განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
080100118002538098
დავის ტიპი
187 1
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/620-18 (#041260618001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11.07.2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ---------–-----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: შ--–-------------–---–ი

მამის სახელი: ი------–-

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

მოქალაქეობა: ი------–-

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ი------–-, ქ-----------------------–----–------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ვ----------------------–--------------

 

ადვოკატი - ე-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ შ--–-------------–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით შ--–-------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

- სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, ქუთაისში, ბ-------------------- წინამდებარედ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა შ--–-------------–---–მა, ფეხი განზრახ დაარტყა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილ ‘’TOYOTA HILUX” მარკისა და მოდელის, სახელმწიფო ნომრით VIY-877 მქონე ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის საქარე მინას და ჩაამსხვირია, რის შედეგადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 320 (სამას ოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

შ--–-------------–---–ს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

შ--–-------------–---–ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმი; მოწმეთა: ზ--------–---–---–---–--------------–-–---–----------------------- გამოკითხვის ოქმები; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებული წერილი, სასაქონლო ექსპერტიზის N144/ს დასკვნა; შ--–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმი; შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი “TOYOTA HILUX” მარკისა და მოდელის, სახელმწიფო ნომრის VIY-877 მქონე ავტომანქანა.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2018 წლის 10 ივლისს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ შ--–-------------–---–ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-------------ს მონაწილეობით) და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----------–-----ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2018 წლის 11 ივლისს სასამართლო სხდომაზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ---------–-----ემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ბრალდებულ შ--–-------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების განხილვაზე უარის თქმის და მის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ზ---------–-----ემ, ბრალდებულმა შ--–-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-------------მ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---------–-----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---------–-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს პროკურორ ზ---------–-----ესა და ბრალდებულ შ--–-------------–---–ს შორის 2018 წლის 10 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3. შ--–-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რომლის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

4. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შ--–-------------–---–ს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე