობა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

გ--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ--------------ემ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე აღნიშნა, რომ ის გამოსწორების გზაზეა და საპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის შემდეგ სრულფასოვნად დაუბრუნდება საზოგადოებას და გამოასწორებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს; საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მან უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ამჟამად ის შერიგებულია დაზარალებულებთან, რომლებიც თანახმა არიან მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი შეღავათები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული პირველადაა სამართალში, ის ნასამართლობის ა--------- პირია და წარსულში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა.

 

ამრიგად, დანაშაულების ჩადენის გარემოებების, ეპიზოდების სიმრავლის და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით და მისი რეალური მოხდით სამართლიანი ზომით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან. თუმცა მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის უნდა იქნეს დაენიშნოს ყველაზე მკაცრი მუხლის სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-19-160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;

 

1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

1.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;

 

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ--------------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 აპრილიდან.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

4.1. საკეტის ფრაგმენტები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - განადგურდეს.

 

4.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე