განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2018
საქმის ნომერი
080100118002492673
დავის ტიპი
18 - 260 1
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/515-18 (#088090518002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10.07.2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ქეთევან კირიაკიდი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ-–-----------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: გ----------------ე

მამის სახელი: მ------

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქე: საქართველო

განათლება: უ-----–---

ნასამართლეობა: ა---------

რეგისტრირებული: ქ---------------------------------–-----------

 

ადვოკატი - ზ---------------ა

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ----------------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, გ----------------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 9 მაისს, 22:15 საათიდან 22:40 საათამდე პერიოდში, ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზის გვერდულზე, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გ----------------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გ----------------ისგან ამოღებული იქნა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და თანცმული სპორტული ქურთუკის გარე მარცხენა ჯიბეში უკანონოდ შენახული, 5 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო შპრიცში მოთავსებული, კუსტარულად დამზადებული, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი სითხე, რაოდენობით 1,0 მლ, რომელშიც აღმოჩნდა 0,02982 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.

 

გ----------------ე ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გ----------------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: ზ-------–---–---ის, გ-----------–----ის, დ----------–------ის, ბ-------------–--ის, ლ-–-------–---–--–---–ის და ბრალდებულ გ----------------ის გამოკითხვის ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის N166/სქ დასკვნა, ბრალდებულ გ----------------ის დაკავების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები, გ----------------ის პირადი ჩხრეკით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი სითხე, რაოდენობით 1,0 მლ. რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს’’, წონით 0,02982 გრამი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N801224 დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2018 წლის 09 ივლისს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ გ----------------ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ---------------ას მონაწილეობით) და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ვ-–-----------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2018 წლის 10 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვ-–-----------------ის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვ-–-----------------ემ იშუამდგომლა გ----------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ-–-----------------ემ ბრალდებულმა გ----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---------------ამ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვ-–-----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს დაზუსტებული რედაქციით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვ-–-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორ ვ-–-----------------ეს და ბრალდებულ გ----------------ეს შორის 2018 წლის 09 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გ----------------ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:

ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

გ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

დ) პასიური საარჩევნო უფლება;

ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

გ----------------ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.

 

სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში გ----------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 09 მაისიდან 2018 წლის 12 მაისის ჩათვლით.

 

გ----------------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (თეიმურაზი მორჩაძე) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი ბრალდებულ გ----------------ისაგან ამოღებული 5 მლ-იან ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო შპრიცში მოთავსებული ყავისფერი, სპეციფიკური სუნის მქონე სითხე, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობა შეადგენს - 0,02982 გრამს, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცება გ----------------ეს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო შეთანხმების თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე