გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2--------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.07.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ნ---- თ----–---–-
სხდომის მდივანი: ე-–----------ე
მოსარჩელე: მ------ი ჩ------ე,წარმომადგენელი: ნ----- მ--------–---–ი,მოპასუხეები: შპს „სვ-----------–-------",სს „ს----------–---------",ა-------- სტ-------ი,გ------ ჩ------ე,დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს ქვემო ქართლის აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1-------- აღწერის აქტებში მითითებული ნივთების, ტელევიზორი „სამსუნგი" ერთი ცალი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა ერთი ცალი, პერსონალური კომპიუტერი მონიტორით ერთი ცალი, სარეცხის მანქანა ,,ბოში" ერთი ცალი, მაგიდა რვა სკამით, შუშებიანი სერვანდი ერთი ცალი, პიანინო ,,ბელარუსი" ერთი ცალი, მაცივარი ,,ტოშიბა" ერთი ცალი, გაზქურა ,,ბოში" ერთი ცალი, ,,ტრილიაჟი" სარკით ერთი ცალი, სარკე ოქროსფერი ჩუქურთმებით ერთი ცალი, პრინტერი „ეიჩპი“ ერთი ცალი, ნოუთბუქი „ეისერი" ერთ ცალი, კუთხის დივანი შუშის ზედაპირიანი მაგიდით ერთი ცალი, დივიდი პლეიერი ელ.ჯი ერთი ცალი ყადაღისაგან განთავისუფლებას.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 1-------- №1---- აქტებით აღწერილი და დაყადაღებული იქნა ქ. რუსთავი, მე-- მ/რ, №2----ში მდებარე ბინაში არსებული მოძრავი ნივთები. დასახელებულ მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელე და სწორედ მისი კუთვნილი ქონება იქნა დაყადაღებული გ------ ჩ------ის დავალიანების გამო გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. მოსარჩელის მითითებით, აღმასრულებლის მიერ დაყადღებული ნივთები განლაგებულია მის საკუთრებაში არსებულ ქონებაში და ისინი შეძენილია მისი შემოსავლით. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელე მიუთითებს საჯარო რეესტრის ამონაწერს. მ------ ჩ------ე არის გ------ ჩ------ის შვილი და იგი არ არის ვალდებული პასუხი აგოს მშობლის ვალებზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს ,,ს----------–---------ს" წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითიოთებით არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხე შპს ,,სვ-----------–-------ს" წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, კრედიტორმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, გააჩუქა უძრავი ქონება მის შვილზე ვალდებულების შესრულების თავიდან ასაცილებლად.
მოპასუხე გ------ ჩ------ემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო.
მოპასუხე ა-------- სტ-------ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, ნოუთბუქი ,,acer"-ის ყადაღისაგან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 1-------- №1---- აქტებით აღწერილი და დაყადაღებული იქნა ქ. რუსთავი, მე-- მ/რ, №2----ში მდებარე ბინაში არსებული მოძრავი ნივთები. ტელევიზორი „სამსუნგი" ერთი ცალი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა ერთი ცალი, პერსონალური კომპიუტერი მონიტორით ერთი ცალი, სარეცხის მანქანა ,,ბოში" ერთი ცალი, მაგიდა რვა სკამით, შუშებიანი სერვანდი ერთი ცალი, პიანინო ,,ბელარუსი" ერთი ცალი, მაცივარი ,,ტოშიბა" ერთი ცალი, გაზქურა ,,ბოში" ერთი ცალი, ,,ტრილიაჟი" სარკით ერთი ცალი, სარკე ოქროსფერი ჩუქურთმებით ერთი ცალი, პრინტერი „ეიჩპი“ ერთი ცალი, ნოუთბუქი „ეისერი" ერთ ცალი, კუთხის დივანი შუშის ზედაპირიანი მაგიდით ერთი ცალი, დივიდი პლეიერი ელ.ჯი ერთი ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ს. ფ. 2-17)
-შპს ,,სვ-----------–-------ს" წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 54-62),-სს ,,ს----------–---------ს" წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 73-80),-გ------ ჩ------ის წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 89- 96),-ქვემო ქართლის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელ მიხეილ შიობრიშვილის 2018 წლის 1-------- №1---- აქტები მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს. ფ. 18-21)
3.1.2. ქ. რუსთავი, მე-- მ/რ, №2----ში მდებარე ბინის მესაკუთრეა მ------ ჩ------ე 2018 წლის 04 მაისიდან, ხოლო 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით მესაკუთრეს გ------ ჩ------ე წარმოადგენდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს. ფ. 26-27, 65-66)
3.1.3. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A1-------- №A1-------- №A1------- სააღსრულებო საქმე სადაც კრედიტორებს წარმოადგენენ შპს ,,სვ-----------–-------", სს ,,ს----------–---------" და ა-------- სტ-------ი, ხოლო მოვალე გ------ ჩ------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 7 ივნისის №A1--------029/001 წერილი (ს. ფ. 34-35)
3.1.4. ნოუთბუქი ,,ACER" შეძენილია მ------ ჩ------ის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საგარანტიო ტალონი №-EE (ს. ფ. 146-147)
-2017 წლის 30 დეკემბრის სს „--------------" და მ------ ჩ------ეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს. ფ. 142-145)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები გარდა ნოუთბუქი ,,ACER"-ის არ არის მ------ ჩ------ის საკუთრება. გ------ ჩ------ე არის მოსარჩელე მ------ ჩ------ის მამა რომლებიც ცხოვრობენ ქ. რუსთავი, მე-- მ/რ №2----ში მდებარე ბინაში, რომლის მესაკუთრეს 2018 წლის 04 მაისის მდგომარეობით წარმოადგენს მ------ ჩ------ე, თუმცა აღნიშნული ბინა 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით წარმოადგენდა გ------ ჩ------ის საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
„ეისერის" ფირმის ნოუთბუქი რომ მ------ ჩ------ის საკუთრებას წარმოადგენს სასამართლო ადგენს 2017 წლის 30 დეკემბრის სს „--------------" და მ------ ჩ------ეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებისა და საგარანტიო ტალონის №-EE საფუძველზე, ხოლო დანარჩენ ნივთებთან მიმართებაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა მის სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ აღმასრულებლის აქტში ჩამოთვლილი ნივთები გარდა ნოუთბუქისა მის საკუთრებას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
`სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
ამავე კანონის 40-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 1-------- №1---- აქტებით აღწერილი და დაყადაღებული იქნა ქ. რუსთავი, მე-- მ/რ, №2----ში მდებარე ბინაში არსებული მოძრავი ნივთები. ტელევიზორი „სამსუნგი" ერთი ცალი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა ერთი ცალი, პერსონალური კომპიუტერი მონიტორით ერთი ცალი, სარეცხის მანქანა ,,ბოში" ერთი ცალი, მაგიდა რვა სკამით, შუშებიანი სერვანდი ერთი ცალი, პიანინო ,,ბელარუსი" ერთი ცალი, მაცივარი ,,ტოშიბა" ერთი ცალი, გაზქურა ,,ბოში" ერთი ცალი, ,,ტრილიაჟი" სარკით ერთი ცალი, სარკე ოქროსფერი ჩუქურთმებით ერთი ცალი, პრინტერი „ეიჩპი“ ერთი ცალი, ნოუთბუქი „ეისერი" ერთ ცალი, კუთხის დივანი შუშის ზედაპირიანი მაგიდით ერთი ცალი, დივიდი პლეიერი ელ.ჯი ერთი ცალი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოუთბუქი ,,acer" შეძენილია მ------ ჩ------ის მიერ სს ,,თიბისი ბანკთან" გაფორმებული 2017 წლის 30 დეკემბრის №4-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად მის საკუთრებას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ასეთი ვარაუდი, ბუნებრივია, იმ შემთხვევებს ასახავს, როცა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ასეთ ვითარებაში სამართლებრივი წესრიგი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთაგან მოითხოვს დაეყრდნონ მფლობელის კეთილსინდისიერებას და ის მიჩნეული იქნას ნივთის მესაკუთრედ. ბრუნვის მონაწილეთა ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ხელს უწყობს ამ ბრუნვის როგორც სიმყარეს, ისე სიმარტივეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. ამდენად, საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ, რომ ქ. რუსთავი, მე-- მ/რ, №2----ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე მ------ ჩ------ის სახელზე 2018 წლის 04 მაისიდან, ხოლო 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით ბინა რეგისტრირებული იყო გ------ ჩ------ის სახელზე. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი ვერ იქნება მოსარჩელე.
რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნულით უტყუარად დადგინდეს მოსარჩელის მიერ ქონების აღწერის აქტში ჩამოთვლილი ქონების შეძენის ფაქტი ვინაიდან, ისინი წინააღმდეგობრივია მოსარჩელის ახსნა-განმარტების შინაარსთან. კერძოდ, მოწმე ზ------ ო-----------ის განმარტებით მოსარჩელემ მოძრავი ნივთები შეიძინა დაახლოებით 5-6 წლის წინ, (მოსარჩელე როდესაც არ მუშაობდა) ხოლო მოსარჩელის მითითებით ნივთები შეიძინა 2,5-3 წლის წინ. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მოწმეთა ჩვენებით ოჯახში მხოლოდ მოსარჩელე მუშაობდა შესაბამისად მოსარჩელის მიერ დასახელებული შემოსავლით ვერ იქნებოდა შეძენილი ქონების აღწერის აქტში მითითებული მოძრავი ნივთები.
საქმის მასალებით არ დასტურდება მ------ ჩ------ის მიერ სადავო ნივთების საკუთრების უფლება და შესაბამისად ვერ გაკეთდება დასკვნა, რომ თუნდაც ფლობის ფაქტზე დაყრდნობით ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. საცხოვრებელი ბინა სადაც დაყადაღდა მოძრავი ქონება მართალია არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, მაგრამ როგორც სასამართლომ აღნიშნა იგი 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას და მხარეთა განმარტებით იგი ჯერ გაიყიდა აუქციონზე, ხოლო შემდეგ მოსარჩელის მიერ შეძენილი იქნა მყიდველისაგან. შესაბამისად დაყადაღებული ქონება რომ წარმოადგენს მ------ ჩ------ის საკუთრებას ვერ იქნება გაზიარებული იმ საფუძვლით, რომ 2018 წლის 04 მაისს აღირიცხა იგი ბინის მესაკუთრედ, ხოლო 11 მაისს განხორციელდა აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით იგი დაახლოებით 3 წელია მუშაობს და მისი ხელფასი 1200 ლარია, აღნიშნული შემოსავლით შეუძლებელია დასახელებული ქონების შეძენა. ამასთან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა რომლითაც მისი შეძენის დრო დადასტურდებოდა. მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ აღარ ჩათვალა საჭიროდ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა, წინააღმდეგობრივია მისივე ახსნა-განმარტებასთან სადაც ის აღნიშნავს, რომ სარეცხის მანქანა და გაზქურა შეძენილია 2,5 წლის წინ, ხოლო მაცივარი საახალწლოდ. შესაბამისად, შეუძლებელია დროის ამ მონაკვეთში საგარანტიო ვადები გასული ყოფილიყო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას დამატებითი შემოსავლის არსებობის შესახებ ვინაიდან, სასამართლოში არც აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილა.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეში „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ სადაც განიმარტა, რომ „[კონვენციის} მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni, 21 pévrier 1975, §§ 28-36, série A No 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას (იხ. Hornsby, ხსენებული ზემოთ §§ 40 და შემდგომ)." ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (Bourdov c. Russie, No 59498/00, §34, CEDH 2002-III).
განსახილველ შემთხვევაში როდესაც მოვალის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე დაყადაღებულ ქონებაზე მესამე პირი აცხადებს პრეტენზიას როგორც მესაკუთრე, წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად უნდა დადგინდეს მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ქონებაზე და უნდა გაირკვეს ხომ არ არის სარჩელის მიზანი კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აღსრულების ხელშეშლა და აღსრულებას დაქვემდებარებული ნივთების ამორიცხვა აღსასრულებელი ქონებიდან. აღნიშნული საკითხის გარკვევა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებითვე არ მოხდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებულია კრედიტორის სასარგებლოდ. შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, მნიშვნელოვანია, იმ პირმა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ქონების მესაკუთრეობაზე წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს მისი საკუთრების უფლებას ყადაღადადებულ ქონებაზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო აღწერის აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, გარდა ნოუთბუქი ,,acer"-ისა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მისი ანაზღაურება მოთხოვნის იმ ნაწილში რომელიც დაკმაყოფილდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოთხოვნის იმ ნაწილში რომელიც არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ. ამასთან, მოპასუხე გ------ ჩ------ემ და ა-------- სტ-------მა სარჩელი მთლიანად და ნაწილობრივ ცნეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის №2-------- განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – შეჩერდა აღსრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მიხეილ შიობრიშვილის 2018 წლის 1-------- აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთების: ტელევიზორის ,,სამსუნგის"; ტელევიზორის მაგიდის; პერსონალური კომპიუტერის, მონიტორით; სარეცხი მანქანა ბოშის; მაგიდა 8 სკამით; შუშებიანი კარადის; პიანინო ბელარუსის; მაცივარი ტოშიბას; ბოშის გაზქურის; ტრილიაჟის სარკით; ოქროსფერი ჩუქურთმებით სარკის; პრინტერი ეიჩპის; კუთხის დივანის, შუშის ზედაპირიანი მაგიდით; დივიდი ფლეიერი ელ-ჯის რეალიზაცია საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი მხოლოდ ნოუთბუქის ნაწილში დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლოს არ უმსჯელია გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და უნდა გასწორდეს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თავისი ინიციატივით ზეპირი მოსმენის გარეშე განახორციელებს დაშვებული უსწორობის გასწორებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მ------ ჩ------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
ა) ყადაღისაგან განთავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მიხეილ შიობრიშვილის მიერ 2018 წლის 11 მაისს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №2 აქტში მითითებული მოძრავი ნივთი: ნოუთბუქი ACER;
ბ) მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მიხეილ შიობრიშვილის მიერ 2018 წლის 1-------- აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთების: ტელევიზორის ,,სამსუნგის"; ტელევიზორის მაგიდის; პერსონალური კომპიუტერის, მონიტორით; სარეცხი მანქანა ბოშის; მაგიდის 8 სკამით; შუშებიანი კარადის; პიანინო ბელარუსის; მაცივარი ტოშიბას; ბოშის გაზქურის; ტრილიაჟის სარკით; სარკის ოქროსფერი ჩუქურთმებით; პრინტერი ეიჩპის; კუთხის დივანის, შუშის ზედაპირიანი მაგიდით; დივიდი ფლეიერი ელ-ჯის ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. ა) მოპასუხეს სს ,,ს----------–---------" მოსაჩელე მ------ ჩ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 9 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; მოსარჩელის მიერ მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;
ბ) რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის №2-------- განჩინება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მიხეილ შიობრიშვილის 2018 წლის 1-------- აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთების: ტელევიზორის ,,სამსუნგის"; ტელევიზორის მაგიდის; პერსონალური კომპიუტერის, მონიტორით; სარეცხი მანქანა ბოშის; მაგიდა 8 სკამით; შუშებიანი კარადის; პიანინო ბელარუსის; მაცივარი ტოშიბას; ბოშის გაზქურის; ტრილიაჟის სარკით; ოქროსფერი ჩუქურთმებით სარკის; პრინტერი ეიჩპის; კუთხის დივანის, შუშის ზედაპირიანი მაგიდით; დივიდი ფლეიერი ელ-ჯის რეალიზაცია, გარდა ნოუთბუქი ACER გაუქმდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ შეიძლება.
მოსამართლე ნ---- თ----–---–-