გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.07.2018
საქმის ნომერი
090310017002213847
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (3/37–17) 0903100-7002213847

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 ივლისი, 20-8 წელი ა-------–-ური

ა-------–--------------ნული სასამართლო

მოსამართლე – ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

მოსარჩელე - შ--------–----------------

წარმომადგენელი - მ----------–---

მოპასუხე - ფ------------------

მოპასუხე – ი-------–-------------

წარმომადგენელი - შ---------------–---

მოპასუხე - ა---------–--------

წარმომადგენელი – შ---------------–---

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ფიზიკური პირი რ------------------------------- ი-------–-------------(ს/ნ 0----------- და ა---------–-------- (---------------- აღიარებულ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

1.2.სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ფიზიკური პ------------------------------------------, 20-7 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, შ--------–----------------ს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 69 574,16 ლარის ოდენობით. 2------0-5 წელს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის უფლება. 0-.0--2--- წელს გამოიცა N0----- ბრძანება ფ---------------------ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადამხდელს საკუთრებაში, ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ–მოძრავი ქონება არ ერიცხება.

 

რ-------------- საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა, არასპეციალიზებულ მაღაზიები, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. საქმიანობის იურიდიული მისამართი იყო ა-------–--------------ნი, სოფელი პ------–-------–ა. ხოლო ფაქტობრივად ფუნქციონირებდა მისამართზე: ა-------–--------------ნი, სოფელი ჭ------–--. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2--- წლის მარტში, სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა–შეთავაზების ჩატარების საფუძველზე.

 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, 2--- წლის 4 თებერვლის N2--- ბრძანება ,,სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა–შეთავაზების ჩატარების შესახებ, გადამხდელს ჩაბარდა იმავე დღეს.

 

2--- წლის 9 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა ფიზიკურ პ------------------------------------------, კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N8----------- ) უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაფორმება შვილზე, ა---------–--------ზე(----------------.

 

2--- წლის 4 სექტემბერს, ფიზიკური პ------------------------------------------, მიერ რეგისტრაციიდან მოიხსნა კუთვნილი საკონტროლო–სალარო აპარატი, რომელიც იმავე დღეს დაირეგისტრირა ი-------–-------------- (ს/ნ 0-----------. აღსანიშნავია, რომ მათ ჰყავთ საერთო შვილები. ფიზიკური პირ ,-----------------–ს მიერ კუთვნილ სალარო აპარატზე ბოლო ჩეკი ამოიწერა 2--- წლის 4 სექტემბერს, ხოლო ი-------–-------------–ს მიერ აღნიშნული სალარო აპარატის გამოყენება იწყება 2--- წლის 16 სექტემბრიდან.

 

ი-------–-------------–ს სამეწარმეო საქმიანობის, როგორც იურიდიული, ასევე საქმიანობის ფაქტობრივი მისამართები იდენტურია ი---------------------- მონაცემებთან.

 

მიაჩნიათ, რომ ფიზიკური პ------------------------------------------ მიერ, სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა–შეთავაზების ჩატარების შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდგომ, უძრავი ქონების გადაფორმება შვილზე, ა---------–--------ზე (--------------------ევე კუთვნილი საკონტროლო–სალარო აპარატის გადაფორმება შვილების დედაზე(ცოლზე)– ი-------–--------------- (ს/ნ 0-----------, ხოლო ამის შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ, იმავე მისამართზე საქმიანობის გაგრძელება, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ფიზიკური პ------------------------ (----------------- ი-------–-------------–ს (ს/ნ 0----------- და ა---------–--------- (---------------- ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ფიზიკური პირ რ-------------- (----------------- ი-------–-------------–ს (ს/ნ 0----------- და ა---------–--------- (---------------- ცრუმაგიერ პირებად ცნობა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება, იმ ფაქტორბივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც სარჩელშია მითითებული.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეებმა ი-------–-------------- და ა---------–--------მ (წარმომადგენელი ,---–-------------) წარმოადგინეს შესაგებელი, სადაც სარჩელს არ ცნობენ და მიუთითებენ, რომ ი-------–------------- სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 2009 წლის 24 ნოემბრიდან. ი----------------------“ კი, 20-0 წლის 24 მარტიდან. ყოველთვის დამოუკიდებლად ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ა-------–--------------ნის სოფელ ჭ------–--ში, დატვირთული აქვს იპოთეკური სესხით, რაც პირდაპირ კავშირშია მის ბიზნესსაქმიანობასთან. ასევე მონაწილეობას იღებს ისეთი პროექტების მომზადებაში, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოსგან და სწორედ ასეთი სახის პროექტში ,,აწარმოე საქართველო“ – გამარჯვებისათვის მიიღო თანხა 10 000 ლარის ოდენობით. მის მიერ წარმოდგენილია 20-7 წლის 1 იანვრიდან დღემდე ელექტროენერგიის გადახდის აბოინენტის მიერ განხორციელებული ოპერაციების თაობაზე აბონენტის ბარათი, რომელიც გაცემულია აბონენტზე ,---–------------- –მისამართი ჭ------–--.

 

მოპასუხე ა---------–-------- არის წარმატებილი სპორტსმენი. თავისი შრომით, სპორტული მიღწევების ხარჯზე შეძლო ავტომანქანის ყიდვა. იგი ძირითადად ცხოვრობს ქ. თ---–--–-, გლდანის სპორტსმენთა სკოლა–ინტერნატში და თავის შემოსავლით ირჩენს თავს.

 

მოპასუხე ი-------–-------------- და მისმა წარმომადგენელმა, ა---------–--------- წარმომადგენელმა, სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც შესაგაბალში და მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებშია მოცემული.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

საქმეზე მესამე პირები არ არიან ჩართული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ფიზიკური პირ ,----------------- რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 20-0 წლის 24 მარტიდან, იურიდიული მისამართია ა-------–--------------ნი, სოფელი პ------–-------–-- საიდენტიფიკაციო კოდი 0-----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ს.ფ.2–15);

2. შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.116–123);

3.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან(ს.ფ.24);

4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);

5. მოპასუხისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);

 

4.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ფ---------------------–------------- რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2009 წლის 24 ნოემბრიდან, იურიდიული მისამართია ა-------–--------------ნი, სოფელი პ------–-------–-- საიდენტიფიკაციო კოდი 0----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ს.ფ.2–15);

2. შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.116–123);

3.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან(ს.ფ.31);

4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);

5. მოპასუხისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი)

 

4.2.2. ფიზიკური პ------------------------------------------, 20-7 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, შ--------–----------------ს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 69 574,16 ლარის ოდენობით. 2------0-5 წელს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ს.ფ.2–15);

2. შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.116–123);

3.დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოხსენებითი ბარათი დავების დეპარტემენტის უფროსისადმი (ს.ფ.16–17);

4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);

5. მოპასუხისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი)

 

4.2.3. 2--- წლის 9 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა ფიზიკური პ------------------------------------------, კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N8----------- ) უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაფორმება შვილზე, ა---------–--------ზე (----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ს.ფ.2–15);

2. შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.116–123);

3.ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.46–47);

4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);

5. მოპასუხისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი)

 

4.2.4.ა-------–--------------ნის სოფელ ჭ------–--ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 8------------ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართთ 400 კვ.მ(ნაკვეთის წინა ნომერი 8-----------), შენობა–ნაგებობების ჩამონათვალი N1. საერთო ფართთ 230 კვ.მ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილია მოპასუხე ე-–------------- მიერ, 20-3 წლის 6 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.116–123);

 

2.უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება(ს.ფ.96–97);

3.ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.44–45);

4. მოპასუხისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი)

 

4.2.5.მოპასუხეების: ი-------–-------------------------- და ინდ. მეწარმე ,,ე-–-------------“ სამეწარმეო საქმიანობისა და ფაქტობრივი მისამართები არ ემთხვევა ერთმანეთს. ადგილი სადაც ცხოვრობს და საქმიანობას ეწევა ე-–------------- საკუთრებაა, ხოლო ინდ. მეწარმე ,----------------- საქმიანობას ეწეოდა არა სოფელ ჭ------–--ში, არამედ სხვა ადგილზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.116–123);

2.უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება(ს.ფ.96–97);

3.ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.44–45);

4.აბონენტის ბარათი(ს.ფ.102–105);

5. მოპასუხისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);

 

4.2.6.მოპასუხე ა---------–-------- არის სპორტსმენი ცხოვრობს ქ. თ---–--–-, სპორტსმენთა სკოლა–ინტერნატში, აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი და საგადასახადო დავალიანების მქონე რ-------------- სამეწარმეო საქმიანობასთან არ აქვს კავშირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.116–123);

2.საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მიერ 20-8 წლის 12 ივნისს გაცემული ინფორმაცია ა---------–--------- შესახებ (ს.ფ.210–211);

3. მოპასუხისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

65 კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

– საქართველოს კონსტიტუცია

- საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1.. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ფიზიკური პირი რ------------------------------- ი-------–------------- (ს/ნ 0----------- და ა---------–-------- (---------------- არიან ერთმანეთის ცრუმაგიერი პირები.

 

7.2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

7.3.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა მეწარმე სუბიექტთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

 

7.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ფიზიკური პ------------------------------------------, 20-7 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, შ--------–----------------ს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 69 574,16 ლარის ოდენობით. 2------0-5 წელს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის უფლება.

 

დადგენილია ასევე, რომ ფიზიკური პირი ,----------------- რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 20-0 წლის 24 მარტიდან, იურიდიული მისამართია ა-------–--------------ნი, სოფელი პ------–-------–-- საიდენტიფიკაციო კოდი 0----------, ხოლო ფ---------------------–------------- რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2009 წლის 24 ნოემბრიდან, იურიდიული მისამართია ა-------–--------------ნი, სოფელი პ------–-------–-- საიდენტიფიკაციო კოდი 0----------, ესე იგი, ჯერ კიდევ 2009 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხე რ-------------- მიერ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე, მოპასუხე ე-–------------ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და მას იურიდიული მისამართი დღიდან მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა არ შეუცვლია. შესაბამისად გაზიარებული ვერ იქნება მოსარჩელე მხარის პოზიცია რომ ცრუმაგიერ პირად ცნობის ერთ–ერთ საფუძვლად მიჩნეული იქნეს ე-–-------------ა და რ--------------, როგორც ინდივიდუალური მეწარმეების ერთი და იგივე მისამართი. იურიდული მისამართი არის სოფელი დაზუსტებული არ არის სად, სოფლის რა მონაკვეთში, ვის მომიჯნავედ ან მეზობლად.

 

ესე იგი სახეზე არ გვაქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მოცემულობა, როცა პრაქტიკულად შეუძლებელია გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

7.5.დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2--- წლის 9 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა ფიზიკური პ------------------------------------------, კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N8----------- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაფორმება შვილზე, ა---------–--------ზე (----------------.

 

სასამართლოს მიანია, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოუშობს ა---------–--------ს ვალდებულებას, პასუხი აგოს მამის საგადასახადო ვალდებულებებზე მთელი თავისი ქონებით, მათ შორის კუთვნილი ავტომანქანით, რომელიც შეძენილია საკუთარი სახსრებით. ასევე დადასტურებულია რომ მოპასუხე რ-------------- შვილი, ა---------–-------- არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე, რაც აძლევდა შესაძლებლობას საკუთარი სახსრებით შეეძინა ავტომობილი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--------–----------------ს სარჩელი ა---------–--------სთან მიმართებაში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: ცნობილი უნდა იქნას ცრუმაგიერ პირად რ--------------აგან ,,უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების“ საფუძველზე გადაცემული ქონების ნაწილში.

 

7.6.დასახელებულ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ რ--------------აგან შვილს ა---------–--------ს უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზანი და არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ინდ. მეწარმე ,---–------------- სამეწარმეო საქმიანობას ეწევა ინდ.მეწარმე ,,რ--------------“ ობიექტში, რადგანაც ე-–------------- და რ-------------- ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება გარემოება, რომ რ----------------------–------------ ჰყავთ საერთო შვილები, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება, რომ 2--- წლის 4 სექტემბერს, ფიზიკურ პირ ,-----------------–ს, მიერ რეგისტრაციიდან მოიხსნილი კუთვნილი საკონტროლო–სალარო აპარატი, იმავე დღეს დაირეგისტრირა ი-------–--------------, რომ ფიზიკურ პირ ,-----------------–ს მიერ კუთვნილ სალარო აპარატზე ბოლო ჩეკი ამოიწერა 2--- წლის 4 სექტემბერს, ხოლო ი-------–-------------–ს მიერ აღნიშნული სალარო აპარატის გამოყენება იწყება 2--- წლის 16 სექტემბრიდან, რადაგანაც მოპასუხე ე-–------------- დაადასტურა, რომ ის არის დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი, ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულია 2009 წლის 24 ნოემბრიდან. ი---------------------- კი, 20-0 წლის 24 მარტიდან. რ-------------- სალარო აპარატი შეიძინა მისი კუთვნილი სალარო აპარატის მწყობრიდან გამოსვლის გამო და ,---------------------- რაიმე არ მიუღია არც საქონლის და არც სხვა შემოსავლების სახით და დაფინანსთა 10 000 ლარით ,,აწარმოე საქართველო“–ს პროგრამის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით მასზე ირიცხება ორი სალარო აპარატი, ერთი შეძენილი რ--------------აგან, ხოლო მეორე– პირადი, რომელიც შეაკეთა.

 

7.7.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან; პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ ინდ. მეწარმე ,,ე-–-------------“ გაცილებით ადრე დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ვიდრე ინდ.მეწარმე ,------------------- ადასტურებს გარემოებას, რომ ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტია და ინდ მეწარმე ,---–------------- არ არის პასუხისმგებელი ინდ. მეწარმე ,,რ--------------“ საგადასახადო ვალდებულებებზე.

 

7.8.სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შ--------–----------------ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ქმნიან მოპასუხეების რ--------------ა და ე-–------------- ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, შ--------–----------------ს სარჩელი სამართლებრივი საფუძვლის არ მქონე და დაუსაბუთებულია ამ ნაწილში, რის გამოც ის ელიზა გაბიანთან მიმართებაში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა---------–--------სთან მიმართებაში უნდა დაკმაყოფილდეს ნაჩუქარი ქონების ნაწილში.

 

გასათვალისწინებელია გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ინდ. მექარმე ,,ე-–-------------ა“ და ნაწილობრივ ა---------–--------- საკუთრების უფლების შეზღუდვისაკენ და ხელყოფს კანონით დაცულ სიკეთეს საკუთრების სახით.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის (შემდგომში კონვენცია) მე–6 მუხლი გამოიყენება როგორც სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ ბრალდებასთან დაკავშირებით. კონვენციის მე–6 მუხლის პირველი პარაგრაფით განმტკიცებული გარანტიები ვრცელდება ორივე ტიპის სამართალწარმოებაზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის შესაბამისად, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ,,ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით“.

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან დასტურდება, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ისე იურიდიული პირებისათვის.

 

საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორინგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა:

 

,,აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.

 

მითითებულიდან გამომდინარე სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოდს ისეთი კანონების შესრულება, რომელიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის მიზნებისათვის“.

 

განსახილველ საქმეზე ინდ. მეწარმე ,,ე-–-------------“ და ა---------–--------- ცრუმაგიერ პირებად ცნობა საზოგადოებრივი ინტერესიდან არ გამომდინარეობს.

 

საქმეში ,,სპორინგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლო მიუთითებს: ,,პირველი ოქმის პირველი მუხლის მიხადვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას“, ,,საკუთრების უფლების ნებისმიერი ხელყოფა უნდა ემსახურებოდეს საჯარო ან საერთო ინტერესით განპირობებულ კანონიერ მიზნებს. ამასთან საკმარისი არ არის, რომ ხელყოფა კანონიერ მიზანს ემსახურება, არამედ, დაცული უნდა იყოს პროპორციულობა, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შენარჩუნებულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის, ამგვარი ბალანსის დადგენა წარმოადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს და ასევე ასახულია პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში“.

 

აღნიშნული სტანდარტის გამოყენებით სასამართლომ უნდა დაადგინოს განსახილველ საქმეზე დაარღვევს თუ არა ცრუმაგიერ პირებად აღიარება სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის .

 

საკუთრების ხელყოფა უნდა პასუხობდეს კანონის გასაგები ფორმით არსებობის (კანონიერების) პრინციპს, რომელიც გარკვევითაა ჩამოყალიბებული პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაში, რომელიც მოითხოვს, რომ ქონების ჩამორთმევა უნდა იყოს კანონით დადგენილი პირობების შესაბამისი.

 

საქმეში: Bramelid ahd Malmstrom v. Sveden(განაცხადის N8588/79, 8589/79; 1982), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,როდესაც კანონმდებლობა გავლენას ახდენს პირებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, სამართლებრივმა ნორმებმა არ უნდა მოახდინონ და შექმნან ისეთი უთანასწორობა, რომ გარიგების ერთმა პირმა თვითნებურად და უკანონოდ წაართვას საკუთრება მეორე პირს“.

 

საქართვლოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს.

 

საქართვლოს კონსტიტუციის მეექვსე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა-------–-ურის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი რეგიონია, სადაც მეწარმე სუბიექტისათვის პრობლემების შექმნა გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია მხარის ეკონომიკური წინსვლის შესაფერხებლად, ვიდრე სხვა რეგიონში და აფერხებს ამ მხარეში თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველი ნაწილი აღიარებს საკუთრების უფლებას და ადგენს მხოლოდ საჯარო ინტერესისდან გამომდინარე ამ უფლების შეზღუდვის წესს; უშვებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.

 

კონსტიტუციის 34–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.

 

განსახილველ საქმეზე ცრუმაგიერ პირებად ცნობა არ შეესაბამება იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.

 

7.9. უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლი ზუსთად განსაზღვრავს შემთხვევებს, როცა გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, კერძოდ:

 

სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 30/09/2--- გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და სასამართლოს განჩინებით ყადაღადადებულია ქონება, რომლის ნაწილში ა---------–-------- ცნობილი უნდა იქნას ცრუმაგიერ პირად.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები- სარჩელზე გადასახადის, მოსაკრეფლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შ--------–---------------- ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, მოპასუხეებს ფიზიკურ პირ ,------------------- და ა---------–--------ს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ–უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ა-------–--------------ნული სასამართლოს 20-7 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა ა--------–--------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ა-------–-ური, სოფელი პ------–-------–-- საკადასტრო კოდი N8----------- დარჩეს უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო ამავე განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება –ყადაღა ა---------–--------- კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე – ,----------- – სახ. N------- უნდა გაუქმდეს, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2. მე-5, 25-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე, 268-ე, 269-ე მუხლებით,გადაწყვიტა

 

1. შ--------–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ფიზიკური პირი რ------------- ( პ/ნ 0----------) და ა---------–-------- (---------------- აღიარებულ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად რ-------------- მიერ ა---------–---------ათვის უძრავი ნივთის ჩუქების ნაწილში – მდებარე ა-------–-ური, სოფელი პ------–-------–-- საკადასტრო კოდი N8-----------.

 

2. არ დაკმაყოფილდეს შ--------–----------------ს სარჩელი ფიზიკური პირი რ-------------ს (პ/ნ 0----------) და ი-------–--------------ს (პ/ნ 0----------- ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ნაწილში.

 

3.არ დაკმაყოფილდეს შ--------–----------------ს სარჩელი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში.

 

4. მოპასუხეებს, ფიზიკური პირ რ---------------------------------- და ა---------–---------- (---------------- დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100(ასი) ლარის ოდენობით.

 

5. ა-------–--------------ნული სასამართლოს 20-7 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა ა--------–--------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ა-------–-ური, სოფელი პ------–-------–-- საკადასტრო კოდი N8----------- დარჩეს უცვლელი, ხოლო ამავე განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება –ყადაღა ა---------–--------- კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე – ,----------- – სახ. N U------ გაუქმდეს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ა-------–--------------ნული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ა-------–-ური, მერაბ კოსტავას ქუჩა N13) მხარეთათვის დასაბულებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი