გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310218002429531
№ 3/28-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე რ--------- კ-------–---–ი
წარმომადგენელი ნ-------- ტ---------
მოპასუხეები: სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი თ---------- ხ-------ი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები: შ------- წ------, ი--- გ---------
დავის საგანი ქმედების განხორციელება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ამოიღოს იძულებითი წესით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან რ--------- კ-------–---–ის კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ის ნაწილი, რომელიც დაირიცხა პრემიის სახით 7840 ლარის ოდენობით.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი
2014 წლის 01 ოქტომბერს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის N635 ბრძანებით რ--------- კ-------–---–ი გაათავისუფლეს ფ------------–----–----------------------------------------------------------------------------------------------------- მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით აღადგინეს თანამდებობაზე და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ--------- კ-------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც რ--------- კ-------–---–მა წარადგინა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში. სააღსრულებო ბიურომ მოსთხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ნებაყოფლობით აენაზღაურებინა რ--------- კ-------–---–ისათვის ხელფასი სრული ოდენობით. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გადარიცხა მის ანგარიშზე 23 328 ლარი. რაც შეადგენს მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს და არა მთლიან ხელფასს, რადგანაც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 სექტემბრის N1-08/2208 წერილის შესაბამისად, რ--------- კ-------–---–ის სამსახურში არყოფნის პერიოდში ამ თანამდებობაზე დაირიცხა 7840 ლარი. მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა დღემდე არ დაერიცხა კუთვნილი ხელფასი სრულად. 2017 წლის 29 სექტემბერს რ--------- კ-------–---–მა საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, 2018 წლის 20 აპრილს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ თავისი N A 17031697-013/002 წერილით უპასუხა, რომ პრემია არ შედის ხელფასში და ამდენად სააღსრულებო წარმოება დასრულებულია. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/3/630 გადაწყვეტილებას, სადაც მითითებულია, საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, იწვევს ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულებას. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ, თანამდებობრივი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატებისაგან განსხვავებით გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან და კვალიფიკაციის მიუხედავად.
2. მოპასუხეთა პოზიცია
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ი--- გ--------- არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 მაისის N424 ბრძანებით რ--------- კ-------–---–ი აღდგენილ იქნა ქალაქ ფ------------–----–----------------------------------------------------------------------------------------------------- საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და ამავე ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად, აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის ხელფასი 29160 ლარი. აღნიშნული ბრძანების საფუძველია კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის 3/ბ-124-2016 წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 31 აგვისტოს 635 ბრძანება. რ--------- კ-------–---–ი აღდგენილ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების და ქონების სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ--------- კ-------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრული ანაზღაურება მასზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით. მოსარჩელე რ--------- კ-------–---–ი თანამდებობაზე აღდგენილი იქნა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2014 წლის 1 ოქტომბრიდან და შესაბამისად, აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, ხელფასის სახით 29 160 ლარის ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 1 ოქტომბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. რაც შეეხება პრემია-დანამატებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ იმ დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს ე.ი. შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს და არა ხელფასი, როგორც ამას განცხადებაში უთითებთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თქვენს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია პრემია დანამატების გაცემის საკითხზე, იხილეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის 3/ბ-124-2016 წ. გადაწყვეტილება. განსახილველ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით პრემია, დანამატი გაიცემოდა ზეგანაკვეთური, სანიმუშო და განსაკუთრებული სირთულის სამუშაოების შესრულებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა მოსარჩელეს აუნაზღაუროს პრემია და დანამატი. შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს მოსარჩელეზე გასცეს პრემია, დანამატი. სარჩელს თან ერთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის 3/ბ-520-17 წწ. განჩინება, რომლითაც სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის მესამე აბზაცი არ არის ბუნდოვანი და მისი განმარტების პროცესუალური აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან პალატა განმარტავს, რომ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ, თანამდებობრივი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატებისაგან განსხვავებით გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად. პალატა მიიჩნევს, ასევე, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა, არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრემიის სახით გაცემული თანხები, არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ხელფასის ანაზღაურება არ მოიცავს პრემიის თანხას. იმავე მოტივით ეთქვა უარი მოსარჩელე რ--------- კ-------–---–ს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის 17031697-013/002 წერილით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების მიხედვით, სააღსრულებო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს აღსასრულებელი აქტი. სწორედ, მისი შინაარსი განსაზღვრავს წარმოების მონაწილე მხარეებსა და აღსრულების წესს, კერძოდ, ვის მიმართ, რა სახით და რა მოცულობით უნდა განხორციელდეს სააღსრულებო მოქმედებები. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას იხელმძღვანელოს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით და მისი შინაარსის გათვალისწინებით გაატაროს კანონით რეგლამენტირებული ღონისძიებები. უდავოა, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული განჩინებით იმსჯელა და დაადგინა ,,თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას როგორიცაა მაგალითად: სამსახურის მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება და სხვა. პრემიის თანამშრომელზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში“. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ სააღსრულებო აქტით გათვალისწინებული აღსასრულებელი ვალდებულება შესრულდა მოვალის მიერ კანონით დადგენილი წესით, რაც გამორიცხავს შემდგომ სააღსრულებო მოქმედებებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, რ--------- კ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ--------- კ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 აგვისტოს N635 ბრძანება; რ--------- კ-------–---–ი ადგენილ ი--------------------–----–---------------------------------------------------------------------------------------------------–- მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ--------- კ-------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მასზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 მაისის N424 ბრძანების შესაბამისად, რ--------- კ-------–---–ი აღდგენილ იქნა ქალაქ ფ------------–----–----------------------------------------------------------------------------------------------------- საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. რ--------- კ-------–---–ს მიეცა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 29160 ლარი.
3.2.2. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის N A17031697-013/002 წერილის თანახმად, რ--------- კ-------–---–ს ეცნობა, რომ აღნიშნული საქმის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ის ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 მაისის ბრძანების საფუძველზე აღდგენილი იყო სამსახურში. ასევე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან სრულად გადაეცა იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასი, გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით, სულ 23328 ლარი. ხოლო, რაც შეეხება მოთხოვნას, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი პრემიის ანაზღაურების შესახებ, ეცნობა, რომ აღნიშნულის შესახებ 2017 წლის 20 სექტემბერს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების განმარტების შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განჩინება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ჩაბარდა 2018 წლის მარტის თვეში. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ რ--------- კ-------–---–ის მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 15 მარტს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს იურიდიულ სამსახურს. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურიდან 2018 წლის 18 აპრილს მიღებული პასუხიდან ირკევა, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული განჩინებით იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, რომლის თანახმადაც ,,თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არ გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას როგორიცაა მაგალითად: სამსახურის მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება და სხვა. პრემიის თანამშრომელზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში“. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს , რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში.
3.2.3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 სექტემბრის N1-08/2208 წერილის შესაბამისად, რ--------- კ-------–---–ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ არის მითითებული ის გარემოება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს პრემია და დანამატი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მოკლებულია სამართლებრივ საფიძველს რ--------- კ-------–---–ზე გასცეს პრემია, დანამატი. ასევე, ეცნობა, რომ ქალაქ ფ------------–----–----------------------------------------------------------------------------------------------------- საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე გაცემული შრომითი გასამრჯელო: თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) შეადგენს 30320 ლარს, პრემია 7840 ლარს. რ--------- კ-------–---–ზე გაცემული კომპენსაცია შეადგენს 1160 ლარს.
3.2.4. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 აპრილის წერილის შესაბამისად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავდა ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედიოდა ხელფასის ანაზღაურებაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიიჩნიეს, სააღსრულებო წარმოების N17031697 საქმეზე, იკვეთებოდა სააღსრულებო წარმოების დასრულების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
3.2.5. რ--------- კ-------–---–ის 2017 წლის 20 მარტის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი.
3.2.6. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის N A17031697-004/001 წერილით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
3.2.7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 17 მაისის N1-03/1070 წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსს აღმასრულებელს ეცნობა, რომ 2017 წლის 17 იანვრის განცხადებით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. ამდენად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი მოკლებული იყო შესაძლებლობას რ--------- კ-------–---–ი აღედგინა სამსახურში და დაენიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურში მთავარ სპეციალისტად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების მიღებამდე.
3.2.8. გ---- გ--------ის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, 2017 წლის 15 მაისს N1/03/1014 მიღებული წერილის შესაბამისად, რ--------- კ-------–---–ის განაცდური შრომითი ანაზღაურების შესახებ შეადგენს 29160 ლარს.
3.2.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის N3/ბ-520-17 განჩინების თანახმად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინებაში მითითებულია შემდეგი: ,,პალატა მიიჩნევს, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ასეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატის, შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში, ხოლო რაც შეეხება დანამატის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობა“.
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
რ--------- კ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა: სააღსრულებო ბიუროს დავალდებულების შესახებ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მისი (რ--------- კ-------–---–ის) კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს იმ ნაწილის ამოღების თაობაზე, რომელიც დარიცხულ უნდა იქნას პრემიის სახით 7840 ლარის ოდენობით, არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 27.10.2015, N4346) (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6.სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე, მიეკუთვნება მავალდებულებელი სარჩელის სახეს, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანოს, მისი მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევაში, უნდა დაევალოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება.
ვინაიდან, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დაკავშირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხთან, სარჩელის დასაბუთებულობისა და საფუძვლიანობის დასადგენად, უნდა შემოწმდეს მოპასუხეების: სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისას, მოპასუხეთა ქმედებების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულებისას აღმასრულებლის მოქმედების მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.
ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ:
ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;
ბ) მორიგდნენ;
გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;
დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;
ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;
ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, როგორც სააღსრულებო წარმოების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი, დეტალურად განსაზღვრავს აღმასრულებლის მიერ განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებებს. აღნიშნული კანონის თანახმად, გასაჩივრებას ექვემდებარება აღმასრულებლის ქმედება, რომელთა განხორციელებამ ან განუხორციელებლობამ პირდაპირი და უშუალო გავლენა შეიძლება იქონიოს დაინტერესებული პირის კანონიერ ინტერესზე. ქმედებას, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია, ყოველთვის უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, რომ წარმოიშვას გასაჩივრების კანონისმიერი საფუძველი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია აღმასრულებლის, როგორც სააღსრულებო წარმოების პროცესის უმთავრესი მონაწილის უფლება-მოვალეობანი. მითითებული ნორმის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ; აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ?? ??????? ??-9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში (ძალადაკარგულია 27.10.2015, N4346).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, რ--------- კ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ--------- კ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 აგვისტოს N635 ბრძანება; რ--------- კ-------–---–ი ადგენილ ი--------------------–----–---------------------------------------------------------------------------------------------------–- მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ--------- კ-------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მასზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.
რ--------- კ-------–---–ის 2017 წლის 20 მარტის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილი კორესპონდენციით მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 17 მაისის N1-03/1070 წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსს აღმასრულებელს ეცნობა, რომ 2017 წლის 17 იანვრის განცხადებით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. ამდენად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი მოკლებული იყო შესაძლებლობას რ--------- კ-------–---–ი აღედგინა სამსახურში და დაენიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურში მთავარ სპეციალისტად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების მიღებამდე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 მაისის N424 ბრძანების შესაბამისად, რ--------- კ-------–---–ი აღდგენილ იქნა ქალაქ ფ------------–----–----------------------------------------------------------------------------------------------------- საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. რ--------- კ-------–---–ს მიეცა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 29160 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის N3/ბ-520-17 განჩინების თანახმად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მაგრამ განჩინებაში მითითებულია შემდეგი: ,,ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის N12/48 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, პრემია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. ამავე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის. პრემიის გაცემა მერის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნისნული პირის თანამდებობრივ სარგოს. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ, პრემია შეიძლება გაიცეს ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. მითითებული ანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ასეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატის, შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში, ხოლო რაც შეეხება დანამატის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობა“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებები შეესაბამებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს. მართალია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეებს გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი ეთქვათ, მაგრამ განჩინებაში ნათლად და მკაფიოდ არის დაფიქსირებული პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ასეთ ანაზღაურებას, ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში. სწორედ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე მიიღო შემდგომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილება, რაც სრულიად საფუძვლიანი და კანონიერია.
სასამართლო იზიარებს მეორე ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხზე და მიიჩნევს, რომ რუსუდან კ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა: სააღსრულებო ბიუროს დავალდებულების შესახებ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მისი (რ--------- კ-------–---–ის) კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს იმ ნაწილის ამოღების თაობაზე, რომელიც დარიცხულ უნდა იქნას პრემიის სახით 7840 ლარის ოდენობით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ--------- კ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა: სააღსრულებო ბიუროს დავალდებულების შესახებ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მისი (რ--------- კ-------–---–ის) კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს იმ ნაწილის ამოღების თაობაზე, რომელიც დარიცხულ უნდა იქნას პრემიის სახით 7840 ლარის ოდენობით, არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე