განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2018
საქმის ნომერი
120100118002357236
დავის ტიპი
117 7 გ , 117 5 გ
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2357236-1/101-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

3 ივლისი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – ო---------------

დაცვის მხარე: ბრალდებული –ზ----------------------; დაბადების თარიღი: 1---------; პირადი N: 1----------;

ადვოკატი - ა---------–-----–--–---–-

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

ზ----------------------ა, 2018 წლის 08 თებერვალს, ბ----------- რაიონის სოფელ ს------–-, ს-----------------, სრულიად უმიზეზოდ დანა ჩაარტყა გულმკერდის მარცხენა არეში, რითაც მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით

 

დაზარალებულმა ს------------------ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს დაახლოებით საღამოს 5-6 საათზე იგი გავიდა გარეთ, სადაც მივიდა ზ----------------------, რომელსაც ხელში ეჭირა დანა. ს----------------- ზ---------------------ს უთხრა, რომ რაში სჭირდებოდა დანა, მაინც არაფერს ჭრიდა. ამ დროს ზ----------------------ა დანის მოქნევით გულმკერდის არეში დაჭრა გვერდით მდგომი ს-----------------, რის შემდეგადაც ს------- სახლში მისვლამდე დაკარგა გონება.

მოწმე ლ--–------------- ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ის სახლში იმყოფებოდა, როცა მისი მეუღლე სახლში მივიდა, თქვა რომ ცუდად ვარო და გული წაუვიდა. მის კივილზე მეზობლები მასთან მივიდნენ, რის შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ ს---------------- დაჭრილი იყო, ხალხმა კი უთხრა რომ ს------ ზ----------------------ა დაჭრა. ს------- და ზ-------- შორის არასდროს ყოფილა უთანხმოება და მისთვის უცნობია ამ კონფლიქტის მიზეზი. დაჭრიდან ერთი კვირის განმავლობაში ს------ იწვა საავადმყოფოში და იქ გადიოდა მკურნალობას. შემთხვევის დღეს სასწრაფო მივიდა მათთან, მაგრამ მოწმისათვის უცნობია თუ ვინ გამოიძახა იგი.

 

მოწმე ლ---–---------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 08 თებერვალს დაახლოებით საღამოს 8 საათზე ლ-–---------------- მივიდა სოფელ ს------–- ლ---–---------–----თან, რომელიც არის სოფლის ექთანი. ლ-–---------------- იყო შეშფოთებული, რომელმაც ლ---–---------–---- სთხოვა დახმარება მას უნდა გაყოლოდა ს-----------------სთან დასახმარებლად, რომელიც იყო ძალიან ცუდად. ლ-–---------------- არის ზ----------------------ს შვილი. როდესაც ლ--–---------–--- მივიდა ს-----------------თან სახლში იგი დახვდა მწოლიარე, გაუსინჯა წნევა შეამჩნია რომ მუცელზე ჰქონდა ჭრილობა, ჰკითხა თუ რა მოუვიდა რაზეც ს------- მას უპასუხა რომ დაეცა, თუმცა კარგად იყო. შემდგ სასწრაფო მივიდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

მოწმე დ--------–----- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 თებერვალს შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში შესული იქნა ინფორმაცია, იმავე დღეს 112-ში შესული იქნა შეტყობინება ბ----------- რაიონი სოფელ ს------–- მცხოვრები ზ----------------------ს შესახებ, რომელმაც ს----------------- მიაყენა დაზიანება. გადაადგილდება ავტომანქანა ,,-----–------------ და აპირებდა მიმალვას,მოწმე ლ-–----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სოფელ ს------–- საღამოს, როცა სახლიდან მაღაზიაში მიდიოდა შეხვდა მამას ზ---------------------ს, რომელმაც ლ-–-- უთხრა რომ ხუმრობის შედეგად კონფლიქტი მოუვიდა ს-----------------თან და დაჭრა. ლ-–-- სთხოვა რომ მიეხედა ს------სთვის და დახმარება გაეწია, რის შემდეგ ლ-–- ჩავიდა ს-----------------სთან სახლში, რომელიც ზ----------------------ს სახლს აშორებს დაახლოებით 50 მეტრით, ლ-–-მ იკითხა თუ რა ხდებოდა და როცა გაიგო რომ ს---------------- ცუდად იყო დარეკა 112-ში. თ------------------თან ერთად წავიდა მანქანით სოფლის ექთანთან ლ---–---------–----თან. სასწრაფოს მოსვლის შემდეგ ს----------------- გადაიყვანეს საავადმყოფოში და გაუკეთეს ოპერაცია.

 

მოწმე ვ-–-------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ საღამოს, როცა ის სახლში მიდიოდა უნდა გაევლო ს------ ს---------ს სახლი რა დროსაც დაინახა სასწრაფო დახმარების მანქანა და იკითხა რა ხდებოდა, რაზეც უპასუხეს რომ ს------ ნალის საჭრელ დანაზე დაეცა და მკერდი გაიჭრაო, რის შემდეგაც ვ-–--------- შევიდა ს------ს სახლში და დაინახა საწოლზე წამოწოლილი ს------, რომელსაც დახმარებას უწევდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ის განმარტავს, რომ მეორე დღეს გაიგო, რომ იგი დანით დაუჭრია ზ---------------------ს, რაც შეეხება მიზეზს ამაზე არაფერი იცის.

 

მოწმე რ------ ს---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ თვითონ, თავისი ძმა, ს----------------- და ზ---------------------- იმყოფებოდნენ მეზობელთან ვ-–-----------------------ნ, სადაც რამდენიმე ჭიქა დალიეს. შემდეგ წამოვიდნენ, უნდა წასულიყვნენ სოფელ ტ------–- თმის შესაჭრელად. რ---------------- შევიდა სახლში, როდესაც გარეთ გამოვიდა გარეთ აღარავინ დახვდა. როცა ძმასთან ს--------------------ან გავიდა დაინახა რომ ცუდად იყო. ს----------------- უთხრა, რომ ნალების საჭრელზე დაეცა, რომელსაც გარეგნულად ჭრილობა არ ემჩნეოდა, არ აღენიშნებოდა სისველე. რ------ ს--------- განმარტავს რომ გამოძიების შედეგად გაიგო თუ ვის მიერ იქნა დაჭრილი ს-----------------, ხოლო კონფლიქტის მიზეზი დღესაც არ იცის.

 

მოწმე თ------ ს---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ საუბრობდნენ ის ზ---------------------- და ს-----------------. საუბრის დროს ზ-------- ფეხი წამოკრა ს-----------------ს და უთხრა, რომ გაგეხუმრეო. ს------- კი უთხრა ეგ რა ხუმრობა არისო, რაზეც ზ-------- მუშტი მოუქნია ს-----------------ს და ხელის მოქნევის შემდეგ დაინახა, რომ ზ---------------------ს ხელში ეჭირა დანა, რასაც გაგრძელება აღარ ჰქონია, არც შელაპარაკება არ ყოფილა მათ შორის და ყველა სახლებში წავიდნენ.

 

ბრალდებული ზ---------------------- განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, როცა გარეთ იმყოფებოდა სოფელში გზაზე იდგენ ს------ და ზ----, თვითონაც მათთან მივიდა თან ხელში დანა ეკავა და ათამაშებდა, ს------- უთხრა რას დაგაქვს ეგ დანა ჭრიდეს მაინც რამეს და ამ დროს ზ-------- მოუქნია დანა, უნდოდა სვიტრი გაეჭრა ამ მოქნევით, მაგრამ მთვრალმა ვეღარ განსაზღვრა და შემთხვევით დაჭრა გულმკერდის არეში. ს------- დანას ხელი მოკიდა და გადააგდო რა დროსაც ზ-------- კითხა მგონი დაგჭერიო, მან კი უპასუხა რომ არამგონია ღრმად იყოსო და შევიდა სახლში, ზ-------– სახლში წავიდა და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიდა ისევ ს--------- და გაიგო რომ ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს. ზ-------- გზაში შეხვდა თავისი შვილი, შემთხვევის ადგილიდან 60-70 მეტრში, რომელსაც უთხრა რომ ს------ ცუდად იყო და მიექცია მისთვის ყურადღება ის არ უთქვამს, რომ იგი დანით დაჭრა. მისი განმარტებით მათ არასდროს ჰქონიათ უთანხმოება და არც ახლაა მიზეზი იმისა, რაც მოხდა და ყველაფერი მოხდა შემთხვევით და ხუმრობით, რომელიც აღიარებს დანაშაულს და ნანობს ჩადენილ საქციელს.

 

2018 წლის 9 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღება მიმდინარეობდა „ჯ-------------–--“ ბ----------- სამედიცინო ცენტრის ექთანთან კ----------–-–---–----- რომელმაც წარმოადგინა პაციენტის ს----- ს---------ს ტანსაცმელი, კერძოდ: 1) ერთი ცალი, შავი ფერის, მოკლესახელოებიანი მაისური, საყელოზე თეთრი ფერის კანტით. მაისურის წინა მხარეს გამოსახულია მამაკაცის ფიგურა და უცხოურ ენაზე შესრულებული წარწერები. მაისურზე, წინა მარცხენა მხარეს,აღენიშნება გაჭრილი ადგილი, 3 (სამი) სახის. მაისური მარცხენა მხარეს, მთელ სიგრძეზე არის გაჭრილი. 2)ლურჯი ფერის, 1 (ერთი) ცალი, გრძელსახელოებიანი სვიტერი, მხრებზე ამოქარგული ყვითელი ფერის უზორებით. სვიტერს წინა მხარეს აღენიშნება მუქი ფერის, მოწითალო–მოყავისფრო სისხლისმაგვარი ლაქები. მარცხენა მხარეს, სადაც წარწერაა “-------- სვიტერზე აღინიშნება 3 სმ სიგრძის გაჭრილი ადგილი; 3) 1 (ერთი) ცალი, მუქი ლურჯი ფერის სპორტული შარვალი, წინა მხარეს არსებული ელვაშესაკრავიანი ჯიბეებით, ასევე უკანა მხარეს (მარჯვენა) არსებული ჯიბით. შარვალს რაიმე დაზიანება არ აღენიშნება.

 

2018 წლის 9 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ს----- ს---------საგან, რომელიც იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ექთან კ----------–-–---–-- მიერ 10 (ათი) მილიგრამიანი საინექციო შპრიცის გამოყენებით მარჯვენა ხელის ვენიდან აღებულ იქნა 6 (ექვსი) მილიგრამი სისხლი.

 

2018 წლის 9 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბ----------- რაიონის, სოფელ ს------–- განთავსებულ ე-–--- ს---------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც გზა მიოდის სოფლის შიდა სამანქანო მეორეხარისხოვანი გრუნტიანი გზით. აღნიშნული გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს ე.ს---------ს კუთვნილი ორსართულიანი, კაპიტალურად აგებული საცხოვრებელი სახლი, რომლის წინა მხარეს განთავსებული ეზო შემოღობილია ხის მესერით. ეზოში შედის ხის, ერთფრთიანი კარები, რაც ღია მდგომარეობაშია. სამსაფეხურიანი ქვის კიბის ჩავლით შევდივართ ეზოში. კარებიდან მარჯვენა მხარეს აწყვია საშეშე, ხის მერქანი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. შესასვლელი კიბიდან 9.20 მეტრის მოშორებით დევს გადანაჭრელ ხის მორზე დამაგრებული, რკინის საჭრელი, მექანიკური კონსტრუქცია. მორზე აგდია გადანაჭრელი ლითონის ნაწილი. რკინის კონსტრუქცია არის ორნაწილიანი, რომლის ერთი „პირი“ არის ალესილი.

 

2018 წლის 11 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ზ----------------ს მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პირები მიემართებიან ბ----------- რ-ნის სოფელ ს------–- სოფელში მიმოსვლის საავტომობილო გზით ე.წ. სოფლის „ბირჟაზე“, სადაც მოწმე ზ---------------ა მიუთითა ადგილი და განმარტა, რომ 2018 წლის 08 თებერვალს 17:10 საათზე მან თავისი კუთვნილი ჯიბის დასაკეცი დანა დაარტყა, მარცხენა მხარეს გულ-მკერდის არეში მის თანასოფლელს, ს-----------------, ასევე ზ---------------ა მიუთითა მიმართულება მარჯვენა მხარეს ბაღებისკენ და განმარტა, რომ ს.ს---------მ აღნიშნული მიმართულებით გადააგდო მის სხეულში დარჩენილი დასაკეცი დანა. მოხდა აღნიშნული ადგილის დეტალურად დათვალიერება, მაგრამ დანა ნაპოვნი და აღმოჩენილი ვერ იქნა.

2018 წლის 28 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო N----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ს----- ს---------ს სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს; ს----- ს---------ს სვიტერზე, მაისურზე და შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს; ს----- ს---------ს სისხლი და ს----- ს---------ს სვიტერზე, მაისურზე და შარვალზე არსებული სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს.

 

2018 წლის 7 მარტის სასამართლო-სამედიცინო N--------. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ს----- ს---------ს ტანსაცმელზე (სვიტერზე და მაისურზე) არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნაში მითითებულ ს----- ს---------ს სხეულზე არსებულ ჭრილობას. შარვლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1----------–------------- დასკვნით დადგენილია, რომ ს----------------- აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა არეში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, ტრამვული ჰემოთორაქსი, ჰემოპერიკარდიუმი. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო.

 

11.02.2018წ. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 11.02.2018წ. დაკავებული იქნა ზ---------------------- (პ/ნ 1----------).

 

07.03.2018წ. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---------------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით.

 

ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----------------------ა ს----------------- ხულიგნური ქვენა გრძნობით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის N-------- განაჩენში განვითარებულ მსჯელობას: ,,საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღმდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ქმედებაში; ბ) მძიმე შედეგში ან შედეგის საფრთხეში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის. მოცემულ შემთხვევაში ზ----------------------ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია მართლსაწინააღმდეგო შედეგთან, კერძოდ, ს----- ს---------ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასთან.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 8 თებერვალს ბ----------- რაიონის სოფელ ს------–- ზ----------------------ა დანის გულმკერდის არეში დარტყმით ს----------------- მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ შეძლო წარმოედგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ზ----------------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ზ---------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

ზ---------------------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდგომი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ---------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ----------------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები

 

- ს----- ს---------ს სისხლის ნიმუში, რომელიც ერთვის საქმეს განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ს----- ს---------ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს ს-----------------.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-259-ე, 260-ე, 271-ე,-272-ე, 277-ე, მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---------------------- (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით.

2. ზ----------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 თებერვლიდან.

3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები ს----- ს---------ს სისხლის ნიმუში, რომელიც ერთვის საქმეს განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ს----- ს---------ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს ს-----------------.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე