გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2018
საქმის ნომერი
110210018002336111
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002336111

№ 2----- 2018 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ივლისი 2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე

მოსარჩელე _გ---–----- ს---–-----–-ძე;

წარმომადგენელი_ ნ--- ფ------ე;

მოპასუხე - ხ------- კ---–-ძე;

წარმომადგენელი- ლ--–- კ---–-ძე, მ------ ა------ძე;

დავის საგანი_ თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოპასუხე ხ------- კ---–-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის თანხის 8000 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

ხ------- კ---–-ძეს ესაჭიროებოდა თანხა სესხად ასაღებად. სესხის გამოტანისათვის გ---–----- ს---–-----–-ძემ ხ------- კ---–-ძეს გადაუფორმა თავისი კუთვნილი ერთოთახიანი ბინა და ხ------- კ---–-ძემ გამოიტანა სესხი ბანკიდან, ხოლო მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა აღნიშნული ბინა. ხ------- კ---–-ძემ სესხის თანხა არ გადაიხდა და მოსარჩელეს ბინა, რომელშიც დღემდე ცხოვრობს, რომ არ დაკარგვოდა, გადაიხდა ხ------- კ---–-ძის გადასახდელი თანხები, ჯამში 8000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გ---–----- ს---–-----–-ძემ ხ------- კ---–-ძეს მისცა სესხის სახით, რაც უნდა დაუბრუნოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ხ------- კ---–-ძემ გ---–----- ს---–-----–-ძისაგან 2010 წელს იყიდა ბინა, მდებარე ქ.ზესტაფონი, ჩ---–------------------ ს.კ 3------------------. 2013 წელს ხ------- კ---–-ძემ გამოიტანა სესხი სს ,,კ-----------–---------------აგან’’ 2000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით და 2014 წელს წავიდა საზღვარგარეთ. მხარეთა შორის რაიმე შეთანხმება არ არსებობდა, არც სასესხო და არც ბანკის ვალის დაფარვის თაობაზე. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ხ------- კ---–-ძესთან შეთანხმებით, მისი ვალის დასაფარავად იხდიდა თანხებს. გ---–----- ს---–-----–-ძე ამ თანხებს იხდიდა თავისი სარგებლობისათვის, ვინაიდან თვითონ ფლობს ამ ბინას და მისი ინტერესი იყო.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

2013 წლის 15 იანვარს ხ------- კ---–-ძესა და სს ,,კ------------–--------------ს’’ შორის გაფორმდა N--------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ხ------- კ---–-ძეს მიეცა კრედიტი 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 2014 წლის 14 იანვრამდე, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ხ------- კ---–-ძის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა მდებარე ქ.ზესტაფონი, ჩ---–------------------ ს.კ 3------------------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოპასუხის ახსნა- განმარტებას, 2----–-–------------------------- საკრედიტო ხელშეკრულებას, 2----–-–------------------------- იპოთეკის ხელშეკრულებას და საჯარო რეესტრის ამონაწერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებას და 2015 წლის 10 ივლისის სააღსრულებო ფურცელს.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. გ---–----- ს---–-----–-ძემ ხ------- კ---–-ძის, 2----–-–--------------------------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გამოტანილი სესხის დაფარვის მიზნით, სს ,,კ------------–--------------ს’ ანგარიშზე პერიოდულად გადაიხადა თანხები, ჯამში 1524.48 ლარისა და 397.64 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2013 წლის 13 მარტის N--------- 2013 წლის 15 აპრილის N-------, 2013 წლის 6 ნოემბრის N-------, 2014 წლის 3 იანვრის N--------- 2013 წლის 18 ივნისის N--------- 2014 წლის 8 ივლისის N-------, 2014 წლის 25 აპრილის N--------- 2015 წლის 20 აპრილის N-------- სალაროს შემოსავლის ორდერებს და ვალუტის გადაცვლის ქვითრებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს გ---–----- ს---–-----–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103, 105-ე მუხლებს, სამოქალაქო კოდქესის 316-317-ე, 385-ე. 986-ე მუხლებს.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება, იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში ვალი რეალურად არსებობს.

 

მოცემულ შემთხვევაში უდაოდ დადგენილია, რომ 2013 წლის 15 იანვარს ხ------- კ---–-ძესა და სს ,,კ------------–--------------ს’’ შორის გაფორმდა N---------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ხ------- კ---–-ძეზე გაიცა კრედიტი 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. 2014 წლის 14 იანვრამდე, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ხ------- კ---–-ძის კუთვნილი ბინა მდებარე ქ.ზესტაფონი, ჩ---–------------------ ს.კ 3------------------.

 

დადგენილია ასევე, რომ გ---–----- ს---–-----–-ძემ ხ------- კ---–-ძის, 2----–-–--------------------------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გამოტანილი სესხის დაფარვისათვის პერიოდულად გადაიხადა თანხები, ჯამში 1524.48 ლარისა და 397.64 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის წარმოდგენილ ყველა სალაროს შემოსავლის ორდერში, თანხის გადახდის დანიშნულების გრაფაში მითითებულია - ხ------- კ---–-ძის სესხის დაფარვა და სესხის ხელშეკრულების ნომერი C---------

 

ამდენად, დადგენილი გარემოებების საფუძველზე არსებობს მოსარჩელის მიერ გადახდილი მოპასუხის ვალის კონდიქციის წესით ანაზღაურების წინაპირობა, ვინაიდან აღნიშნულით უსაფუძვლოდ დაიზოგა მოპასუხის ქონება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ---–----- ს---–-----–-ძე ითხოვს მოპასუხეზე 8000 ლარის დაკისრებას, თუმცა საქმეში წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლთა თანახმად, გ---–----- ს---–-----–-ძის მიერ ხ------- კ---–-ძის სესხის დაფარვისათვის გადახდილმა თანხებმა ჯამში შეადგინა 1524.48 ლარი და 397.64 აშშ დოლარი. (გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის 397.64 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი, საქართველოს ეროვნული ბანის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცლითი კურსის ( 1$ -2.4448ლ) გათვალისწინებით შეადგენს 972.15 ლარს) შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ ამ თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟი გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟი 74.90 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---–----- ს---–-----–-ძის (პ/ნ 1----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ხ------- კ---–-ძეს (---------------- გ---–----- ს---–-----–-ძის (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს 1524 (ათას ხუთას ოცდაოთხი) ლარისა და 48 (ორმოცდარვა) თეთრის და 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) აშშ დოლარისა და 64 (სამოცდაოთხი) ცენტის ეკვივალენტი - 972 (ცხრაას სამოცდათორმეტი) ლარისა და 15 (თხუთმეტი) თეთრის, ჯამში 2496 (ორი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა და 63 (სამოცდასამი) თეთრის გადახდა.

 

3. გ---–----- ს---–-----–-ძეს (პ/ნ 1----------- უარი ეთქვას მოპასუხე ხ------- კ---–-ძეზე (---------------- 5 503 (ხუთი ათას ხუთას სამი) ლარისა და 37 (ოცდაჩვიდმეტი) თეთრის დაკისრებაზე.

 

4. მოპასუხე ხ------- კ---–-ძეს (---------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 74 (სამოცდათოთხმეტი) ლარისა და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე 3---------

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე