გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2018
საქმის ნომერი
020210018002319230
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სხვა სახის დავები
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210018002319230 (2/321-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.06.2--- წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე შპს ,,ნი----“

წარმომადგენელი მა--------------ა

მოპასუხე ლა–---–----ძე

წარმომადგენელი სო------------–-ა

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ლა–---–----ძისთვის შპს ,,ნი----ს“ სასარგებლოდ 78080 აშშ დოლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის მტკიცებით, ლა–---–----ძე როგორც საწარმოს დირექტორი ვალდებულია პასუხი აგოს მისი დირექტორობის პერიოდში საწარმოს მიერ მიღებული კრედიტის არამიზნობრივად გახარჯვის – მითვისების გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ლა–---–----ძე არ ცნობს სარჩელს.

 

მოპასუხის მტკიცებით, სადავო პერიოდში იგი თვითონ წარმოადგენდა საწარმოს ერთადერთ პარტნიორს, რომელიც ამავე დროს დირექტორის უფლებამოსილებასაც ახორციელებდა და მისი საქმიანობით საწარმოსთვის ან მესამე პირებისთვის ზიანი არ მიუყენებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. შპს ,,ნი----“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულია 21.02.2008 წ–დან.

 

ამჟამად, შპს ,,ნი----ს“ დირექტორი და ერთადერთი პარტნიორია (100 % წილის მფლობელი) თა-------------ა.

 

თა-------------ა საწარმოს პარტნიორი და დირექტორია ლა–---–----ძის (პარტნიორის) გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც 21.06.20-- წ წარდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით ლა–---–----ძემ შპს ,,ნი----ს“ ერთადერთმა დამფუძნებელმა (100 % წილის მფლობელმა) და დირექტორმა მის საკუთრებაში არსებული წილი მთლიანად და დირექტორის უფლებამოსილება გადასცა თა-------------ას.

 

თა-------------ა წილის მიღების დროს ინფორმირებულია საწარმოს ფინანსური ვალდებულებების შესახებ. ლა–---–----ძეს არ დაუმალავს და ვერც დამალავდა კრედიტის შესახებ ინფორმაციას, რადგან აღნიშნულის თაობაზე არსებობდა წერილობითი მტკიცებულებები.

 

განსახილველი დავის ფარგლებში დავის საგანი არ არის საწარმოს წილის უსასყიდლოდ გადაცემის მართლზომიერების საკითხი, შესაბამისად არ არის დასადგენი რა პირობით მოხდა აღნიშნული ტრანზაქცია ან როგორი შეთანხმება არსებობს ნების გამომვლენ სუბიექტებს შორის საწარმოს აქტივების და პასივების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მოზადების თარიღი B---------, 2-/06/20-- წ

–შპს ,,ნი----ს“ პარტნიორის გადაწყვეტილება 21.06.20-- წ

 

3.2. 14.06.2--- წ შპს ,,ნი---მა“ სს ,,ს----------–---------დან“ მიიღო სარგებლიანი საბანკო კრედიტი 119000 აშშ დოლარი.

 

შეთანხმებული იყო სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა გრაფიკის მიხედვით.

 

კრედიტი უზრუნველყოფილია ლა–---–----ძის სოლიდარული თავდებობით.

 

კრედიტი ათვისებულია სრულად.

 

119000 აშშ დოლარი საწარმოს ანგარიშზე ჩაირიცხა 14.07.2--- წ. აღნიშნული თანხიდან იმავე დღეს ბანკის მიერ ჩამოწერილია მომსახურების საკომისიო 595 აშშ დოლარი და ანგარიშზე ნაშთად ირიცხებოდა 118405 აშშ დოლარი. 15.07.2--- წ განხორციელდა 4 საბანკო ოპერაცია: ა) 39500 აშშ დოლარი მიმართულია კონვერტაციაზე კურსით 2,335 და შესაბამისი თანხა 92-32,5 ლარი, საიდანაც დაიფარა საწარმოს ძველი სესხის ძირითადი თანხა 90286,27 ლარი და პროცენტი 690,13 ლარი, ბ) ლა–---–----ძის მიერ ანგარიშიდან გატანილია 5000 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შეძენის დანიშნულებით, გ) 73080 აშშ დოლარი საწარმოს ანგარიშიდან გასულია ლა–---–----ძეზე სესხის გაცემის დანიშნულებით, დ) 365,4 აშშ დოლარი ჩამოწერილია ანგარიშიდან ბანკის მიერ სტანდარტული საკომისიოს სახით.

 

კრედიტიდან უშუალოდ ლა–---–----ძის მიერ მიღებული თანხებიდან 78080 აშშ დოლარის გახარჯვის საბუღალტრო დოკუმენტაცია არ არსებობს.

 

შპს ,,ნი----“ ლა–---–----ძის დირექტორობის პერიოდში ვადამოსულ საკრედიტო ვალდებულებას ასრულებდა. იგი პირადად ხელმძღვანელობდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას. საწარმოს იჯარით ჰქონდა აღებული ფართები და გასცემდა ქვეიჯარით. ამ ფართების იჯარის გაცემისთვის პერიოდულად საჭირო იყო სარემონტო სამუშაოები, რაც განხორციელდა ზეპირი ხელშეკრულებების საფუძველზე და წერილობითი მტკიცებულებები არ არსებობს.

 

ლა–---–----ძის განმარტებით სადავო თანხები მოხმარდა საწარმოს საქმიანობას, საწინააღმდეგო მტკიცება საქმეში არ არის.

 

ლა–---–----ძის მიერ საწარმოს ინტერესების საზიანოდ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ფინანსური ოპერაციის განხორციელება ან/და მართლსაწინააღმდეგო მართლსაწინააღმდეგო მოქმედების, მით უფრო დანაშაულის ჩადენა სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 14.06.2--- წ

–იპოთეკის ხელშეკრულება

–ამონაწერები ანგარიშიდან

–აუდიტორული დასკვნა 16.02.2--- წ

–მოწმის ჩვენება, სხდომის ოქმი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უსაფუძვლოა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91, 47-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლით 1. საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. 3. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

 

დასახელებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-6 პუნქტებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება აქვს დირექტორს. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად; კერძოდ, უნდა ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ საწარმოს დირექტორი ამავე დროს მისი ერთადერთი პარტნიორიცაა. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ლა–---–----ძემ თავისი მოქმედებებით, მათ შორის სესხის სახით მიღებული თანხების განკარგვით ზიანი მოუტანა საზოგადოებას.

 

მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ სესხი მოპასუხემ პირადი ვალების დასაფარად გამოიყენა. თვითონ მოპასუხე განმარტავდა და მოწმის სახით დაკითხულმა პირებმაც დაადასტურეს, რომ საწარმოს, რომელსაც ლა–---–----ძე მართავდა/წარმოადგენდა საქმიანობაა შენობების (კომერციული ფართების) იჯარით გაცემა და ამ ფართებს მოსარცელის მიერ მითითებულ პერიოდში ჩაუტარდათ გარკვეული სარემონტო სამუშაოები.

 

,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-91-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით პართნიორთა კრების (ჩვენს შემთხვევაში 100 % წილის მქონე პარტნიორის) უფლებამოსილებაა ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს. შესაბამისად, საბანკო კრედიტის აღება არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც საზოგადოების მიზნების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების დანაწესებით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ არაერთხელ მიუთითა, რომ ლა–---–----ძე, როგორც დირექტორი მოქმედებდა საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ და მან მიითვისა საწარმოს თანხები, რაც ვერ დაამტკიცა სათანადო მტკიცებულებებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

 

საზოგადოების სახსრების მითვისება სისხლის სამართლებრივი ქმედებაა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესებით ის შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხემ მას განზრახი ან გაუფრთხილებელი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანი მიაყენა, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე–2 ნაწილის დანაწესებით გადახდება მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე არ არის გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახ. ბაჟი გადახილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა